Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

საგადასახადო სამსახურმა კახეთში 533 პენსიონერს პენსიაზე ინკასო დაუდო

 

 

ოთხშაბათი, 20 აპრილი 2011 12:20

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა კახეთში პენსიებზე ინკასო 533 პენსიონერს დაუდო. საგადასახადო სამსახური პენსიონერებს სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ედავება. ინკასო ადევს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობასაც.

 

ინკასოს დადების გამო პენსიონერები კუთვნილ პენსიებს, სოციალურად დაუცველები კი სოციალურ დახმარებას ვეღარ იღებენ.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებში აცხადებენ, რომ ინკასოს დადებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო სამსახური იღებს.

 

შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

პენსიების გარეშე დარჩენილი მოხუცები დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი.

 

http://www.ick.ge/ka/rubrics/humanrights/5651----533----.html

 

პ.ს. საერთოდ რა საჭიროა პენსიები, გააუქმონ :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საგადასახადო სამსახურმა კახეთში 533 პენსიონერს პენსიაზე ინკასო დაუდო

ინკასო რას ნიშნავს? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პენსიების გარეშე დარჩენილი მოხუცები დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ

მოკლედ, ვერ ისწავლა ამ ხალხმა რა, რომ ვინც გDღნავს, დასახმარებლად მას კი არ უნდა მიმართო, ამ შემთხვევაში (კახეთში) თოხს, ბარს, ნამგალს, დაუჩეჩქვე თAვი, ნუ, სანადირო თოფებიც ექნებათ ალბათ. კახელები რაღამ დააჩმორა ასე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინკასო რას ნიშნავს?

 

 

საბანკო ანგარიშების ერთგვარი დაბლოკვაა, ანუ რეალურად თანხა გაქვს, მაგრამ ვერ გამოიყენებ მანამ, სანამ საგადასახოდოსთან ურთიერთობებს არ გაარკვევ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაიხადონ ეს დავალიანებები რაცაა აქვთ, რა პრობლემაა :what:

თუ ქართველ ერს არ ეკადრება საგადასახადო ვალდებუელების შესრულება?

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საგადასახადო სამსახურმა კახეთში 533 პენსიონერს პენსიაზე ინკასო დაუდო

 

 

ოთხშაბათი, 20 აპრილი 2011 12:20

 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა კახეთში პენსიებზე ინკასო 533 პენსიონერს დაუდო. საგადასახადო სამსახური პენსიონერებს სხვადასხვა დროს დაკისრებული ჯარიმებისა და საურავების გადახდას ედავება. ინკასო ადევს ასობით სოციალურად დაუცველი ოჯახის საარსებო შემწეობასაც.

 

ინკასოს დადების გამო პენსიონერები კუთვნილ პენსიებს, სოციალურად დაუცველები კი სოციალურ დახმარებას ვეღარ იღებენ.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ განყოფილებებში აცხადებენ, რომ ინკასოს დადებისა და მოხსნის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო სამსახური იღებს.

 

შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურ ცენტრში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

 

პენსიების გარეშე დარჩენილი მოხუცები დახმარებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ, თუმცა მუნიციპალიტეტების გამგებლები აცხადებენ, რომ ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროს და მთავრობის მიერ არის გადასაწყვეტი.

 

http://www.ick.ge/ka/rubrics/humanrights/5651----533----.html

 

პ.ს. საერთოდ რა საჭიროა პენსიები, გააუქმონ :yes:

 

ასეთ რამეს აქაც აკეთებენ. არაა ეს ახლაი ამბე და ამას სახელმწიფო ფაშიზმი ჰქვია.

 

სხვათაშორის ამ სხელმწიფო ფასიზმის მიმართ ომს ვიწყებ უახლოეს დღებში, ასე რომ ვაპირებდი ამის მაგვარ თემის გახსნას.

 

პ.ს. ამას უნდა ნაკლები წუწუნი და მეტი მოქმედება. ერთხელ განახეთ როგორ, ახალ მერედაც განახებთ და თუ ვერ გაიგებთ, ოსის არ იყოს "წავალ სახლში". :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაიხადონ ეს დავალიანებები რაცაა აქვთ, რა პრობლემაა :what:

თუ ქართველ ერს არ ეკადრება საგადასახადო ვალდებუელების შესრულება?

ნამდვილად...

როდის უნდა ვისწავლოთ, რომ ჯერ ქვეყანა/მიშა/ვანო/გიგა, და მერე ჩვენ...

 

ასეთ რამეს აქაც აკეთებენ. არაა ეს ახლაი ამბე და ამას სახელმწიფო ფაშიზმი ჰქვია.

 

სხვათაშორის ამ სხელმწიფო ფასიზმის მიმართ ომს ვიწყებ უახლოეს დღებში, ასე რომ ვაპირებდი ამის მაგვარ თემის გახსნას.

 

პ.ს. ამას უნდა ნაკლები წუწუნი და მეტი მოქმედება. ერთხელ განახეთ როგორ, ახალ მერედაც განახებთ და თუ ვერ გაიგებთ, ოსის არ იყოს "წავალ სახლში". :givi:

რატომ ჰქვია გადასახადების გადახდის დაძალებას სახელმწიფო ფაშიზმი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გადაიხადონ ეს დავალიანებები რაცაა აქვთ, რა პრობლემაა :what:

თუ ქართველ ერს არ ეკადრება საგადასახადო ვალდებუელების შესრულება?

მართლალი ხარ..ამ პენსიონერებს კურორტებზე(საზღვრგარეთ) სიარულის მეტი აღარაფრის კეთეება არ უნდათ..ესე იცის ევროპულ დონეს რომ დაეწევი და ევროპელი პენსიონერის დონის ცხოვრებას რომ შეუქმნი,ჩვენ პენსიონერებს..ეს კი კარგად შეიშვენეს,მაგრამ აი ეს საბჭოთა მენტალიტეტი გადასახადების არ გადახდა რა წესია..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

 

რატომ ჰქვია გადასახადების გადახდის დაძალებას სახელმწიფო ფაშიზმი?

 

პენსიონერს რომ სახლემწიფო გადასახადი საერთოდ აქვს ამას ჰქვია ფაშიზმი.

 

პენსიონერი იმისაა რომ პენსიზეა და ვერ მუშაობს. მაშინ საერთოდ გააუქმონ პენსიოერის სისტემა.

 

მეორე.

სახელმწიფომ უნდა შექმნა ისეთი პირობები რომ პენსიონერი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს.

მესამე.

ადამიანს რომ ჩააყენებ ისეთ მდგომარეობაში და სხვა გზას არ დაუტოვებ, სადა არჩევნის წინაშეა "შიმშილი ან ვალი", ნუ გიკვირთ მეორეს რომ ირჩევს.

 

 

მეოთხო.

ამ ცხოვრებაში ყველას ერთნაერად არ უმართლებს და ზოგიერთი ნუ ზომავს საზომს თავისი ჯიბიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პენსიონერს რომ სახლემწიფო გადასახადი საერთოდ აქვს ამას ჰქვია ფაშიზმი

სახელმწიფო გადასახადი რაღაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სახელმწიფო გადასახადი რაღაა?

 

ნუ აქ საერთო დასახლება ვიხმარე.

სფეციფიკაცია არაა ძნელი პრინციპში.

 

99%-ი პროცენტი პენსიოერი წლოვანებით ან ინვლიდობით ვთქვათ ვალში ვარდება: ელექტრო ენერგიის, მიწის, ბინის გადასახადის გამო. ეს არის ის მთავარი ელემენტები რომლის უმისოდ ადამინის არასებობა დღეს წარმოუდგენელია.

 

ჩეხეთის მაგალითზე მოგიყვები ეხლა რა ხდება აქ და უკვე დიდ პრობლემებში გადადის.

 

ადრე (4-5 წლის წინათ) სახელმწიფო პენსონერებს და უმუშევრებს ეხმარებოდა ბინის, ენერგიის გადასახადებში. დღეს ეს ფაქტიურად ან გაუქმდა, ან ძალიან ძნელად მისაღები გახდა. ან თუ მოგცემენ, ფაქტიურად უმნიშვნელოა.

 

ერთი მხვრივ გაძვირდა ელექტრო ენერგია, რომელიც ჩეხეთში სახელმწიფოს ხელშია, გაძვირდა ბინის გადასახადი სახლმწიფო ბინებშიც და საერთოდ გაძვირდა ცხოვრება. პენისების ვალიდაცია არ შეეფერება ბაზრის მოთხოვნებს. ფაქტიურად პენსიის მომატება არაა შეფარდებითი ცხოვრების დონის სიძვირესთან, რამაც პენისონერები და უმუშვერები ფაქტიურად ვალებში ჩააგდო.

 

სახელმწიფომ ამ დროს მისცა უფლება ამ ვალების სხვა და სხვა მეთოდებით გამოძალვის ე.ი. ამ მცირედი პენსიების ხარჯზეც.

 

აი ამას ყველაფერს სახელმწიფო ფაშიზმი ჰქვია.

 

მოკლედ, სახლემწიფო ფაქტიურად აიძულებს ადამიანს ვალში ჩავარდეს და მერე ამ ვალის გამოძალვის უფლებით კაიფობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

..ამ პენსიონერებს კურორტებზე(საზღვრგარეთ) სიარულის მეტი აღარაფრის კეთეება არ უნდათ..ესე იცის ევროპულ დონეს რომ დაეწევი და ევროპელი პენსიონერის დონის ცხოვრებას რომ შეუქმნი,ჩვენ პენსიონერებს..ეს კი კარგად შეიშვენეს,

 

ყველა ეუბნებოდა მაგ პენსიონერებს, სნიკერსს შეეშვით, მაგას ჩურჩხელა სჯობიაო, მაგრამ არ დაუჯერეს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პენსიონერს რომ სახლემწიფო გადასახადი საერთოდ აქვს ამას ჰქვია ფაშიზმი.

 

პენსიონერი იმისაა რომ პენსიზეა და ვერ მუშაობს. მაშინ საერთოდ გააუქმონ პენსიოერის სისტემა.

 

მეორე.

სახელმწიფომ უნდა შექმნა ისეთი პირობები რომ პენსიონერი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს.

მესამე.

ადამიანს რომ ჩააყენებ ისეთ მდგომარეობაში და სხვა გზას არ დაუტოვებ, სადა არჩევნის წინაშეა "შიმშილი ან ვალი", ნუ გიკვირთ მეორეს რომ ირჩევს.

 

 

მეოთხო.

ამ ცხოვრებაში ყველას ერთნაერად არ უმართლებს და ზოგიერთი ნუ ზომავს საზომს თავისი ჯიბიდან.

არ ვზომავ მე ჩემი ჯიბიდან, და არ მაქვს საქმე სახარბიელოდ, უბრალოდ ვთქვი, რომ თუ გადასახადი არის კანონით დაწესებული, უნდა გადაიხადო...

თუ კანონის შეცვლა გინდა, იმიტომ რომ დაწესებულუ ცხოვრების წესი არ მოგწონს, მაშინ მთავრობა უნდა შეცვალო და ერთ ტომარა ფქვილზე არ უნდა დაუკრა ტაში შენი სოფლის გამგებელს, რომელიც ნაციკია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. გადაიკითხეთ სოციალ-ლიბერალურიი პარტიის საარჩევნო პროგრამა, ბევრი რამ მანდ ძალიან სწორი და დღევანდელ მდგომარეობიდან გამომდინარე სწერია.

მაგალითიად:

"2* განმარტება.

 

ადამიანის საცხოვრებელი ფართი ხელშეუხებელია. ბანკებს, საფინნსო დაწესებულებებს, თუ სხვა მევალეებს ეკრძალებათ საცხოვრებლი ფართის და პირველადი მოხმარების ნივთების ჩამრთმევა მევალეებისათვის.

 

ადამიანს აქვს ღირსეული ცხოვრების უფლება იმ შემთხვევაშიც თუ ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ ფინანსურ ვალდებულებებს. ბანკების პროდუქტი არის თანხა. ბანკი იგივე ბიზნესია, როგორც ყოველი სხვა და იგივე რისკის ქვეშ არის, როგორც ყოველი ბიზნესი. ვალის, კრედისტის გამცემმა უნდა გამოთვალოს კრედიტის დაბრუნების შანსები, ან ეს კრედიტი დააზღვევოს, მაგრამ არა ადამიანის საცხოვრებელი ფართის, ან პირველადი დანიშნულების ნივთების ხარჯზე. ეს კანონი აუცილებლობაა განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის უმეტესი მაცხოვრებელი სიღარისბის ზღვარს ცხოვრობს."

 

http://www.georgian-style.net/social-liberal/?p=18

 

ერთის სიმდიდის კოეფიციენტი, მეორეს სიღარისბის კეფიციენტიდანაა გამოდინარე. ასეა ეს და ამას კამათი არ სჭირდება. :)

 

ამიტომ მოიგონეს საზოგადოების სოლიდარობის პრინციპი, რომელიც სამწუხაროდ ნელ-ნელა მიდის "dopredele" (თრაქში). რაც იწვევს ამ სოციალურ არათანასწორუფლებიანოსბას და პრობლემებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვზომავ მე ჩემი ჯიბიდან, და არ მაქვს საქმე სახარბიელოდ, უბრალოდ ვთქვი, რომ თუ გადასახადი არის კანონით დაწესებული, უნდა გადაიხადო...

თუ კანონის შეცვლა გინდა, იმიტომ რომ დაწესებულუ ცხოვრების წესი არ მოგწონს, მაშინ მთავრობა უნდა შეცვალო და ერთ ტომარა ფქვილზე არ უნდა დაუკრა ტაში შენი სოფლის გამგებელს, რომელიც ნაციკია...

 

შენი პოსტის დაბლა არის ამაზე პასუხი და არ არის ეს მხოლოდ ქართული პრობლემა.

 

გლობალიზაციას საერთო გლობალური პრობლემებიც მოქვს.

ფაქტიურად გლობალიზაცია კომუნისტური აზროვნების ტერმინია. "პროლეტარებო ყველა ქვეყნისა შეერთდით". :)

ვინც ეკონომიკა და პოლიტიკა გლობალიზაციაზე გადაიყვანა, არ იფიქრა ის, რომ ფაქტიურად შეასრულა მარქსიზ-ლენინიზმის იდეოლოგიის ანდერძი.

 

პ.ს. მთავრობის შეცვლაა საჭირო ამ შარიკის 99% ქვეყანაში, მაგრამ ეს იმას არ ნისნავს ინდივიდმა არ იბრძოლო.

ყველამ ჩვენს ადგილზე უნდა გავაკეთოთ იმდენი რამდენიც შეგვიძლია და არ იქნება მერე ეს საწუწუნო.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...