Jump to content
Planeta.Ge

სული წმინდის ნიჭები


Recommended Posts

Morfius

ცოტა რამ მინდა ვთქვა თქვენს კომენტარებზე, პირველი ის რომ: თქვენ რომ მისამართი იცით ორმოცდაათიანული ეკლესიის ეს დიდს არაფერს ნიშნავს ხოლო თქვენი მოყვანილი მაგალითები რომ არ არის ობიექტური ესეც ფაქტია, ის რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე კაცი ინკურნება ამას არავინ გიჭამს, ან ძაან სულელები გგონია ხალხი იქ ან კიდევ რაღაცა არასოწორია თქვენი ნათვქმიდან.

 

სული წმიდის ნიჭებზე კი ვიტყვი, ნუთუ თქვენ ისე კარგად იცნობთ ღმერთს რომ იცით ვის რას აძლევს?ან როდი აძლევს ან როგორ მოქმედებს ღმერთი?

ხოლო ენებზე ლოცვაზე ვიტყვი რომ არის ეს ნიჭი დღესაც და ამაში არაფერია გასაკვირი, დიახ ეს არ არის სხვების ასაშენებლად მაგრამ ეს აშენებს მორწმუნეს ანუ ვინც ლოცულობს მას რადგანაც საიდუმლოებას გადაცემს უფალს. რავი მგონია რომ ბიბლია იცით და გაქვთ წაკითხული და ამიტომ ციტირებას არ დავიწყებ ბიბლიისა მაგრამ თუ საჭირო იქნება დავაციტირებ.

მეც ცოტას ვიტყვი თქვენს ამ კომენტარზე,

1. ორმოცდაათიანელების მისამართების ცოდნის გარდა მათ "ქართველ პატრიარქს" მისტერ ოლეგისაც ძალიან კარგად ვიცნობ და ე.წ ისნის ოლქის მმართველ ყოფილი უშიშროების თანამშრომელ მოსკოვისპროსპექტზე სექტის ფინანსებით ახლადბინანაყიდ მისტერ გიასაც, მგალობელთა გუნდის წევტებსა და უბნის წინამძღოლებზე, რომ აღარაფერი ვთქვა, ვიცნობ მათ იდეოლოგიასა და მოძღვრებას ეს კი მისამართების ცოდნასთან ერთად იმას ნიშნავს რომ ორმოცდაათიანელები და მათი მოძღვრება უცხო არ არის ჩემთვის.

2. ის რომ ყოველ კვირა ვითომ ეშმაკეული ინკურნებოდა ამას მართლაც არავინ ჭამს საღად მოაზროვნე, მაგრამ ხალხის ის კატეგორია რომელიც იმას ჭამს, რომ ვითომც სულიწმინდა ამეტყველებს და თანდასწრება კი იატაკზე აგორავ აკოტრიალებს ამასაც ჭამს და ცოტა კიდევ მეტსაც, სწორედ ამიტომ გაამართლა კაიროელი ბოგანოს ჯერ ინვალიდის ეტლიდან წამოხტომის სპექტაკლმა ხოლო შემდეგ კი ეშმაკის ეგზორციზმმა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნე დაახლოებით 90 ჯერ გაიმეორეს, ბოლოს მივედი და ვკითხე რატომ ხდება რომ ყოველ კვირა ახალი ეშმაკი გიპყრობს თქო? პასუხი ასეთი იყო როდესაც არაწმინდა სული გამოდის სხეულიდან დადის უწყლო ადგილებში შემდეგ ბრუნდება საკუთარ სახლში და როდესაც მას ცარიელს ხედავს 7 თავისზე ძლიერი დემონი მოჰყავს და სახლდებაო მე კი ვცოდავ და იმიტომაც ბრუნდებიანო, ხომ ხვდები უცბათ ბიბლიიდან იესოს სიტყვები ააფრიალა საკუთარი სპექტაკლის და ფანატიზმის გასამართლებლად, მოკლედ 90 ჯერ განდევნილ უკან თავისზე 7 ჯერ ძლიერ დემონთან ერთად დაბრუნებული დემონების რიცხვი რომ დავითვალე ათასებს გადააჭარბა, ყველაზე საინტერესო კი ის იყო რომ ეს პიროვნება თან შებყრობილის როლს თამაშობდა თან ვითომ სულიწმინდით მეტყველებდა, ვეკითხები: თუ ეშმაკია შენში სულიწმინდის ენით როგორღა მეტყველებ თქო? ვინაიდან ამ დროს სულიწმინდა ივანებს ადამიანის სხეულში და იქ უკვე არაწმინდა სული გამორიცხულია რომ იყოს და თუ არაწმინდა სული სახლობს სხეულში სანამ იქ სულიწმინდა დაივანებს ჯერ ამ არაწმინდა სულების განდევნას ახდენს იქიდან, ასე რომ ორივეს თანაცხოვრება ერთ სხეულში რომ არ გამოდის ალბათ ხვდები, ამ შეკითხვაზე გამეპარა უცბათ, სინამდვილე კი ასეთი იყო მის სხეულში არათუ სულიწმინდა დემონიც კი არ კადრულობდა ჩასახლებას, ტიპი კი უბრალოდ ზომბირებული ფანატიკოსი იყო და მეტი კი არაფერი, რომელმაც ძალიან კარგად იცოდა, რომ არავითარი დემონი მის სხეულში არ იყო და მითუმეტეს იმასაც ხვდებოდა რომ არც სულიწმინდა ამეტყველებდა მას.

3. მე ღმერთს ძალიან კარგად ვიცნობ, იმაზე უფრო კარგად ვიდრე შეგიძლია ეს წარმოიდგინო, ვიცნობ ასევე ლუციფერსაც და მის დემონებს და სწორედ ამიტომ ვწერ რასაც ვწერ, ასეთი გამოვლინებები დემონების ნახელავია, ვინაიდან ორმოცდაათიანელების საკრებულოში ყველას დიდიან პატარიანად რაღატომღაც ეძლევა მხოლოდ ისეთი ნიჭი რომლის იმიტაციაც ამ ნიჭის არ მქონემაც კი სრულიად შესაძლებელია წარმატებით გააკეთოს, ყველას რომ ენებით ლაპარაკის ნიჭი ეძლევა და სხვა არც ერთი ნიჭი არ ეძლევა არავის ამას თუ დაკვირვებიხარ? ყველა რომ ენებით საუბრობს და 1 განმმარტებელი არ არის ამაზე დაფიქრებულხარ ოდესმე? მხოლოდ ისეთი სასწაულები რომ ხდება რისი თეატრალურად დადგმაც უბრალო მსახიობსაც შეუძლია ეს არ გაფიქრებს? და თუნდაც სასწაული რეალურად მოხდეს რატომ გამორიცხავ რომ ეს ღვთისგან კი არა სატანისგანაა? მაშინ როდესაც იესო ამბობს "მრავალი მეტყვის იმ დღეს განა შენი სახელით არ ვახდენდით სასწაულებს და განა შენი სახელით არ ვდევნიდით ეშმაკებსო" მაშინ ვეტყვი მე მათ გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა, ხედავ თურმე შესაძლებელი ყოფილა იესოს სახელით სასწაულის მოხდენა და ეშმაკთა განდევნაც მაგრამ იესოს პასუხი როგორია გაკვირვებული ხალხის მიმართ რომელთაც აქნობამდე სჯეროდა რომ უფლის ძალით მოქმედებდნენ? გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა. ამიტომ გიპასუხებ ღმერთს ვიცნობ და ლუციფერსაც ვიცნობ იმდენად კარგად ვიცნობ რომ ამა თუ იმ მოქმედებას, რომ შევხედავ უკვე ვიცი იქ რომელი დემონი რას და რატომ მაიმუნობს.

ენებით ლოცვაზე მეც იმას ვიტყვი რასაც შენ ეს არის ღვთიური ნიჭი ამ დროს სული ამეტყველებს ადამიანებს ზეციურ საიდუმლოებებს და წინასწარმეტყველებებს, ამ დროს ადამიანი სულიერად ძლიერდება, მაგრამ ეს ისეთი სახიფათო ნიჭია ძალიან მარტივად შეიძლება გეგონოს რომ ღვთის წმინდა სული გამეტყველებს სინამდვილეში კი ლუციფერის ერთ ერთი დემონის მორიგი ხაფანგი იყოს, რაც შეეხება ეხლა იმის გარჩევას თუ რეალურად ღვთისგანაა ეს ნიჭი თუ არა, უტყუარი მეთოდი მხოლოდ ერთია, ასეთი ნიჭის მფლობელს უნდა შეეძლოს მკვდრის აღდგინებაც, შეიძლება ხილვებიც ჰქონდეს გამოცხადებებიც, სასწაულმოქმედების უნარიც, მაგრამ მას თუ მკვდრის აღდგინება არ ძალუძს დარწმუნებული იყავი იმაში რომ ეს ღვთისგან არ არის, ვინაიდან კარგად ვიცი დემონთა მთავრებს მრავალი და საკვირველი სასწაულის მოხდენა შეუძლიათ მათ თითქმის ყველა სასწაულის მოხდენა შეუძლიათ გარდა მკვდრის აღდგინებისა, ამის ძალაუფლება არ აქვს დემონს, არსებობს რიტუალები, რომლის შესრულების შემდეგაც დემონები 7 წლის ვადით მკვდარ სხეულს დაატარებენ და საკუთარი ძალით დაათრევენ, მაგრამ ასეთი სხეული ზომბია უკვე, მას არ აქვს არანაირი ნიშან თვისება გარდაცვლილი ადამიანის ინტელექტისა სულიერებისა და როგორც გითხარი ასეთ სხეულზე, მხოლოდ 7 წელი უფლობენ ისიც იმიტომ რომ ეს სხეული იმ ადამიანს ეკუთვნის ვისი სულიც უკვე სატანჯველშია და სულით ხორცამდე ლუციფერისაა, სხვა სხეულებს ისინი ვერ ეკარებიან. აი ორმოცდაათიანელებმა კი ელემენტარულად აფრიკული ვუდუც კი არ იციან თორემ აქამდე ამ მეთოდით 1 მკვდარს მაინც წამოახტუნებდნენ ფასონად საჩვენებლად, ეჰ როგორ მინდა ყველამ ის იცოდეს რაც მე ვიცი მაგრამ ბევრის თქმის არც უფლება მაქვს და არც მიიღებს ბევრი ამას სერიოზულად. ორმოცდაათიანელებს კი კარგად ვიცნობ მაგრამ დამიჯერე მათთან არ არის სულიწმინდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Morfius

მონასმენი მაქვს, ქ თბილისში მეტროსადგურ ელ დეპოსთან მდებარე საქსოვი ფაბრიკის კლუბში, 31 ქარხნის ყოფილ კლუბში, გავაგრძელო? ყმუილს კი იმიტომ ვუწოდებ რომ ამ ბგერების გამოთქმასა და სულიწმინდას ერთმანეთთან

Morfius

ეგ ვითომ განკურნება წინასწარ ფსიქოლოგიურად დამუშავებულ ადამიანზე ჰიპნოზის ტექნიკის მფლობი შარლატანის ძალადობაა და სხვა არაფერი, თუ სულიწმინდით კურნავენ მოციქულთა და იესოს მსგავსად, მკვდრებს რაღად ვერ

Morfius

ხორცით საფლავებში, სულით ღვთის სასუფეველში.   ან არ მიიღებს, მერე თვითნებურად დაიწყებს ბოდიალს და ეშმააკი კი დაარწმუნებს რომ სულიწმინდა ამეტყველებს.   მერე მოიმოქმედეს კიდეც, პირველი საუკუნის ქრისტიან

morfiudi

მე არ ვიცი იმ ადამიაის ისტორია მაგრამ საქმე რაშია,მე სხვა თემაში გითხარი რომ ერთი ადამიანი თუ იტყუება ეს ხუცესის ბრალი არ არის, ის კაცი თავისი ტყუილისთვის აგებს პასუხს ხომ? მაგრამ ის რა შუაშია ანუ მქადაგებელი თუ თვითონ თამაშობს, მოკლედ ამ შემთხვევით არ უნდ აიყოს განილული ეს საკითხი ვინ არის მტუანი და ვინ მართალი.

ახლა კი შევეხები სასწაულებს რომლეიც იესოს სახელით ხდება, არ არსებობს რომ მოხდეს სასწაული იესოს სახელით და ეს დემონისგან მოხდეს და რატომ.სკევას შვიდი შვილი გახსოვთ ხომ? ეს ის ხალხია ვისაც სურდა ზუსტად ამ სახელის გამოყენება მაგრამ ნაცემები გარბოდნენ, ხოლო თქვენს მიერ მოყვანილი მუხლის ციტირებაში ერთი რამ უნდა დავამატო, განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდითო აქ როგორ ხედავთ მრავლობით რიცხვშია ლაპარაკი აქ არ იგულისხმება ცალკე პიროვნებები რომლებიც დევნიდნენ ეშმაკებსაქ ლაპარაკი მიდი კოლექტივზე, ანუ რა ხდება, არის ეკლესია სადაც იდევნებიან ეშმაკები ხოლო ის ადამიანი ეკუთვნის ამ ეკლესიას და იძახის განა ჩვენს ეკლესიაში არ ვდევნიდით ეშმაკებს განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, ადამიანი შეუძლებელია რომ ქრისტეს არ იცნობდეს და იყენებდეს მის სახელს, ან ეს ის ხალხია ვინც იცნობენ ქრისტეს და შემდეგ ჩავარდნენ ერესში და გაამაყდნენ.

 

ხოლო სული წმიდა სად სუნთქავს ეს თქვენ არ იცით სრულად დამიჯერეთ, ხოლო მე ვხედავ ნაყოფებს და ხალხი მოდის ქრისტესთან მემგონი ეს უმნიშვნელოვანესია, ხოლო მოდი სწავლებაზე ვილაპარაკოთ რა არის მათში არასწორი როგორც სწავლება და თუ არ არის სწორი მაშინ ცალკეულ ადამიანებზე არ უნდა გავაკეთოთ აქცენტი

 

და კიდევ რა მაინტერესებს რა წლებში იყავით თქვენ მათთან? იმიტომ რომ იყო პერიოდი როდესაც რჯულის ქვეშ იყვნენ და ჩარჩოები იყო მაგრამ ხომ შეიცვალა ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ რა ხდება, არის ეკლესია სადაც იდევნებიან ეშმაკები ხოლო ის ადამიანი ეკუთვნის ამ ეკლესიას და იძახის განა ჩვენს ეკლესიაში არ ვდევნიდით ეშმაკებს განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, ადამიანი შეუძლებელია რომ ქრისტეს არ იცნობდეს და იყენებდეს მის სახელს, ან ეს ის ხალხია ვინც იცნობენ ქრისტეს და შემდეგ ჩავარდნენ ერესში და გაამაყდნენ.

ფაქტი ერთია ჭეშმარიტი ეკლესია არის მხოლოდ ერთი, ხოლო სხვა დანარჩენი ეკლესია კი ცრუ, მეთანხმებით?

ასე რომ ამ სიტყვებს იესო ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს კი არა ცრუ ეკლესიის მრევლს ეტყვის "გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა" ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს ამ სიტყვებს არასოდეს არ ეტყვის.

ადამიანი კი რომელიც ამ სიტყვებს დაიმსახურებს ვერ ილაპარაკებს ჭეშმარიტი ეკლესიის სახელით და ვერც მის წევრობაზე დადებს თავს რადგან ეკლესია როგორც ადრე ვთქვი შენობა ნაგებობები კი არა არამედ ადამიანთა ცოცხალი სულების ერთიანი ორგანიზმია, ქრისტეს სხეული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ანუ რა ხდება, არის ეკლესია სადაც იდევნებიან ეშმაკები ხოლო ის ადამიანი ეკუთვნის ამ ეკლესიას და იძახის განა ჩვენს ეკლესიაში არ ვდევნიდით ეშმაკებს განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით, ადამიანი შეუძლებელია რომ ქრისტეს არ იცნობდეს და იყენებდეს მის სახელს, ან ეს ის ხალხია ვინც იცნობენ ქრისტეს და შემდეგ ჩავარდნენ ერესში და გაამაყდნენ.

ფაქტი ერთია ჭეშმარიტი ეკლესია არის მხოლოდ ერთი, ხოლო სხვა დანარჩენი ეკლესია კი ცრუ, მეთანხმებით?

ასე რომ ამ სიტყვებს იესო ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს კი არა ცრუ ეკლესიის მრევლს ეტყვის "გამშორდით მოქმედნო ურჯულოებისა" ჭეშმარიტი ეკლესიის მრევლს ამ სიტყვებს არასოდეს არ ეტყვის.

ადამიანი კი რომელიც ამ სიტყვებს დაიმსახურებს ვერ ილაპარაკებს ჭეშმარიტი ეკლესიის სახელით და ვერც მის წევრობაზე დადებს თავს რადგან ეკლესია როგორც ადრე ვთქვი შენობა ნაგებობები კი არა არამედ ადამიანთა ცოცხალი სულების ერთიანი ორგანიზმია, ქრისტეს სხეული.

გუშინ ამ საკითხზე ვრცელი სტატია დავწერე მერე ინეტიც გამეთიშა და როგორც ჩანს არ მოსულა, არ არის მთლად ასე, როგორც არის პირადში მოგწერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკითხი ძალიან მარტივადაა,

1. იმან, ვინც სულიწმინდის ძალით სასწაულმოქმედებას ეწევა, თავისუფლად უნდა შეძლოს მკვდრის აღდგენა, ვინაიდან სულიწმინდას ყველაფერი ძალუძს.

2. ის ვინც სასწაულმოქმედებას ეწევა და მკვდრის აღდგენა კი არ ძალუძს, ბელზებელის ძალით მოქმედებს, ვინაიდან ბელზებელს ყველა სასწაულქმედება ძალუძს გარდა მკვდრეთით აღდგენისა.

3. შუალედური ნეიტრალური და რაღაც სასხვათაშორისო ნიჭები არ არსებობს ღვთისაგან, ეს ეშმაკისაგანაა.

4. შეიძლება ამა თუ იმ მორწმუნეს სხვადასხვა ნიჭი მიეცეს სულიწმინდისა ზოგს ენებით საუბრის ზოგს განმმარტებლის ზოგს მკურნალობის, ზოგს კვეთებულთა სხეულიდან დემონთა განდევნის, მაგრამ მთელს ეკლესიაში 1 ადამიანს მაინც უნდა ჰქონდეს მკვდრეთით აღდგენის მადლი მიცემული რითაც ის უტყუარად დაადასტურებს რომ ეკლესია ქრისტესია. როდესაც ეკლესიის წევრთა რიცხვი ასიათასებს აჭარბებს აქედან 1 კაცს მაინც უნდა შეეძლოს მკვდრის აღდგენა სულიწმინდით, რომ თავად ეკლესიაზე ითქვას ეს ქრისტეს ეკლესიაა უტყუარად და ჭეშმარიტად. ხოლო თუ ეკლესიაში ყველა მხოლოდ ენით ლაპარაკობს და არც ერთი პიროვნება არ არის რომელსაც მკვდრეთით აღდგომის ნიჭი აქვს მიმადლებული ღვთისაგან ეკლესია სატანისაა.

არ ვიცი ვის როგორ და რატომ ეწყინება მაგრამ ეს ასეა.

ამიტომ ასსა და ათასს კი არ ვითხოვ ერთი კაცი დამისახელეთ ორმოცდაათიანელთაგან, ვისაც მკვდრეთით აღდგენა ძალუძს სულიწმინდით და ვიტყვი რომ ეს ჭეშმარიტად ღვთის ეკლესიაა.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

morfiudi

და იმაზე თუ გიფიქრიათ რომ საერთოდ ლოცულობენ კი ისინი მიცვალებულებზე? უბრალოდ იქნებ გამბედაობა არ ყოფნით და ამის ბრალია და არა ის რომ არ შეუძლიათ ილოცონ და აღდგეს? მე მაგალითად გამბედაობა არ მყოფნის უბრალოდ ვილოცო თუნდაც კიბოსგან ან კიდევ სხვა დაავადებისთვის და ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი შეზღუდულია ჩემში. ეს ჩემი გაბედულების ამბავია. რწმენა ჭირდება ამას და მინდობა უფალზე, ისე სხვანაირად როგორ მიიღებ ამ ნიჭს.

 

კიდევ განვმეორდები აქაც, დემონი იესოს სახლეს ვერ გამოიყენებს განსაკურნებლად, ხოლო ბელზებულს თუ შეუძლია მას იესოს სახელით არ შეუძლია მას თავისი ძალით შეუძლია, ხოლო როდიდან არის რომ ჭეშმარიტება მკვდრების აღდგინებით განისაზღვრება, კარგით რა სალაპარაკო არ გაქვთ მეტი არაფერი, უფლის ისყვარულზე გხსნის გზაზე ილაპარაკეთ არ ჯობია, უფრო სწორედ ვილაპარაკოთ

 

ისე თვენ თუ გილოციათ მაინც მკვდრის აღდგინებაზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

morfiudi

და იმაზე თუ გიფიქრიათ რომ საერთოდ ლოცულობენ კი ისინი მიცვალებულებზე? უბრალოდ იქნებ გამბედაობა არ ყოფნით და ამის ბრალია და არა ის რომ არ შეუძლიათ ილოცონ და აღდგეს? მე მაგალითად გამბედაობა არ მყოფნის უბრალოდ ვილოცო თუნდაც კიბოსგან ან კიდევ სხვა დაავადებისთვის და ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი შეზღუდულია ჩემში. ეს ჩემი გაბედულების ამბავია. რწმენა ჭირდება ამას და მინდობა უფალზე, ისე სხვანაირად როგორ მიიღებ ამ ნიჭს.

 

კიდევ განვმეორდები აქაც, დემონი იესოს სახლეს ვერ გამოიყენებს განსაკურნებლად, ხოლო ბელზებულს თუ შეუძლია მას იესოს სახელით არ შეუძლია მას თავისი ძალით შეუძლია, ხოლო როდიდან არის რომ ჭეშმარიტება მკვდრების აღდგინებით განისაზღვრება, კარგით რა სალაპარაკო არ გაქვთ მეტი არაფერი, უფლის ისყვარულზე გხსნის გზაზე ილაპარაკეთ არ ჯობია, უფრო სწორედ ვილაპარაკოთ

 

ისე თვენ თუ გილოციათ მაინც მკვდრის აღდგინებაზე?

გამბედაობა რა შუაშია, მე თუ დარწმუნებული ვარ იმაში რომ სულიწმინდაა ჩემში, მე თუ დავრწმუნდი იმაში რომ ჩემს სხეულში დაივანა ღვთის სულმა ჩემზე გამბედავი ადამიანი დედამიწის ზურგზე არ იქნება და სრულიად თამამად ვიტყვი სიტყვებს აღსდექ, გამბედაობა კი არა რწმენა არ ყოფნით რადგან გულის სიღრმეში არავინ არ არის დარწმუნებული ნამდვილად სულიწმინდა ივანებს მათზე თუ არა, ხოლო თუ დარწმუნებული ხარ რომ სულიწმინდაა შენში რაღად ვეღარ ბედავ რაა მის ყოვლისშემძლეობას აყენებ ეჭქვეშ?

დემონს საერთოდ არ სჭირდება იესოს სახელის გამოყენება განსაკურნებლად, დემონი საერთოდ კულისებში დადგება ის უბრალოდ შთაგაგონებს და სახელს კი უკვე დემონი კი არა ადამიანი გამოიყენებს.ეხლა ერთ სცენარს დავწერ აქ და დანარჩენი შენ განსაზღვრე: ავიღოთ სიტუაცია: " ბელზებელმა გადაწყვიტა ამა თუ იმ სასწაულის მოხდენით ადამიანთა კატეგორია დაერწმუნებინა იმაში რომ ეს სასწაული უფლისაგან მიმადლებულია და აქედან გამომდინარე უკვე ადამიანის გულში გაეჩინა მტკიცე დაჯერება იმისა რომ შესაკრებელი სადაც ის იმყოფება ნამდვილად ქრისტეს წმინდა ეკლესიაა, ანუ რას ვამბობ: 1არსებობს რელიგიური მიმდინარეობა, 2. ბელზებელს სურს დააჯეროს ამ რელიგიური მიმდინარეობის წევრებს რომ სწორედ მათი ეკლესიაა ჭეშმარიტი. ეხლა როგორ მოქმედებს ის: მას ჰყავს დაქვემდებარებაში მყოფი დემონები რომლებიც მის ბრძანებებს ასრულებენ, სცენარი ასეთია:

1. ბელზებელი რამოდენიმე დემონს უბრძანებს შევიდნენ ადამიანის სხეულში

2. ასეთ შებყრობილ ადამიანს თავზე ხელს ადებს ორმოცდაათიანელი ხუცესი და ხმამაღლა ყვირის "ქრისტეს სახელით გიბრძანებ დატოვე ეს სხეული"

3.ბელზებელი უბრძანებს დემონებს დატოვონ სხეული

4. დემონები ტოვებენ სხეულს

5. ხუცესს ჰგონია რომ მისი ნათქვამი სიტყვების შემდეგ დემონებს შეეშინდათ და გაიქცნენ

მიზანიც მიღწეულია, ხუცესს ხომ ჰგონია უკვე რომ მან დემონები სულიწმინდით განდევნა?

აი ეს იყო სწორედ ბელზებელის დადგმული სპექტაკლის ძირითადი მიზეზიც, მან დააჯერა ხუცესი რომ ეშმაკები სულიწმინდით განდევნა, ანუ შესაბამისად ხუცესმა დაიჭერა რომ მისი ეკლესიაა ჭეშმარიტი.

სინამდვილეში კი რა მოხდა:

1. ხუცესი არანაირ ძალას არ ფლობდა სულიწმინდისაგან მიმადლებულს

2. ხუცესს ისეთივე წარმატებით შეიძლება ეთქვა სიტყვები "ქრისტეს სახელით გიბრძანებ" როგორი წარმატებითაც ამას თვითნებურად პირველ საუკუნეებში აკეთებდნენ ხოლმე.

3. პირველი საუკუნეებისაგან განსხვავებით დღეს ეს ხუცესი იმიტომ არ წაიგდეს წიხლ ქვეშ დემონებმა, რომ ბელზებელმა მათ უბრძანა წყნარად ყოფილიყვნენ და დამორჩილებოდნენ ხუცესს.

4. ხუცესი არ ფლობს არც სულიწმინდის ძალას და არც დემონურ ძალას, ის უბრალოდ ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანია როგორც მილიარდობით სხვა დანარჩენი

5 ბელზებელის სპექტაკლმა გაამართლა და ხუცესთან ერთად ათასობით მასამ დაიწყო ღრიალი და იატაკზე გორაობა იმის ღრმა შეგნებით რომ "ღმერთი მათთანაა"

6. ეს ყველაფერი რომ სინამდვილეში მართლაც ასეა ამას ბევრი ვერ ხედავს და მხოლოდ ერთეულები ამჩნევენ, ბევრი ვერ ხედავს ლუციფერის მახეებს, მე კი ვხედავ იმიტომ რომ ვიცი როგორც აზროვნებს და ვიცი რანაირ ჩახლართულ კომბინაციებსაც დგავს ხოლმე, იობს შვილები დაუხოცა ზეციური ცეცხლით იმ იმედით რომ იობს ეფიქრა თითქოს ეს სასჯელი ღვთისგან იყო და დაეგმო ღმერთი, ხომ შეეძლო სნეულებით დაეხოცა? მაგრამ არა იმენნა ზეციდან ჩამოსული ცეცხლით დახოცა იმიტომ რომ იცის ლუციფერმა ებრაელისთვის ზეციური ცეცხლი ღვთის მოქმედებასთან იგივდება.

ჭეშმარიტების მკდრების აღდგენით განსაზღვრა კი იქიდან არის აქტუალური როდიდანაც ორმოცდაათიანელებმა დაიწყეს მტკიცება რომ სულიწმინდა ამოქმედებთ. გამოქმედებს სულიწმინდა? მაშ აღადგინე მკვდარი. მკვდრის აღდგენა არ ძალგიძს? მაშინ თამამად ნუღარ იძახი რომ სულიწმინდა გამოქმედებს, იმიტომ რომ სხვა ძალთაქმედებანი ეშმაკსაც სულ ცეკვა ცეკვით შეუძლია.

მკვდრის აღდგინებაზე მე არასოდეს არ მილოცია, იმიტომ რომ ჩემში არ არის სულიწმინდა და ვიცი რომ ეს რომ ვცადო მხოლოდ საკუთარ თავს გავიხდი მასხარად ასაგდებად, მაგრამ მე იმ ხალხისა მიკვირს რომელიც აცხადებს "სულიწმინდაა ჩემში" მაგრამ მაინც ვერ ბედავს თქმას სიტყვისას აღსდექ.

სულიწმინდა კერძო საკუთრება კი არ არის დაიძახოს ადამიანმა ჩემშიაო და ჰოპ და უცბათ ამ ადამიანში აღმოჩნდეს, სულიწმინდის მადლის მიღება გაცილებით რთული ამბავია ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია, სულიწმინდის მოქმედება ხუცესის სიტყვებზე კი არ არის დამოკიდებული ურცხვად რომ აჰიპნოზებს მრევლს და ეუბნება " მე ვხედავ როგორ გეხებათ სულიზმინდა" და ესენიც რომ იატაკზე იშხლართებიან ხოლმე ვითომ უკვე შეეხო და თანდასწრებას ვერ უძლებენ, სულიწმინდა ხუცესის სიტყვებზე კი არ დარბის წინ და უკან, რომ მოეპრიანება მარჯვნივ მდგომისკენ მიმართავს ხელს და მოეპრიანება კიდევ მარცხნივ მდგომისკენ გამოდის რომ თითქოს ხუცესის ხელის გაწვდენას ელოდება რა სულიწმინდა რომ საითკენაც ის გაიშვერს ხელს იქითკენ გაიქცეს და რა ხუცესი აძლევს სულიწმინდას მითითებას საით იაროს და ვის შეეხოს და ვის არა? აი ამ დონემდე რომ აკნინებენ ღვთის სულს თითქოს ის ვიღაც შარლატანი ფანატიკოსის მითითებისამებრ დარბის აქეთ იქით იმიტომაც თამამად ვიძახი სულიწმინდა არ არის ორმოცდაათიანელებთან ხოლო ის ძალა რაც მათთან არის კი დარბის აქეთ იქით ხუცესის ხელის გაწვდომაზე ცუმბუშა ბიჭივით და ამ ძალას ჰურები ჰქვია ანუ მომსახურე დემონები, რომლებიც ბელზებელმა დაუმორჩილა კაცს სამსახურებლად ასე რომ ვინ ვინ და მე ძალიან კარგად ვხედავ საერთო სურათს ამ ყველაფრისას.

უფლის სიყვარულზე ვილაპარაკოთ წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ უფლის სიყვარულზე ლაპარაკი მარტო ჩვენ კი არა 4 რელიგიას 250 რელიგიურ მიმდინარეობას და 1634 სექტას შეუძლია, ასე რომ მხოლოდ უფლის სიყვარულზე ლაპარაკი ვერ აქცევს ეკლესიას ჭეშმარიტად, ბაბტისტები აიღე განა ისინი არ ლაპარაკობენ უფლის სიყვარულზე, ფაშიზმს კი არ ქადაგებენ უფლის სიყვარულზე საუბრობენ, აიღე კათოლიკეები ისინიც წარმატებით ლაპარაკობენ უფლის სიყვარულზე ეხლა როგორ გავარჩიო კათოლიკური ეკლესიაა ჭეშმარიტი თუ ბაბტისტური? როდესაც ორივე უფლის სიყვარულზე საუბრობს? კრიტერიუმი მხოლოდ ერთია

1. სასწაულებიდან მკვდრის აღდგენა

2. საერო ფიზიკურიდან მრევლს შორის სიყვარული.

პირადში მომწერე გადამეტებული წარმოდგენა გაქვსო ლუციფერზეო, მე კი არა მაქვს გადამეტებული წარმოდგენა ეს თქვენ ვერ აფასებთ სათანადოდ მის შესაძლებლობებს, ხოლო პიროვნებამ რომელმაც წმინდა ანგელოზთა 1/3 შეაცდინა არ მითხრა ეხლა ორმოცდაათიანელი ხუცესის შეცდენა და თავის ნებაზე მარიონეტივით მართვა გაუჭირდებაო.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

morfiudi

თქვენი ეს ლაპრაკი მართლაც რომ სცენარია თუმცა ამას ჭეშმარიტებასთან არ აქვს ადგილი და რატომ./ კარგი ეს ბელზებული გასგებია რომ მაგარია და ვაბშე ძლიერია მაგრამ ღმერთი სად არის აქ ღმერთი? ზის და გვიყურებს როგორ გვაბოლებს სატანა? აბა ჩემი ხელიდან ვერავინ წარიტაცებსო? აბა მე ყველას ხსნა მინდაო? აბა მომიხმე მე და გიპასხუებო? აბა გველს ხომ არ მოგცემო? აბა მოექეცით და მობრუნდით და განახებთ დაფარულს და მიუწვდომელსო? სადაა ღმერთი??? მორჩა აჯობა ბელზებულმა? ასე მარიონეტივით იყენებს იესოს სახელს ბელზებული? და თავის სპეკტაკლებს დგას ბელზებული და ღმერთი მშვიდად უყურებს ხომ? მიდი მიდი გააბორე ეს უგუნურები იძახის ხომ? ხედავთ რამდენ კითხვას აჩენს თქვენ ესეთი მსჯელობა? ანუ გამოდის რომ ღმერთი ისვენებს სატანა მუშაობს. მაგრამ მასე არ არის განკურნებით არ განისაზღვრება ჭეშმარიტება არამედ იმით იცვლება ადამიანი და ემსგავსება ღმერთს, აქვს მას ურთიერთობა ღმერთთან და იცნობს მას. აი ესაა კრიტერიუმები და არა ეს ამას თუ არ აღადგეს და იმის გულის ზრხვა თუ არ გამოჩდა ვსო. ამას სული წმიდა აკეთებს როდესაც საჭიროა და ის რომ მოწყალეა ალბათ იცით ეს და სულგრძელია და აძლევს შანს გამოსწორების, ვინ საჭიროა თავად მოაშორებს ეკლესიიდან და ვისაც საჭიროა გამოასწორებს და მიგდებული არ ყავს ხალხი მას. ზოგს უფალი პირდაპირ კლავს ზოგს კი დროს აძლევს. ანანია და საფირა კი მოკვდნენ მაგრამ სხვებს კორინთოში დრო მიეცა მრუშს.

 

 

ხოლო გეუბნებით რას წერს ბიბლია ამაზე, ჩვენთვის არ არის დაფარული ეშმაკის ზრახვებიო. ღვთის სულის მოტყუება შეუძლია სატანას? არ შეუძლია, ადამიანები არიან საკუთარ თავს იტყუებენ და ამაში ღმერთის ბრალი ა რარის, მაგრამ ადამიანი ვისაც აქვს მოზიარეობა უფალთან ვიც თხოვს ანახოს სიმართლე და ჭეშმარიტება ვინც მასზეა მინდობილი განა ის ზურგს აქცევს მას? მაშინ მე არ მჯერა ასეთი სიყვარულის და არც ასეთI ღმერთის გაიგეთ რას ვამბობ? და რატომ ვამბობ იმიტომ რომ ის არ იქნება სიტყვის ერთგული ის დაარღვევს აღტქმას და განა მატყუარაა ღმერთი? ხასვე ხალილა.

 

ასე რომ მოდუნდით ნუ გააღმერთეთ ლუციფერი და ბელზებული მთლად ასე ადვილი არ არის საქმე,

 

იმაში კი გეთანხმები რომ ძლიერია და აბრმავებს ხალხს ვინც მისცემს მას საშუალებას და რომ იმიტირერბას ახდენს ღვთისა ყველაფერში და რომ მესამედი ანგელოზების წაიყვანა მაგრამ ეს ხომ დაფარული არ არის დღეს ჩვენთვის. თუ მორწმუნე გქვია მაშინ არ არის დაფარული. შენ გამოცდი შენს თავს და იგებ ყველაფერს რაც არასწორია და უფალი განახებს და იშორებ,

 

ბოლო ბოლო ხე ნაყოფით შეიცნობა და არა სასწაულებით, ასე რომ სად სუნთქვას სული წმიდა ეს თქვენც არ იცით.

 

ხოლო ხელდასხმის რომ სული წმიდა გადმოდიოდა პირველ ქრისტაინებზე რა მაშინ მარიონეტი იყო სული წმიდა? ან რატომ დაჭირდა მაინც და მაინც მოქაფეების ჩასვლა რომ მიეღოთ სული წმიდა ამიხსენი? რა მანამდე ვერ გადმოვიდოდა თუ?

 

ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს ასე რომ ისე არ იმჯელოთ თითქოს სული წმიდა რაღაც მარიონეტია დადის ჩვენს ნებაზე, ის გვემსახურება ჩვენ დიახ და ასეა. ის მორჩილია უფლისა და განადიდებს იესოს ამ წუთისოფელში, ასე რომ თქვენ არ იცით რას ეუბნება იმ მომენთში იმ ადამიანს სული წმიდა ამიტომ მოდით თქვენ თქვენი გადმოსახედიდად მსჯელობთ მაგრამ თქვენ არ იცით როგორ მოქმდებს ღმერთი დეტალებში, მისი გზები შეუცნობელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთს რომ გულზე ხელები დააკრეფინე და თითქოს ის, ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავს ეგრე არ არის, თვალს არ ხუჭავს და ის, ვისაც მაგ სიტყვებს ეუბნება რაც ზემოთ დაწერე, უფლის წმინდა ეკლესიაა და მას მართლაც ვერ დაძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი.

რისი თქმა გინდა? ლუციფერმა რომ ანგელოზთა 1/3 აცდუნა, ღმერთი უმოქმედოდ იყო? არ იყო უმოქმედოთ მაგრავ ვერ აცდუნა? ადამი რომ აცდუნა ლუციფერმა, ღმერთს გულზე ჰქონდა ხელები დაკრეფილი და მშვიდად უყურებდა? არ უყურებდა, მაგრამ ვერ აცდუნა? მთელი კაცობრიობა, რომ აცდუნა 8 სულის გარდა ვერ აცდუნა? მუსლიმანებისა და ინდუისტების რიცხვი დათვალე აბა, ვერ აცდუნა? რა, ღმერთს ადანაშაულებ უმოქმედობაში? რადგან ლუციფერს ადამიანებისა და ანგელოზების შეცდენა შეუძლია? ბელზებელი ღმერთსა და ეკლესიას კი არა, ორმოცდაათიანელ ხუცესებს ჯობნის და თან ისე, რომ ვერც ხვდებიან, ბიბლიაში რომ წერია სიტყვები: "ჩვენთვის არ არის ეშმაკის ზრახვანი დაფარულიო" ამას წმინდა მოციქული წერს, ორმოცდაათიანელი ხუცესი კი არა და მისთვის და წმინდა ეკლესიისთვის მართლაც არ არის დაფარული ეშმაკის ზრახვები, აი ვისთვისაც დაფარულია, ის კი იშვერს ხელებს მრევლის დასაჰიპნოზებლად და თან ჰგონია, რომ ამით ღმერთს ემსახურება.

ლუციფერი და ბელზებელი მე კი არ გავაღმერთე, სინამდვილეში არიან ღმერთები და თან ამ წუთისოფლის. ჰო და როდესაც ამ წუთისოფელში ცხოვრობ, იქნებ შეაფასო იმის ძალა ვისაც თავად იესოც კი წუთისოფლის ღმერთს ეძახის, ეგრე არ არის რა, რომ იძახიან ეშმაკს ვდევნი, სულ მცირე შესაძლებლობების მქონე დემონი რომ დაესხას რეალურად თავს ორმოცდაათიანელ ხუცესს, შუაზე გახევს, რამდენიც არ უნდა გინდა იყვიროს ქრისტეს სახელი, ქრისტეს სახელის ყვირილით კი არ შინდება დემონი, ის შეიძლება სულიწმინდის ძალამ აიძულოს განიდევნოს, ჰოო ეხლა უფლის ტახტის წინ მდგომი ლუციფერი, სულ ორმოცდაათიანელი ხუცესის წინაშე თრთის რა:) ქრისტეს სახელს არ ყვიროდნენ 1 საუკუნეში მავანნი? რომ წაიგდეს წიხლ ქვეშ დემონებმა და რაც სიგრძე ჰქონდა სიგანე მისცეს? რა აღარ გახსოვს რა უთხრეს? "იესოსაც კარგად ვიცნობთ და იაჰვესაც" თქვენ კი ვინ ხართ? ასე რომ იმის თქმა რადგან ხუცესი ეგზორციზმისას ქრისტეს სახელს იყენებს, ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სახელით დევნის სინამდვილეში დემონებს, ეს მას გონია რომ ქრისტეს სახელით დევნის, სინამდვილეში კი როგორც არის ზევით დავწერე უკვე.

ღვთის სულის მოტყუება სატანას არ შეუძლია და აკი ვერც მოატყუა, 40 დღე რომ იყო იესო უდაბნოში გემახსოვრება გამოსაცდელად ვინ მიუახლოვდა და რეებს ეუბნებოდა, მაგრამ იესოს ჰქონდა ღვთის სულიწმინდა და შესაბამისად ვერც შეცდებოდა, აი ორმოცდაათიანელებს კი ააქვთ ღვთის სული? იძახიან გვყავს სულიწმინდაო, ჰო და ვპასუხობ, თუ გყავთ, იგივე გააკეთეთ მაშინ რაც ქრისტესა და მოციქულებს შეეძლო, თორემ ეგრე მარტო ორმოცდაათიანელი კი არა ჰავლაბრელი ავეტიკაც იტყვის სულიწმინდა მყავსო მაგრამ ეყოლება?

სულიწმინდას სადაც მოუნდება იქ ისუნთქებს და ეს მარტო მე კი არა, არავინ არ იცის, გარდა იმისა ვისთვისაც ის არის მოვლინებული, მამის მიერ ნუგეშისმცემლად, ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო რა, იძახიან "სულიწმინდა ჩვენთანაა", საქმე საქმეზე, რომ მიდგება უკვე თურმე მხოლოდ ენებით ლაპარაკის ნიჭს აძლევს, სხვა ნიჭების შესახებ რაა დაავიწყდა თუ რა არის? ეგეთი ენებით კიდევ ეხლავე ავლაპარაკდები და ვიტყვი სულიწმინდა მამეტყველებსო, დამიმტკიცე ერთი, რომ სულიწმინდა არ მამეტყველებს, შეძლებ? ასეა რა, გაურკვეველი სიტყვების რახუნი ასათიანზე რომ გიჟია იმასაც შეუძლია, მაგრამ სად არის განმმარტებელი? რომელიც ამ სულიერ ენას განმარტავს? შენ გინახია ორმოცდაათიანელების ეკლესიაში განმმარტებელი? მე არა. ერთხელ ქონდათ მხდელობა ვითომ განმმარტებელი ჰყოლოდათ და ასპარეზზე ერთი, ვითომ განმმარტებელი გამოჩნდა, რომელსაც 1 კვირაში მობეზრდა ეს როლი. აბა ადვილი ხომ არ არის ასობით კაცის გაურკვეველ საუბრებს მოუძებნო შესაბამისი ეპითეტები?:) ერთი მორწმუნე სულ ყოველთვის იძახდა ერთი და იგივე ფრაზას: "რამა შარია სალეს" ვეკითხები რას იძახის მეთქი და პოემა დამიწერა, თურმე სამი სიტყვა რამა, შარია, სალე, როგორც მინიმუმ, მიწიერად ნახევარ ბიბლიას ნიშნავს, აბა ეხლა მითხარი ხომ სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს? როგორც ვთქვი, ამ ძალათ განმმარტებელმაც 1 კვირაში დაასრულა მოღვაწეობა, ვიცი ძნელია რისაც გჯერავს და გწამს იმას სხვა კუთხით, რომ შეხედო მაგრამ შეხედე და მიხვდები რომ ყველაფერი მთლად ისე არ არის როგორც უნდათ რომ იყოს, იძახი 3 წელია მრწამსში ვარო, აბა ერთი გაახსენე ძველებს, 1995 წელს თბილისის ზღვაზე რომ გავარდა მთელი ეკლესია, გინდა თუ არა წყალზე ფეხით უნდა გავიაროთო, რა შედეგი მიიღეს? და მერე ეს ფაქტი, რომ ისედაც მფრინავის იარლიყმიწებებულ იეღოველებს დაბრალდათ. ჭეშმარიტ ეკლესიას ჩემზე ინტენსიურად არავინ ეძებს, მაგრამ მე ვერ ვიპოვე ეგ ჭეშმარიტება ჯერ ჯერობით, აი ერთი მარტივი ჭეშმარიტება კი ვიპოვე, სატანას შეუძლია გზების ხლართვა ისე, რომ ადამიანი დაბნეულობაში ჩააგდოს, შენ ნუ ეხუმრები ლუციფერს, ის ხელწამოსაკვრელი არ გახლავს, იქ რომ ვიღაცას ჰგონია დემონზე იმარჯვებს ეს იმას არ ნიშნავს რომ მართლაც იმარჯვებს და თურმე დემონები მშიშარა ჩმორიკები ყოფილან რა:) მათ ანგელოზთან შეუძლიათ ბრძოლა პირდაპირი მნიშვნელობით, ვის შეუძლია ბრძოლა ანგელოზთან კაცთაგან? არავის. აი უბრალო დემონს კი შეუძლია და ეხლა უკვე აქედან გააკეთე დასკვნა კაცზე რამდენად ძლიერია სულ მცირე დემონიც კი და შენ კიდევ მათ მთავარს იგდებ მასხარად, ამ ყველაფრიდან კი გააკეთე დასკვნა რამდენად ძლიერია უფალი და ის ვისაც იგი მოუვლენს სულიწმინდას ნუგეშისმცემლად. სული ღვთისა ადამიანის სხეულში უძლეველობას ნიშნავს, ამ დროს ადამიანი მხოლოდ ენებით კი არ საუბრობს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შეუძლია თქვას სიტყვები აღსდექ, აი ასეთები იყვნენ მოციქულები და პირველი ქრისტიანები, რაა პეტრეს თუ შეეძლო მკვდრის აღდგენა რათომ ორმოცდაათიანელი ხუცესი ვერ აღადგენს? ხომ ამბობთ რომ ორივეში ერთი და იგივე სული მოქმედებს ანუ სულიწმინდა? რა პეტრეში მყოფი სულიწმინდა თუ ყოვლისშემძლე იყო 2000 წლის შემდეგ იგივე სულმა ორმოცდაათიანელი ხუცესის სხეულში დაკარგა ყოვლისშემძლეობა? საქმე იმაშია რომ ორმოცდაათიანელ ხუცესს ჰგონია რომ მასში სულიწმინდაა და მხოლოდ ჰგონია, ვიღაცის მგონიაზე კიდევ სულიწმინდა აქეთ იქით არ დადის.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება ეშმაკის განდევნას 3 ეკლესია უნდა დავასახელო რომლებიც აცხადებენ, რომ დემონს სულიწმინდის ძალით დევნიან.

1. მართლმადიდებლური ეკლესია

2. კათოლიკური ეკლესია

3. კათოლიკური ეკლესიიდან მარტინ ლუთერ კინგის სქიზმის შედეგად გამოყოფილი რელიგიური მიმდინარეობა ორმოცდაათიანული ეკლესია.

ამ სამივე ეკლესიის წევრებს აქვთ გადაღებული დოკუმენტური მასალა იმის დასამტკიცებლად რომ ისინი დემონს სულიწმინდით დევნიან.

გეკითხები, როგორ ფიქრობ? ამ ეკლესიათაგან რომელი ეკლესიის წევრები დევნიან დემონს სულიწმინდის ძალით? თუ სამივე, მაშინ გამოდის რომ სამივე ეკლესიის მრწამსი ჭეშმარიტია რადგან მათთან არის ღმერთი და თუ მხოლოდ ერთი დევნის მაშინ როგორ ფიქრობ დანარჩენი ორი რიღათი დევნის?

იქიდან გამომდინარე რომ ამ სამი ეკლესიის მოძღვრება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავდება, ლოგიკურია ვიმსჯელოთ რომ სამივე მათგანი ვერ იქნება ხომ ჭეშმარიტი ეკლესია? არადა სამივე მათგანი ამტკიცებს დემონის განდევნის შესაძლებლობას. და სხვათაშორის სამივე მათგანი ეგზორციზმის რიტუალის მსვლელობისას ქრისტეს სახელს იძახის.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოლო გეუბნებით რას წერს ბიბლია ამაზე, ჩვენთვის არ არის დაფარული ეშმაკის ზრახვებიო. ღვთის სულის მოტყუება შეუძლია სატანას? არ შეუძლია, ადამიანები არიან საკუთარ თავს იტყუებენ და ამაში ღმერთის ბრალი ა რარის, მაგრამ ადამიანი ვისაც აქვს მოზიარეობა უფალთან ვიც თხოვს ანახოს სიმართლე და ჭეშმარიტება ვინც მასზეა მინდობილი განა ის ზურგს აქცევს მას? მაშინ მე არ მჯერა ასეთი სიყვარულის და არც ასეთI ღმერთის გაიგეთ რას ვამბობ? და რატომ ვამბობ იმიტომ რომ ის არ იქნება სიტყვის ერთგული ის დაარღვევს აღტქმას და განა მატყუარაა ღმერთი? ხასვე ხალილა.

გავიგე რასაც ამბობ და ჭეშმარიტად მასეა, მაგრამ სად არის ეგ ეკლესია აი ეგ ვერ გავიგე, მე ვერ ვხედავ დღეს ცნობილ ეკლესიებს შორის ღვთის ეკლესიას, რადგან თითქმის ყველა მათგანი შევამოწმე უფლის წერილთან მიმართებაში ანუ გამოვცადე ყოველი სული როგორც ამას იესო მასწავლის და აქედან ყველაში დავინახე რომ სატანა მეფობს ყველგან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

morfiudi

და იქნებ ისიც თქვა რატომ ცდუნდნენ ისინი? და რა გაფრთხილებულნი არ იყვნენ? სატანამ კი ამაყები წაიყვანა თავისთან ხოლო მე რასაც ვამბობ ეს სულ სხვა რამეს ეხება-ანუ ის ვინც უფალს ესავს და ვინც მასზეა მიჯაჭვული აი ვისზე მაქ საუბარი მე, ხოლო სატანა თავიდავე მატყუარა იყო გაამაყდა და ამიტომაც ჩამოგდებულ იქნა და აი აქ არის ზუსტად ღმერთის ჩარევა, ის ყოველთვის ერევა და მითუმეტეს ის ყოველთვის დაიცავს თავისზე მინდობილს.

 

ხოლო ის ისტორი მე მოგიყვანეთ ზუსტად რომ ქრისტეს სახელს ვერ გამოიყენებს ის ვინც არ იცნობს მას, და არც ეშმაკი გავა თუ მას არ იცნობს, ხოლო ის სასწაული რომელიც ხდება ქრისტეს სახელით ჯერ ერთი რომ ხალხს რწმენას უზრდის და მეორედა ხალხის მოსაქცევად არის, ახლა მე რომ განვიკურნო და რომ ვთქვა ეს იესომ გამიკეთა მეთქი განა აქ ეშმაკის სახელი ნდიდდება? სამეფო თავის წინააღმდეგ წასული დაინგრევა ამიტომაც ვამბობ რომ არ არის ისე როგორც თქვენ ამბობთ

 

სული წმიდა ყავს თუ არა ადამიანს ეს მისი ნაყოფებით შეიცნობა და არა სასწაულებით მარტო, მოდი ბიბლიურად მელაპარაკეთ , ასეთი რამ სად არის ნახსენები ბიბლიაში ამიხსენით რასაც თქვენ ამბობთ. ექნბათო ნიშნები და არის ზოგიერთი კიდევ. ასე რომ ეს თქვენი მსჯელობა ცოტა ზედაპირულია და არაბიბლიური და საკკუთარ თეოლოგიას ადგენთ

 

ხოლო ახლა გეტყვით რაღაცას. ჯერ ერთი რომ სამი სიტყვა ნათქვამი სული წმიდით დიახაც შეიძლება ქადაგება შეადგინო და რატომ. გახსოვთ სიზმარი ნაბუქოდონოსორის რომელიც განმარტა დანიელმა? რამდენი სიტყვა იყო იქ? და რამდენი უთხრა დანიელმა? სამი სიტყვა იყო ხოლო განმარტება იყო ძალიან ბევრი ასე რომ კიდევ გეუბნებით რომ ბიბლიურად ილაპარკეთ,იცი მე არ მიკვირს რომ ამბობთ სული წმიდა არ მყავსოო რადგანაც ფაქტიურად გკლავთ ბიბლია და არ გაშენებთ, უფრთხილდით ბიბლიას ის კლავს ადამიანს თუ სულით არ გაგიცოცხლდათ ის სიტყვები,

 

ხოლო ის რასაც თქვენ ამბობთ არის ერთეული მაგალითები ხოლო მე აქ მაგალითებს არ განვიხილავ მე განვიხილავ უშუალოდ მათ მოძრვრებას და რომ არის სული ღვთისა მათ შორის, კი ბატონო შეიძლება ვიღაცა თავს იტყუებს ვიღაცა მართლა შეცდა მაგრამ მონანიება რისთვის არის?მოინანიეს და ამბობენ რომ არ იყო ყველაფერი კარგად ახლა კი თქვენ დგებით და განიკითხავთ მათ იმაში რაც უფალმა დაივიწყა ასე არ არის ლამაზი. ვიღაცა თუ ცდებოდა ეს არ ნიშნასვ რომ ცდება დღესაც,

 

 

 

ანგელოზს ებრძვის და მერე რა? მორწმუნე რომ ანგელოზსე მეტი ამის სწავლება რა საკვირველია არ გჭირდებათ იმიტომ რომ თავად ამბობთ ვინც მორწმუნეა მასზე სული ღვთისაა ხოლო სული წმიდა არის თუ არა შენში ენებზე ლოცვით არ განისაზღვრება არამედ ნაყოვებით და შინაგანადაც. ხოლო ეს მკვდრედით აღდგომაზე უკვე გითხარით რომ ეს ადამიანზეა დამოკიდებული. ალბათ იცით წერია რწმენიდან რწმენაში ასეა ვიზრდებით რწმენიდან რწმენაში და დიდებიდან დიდებაში გადავდივართ, თქვე არ იცით იქნებ იმ ხუცესმა გააცოცხლოს კიდევაც მკვდარი, ხოლო მე კი გეტყვით კდევ რაღაცას, განა ადამიანი როდესაც მოექცევა ქრისტესკენ ეს არ ნიშნავს მკვდრის გაცოცხლებას? მისი სული მკვდარი იყო და ის გაცოცლხა

 

ხოლო სასწაულებს თავად უფალიც ვერ ახდენდა ურწმუნოების გამო ასე რომ კიდევ გეუბნებით ამით არ განისაზღვრება მორწმუნეობა და ჭეშმარიტება. განა უფალში არ იყო ღვთის სუი რომელიც ყოვლისშემძლეა? მაგრამ ვერ აკეთებდა იმიმტომ რომ ურწმუნოება იყო. ასეა მორწმუენსაც აქვს შიში და მორწმუნეც ადამაინი და ხორში ცხოვრობს და აქვს შიში აბა თუ არ ადგა აბა თუ არ განიკურნა და ეს აბრკოლებს ღმერთის გამოვლინებას, თორემ არ იცით თქვენ გაცოცხლდება თუ არა კაცი... ხოლო მე გეტყვით იცით თქვენ რომ შეიძLება ადამიანმა შეიძLება უამრავი განკურნოს და გააცოცხლოს მაგრამ სასუფეველში ვერ მოხვდეს და იცით რატომ? შეიძLება გაამაყდეს მაგრამ შეიძLება ის ნიჭი რომელიც უფლისგან ქონდეს მიცემული დარჩეს და იმოქმდეოს მასში. ანუ ნაყოფი არის მაგრამ თვითონ მჯვდარია. ამიტომ მოდი ბიბლიიდან უყურეთ ყველაფერს და არა ვარდისფერი სათვალიდან რომელიც ხატავს ყველაფერს თქვენთვის სასურველად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოლო ხელდასხმის რომ სული წმიდა გადმოდიოდა პირველ ქრისტაინებზე რა მაშინ მარიონეტი იყო სული წმიდა? ან რატომ დაჭირდა მაინც და მაინც მოქაფეების ჩასვლა რომ მიეღოთ სული წმიდა ამიხსენი? რა მანამდე ვერ გადმოვიდოდა თუ?

ამ კითხვაზე გპასუხობ.

ხელდასხმისას რომ სულიწმინდა გადმოდიოდა ადამიანზე ეს ფაქტი ერთხელ ხდებოდა და ამის შემდეგ სულიწმინდა რჩებოდა იმაში ვისზედაც გადავიდოდა და იყო მასთან მანამდე თუ ადამიანი მას არ გაშორდებოდა თავად ცოდვებით.

ორმოცდაათიანელურ ეკლესიაში კი რა ხდება? ყოველ კვირა ხელდასხმები, ყოველ კვირა სულიწმინდის გადასვლები, ყოველ კვირა ახალი შებყრობილის განდევნები და თან ერთი და იგივე პიროვნებაზე. მე თუ ერთი კვირის წინ მივიღე სულიწმინდა რათა საჭიროა მომავალ კვირასაც ხელები დამასხა სულიწმინდის მისაღებად? და ასე ხდება თვეში ოთხჯერ, წელიწადში სამოცჯერ, ერთ წელიწადში სამოცჯერ რომ გასცემს ერთი და იგივე პიროვნებაზე ორმოცდაათიანელი ხუცესი სულიწმინდას, აი ამას ვიძახი რომ ფანატიზმია, ტორემ ხელთა დასხმითა და ზეთის ცხებით ჯერ კიდევ ისრაელის მეფეები იღებდნენ სულიწმინდას და ცხებულად იწოდებოდნენ.

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლეთ მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი მშვენივრად გაიგეთ რასაც ვამბობ მაინც რაღაცნაირად ცდილობ ორმოცდაათიანელების ცრუ მრწამსის გამართლებას მე ვაცხადებ რომ ეს ეკლესია არის ცრუ და სატანის და ამას რატომაც ვაცხადებ ამ მიზეზსაც ვასახელებ შენ კი მთელს ბიბლიას ედები ოღონდ ძირითად მამხილებელ არგუმენტს აარიდო თავი.

1. სულიწმინდა გყავს? აღადგინე მკვდარი

2. ვერ აღადგენ მკვდარს? არ გყავს სულიწმინდა

მორჩა და დამთავრდა ეხლა ბიბლიიდან ლამაზად გაფორმებული ფრაზები ამ პრიმიტიულ ამბავს ვერ შველის იმიტომ რომ ეშმაკიც ბიბლიიდან ციტირებდა იესოსთან პაექრობის დროს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცას სიმართლეს ამბობდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მთელ პოსტზე არ გიპასუხებთ ამდენის ნერვი ნამდვილად არ მაქვს უბრალოდ გეტყვი რომ დანიელმა სიზმარი ახსნა და სიზმარს როცა ხსნი შეგიძლია ვეფხისტყაოსანიც კი დაწერო ხოლო 3 სიტყვის მნიშვნელობას რომ სქელტანიანი ნაშრომისხელა ამბით ხსნი ეს სიცრუეა რადგან სიტყვა სიტყვაა და ზეციური სიტყვა მიწიერად სწორედ იმ მნიშვნელობით ითარგმნება რა მნიშვნელობითაც ითქმის, " მე ვარ ადამიანი" ამ ფრაზას თუ გადათარგმნი ნებისმიერ ენაზე მაქსიმუმ 5 სიტყვა მიიღო. ხოლო ზეციერი 3 სიტყვა თუ მიწიერად 5 ტომიან ნაშრომად ითარგმნება მაშინ ბიბლიის მოცულობას საჯარო ბიბლიოთეკა ვერ დაიტევდა.

 

ვინ არის ანგელოზზე მეტი? არ გამაცინო, უფალმა რომ მიწიერ შვილებს ანგელოზნი დაუყენა მსახურად ეგ იმას კი არ ნიშნავს რომ ანგელოზზე მეტი ხარ, იესომაც დაბანა მოწაფეებს ფეხი მაგრამ რომელი მოციქულია იესოზე მეტი?

როგორ არის მიწიერი მორწმუნე ანგელოზზე მეტი როდესაც თავად იესო ამბობს კაცთაგან არავინ აღმდგარა იოანეზე დიდი მაგრამ სასუფეველში უმცირესი მასზე დიდიაო.

ბიბლიის ზედაპირულ განმარტებაზე კი რაც მომწერე უკან გაწვევას ველოდები, იმიტომ რომ დეტალურად რომ დავიწყო განმარტება უბრალოდ არგუმენტების არ ქონის გამო ვეღარ დაპოსტავ

Edited by morfiudi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...