Jump to content
Planeta.Ge

სული წმინდის ნიჭები


Recommended Posts

ორმოცდაათობის დღე რომ სრულდებოდა, ყველანი ერთად იყვნენ.

 

2. ანაზდად იგრგვინა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.

 

3. და მოევლინა მათ ენები, თითქოს ალისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს.

 

4. ყველანი აღივსნენ სულით წმიდით და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.

 

5. ხოლო იერუსალიმში იყვნენ იუდეველნი, ღვთისმოსავი კაცნი ყველა ხალხისაგან, როძლებიც არიან ცის ქვეშ.

 

6. ეს ხმა რომ გაისმა, შემოკრბა მთელი ხალხი და შეძრწუნდა, ვინაიდან თვითეული ისმენდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე

 

7. უკვირდა ყველას და განცვიფრებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: განა ყველა ესენი, ვინც ლაპარაკობენ, გალალეველნი არ არიან?

 

8. როგორღა ვისმენთ სათითაოდ ჩვენს საკუთარ ენას, რომელშიც ვიშვით?

 

9. პართელნი და მიდიელნი, ელამიტები და შუამდინარეთის, იუდეის, კაპადოკიის, პონტოსა და ასიის მკვიდრნი,

 

10. ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კირენეს მომიჯნავე ლიბიის მხარის მცხოვრებნი, რომით მოსულნი,

 

11. იუდეველნი და პროზელიტნი, კრიტელნი და არაბნი ვისმენთ, როგორ ღაღადებენ ისინი ჩვენი ენით ღვთის სიდიადეს.

 

12. უკვირდა ყველას და გაოგნებულნი ეუბნებოდნენ ერთმანეთს: რას მოასწავებს ეს?

 

13. სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით გამტყვრალანო.

 

14. ხოლო პეტრე, დადგა თერთმეტთან ერთად, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: კაცნო იუდეველნო და იერუსალიმის ყოველო მკვიდრო! ცნობილი იყო ეს თქვენთვის და ყური უგდეთ ჩემს სიტყვებს:

 

15. ესენი მთვრალები როდი არიან, როგორც თქვენ ფიქრობთ, ვინაიდან დღის მესამე საათია.

 

16. არამედ ეს ითქვა იოველ წინასწარმეტყველის მიერ:

 

17. „და იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, მივაფენ ჩემი სულისაგან ყველა ხორცს, და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, თქვენი ჭაბუკები იხილავენ ხილვას და თქვენი მხცოვანნი ნახავენ სიზმრებს,

 

18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.

 

19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.

 

20. მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული.

 

21. და იქნება ასე: ყველა, ვინც უხმობს სახელს უფლისას, ცხონდება“.

 

22. კაცნო ისრაელტნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზaრეველი, კაცი თქვენდამი მოვლინებული ღვთისაგან ძალით, ნიშებით და სასწაულებით, მის მიერ რომ მოახდინა ღმერთმა თქვენს შორის, როგორც თვითონვე უწყით, -

 

23. ღვთის წინასწარ განსაზღვრული ზრახვითა და წინასწარცოდნით გაცემული, შეიპყარით, უსჯულოთა ხელით მიალურსმეთ ჯვარს და მოკალით.

 

24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.

 

25. და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.

 

36. ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით.

 

27. რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად.

 

28. შენ მაუწყე სიცოცხლის გზანი; სიხარულით აღმავსებ შენი სახის წინაშე“.

 

29. კაცნო, ძმანო, შეიძლება დაბეჯითებით გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ აღესრულა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა დღევანდელ დღემდე.

 

30. მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა ფიცით შეჰფიცა, მისი წელის ნაყოფი დაესვა მისსავ ტახტზე,

 

31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.

 

32. ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმეცაა ყველა ჩვენგანი.

 

33. ღვთის მარჯვენით ამაღლდა იგი, მამისაგან მიიღო სული წმიდის აღთქმა და მოჰფინა ის, რასაც ხედავთ და ისმენთ.

 

34. დავითი ხომ არ ასულა ზეცად, არამედ თვითონვე ამბობს: „უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

 

35. ვიდრე ფეხქვეშ დაგიმხობ შენს მტრებს“.

 

36. მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა უფლად და ქრისტედ შექმნა ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით.

 

37. ამის გაგონებისას გულის სიღრმემდე შეიძრნენ და პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს უთხრეს: რა ვქნათ, კაცნო, ძმანო?

 

38. ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.

 

39. ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.

 

40. მრავალი სხვა სიტყვითაც მოწმობდა, შეაგონებდა მათ და ამბობდა: იხსენით თავი ამ უკეთური მოდგმისგან.

 

41. ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა, და შეემატათ იმ დღეს სამი ათასამდე სული.

 

42. ერთავად მოციქულთა სწავლასა და ზიარებაში, პურის გატეხასა და ლოცვაში იყვნენ.

 

43. შიშს შეეპყრო ყოველი სული და მრავალი ნიში და სასწაული ხდებოდა მოციქულთა მიერ.

 

44. ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.

 

45. მონაგებსა და მამულებს ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ თვითეულს, იმის მიხედვით, თუ ვის რა უჭირდა.

 

46. დღენიადაგ ერთად იყვნენ ტაძარში, სახლებში ტეხდნენ პურს და სიხარულითა და გულის უბრალოებით იღებდნენ საზრდოს,

 

47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.

 

პავლეს ეპისტოლენი

პირველი კორინთელთა მიმართ

მისდიეთ სიყვარულს, ილტვოდეთ სულიერ ნიჭთა მიმართ, უპირატესად კი იმისადმი, რასაც წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქვია.

 

2. რადგან ვინც უცხო ენაზე მეტყველებს, კაცთა მიმართ კი არა, ღვთის მიმართ მეტყველებს, და არავის ესმის მისი, ვინაიდან სულით აცხადებს საიდუმლოს.

 

3. ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, კაცთა შესაგონებლად, ასაშენებლად და სანუგეშებლად მეტყველებს.

 

4. ვინც ენით მეტყველებს, თავის თავს აშენებს, ხოლო ვინც წინასწარმეტყველებს, ეკლესიას აშენებს.

 

5. მე მინდა ყველანი ლაპარაკობდეთ ენებით, უფრო მეტად კი - წინასწარმეტყველებდეთ, რადგანაც წინასწარმეტყველი ენებით მეტყველზე უმეტესია, თუკი ეს უკანასკნელი კიდევაც არ განმარტავს თავის სიტყვებს ეკლესიის ასაშენებლად.

 

6. ახლა კი, ძმანო, რომ მოვიდე თქვენთან და უცხო ენაზე დაგიწყოთ ლაპარაკი, რას გარგებთ, თუკი გამოცხადებით, ცოდნით, წინასწარმეტყველებით ან მოძღვრებით არაფერს გეტყვით?

 

7. თვით უსულო საგნებიც კი, რომლებიც ხმას გამოსცემენ, ვთქვათ, სალამური ანდა ებანი, თუკი ბგერათა განსხვავებას ვერ გვაძლევენ, როგორ გავიგებთ, რას უკრავს სალამური ანდა ებანი?

 

8. თუკი საყვირი გაურკვეველ ხმას გამოსცემს, ვინ გაემზადება საომრად?

 

9. ასევე თუ თქვენც გაურკვეველ სიტყვებს წარმოსთქვამთ ენით, როგორ გაიგებენ თქვენს ნათქვამს? ქარს ატანთ სიტყვებს.

 

10. ასე მაგალითად, რამდენი სხვადასხვა სიტყვაა ამ ქვეყანაზე და არცერთი მათგანი არ არის უმნიშვნელო.

 

11. მაგრამ თუ სიტყვის მნიშვნელობა არ მესმის, მოლაპარაკისათვის მე უცხო ვარ და მოლაპარაკე უცხოა ჩემთვის.

 

12. ასევე თქვენც, სულიერ ნიჭთა მიმართ ლტოლვისას, ეცადეთ ეკლესიის ასაშენებლად გამდიდრდეთ მათი წყალობით.

 

13. ამიტომ ენით მოლაპარაკემ ილოცოს, რომ განმარტებაც შეეძლოს.

 

14. ვინაიდან როცა ენით ვლოცულობ, ჩემი სული ლოცულობს, გონება კი უნაყოფოა.

 

15. რა ვქნა? თუ სულით ვლოცულობ, გონებითაც ვილოცებ, ხოლო თუ სულით ვგალობ, გონებითაც ვიგალობებ.

 

16. რადგანაც თუ სულით აკურთხებ, როგორ თქვას უმეცარმა მსმენელმა შენი კურთხევისას „ამინ“, თუკი არ ესმის, რას ამბობ?

 

17. კეთილად სწირავ მადლს, მაგრამ სხვას კი ვერ აშენებ.

 

18. ვმადლობ ღმერთს ჩემსას, რომ ყველა თქვენგანზე მეტს ვლაპარაკობ ენებით.

 

19. მაგრამ მირჩევნია ეკლესიაში მხოლოდ ხუთი სიტყვა ვთქვა გონებით, რათა სხვებსაც გავაგებინო, ვიდრე ურიცხვი სიტყვა წარმოვთქვა ენით.

 

20. ძმანო, ნუ იქნებით ყრმანი გონებით; ბოროტისათვის ყრმანი იყავით, მაგრამ - სრულწლოვანნი გონებით.

 

21. რჯულში სწერია: „უცხო ენებითა და უცხო ბაგეებით დაველაპარაკები ამ ხალხს, მაგრამ მაშინაც არ მომისმენენ, ამბობს უფალი“.

 

22. ამრიგად, ენები მორწმუნეთათვის კი არაა ნიშანი, არამედ ურწმუნოთათვის, წინასწარმეტყველება კი - მორწმუნეთათვის და არა ურწმუნოთათვის.

 

23. მთელი ეკლესია რომ ერთად შეიყაროს და ყველა სხვადასხვა ენაზე მოჰყვეს ლაპარაკს, ამ დროს კი შემოვიდნენ უმეცარნი და ურწმუნონი, განა არ იტყვიან, შეშლილანო?

 

24. მაგრამ როდესაც ყველანი წინასწარმეტყველებენ და შემოვიდეს ვინმე ურწმუნო, ანდა უვიცი, ყველა მას ამხელს და განიკითხავს.

 

25. ასე გამჟღავნდება მისი გულის საიდუმლო, პირქვე დაემხობა, თაყვანს სცემს ღმერთს და იტყვის, რომ ჭეშმარიტად თქვენს შორისაა ღმერთი.

 

26. მაშ, რა ვქნათ, ძმანო? როდესაც იკრიბებით, თვითეულ თქვენგანს თანა აქვს ფსალმუნი, აქვს მოძღვრება, აქვს ენა, აქვს გამოცხადება, აქვს განმარტება, - ყოველივე ეს ასაშენებლად იყოს.

 

27. თუ ვინმე ლაპარაკობს ენით, ილაპარაკოს ორმა, ან, დიდი-დიდი, სამმა, რიგრიგობით, ერთმა კი განმარტოს.

 

28. ხოლო თუ არავინაა განმმარტებელი, სიჩუმე იყოს ეკლესიაში და ყველა თავის თავს ან ღმერთს ელაპარაკოს.

 

29. წინასწარმეტყველთაგან ილაპარაკოს ორმა ან სამმა, დანარჩენებმა კი განსაჯონ.

 

30. ხოლო თუ მჯდომარეთაგან ვინმეს მიეცემა გამოცხადება, პირველი დადუმდეს.

 

31. რადგანაც ყველას შეგიძლიათ ერთიმეორის მიყოლებით იწინასწარმეტყველოთ, რათა ყველამ ისწავლოს და ნუგეშცემულ იქნეს.

 

32. წინასწარმეტყველთა სულები წინასწარმეტყველებს ჰმორჩილებენ.

 

33. რადგანაც ღმერთი აშლილობის ღმერთი კი არ არის, არამედ მშვიდობისა; ასეა წმიდათა ყველა ეკლესიაში.

 

34. ქალები ეკლესიაში დუმდნენ, რადგანაც ლაპარკის ნება კი არა აქვთ, არამედ მორჩილება მართებთ, როგორც გვიწესებს რჯულიც.

 

35. ხოლო თუ რისიმე სწავლა სურთ, ქმრებს ჰკითხონ სახლში, რადგანაც ქალისთვის საძრახისია ეკლესიაში ლაპარაკი.

 

36. განა თქვენგან გამოვიდა ღვთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია?

 

37. ვისაც წინასწარმეტყველად ან სულიერად მიაჩნია თავი, მიხვდეს, რომ რასაც გწერთ, უფლის მცნებაა.

 

38. ხოლო ვისაც არ ესმის, ნუ ესმის.

 

39. მაშ, წინასწარმეტყველებას ესწრაფეთ, ძმანო, მაგრამ ნურც ენებით ლაპარაკს აიკრძალავთ.

 

40. მხოლოდ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წესი და რიგია.

Edited by highlander
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 175
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Morfius

მონასმენი მაქვს, ქ თბილისში მეტროსადგურ ელ დეპოსთან მდებარე საქსოვი ფაბრიკის კლუბში, 31 ქარხნის ყოფილ კლუბში, გავაგრძელო? ყმუილს კი იმიტომ ვუწოდებ რომ ამ ბგერების გამოთქმასა და სულიწმინდას ერთმანეთთან

Morfius

ეგ ვითომ განკურნება წინასწარ ფსიქოლოგიურად დამუშავებულ ადამიანზე ჰიპნოზის ტექნიკის მფლობი შარლატანის ძალადობაა და სხვა არაფერი, თუ სულიწმინდით კურნავენ მოციქულთა და იესოს მსგავსად, მკვდრებს რაღად ვერ

Morfius

ხორცით საფლავებში, სულით ღვთის სასუფეველში.   ან არ მიიღებს, მერე თვითნებურად დაიწყებს ბოდიალს და ეშმააკი კი დაარწმუნებს რომ სულიწმინდა ამეტყველებს.   მერე მოიმოქმედეს კიდეც, პირველი საუკუნის ქრისტიან

ბევრ ადგილზეა ნახსენები ენებზე საუბარი,და ასევე პავლე მოციქული ამბობს რომ არ უნდა აკრძალონ ენებზე საუბარი ეკლესიაში.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო ეგ ეგრე იყო, სულიწმინდა ამეტყველებდა ზეციურ ენაზე ადამიანს წინასწარმეტყველებებსა და საიდუმლოებებს, მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს დღევანდელი ორმოცდაათიანელების გაურკვეველ ყმუილებთან, ვინაიდან თუ განმმარტებელი არ არის ასეთი ენის, როგორც წერია ეს უსარგებლოა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბევრ ადგილზეა ნახსენები ენებზე საუბარი,და ასევე პავლე მოციქული ამბობს რომ არ უნდა აკრძალონ ენებზე საუბარი ეკლესიაში.

აკრძალულია თუ არა ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, მარტივი მიზეზის გამო სულიწმინდა აღარავისთანაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს დღევანდელი ორმოცდაათიანელების გაურკვეველ ყმუილებთან

შენ მონასმენი გაქვს სულიწმინდის ენებზე საუბარი? თუ რის საფუძველზე უწოდებ ყმუილს ? რაიცი შენ რომ ეს ''ყმუილი''ის სულიწმინდის ენები არააა? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თხოვოს ღმერთს და მიიღებს ამ სულიერ ნიჭს.და რეალურად სად არიან შენი აზრით სულიწმინდის ნიჭის მფლობელი ხალხი?როგორც ბიბლიაში წერია ეს ხალხი სასწაულებს მოიმოქმედებს.

http://www.youtube.com/results?search_query=REINHARD+BONNKE+MIRACLES&aq=f

http://www.youtube.com/watch?v=XAEgKWunMT4

Edited by highlander
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

მაგრამ ამ ყველაფერს არანაირი კავშირი არა აქვს დღევანდელი ორმოცდაათიანელების გაურკვეველ ყმუილებთან

შენ მონასმენი გაქვს სულიწმინდის ენებზე საუბარი? თუ რის საფუძველზე უწოდებ ყმუილს ? რაიცი შენ რომ ეს ''ყმუილი''ის სულიწმინდის ენები არააა? ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თხოვოს ღმერთს და მიიღებს ამ სულიერ ნიჭს.და რეალურად სად არიან შენი აზრით სულიწმინდის ნიჭის მფლობელი ხალხი?როგორც ბიბლიაში წერია ეს ხალხი სასწაულებს მოიმოქმედებს.

http://www.youtube.com/results?search_query=REINHARD+BONNKE+MIRACLES&aq=f

მონასმენი მაქვს, ქ თბილისში მეტროსადგურ ელ დეპოსთან მდებარე საქსოვი ფაბრიკის კლუბში, 31 ქარხნის ყოფილ კლუბში, გავაგრძელო? ყმუილს კი იმიტომ ვუწოდებ რომ ამ ბგერების გამოთქმასა და სულიწმინდას ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, ეს უფრო დემონს შეუძლია მსგავსი ტრანსების გამოწვევა, კიდევ იმიტომ ვუწოდებ ყმუილს, რომ განმმარტებელი არ ჰყავთ და ბოლოს იმიტომ რომ ერთი და იგივე ინვალიდის ეტლიდან ოთხმოცდაათჯერ წამოხტა ერთი და იგივე პიროვნება ვითომ განკურნებული სულიწმინდის ძალით, ინვალიდის როლი რომ მობეზრდა მერე შებყრობილის როლის თამაში დაიწყო, დღეს რომ მისგან ეშმაკებს განდევნიდნენ მომავალ კვირას უკვე ახალი ეშმაკი იბყრობდა თურმე და ახლა იმას სდევნიდნენ, ესეც დაახლოებით ოთხმოცდაათჯერ გაიმეორა და ამ სპექტაკლებით სოფლიდან ახალჩამოსულებს ართობენ და ატყუებენ აი ამიტომ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია ბევრი ხალხი ინკურნება,ვინც ამ განკურნებას სატანას მიაწერს მივამსგავსებდი ფარისევლებს რომლებიც იესოს სატანას უწოდებდნენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტია ბევრი ხალხი ინკურნება,ვინც ამ განკურნებას სატანას მიაწერს მივამსგავსებდი ფარისევლებს რომლებიც იესოს სატანას უწოდებდნენ.

ეგ ვითომ განკურნება წინასწარ ფსიქოლოგიურად დამუშავებულ ადამიანზე ჰიპნოზის ტექნიკის მფლობი შარლატანის ძალადობაა და სხვა არაფერი, თუ სულიწმინდით კურნავენ მოციქულთა და იესოს მსგავსად, მკვდრებს რაღად ვერ აღადგენენ? არ თქვა ეხლა სულიწმინდას მკვდრის აღდგინება არ შეუძლიაო, ხო და როდესაც სულიწმინდის მადლს ჩემულობს ადამიანი იმ საქმეთა კეთებაც უნდა შეეძლოს რაც თავად სულიწმინდას ძალუძს, ხომ დავწერე აფერისტული სპექტაკლები ბევრი მინახავს მათგან გაცოცხლებული მკვდარი კი არც ერთი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius[/b

მკვდრებს რაღად ვერ აღადგენენ? არ თქვა ეხლა სულიწმინდას მკვდრის აღდგინება არ შეუძლიაო, ხო და როდესაც სულიწმინდის მადლს ჩემულობს ადამიანი იმ საქმეთა კეთებაც უნდა შეეძლოს რაც თავად სულიწმინდას ძალუძს, ხომ დავწერე აფერისტული სპექტაკლები ბევრი მინახავს მათგან გაცოცხლებული მკვდარი კი არც ერთი.

შენ შეილება არ გინახავს მაგრამ მკვდრებსაც აღდგინებენ,შენ საწინაამგდეგოდ ხარ განწყობილი და შენი თვალითაც რომ ნახო არ დაიჯერებ ალბათ.დაწერილია ბიბლიაში რომ ეს უნდა მოხდეს და ქრისტიანებიც იგივე სასწაულებს მოიმოქმედებენ რასაც ქრისტე აკეთებდა და ხდება კიდეც უბრალოდ ამას სატანას მიაწერენ რადგან რწმენა არააქვთ.არამაქ სურვილი ვინმეს ვუმტკიცო რომ სასწაულები მართლა ხდება.დადგება დღე და ყველაფერს ნათელი მოეფინება და მაშინ გავიგებთ ყველაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius[/b

შენ შეილება არ გინახავს მაგრამ მკვდრებსაც აღდგინებენ,შენ საწინაამგდეგოდ ხარ განწყობილი და შენი თვალითაც რომ ნახო არ დაიჯერებ ალბათ.დაწერილია ბიბლიაში რომ ეს უნდა მოხდეს და ქრისტიანებიც იგივე სასწაულებს მოიმოქმედებენ რასაც ქრისტე აკეთებდა და ხდება კიდეც უბრალოდ ამას სატანას მიაწერენ რადგან რწმენა არააქვთ.არამაქ სურვილი ვინმეს ვუმტკიცო რომ სასწაულები მართლა ხდება.დადგება დღე და ყველაფერს ნათელი მოეფინება და მაშინ გავიგებთ ყველაფერს.

მე შეიძლება კი არა არ მინახავს და საქმე იმაშია რომ არა მარტო მე არავის არ უნახავს ორმოცდაათიანელების მიერ მკვდრეთით აღმდგარი კაცი, ბიბლიაში წერია რომ ქრისტეს მოწაფეები იგივე სასწაულებს მოიმოქმედებდნენ გეთანხმები, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ რომ ქრისტე მკვდრებს აღადგენდა, აბა მიმითითე კონკრეტული პიროვნებები თანამედროვეებს ვგულისხმობ ვინ აღადგინა მკვდარი?

 

არაფრის დამტკიცებას არ გთხოვ, სასწაულები ხდებოდა და ხდება მაგრამ ეს ყველაფერი ბოროტისაგან მოდის, მარტივი მიზეზის გამო ეშმაკს არ ძალუძს მკვდრის აღდგინება და როდესაც ადამიანი სასწაულმოქმედებას იბრალებს და ამბობს ეს ღვთისაგანაა, მკვდრის აღდგენაც უნდა შეძლოს თუ ეს ღვთისაგანაა და თუ არ შეუძლია ესე იგი ეშმაკისაგანაა, აი ასეთია მართებული დასკვნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რეალურად სად არიან შენი აზრით სულიწმინდის ნიჭის მფლობელი ხალხი?

ხორცით საფლავებში, სულით ღვთის სასუფეველში.

 

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია თხოვოს ღმერთს და მიიღებს ამ სულიერ ნიჭს.

ან არ მიიღებს, მერე თვითნებურად დაიწყებს ბოდიალს და ეშმააკი კი დაარწმუნებს რომ სულიწმინდა ამეტყველებს.

 

როგორც ბიბლიაში წერია ეს ხალხი სასწაულებს მოიმოქმედებს.

მერე მოიმოქმედეს კიდეც, პირველი საუკუნის ქრისტიანებს შეეძლოთ სასწაულმოქმედება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერს ნათელი მოეფინება და მაშინ გავიგებთ ყველაფერს.

ჰო მაგრამ, სანამ ნათელი მოეფინება ყველაფერს მანამდე გერმანელი რეინჰარდ ბონკე ილუზიაში ხვევს ისედაც ბურუსით მოცულ აფრიკის კონტინენტს.

Edited by Morfius
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სული წმინდის ნიჭები

ვაჰ უცბად სული წმინდის ბიჭები წავიკითხე და მეთქი რა ბიჭები ყაააავს? :givi:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

Morfius

ცოტა რამ მინდა ვთქვა თქვენს კომენტარებზე, პირველი ის რომ: თქვენ რომ მისამართი იცით ორმოცდაათიანული ეკლესიის ეს დიდს არაფერს ნიშნავს ხოლო თქვენი მოყვანილი მაგალითები რომ არ არის ობიექტური ესეც ფაქტია, ის რომ ყოველ კვირა ერთი და იგივე კაცი ინკურნება ამას არავინ გიჭამს, ან ძაან სულელები გგონია ხალხი იქ ან კიდევ რაღაცა არასოწორია თქვენი ნათვქმიდან.

 

სული წმიდის ნიჭებზე კი ვიტყვი, ნუთუ თქვენ ისე კარგად იცნობთ ღმერთს რომ იცით ვის რას აძლევს?ან როდი აძლევს ან როგორ მოქმედებს ღმერთი?

ხოლო ენებზე ლოცვაზე ვიტყვი რომ არის ეს ნიჭი დღესაც და ამაში არაფერია გასაკვირი, დიახ ეს არ არის სხვების ასაშენებლად მაგრამ ეს აშენებს მორწმუნეს ანუ ვინც ლოცულობს მას რადგანაც საიდუმლოებას გადაცემს უფალს. რავი მგონია რომ ბიბლია იცით და გაქვთ წაკითხული და ამიტომ ციტირებას არ დავიწყებ ბიბლიისა მაგრამ თუ საჭირო იქნება დავაციტირებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...