morfiudi Posted May 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2011 (edited) morfiudi ეშმაკს შეუძლია ადამიანი განკურნოს? ან ადამიანიდან განდევნოს ეშაკები?შეუძლია, და ეს ძველმა ებრაელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, სწორედ ამიტომ თქვეს იესოზე ეშმაკთა მთავრის ბელზებელის ძალით დევნისო დემონებს. ადამიანის განკურნებაც შეუძლია, საერთოდ თითქმის ყველა სასწაულის მოხდენა შეუძლია მკვდრის აღდგინების გარდა.მკვდარი გვამის გაცოცხლებაც შეუძლია 7 წლით, მაგრამ ამ გვამში ადამიანის სულის ნაცვლად რამოდენიმე ძლიერი დემონი სახლდება და ისინი დაათრევენ ამ ხორცს აქეთ იქით, ასეთ გვამს ზომბი ეწოდება, ადამიანი რომ კვდება მისი სული ან სამოთხეში ან ჯოჯოხეთში ხვდება უფლის განჩინებით, ეშმაკს არ შეუძლია ეს სული სამოთხიდან ან ჯოჯოხეთიდან მიწაზე თავის სხეულში დააბრუნოს, ეს მხოლოდ სულიწმინდას ძალუძს, მხოლოდ იესომ შეძლო ჯოჯოხეთიდან სულების ამოყვანა სულიწმინდით, იგივეს ეშმაკი ვერ შეძლებს, ანალოგიურად ვერც სამოთხიდან გამოიყვანს სულს და მიწაზე მკვდარ სხეულს ვერ დაუბრუნებს ამის ხელმწიფება მხოლოდ ღმერთს აქვს და მიქაელ მთავარანგელოზს იმასაც მხოლოდ მაშინ როდესაც ამას ღმერთი უბრძანებს, მიქაელი ყოველი აღდგომისას ეშვება ჯოჯოხეთში და იქიდან რამოდენიმე სული ამოჰყავს სამოთხეში, მხოლოდ ისეთი სულები რომელთაც მომაკვდინებელი ცოდვა, თვითმკვლელობა ან სულიწმინდის გმობა არ აქვთ ჩადენილი, ვისაც ეს ორი მომაკვდინებელი ცოდვა აქვს ჩადენილი ამ სულებს აღარაფერი შველის, აი არამომაკვდინებელი ცოდვების გამო ჯოჯოხეთში მოხვედრილ სულებს კი აქვთ შანსი, მაშინ როდისაც მათ ცხონებაზე მიწაზე ვინმე წრფელი გულით ლოცულობს და შესთხოვს უფალს რომ შეეწიოს მათ, შეისმენს უფალი ლოცვას და აღდგომას მიქაელს ავალებს ესა თუ ის სული ამოიყვანოს ჯოჯოხეთიდან, ჯოჯოხეთი დაიძლია ქრისტეს მიერ და სრული უფლება აქვს ასეთი სულები საკუთარი შეხედულებისამებრ აცხონოს, მაგრამ როგორც ვთქვი თვითმკვლელები და სულიწმინდის მგმობელები ამ შანსს მოკლებულნი არიან. ანუ შენი ძმაკაცი აზრი ამ შანსს მოკლებულია ვინაიდან იძახის სულიწმინდა ძალააო რითაც არ აღიარებს იმას რომ ის ღვთის სულია და შესაბამისად გმობს ამით. რასელისტების მოძღვრება კი სულ რომ ხუთიანზე გადმოსცემდეს ღვთის ნებას, მხოლოდ ამ ერთი ასპექტის გამო არის დასაგმობი და ეშმაკის ეკლესიისა და საკრებულოს წოდების თამამად მისანიჭებელი, ვინაიდან ზეპირად რომ მოყვე ბიბლია და ყველა მცნების შესაბამისადაც რომ იცხოვრო საკმარისია მხოლოდ სულიწმინდაზე თქვა სიტყვები "ის ძალაა და არა პიროვნება" რომ მომენტალურად გადაიქცევი მის მგმობელად.ეხლა რა ხდება:1. ვინაიდან ეშმაკს არ ძალუძს ყოველივე ის რაც დავწერე ის შესაბამისად მკვდარს ვერ აღადგენს ხომ? ხო და როდესაც იძახი რომ სულიწმინდაა ჩემში თუ მართლაც არის რა პრობლემაა მაშინ მკვდრის აღდგენა? სულიწმინდას ხომ ძალუძს ეს? აგერ ეს ბატონი მეუბნება პირადად მე ვერ ვბედავო რომ ამაზე ვილოცოო, რა გაბედვა უნდა თუ დარწმუნებული ხარ რომ შენში ღვთის სულია? მითხარი ერთი ამიხსენი და გამაგებინე შენ რომ 100% დარწმუნებული იყო რომ შენში ღვთის სულია საქმე საქმეზე რომ მიმდგარიყო და სიტუაციას მკვდრის აღდგენა მოეთხოვა ყოყმანს დაიწყებდი? მე არ დავიწყებდი არც ერთი წამით ყოყმანს, ხოლო ის ვინც ყოყმანს იწყებს მას ბოლომდე არ სჯერა რომ მასშია ღვთის სული ანუ გულის სიღრმეში თვითონვე ეჭვი ეპარება იმაზე რასაც თავადვე ამტკიცებს.სნეულთა განკურნება კი სრულიად მარტივად შეუძლია, იმიტომ რომ ნებისმიერ სნეულებას სწორედ რომ დემონი შეჰყრის ხოლმე ადამიანის სხეულს ზოგს უფლის დაშვებით ზოგსაც იმ ადამიანებს ვისზეც აღარ არის უფლის მადლი მისი ცოდვების გამო და მფარველი და დამცველი ანგელოზი მისი განშორებულია მისგან აი ასეთ ადამიანებს რომელთაც ღვთისგან ცოდვათა გამო ასე ვთქვათ ფიზიკური დაცვა მოხსნილი აქვთ ადვილად ხდებიან დემონთა ნადავლები, ერთ მაგალითს მოგიყვები იუდეაში მეფობდა ერთი მეფე სახელად სოლომონი გაგონილი გექნება "სოლომონ ბრძენი" ეს მეფე დავით მეფის ძე იყო რომელიც იშვა ხეთელი ურიას ცოლისაგან, ანუ დავით მეფემ თავისი მხედართმთავარი განზრახ ბრძოლაში მოაკვლევინა მტერს და მერე მის ცოლთან იკოტრიალა ლოგინში და შეეძინა შვილი სოლომონი რომელიც შემდგომში გამეფდა, აი ამ სოლომონს უფლისაგან მიცემული ჰქონდა სიბრძნე და ძალაუფლება წყვდიადის საუფლოზე, ერთხელ მან 32 დემონი გამოიძახა და ესაუბრა მათ, იცი რას ეუბნებოდნენ ეს დემონები? ერთი ეუბნება მე ადამიანს ვაყრუებო, მეორე ეუბნება მე ადამიანს ცხელებას ვყრიო, მესამე ეუბნება მე ადამიანის ძვლებს ვასუსტებო, მეოთხე ეუბნება მე ადამიანის გულსა და ფილტვებს ვასუსტებო, მეხუთე ეუბნება მე ადამიანს ვამუნჯებო, და ასე შემდეგ, ანუ სწორედ დემონები ჰყრიან ხოლმე ადამიანს სნეულებებს აბა იობი გაიხსენე საშინელი ქეცი რომ შეჰყარა მას სატანამ, აბა გაიხსენე რა თქვა ქრისტემ როდესაც სისხლმდენი ქალი განკურნა მან თქვა რომ ამ ქალს 18 წელი სტანჯავდა სატანაო. ეხლა კი ცოტა ლოგიკაც მოიშველიე და მიხვდები რომ იმას ვისაც ძალუძს სნეულების შეყრა მისგან განკურნებაც ძალუძს.პს არ შემიძლია ეს რომ არ გითხრა: გეხსომება შუასაუკუნეების შავ ჭირად წოდებული ეპიდემია, მუცლის ტიფი და სხვადასხვა ეპიდემიები იგივე აიდ ვირუსი, როდესაც ეს ეპიდემიები ვრცელდებოდა ეკლესიიდან დაწყებული ყანაში მომუშვაე გლეხით დამთავრებული ყველა იძახდა რომ ეს ღმერთის სასჯელია და თითქოს ღმერთმა მოუვლინა ეს სასჯელი კაცს, ღვთის სასჯელი კი არ არის და ღმერთმა კი არ მოუვლინა ვინმეს ჭირი და ხორველა, მან უბრალოდ მარტივი რამ გააკეთა ცოდვილ ადამიანებს ცოდვათა გამო მოუხსნა ფიზიკური დაცვა ანუ უკან გაიწვია მცველი ანგელოზები ჰო და მგელი როდის იტაცებს ხოლმე ცხვარს? მეცხვარე რომ დარაჯ ძაღლებს მოაშორებს ფარა მაშინ ხო? ანალოგიური რაღაც ხდება ამოუყვანდნენ ხოლმე ყელში უფალს თავის ცოდვებსა და მკრეხელობებს და ისიც განეშორებოდა ხოლმე ადამიანებს ასე უდაცვოდ და უსუსურად დარჩენილ ადამიანებს კი თავისუფლად ხოცავდნენ დემონები სნეულებებით, მერე ვიღაც მიხვდებოდა რომ საშველად ისევ ღმერთთან უნდა მიცუნცულებულიყვნენ პატიების სათხოვნელად და შველისა და დახმარების სათხოვნელად და უფალიც ეხმარებოდა ხოლმე მათ და ავალებდა თავის ანგელოზებს მათ დემონების შეტევისაგან დაცვას, დღეს კი ბევრმა ეს სულიერი სქემა არ იცის და იძახის აი უფალმა დაგვსაჯაო, უფალი არავის არ სჯის ყველა თავის თავს სჯის საკუთარი ცოდვით. Edited May 8, 2011 by morfiudi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2011 morfiudiვერ გამიგეთ რას გეკითხებით, მე ვამბობ მონანიება ხომ მენდს ცოდვებს და არა წლით ნათლობა? ანუ ქრისტეში ინათლებიან მართლები ასე არ არის? მართლებს ვგულისხმობ იმას ვისაც წალს რომ ქრისტე ძე ღვთისა, და აი მერე ხდება მონათვლა შესაბამისად ნათლობა არ განსხაზღვრავს ცოდვების პატიებას ასე არ არის? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 8, 2011 ასე არ ხდება თქვენც და მე როგორც გვინდა,ილოცე რომ მილიონი გქონდეს რა განა ღმერთის არ არის ყველაფერი მიდი ილოცე რომ ფრთები გქონდეს რა არ შეძლია, მიდი ილოცე რომ მთები გადაადგილო რა არ შეგიძლი თუ? ადამიანი იზრდება რწმენაში. ადამიანს სული უნაწილებს სასწაულმოქმედების ნიჭებს და ეს ყველას არ აქვს, ყველას არ ეძლევა ათი ტალანტი ასე რომ ეს არაბიბლიური სწავლებაა რასაც თქვენ ამბობთ, უფალმა იცის რა და სად გააკეთოს, თქვენ არ იცით რომ გონება ებრძვის ყოველთვის რწმენას? თუ არ იცით გეტყვით რომ ხორცს სულის საწინააღმდეგეო სურს, და ჯერ სანამ ხორცში ვართ უძლურები ვართ მხოლოდ უფალი გვამაგრებს, მარტო ცოდნა იმის რომ სული წმიდა ცხოვრობს შენში არ არის საკმარისი იმისა რომ მკვდარი აღადგინო არამედ უნდა მისცე მას გასაქანი შენს ცხოვრებაში რომ ის ამოქმედდეს და ის გააკეთოს რაც საჭიროა და როგორც საჭიროა, აქ საჭიროა სულით მავლობა და არა რქებით სიარული, სული წმიდა ის არაა მარიონეტი რომ ახლა ამ მკვდარის გაცოცხლება მინდა ახლა კი წავალ და იმას აღვადგენ, იესო ორი დღე არ წასულა ლაზარეს აღსადინად და რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ არ იყო რქებით მავალი არამედ მომსმენი იყო და მორჩილი და არ დასდევდა მკვდრებს იერუსალიმში და არ აღადგენდა ყველას, რა არ შეეძლო თუ? მაგრამ მასე არ არის როგორც თქვენ გგონიათ, აქ მორჩილებაა საჭირო აქ საჭიროა უყო სულით მავალი, მე რომ მომიწოდოს სულმა და მითხრას ანუ გულში და არა მკვეთრად წადი ილოცე ღიად მიცვალებულზეა არ ვიცი რას ვიზამ, აი ამაშია ხორციელობა ამაშია ადამიაურნა, მე არ ვარ მინდობილი ამ საკითხში სრულად და ჩემი გონება ვერ წვდება მის დიდებას და ამიტომაც ნდობა მაკლია და თქვენ ვერ გამასამართლებთ ამისთვის, ეს ჩვევა გაქვთ თეოლოგებს, ყველას იკვლევთ საკუთარი თავის გარდა, იქნებ თქვენ ცდებით თუ რადგან თეოლოგი ხართ ყელაფერი იცით? ალბათ ხვდებით რომ არ იცით, მითხარით ერთი რამ რაც თქვენ არ იცით რომელიც საკითხიც არ გესმით დამისახელეთ?????? . ხოლო ამას რომ ამბობთ უფალი ყოველ აღდგომას სულებს იხსნისო ჯოჯოხეთიდან ეს სად წერია შეგიძლიათ თქვათ? ან კიდევ ის რომ უფალი ისმენს ლოცვებს და მერე მკვდრები ამოყავს ჯოჯოხეთიდან, ეს ორი ფაქტი დაამტკიცეთ ბიბლიურად რა მუხლებზე დაყრდნობით ამბობთ ამას??? ხოლო რამის თქმა თუ გინდათ ჩემი მისამართით მე მომწერეთ და სხვებს ნუ განუმარტავთ და უხსნით მე რას ვამბობ და რას არა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ასე არ ხდება თქვენც და მე როგორც გვინდა,ილოცე რომ მილიონი გქონდეს რა განა ღმერთის არ არის ყველაფერი მიდი ილოცე რომ ფრთები გქონდეს რა არ შეძლია, მიდი ილოცე რომ მთები გადაადგილო რა არ შეგიძლი თუ? ადამიანი იზრდება რწმენაში. ადამიანს სული უნაწილებს სასწაულმოქმედების ნიჭებს და ეს ყველას არ აქვს, ყველას არ ეძლევა ათი ტალანტი ასე რომ ეს არაბიბლიური სწავლებაა რასაც თქვენ ამბობთ, უფალმა იცის რა და სად გააკეთოს, თქვენ არ იცით რომ გონება ებრძვის ყოველთვის რწმენას? თუ არ იცით გეტყვით რომ ხორცს სულის საწინააღმდეგეო სურს, და ჯერ სანამ ხორცში ვართ უძლურები ვართ მხოლოდ უფალი გვამაგრებს, მარტო ცოდნა იმის რომ სული წმიდა ცხოვრობს შენში არ არის საკმარისი იმისა რომ მკვდარი აღადგინო არამედ უნდა მისცე მას გასაქანი შენს ცხოვრებაში რომ ის ამოქმედდეს და ის გააკეთოს რაც საჭიროა და როგორც საჭიროა, აქ საჭიროა სულით მავლობა და არა რქებით სიარული, სული წმიდა ის არაა მარიონეტი რომ ახლა ამ მკვდარის გაცოცხლება მინდა ახლა კი წავალ და იმას აღვადგენ, იესო ორი დღე არ წასულა ლაზარეს აღსადინად და რატომ თქვენი აზრით? იმიტომ რომ არ იყო რქებით მავალი არამედ მომსმენი იყო და მორჩილი და არ დასდევდა მკვდრებს იერუსალიმში და არ აღადგენდა ყველას, რა არ შეეძლო თუ? მაგრამ მასე არ არის როგორც თქვენ გგონიათ, აქ მორჩილებაა საჭირო აქ საჭიროა უყო სულით მავალი, მე რომ მომიწოდოს სულმა და მითხრას ანუ გულში და არა მკვეთრად წადი ილოცე ღიად მიცვალებულზეა არ ვიცი რას ვიზამ, აი ამაშია ხორციელობა ამაშია ადამიაურნა, მე არ ვარ მინდობილი ამ საკითხში სრულად და ჩემი გონება ვერ წვდება მის დიდებას და ამიტომაც ნდობა მაკლია და თქვენ ვერ გამასამართლებთ ამისთვის, ეს ჩვევა გაქვთ თეოლოგებს, ყველას იკვლევთ საკუთარი თავის გარდა, იქნებ თქვენ ცდებით თუ რადგან თეოლოგი ხართ ყელაფერი იცით? ალბათ ხვდებით რომ არ იცით, მითხარით ერთი რამ რაც თქვენ არ იცით რომელიც საკითხიც არ გესმით დამისახელეთ?????? . ხოლო ამას რომ ამბობთ უფალი ყოველ აღდგომას სულებს იხსნისო ჯოჯოხეთიდან ეს სად წერია შეგიძლიათ თქვათ? ან კიდევ ის რომ უფალი ისმენს ლოცვებს და მერე მკვდრები ამოყავს ჯოჯოხეთიდან, ეს ორი ფაქტი დაამტკიცეთ ბიბლიურად რა მუხლებზე დაყრდნობით ამბობთ ამას??? ხოლო რამის თქმა თუ გინდათ ჩემი მისამართით მე მომწერეთ და სხვებს ნუ განუმარტავთ და უხსნით მე რას ვამბობ და რას არა.1. შენი მისამართით რამის თქმა რომ მინდა სანამ სხვას მივწერდი შენ მოგწერე, მაგრამ ამაზე კონკრეტული პასუხი არ მიმიღია, იმიტომ რომ თუ დარწმუნებული ხარ იმაში რომ სული ღვთისა შენშია ვეღარ ვბედავო აღარ უნდა იძახდე, იმიტომ რომ ამ ორი სიტყვით "ვეღარ ვბედავ" უკვე ეჭქვეშ აყენებ თავად იმას რასაც ამტკიცებ ანუ სული წმინდის შენში ყოფნას, ეს ორი სიტყვა იმაზედ მეტყველებს რომ გულის სიღრმეში თავადვე გეპარება ეჭვი ნამდვილად არის კი სულიწმინდა შენში? ეს ორი სიტყვა "ვეღარ ვბედავ" ნიშნავს იმას რომ არ ხარ ბოლომდე დარწმუნებული იმაში რასაც ამტკიცებ ანუ "სულიწმინდის ყოლას" ამას კი სანამ სხვას მივწერდი მემგონი ჯერ შენ მოგწერე და საწინააღმდეგო თუ გაქვს რამე მითხარი აბა როგორ უნდა აღვიქვა სიტყვები "ვერ ვბედავ" იმ პიროვნებისაგან ვინც იძახის რომ სულიწმინდაა ჩემში, მითხარ ერთი 1 საუკუნეში რომ მეცხოვრა და პეტრე მოციქულს შევხვდროდი რომელშიც მართლა იყო სულიწმინდა მეტყოდა სიტყვებს "მკვდრის აღდგენაზე ლოცვას ვერ ვბედავო"? ხომ უყოყმანოდ და ეჭვისა და ვარაუდების გარეშე იტყოდა სიტყვებს აღსდექ და თან ისეთი გამბედაობით ჯერ რომ არავის არაფერი გაუბედია მსგავსი.2. ეხლა შენი პოსტის ძირითად შინაარსს დავუბრუნდეთ, ერთი კოლეგა მყავს საჩორითო საკითხისაგან თავის არიდება რომ უნდა ხოლმე ათას რაღაცას მიედება ქალდევური მაგიიდან დაწყებული ინდიელების ვუდუთი დამთავრებული ოღონდ კონკრეტულად დასმულ კითხვებს კონკრეტული პასუხები არ გასცეს, აი სწორედ იმის მოქმედებას მახსენებს შენი წინამდებარე პოსტი, რომელსაც ეტაპობრივად ავხსნი.------ ყველაფერზე ლოცვა რომ არ შეიძლება ეს ახალი ამბავი არ არის და მიწიერ სიამეთა მოპოვებაზე ლოცვა მკრეხელობაა და უფალი არ უპასუხებს ასეთ ლოცვებს, მაგრამ შენ მილიონის სათხოვნელად წარმოთქმულ ლოცვასა და მკვდრის აღსადგინებლად წარმოთქმულ ლოცვას შორის განსხვავებას ვერ ხედავ? ზემოთ დამიწერე, ქრისტე ამბობდა ჩემი მორწმუნეები სნეულებს განკურნავენ, ენებით ილაპარაკებენ და ყველა სასწაული ჩამოთვალე თითქმის გარდა მკვდრის აღდგინებისა, თანაც დასძინე ის იმას კი არ იძახდა გინდა თუ არა მკვდრები უნდა აღადგინონო, მაგრამ რაღატომღაც აღარ სთქვი იგივე იესოს მიერ ნათქვამი სიტყვები როდესაც იძახის "ჩემი მორწმუნე იმასაც გააკეთებს რასაც მე და კიდევ უფრო დიდ სასწაულებსაც მოახდენსო" აქედან გამომდინარე რომ დავკონკრეტდეთ ვინაიდან ქრისტე მკვდრებს აღადგენდა და თან იძახდა ჩემი მორწმუნე იგივეს გაიმეორებს რასაც მე ვაკეთებო აი ამ იგივეში შედის სწორედ მკვდრის აღდგენის ძალაუფლებაც, რაზედაც შენ წერდი აბა სად თქვა გინდა თუ არა სწორედ რომ მკვდარი უნდა აღადგინონო, მე ამ მკვდრის აღდგენაზე ჩაციკლული კი არა ვარ და ეს კი არ დავიხვიე ხელზე, უბრალოდ მხოლოდ ეს ერთი ასპექტია რაც სატანას არ ძალუძს დანარჩენი ყველაფერი ძალუძს, მას ყველაფერი ძალუძს რასაც ორმოცდაათიანელი ხუცესი აკეთებს, თავიდან ბოლომდე გაიმეორებს იგივეს და თან იმ ხუცესზე უკეთესად, აი მკვდრის აღდგინება კი არ ძალუძს და მხოლოდ ეს ერთი ასპექტია ამ შემთხვევაში სულის გამოსაცდელად, მე სხვანაირად ვერ გამოვცდი დემონის სულს, იმიტომ რომ მას სხვა ყველაფერი ძალუძს, მაგალითს გეტყვი: 2 პიროვნებას შეუძლია წერა ამ 2 პიროვნებიდან ერთს არ შეუძლია სიმღერა, ეხლა ვსვავ კითხვას ჩემს წინაშე დევს წერილი და დისკზე ჩაწერილი სიმღერა, მე ვიტყვი რომ დისკზე ჩაწერილი სიმღერა "ჭეშმარიტად ღვთისგანაა" აი წერილი კი ვინ დაწერა ღმერთმა თუ სატანამ ვინაიდან ორივეს ძალუძს წერა ამის გასარკვევად მე დამჭირდება იმის ცოდნა რომ წერილის ავტორს შეუძლია თუ არა სიმღერაც, თუ მხოლოდ წერილის წერა შეუძლია და სიმღერა არა რა უნდა ვიფიქრო ერთი შენ მითხარი რაა?შენ დაწერე სიტყვები "მარტო იმის ცოდნა რომ სულიწმინდა შენში ცხოვრობს არ არის საკმარისი მკვდრის აღსადგინებლადო" მე ამ სიტყვებს ცრუდ ვაცხადებ ვინაიდან იესო ამბობს იოტისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ ამოითხარე და ზღვაში გადავარდი დაგიჯერებთო, შესაბამისად შენ თუ გწამს რომ სული ღვთისა შენშია ეს რწმენა იოტისოდენა რწმენაზე დიდია და შესაბამისად მკვდრის აღდგინებაც ძალუძს და მთის ზღვაში გადაგდებაც, ქარების დამორჩილებაც და წყალზე ფეხით სიარულიც, რისი მცდელობაც როგორც ზემოთ აღვნიშნე ფიასკოთი დაუსრულდათ ორმოცდაათიანელებს, იმიტომ კი არა რომ ადამიანს არ შეუძლია წყალზე სიარული? სწორედ იმიტომ რომ, მათ არ აქვთ იმის რწმენა რომ ნამდვილად მათშია სული ღვთისა, შენ ასევე ქმნი ცრუ შთაბეჭდილებას იმისას რომ თითქოს სულიწმინდა ეტაპობრივად ანვითარებს ადამიანში სასწაულმოქმედების უნარს და თითქოს ეს დროზე და ეტაპებზეა დამოკიდებული, ამის გასამართლებლად შენ მოიყვანე მაგალითი რომ ყველას თანაბარი რაოდენობით არა აქვს მიცემული ათი ტალანტი, ჯერ ეს ერთი ტალანტებზე იგავი სულიწმინდის ნიჭების მიღება-განაწილებას არ ეხება და ეს იგავი მრევლის რაოდენობაზეა დაწერილი: "მოგეცი დასამწყემსად 2 კაცი? დაგაყენე 2 კაცის მწყემსად? გამიმრავლე მრევლი?" ვინც 2 ტალანტი ანუ 2 კაციანი ეკლესია 4 კაციან ეკლესიად აქცია, მას თავისი საზღაური მიეზღო ხოლო ვინც უკან მიაგდო ბატონს ეს 2 ტალანტი და უთხრა აჰაა შენი 2 კაციანი ეკლესიას და თავად მიხედეო, მას წაერთვა ის ორი კაციც და იმას მიეცა ვინც მრევლი გაამრავლა, აი ეს იგავი ამას ნიშნავს და სულიწმინდის ნიჭებიდან ეს იგავი ისევე შორს არის როგორც თხისაგან სიმფონია. მდააა გავაგრძელოთ: ყველას ერთი და იგივე ნიჭი რომ არ ეძლევა ეს ვიცი, ზოგს ენებით საუბრის ნიჭი ეძლევა, ზოგს განმმარტებლისა, ზოგს წინასწარმეტყველებისა, ზოგს სნეულთა განკურნებისა, ზოგს დემონთა განდევნისა ზოგსაც მკვდრების მკვდრეთით აღდგენისა, ასევე შესაძლებელია ყველა ეს ზემოთაღნიშნული ნიჭი ერთ პიროვნებას მიეცეს და მან შეძლოს წინასწარმეტყველებაც და თან სნეულთა განკურნებაც, მე იმას კი არ ვიძახი რომ თუ სულიწმინდა ადამიანშია მაინცდამაინც ყველა ზემოთჩამოთვლილ ნიჭს ერთდროულად უნდა ფლობდეს თქო, მე ვამბობ რომ როდესაც ზოგადად ეკლესია აცხადებს "სულიწმინდა ჩვენთანაა" ამ ეკლესიის ასიათასობით წევრს შორის 1 კაცი მაინც უნდა მოიძებნებოდეს ისეთი ვისაც მკვდრეთით აღდგენის ნიჭი აქვს მიცემული, მე იმას კი არ ვამბობ რომ ასიათასი მორწმუნიდან ასიათასივე გინდა თუ არა მკვდარს უნდა აღAდგენდეს რომ ეკლესიას ჭეშმარიტი ვუწოდო მეთქი, მე ვამბობ რომ აი ამ ასიათასიდან და მილიონიდან 1 კინკილა კაცი რა გახდა ერთი კაცი მაინც უნდა იყოს ისეთი ვისაც უფლის სულიწმინდით მკვდრის აღდგინება ძალუძს, ორმოცდაათიანელურ ეკლესიაში კი რა ხდება? მილიონი მორწმუნედან მილიონი ენებით ლაპარაკობს 1 მკვდრის აღმდგინებელს ვერ მოძებნი, ისინი ახდენენ რეალურად სასწაულებსაც მაგრამ როგორც კი მკვდრის აღდგენაზე მივა საქმე აქ უკვე ტორმუზდებიან და იწყება ბაბუშკინი სკაზკები აი სულიწმინდა ეტაპობრივად გვაძლევს ნიჭებს და აი დღეს თუ არა ხვალ ხომ შეიძლება მოგვეცეს ეს ნიჭი და აი ვერ ვბედავ და აი ჯერ არ მიცდია და იტოგში ეს აი აიები აბსურდამდე გრძელდება და თან ამ აი აიებს შეძლებისდაგვარად ბიბლიასაც აშველიებენ ხოლმე, შე დალოცვილო ღმერთმა თუ ინება ეკლესიის მილიონ წევრს ყველას დიდიან პატარიანად ენებით ელაპარაკა 1 კაცს მაინც არ მისცა ამ მილიონიდან მკვდრეთით აღდგომის ძალაუფლება? მილიონმა კი არა მთელმა ქვეყანამ რომ ენებით დაიწყოს ლაპარაკი, მთელმა კაცობრიობამ რომ წყალზე შეძლოს ფეხით სიარული და ჰაერში ჩიტივით ფრენა, რასაც მოვა დრო და შეძლებენ მე ერთი ვიქნები რომელიც ვიტყვი ამ ყველაფერზე ეს ბოროტისაგანაა, მე აქ მხოლოდ ორმოცდაათიანელურ ეკლესიაზე კი არა მაქვს საუბარი ეს ზოგადად ყველას ეხება, აღსა და ასს ხომ არ გთხოვ 1 კაცი დამისახელე ორმოცდაათიანელთაგან რომელმაც იგივე ძალთაქმედება ქმნა რაც მხოლოდ უფალს ძალუძს და ვიტყვი რომ ეს არის ქრისტეს წმინდა ეკლესია. მე რომ ორმოცდაათიანელების წინააღმდეგ სიტყვას ვიძახი ამას ნაურაზე ჰარრზე და გაუთვიცნობიერებლად კი არ ვამბობ, მე ღრმად მაქვს შეგნებული ერთი მარტივი ჭეშმარიტება " ხომ შეიძლება ისინი მართლაც სულიწმინდით მოქმედებდნენ მე კი ამ ჩემი მოქმედებით ვგმობდე მას?" ხედავ რამხელა რისკზე მივდივარ როდესაც მე ამ ეკლესიის წინააღმდეგ ვამბობ სიტყვას? მე ვიცი რომ სულიწმინდის გმობა არასოდეს მომეტევება და როგორ ფიქრობ ეხლა ასიათასი პროცენტით რომ არ ვიყო იმაში დარწმუნებული და ასიათასჯერ რომ არ მქონდეს გადამოწმებული ორმოცდაათიანელების მრწამსი ასეთ რისკზე წავალ? გიჟი ხომ არ გგონივარ რომ საკუთარი სული გარანტირებულ ჯოჯოხეთში გავამწესო საკუთარი ნებითვე თან იმის ცოდნით რომ იქიდან ვეღარავინ გამომიხსნის? ამიტომ რასაც ვიძახი თამამად ვიძახი ორმოცდაათიანული ეკლესია სატანის ეკლესიაა ვინაიდან მან ვერ გაუძლო ერთ მარტივ გამოცდას, მან ვერ დაამტკიცა რომ მრევლში 1 კაცი მაინც მოეპოვება ისეთი რომელიც იმას იქმს რაც მხოლოდ ღმერთს ძალუძს რომ ქნას.რომ იძახი ჯერ სანამ ხორცში ვართ უძლურები ვართო და გონება ყოველთვის ებრძვის რწმენას და ამ სიტყვებით ირიბად რომ მიმანიშნებ ვითომ ამ მიზეზების გამო არ ძალგიძთ ყველა სასწაულის მოხდენა, მოციქულები რა ხორცში არ იყვნენ? განა მათი გონება არ იბრძოდა რწმენის წინააღმდეგ? მოციქული პეტრე ფიზიკურ სხეულში არ იყო? ან იოანე? მათ რა გონება არ ჰქონდათ? თუ ადამიანური სისუსტეები არ ჰქონდათ? ისინი რა ადამიანები არ იყვნენ?შენ ასევე იძახი სულიწმინდა არაა ის მარიონეტი რომ თქვა: აი ამ მკვდრის გაცოცხლება მინდა და იმანაც ჩვენს ნებაზე გააცოცხლოსო, მართალია ასეა მაგრამ თქვენი ხუცესი რომ იძახის სიტყვებს ვითომ შებყრობილის მიმართ " ქრისტეს სახელით გიბრძანებ დატოვე ეს სხეული" მაშინ რაა მარიონეტია? ესე იგი მკვდრის აღდგენაზე რომ მიდგება საქმე უკვე ჩნდება ფრაზა "მარიონეტი ხომ არ არის" და როცა საქმე " შებყრობილთა განდევნას ეხება მაშინ უკვე "თავისი ნებით მოქმედებს თურმე" , ენებით ლოცვისასაც თავისი ნებით მოქმედებს, სნეულთა განკურნებისასაც თავისი ნებით მოქმედებს აი როგორც კი მკვდრის აღდგინებაზე მიდგება საქმე უკვე წამოიშველიებენ ფრაზას - "მარიონეტი ხომ არ არის ჩვენს ნებაზე მკვდარი გააცოცხლოს" და თუ თქვენს ნებაზე კურნავს და თქვენს ნებაზე სდევნის დემონებს მაშინ აღარ გამოგყავთ მარიონეტად?ეხლა რაც შეეხება რქებით მიწოლას და სიარულს, ეგ რქები ოღონდ თვალთაგან უხილავი, უკვე დიდი ხანია ადგას ბონკეს გერმანულ ბაშკაზე სვასტიკიანი ჩაფხუტის ნაცვლად და რქებზე თუა საუბარი სჯობს ჯერ შიდასამზარეულოში გაარკვიე თქვენი ერთ ერთი "წარმატებული" მისიონერის მკერდზე რატომაა დამწვრობის კვალი, გულზე მიხატული სვასტიკა რომ ამოიწვა და თან ეს ყველაფერი სულიწმინდას რომ დააბრალა თუთქოს სვასტიკა ღვთის სულმა ამოაწვა და სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ფაშისტური იდეოლოგიიდან მკვეთრი ნახტომი "ჭეშმარიტ შემეცნებაზე" გაეკეთებინა, ამ ისტორიას მე აქ შემთხვევით არ ვახსენებ და ოდნავ მოგვიანებით დავუბრუნდები, ასევე ცოტა მომცრო რქებუკები შეიმჩნევა აშშ-ს ორმოცდაათიანელური ეკლესიის ბილ რიდის თავზეც აბა კითხე ერთი მისტერ ოლეგის როგორ გამოიჭირეს ეს "ღვთისმოსავი სასწაულმომქმედი" კალიფორნიის ერთ ერთ ბორდელში სამ სამ წიწკვ ბოზთან ერთად ორგიის დროს? ეამაყება ხოლმე ამ ამბის მოყოლა და საუბარს მრავლისმეტყველი ეპიზოდით ასრულებს " უფალი იმდენად მოწყალეა, როგორც მის წინ მოედანზე გამოთრეულ მეძავს შეუნდო ცოდვანი, ბილ რიდსაც ანალოგიურად აპატია და უფრო მეტიც აშშ-ს ეკლესია ჩააბარაო" სონღულაანთ ბიჭი თუ უდგას ხოლმე გვერდით ხომ მთლად კომედიაა ამ დროს ბოხი ხმით დასძენს "შეუცნობელია გზანი უფლისანი"იესოზე რომ წერ 3 დღის შემდეგ მივიდა ლაზარეს აღსადგინებლად და ეგრევე არ წავიდაო ეს დაყოვნება მას უფლის სახელის განსადიდებლად და იმის დასადასტურებლად დასჭირდა რომ ჭეშმარიტად ძე იყო ღვთისა. ნებისმიერ ორმოცდაათიანელმა კი 3 დღე კი არა 10 წელი რომ დააყოვნოს მაინც ვერ შეძლებს მკვდრის აღდგინებას.ჩემზე რომ წერ თეოლოგები მწიგნობრები ხართ და წინააღმდეგობრივებიო გვერდით უნდა მიგეწერა იციი? "თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა სიმართლეს ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში" აი ასე უფრო დამაჯერებლად გამოგივიდოდა ჩემი გამტყუნება და მაგ ცრუ ეკლესიის გამართლება, რა შუაშია აქ თეოლოგობა? სადმე როდისმე დავწერე რომ ყოვლისმცოდნე ვარ მეთქი? მეც ბევრი რამ არ ვიცი, მაგრამ რაც ვიცი ესეც სრულიად საკმარისია შავი და თეთრი კარგად გავარჩიო.პს ბოლოს დაწერე ეგ სად წერია რომ მიქაელს უფლის დაშვებით ჯოჯოხეთიდან სულები ამოყავსო, გპასუხობ იმ ბიბლიის წიგნებში წერია რაზედაც ტიმოთე წერს მთელი წერილი ღვთივსულიერიაო, ეს იმ წიგნებში წერია რომელსაც არ იცნობ და სურვილიც არ გაქვს რომ გაიცნო იმიტომ რომ ვიღაცამ მეოთხე საუკუნეში ტიმოთეს პირით ღვთის მიერ აღიარებულ წიგნებს, რომლებზეც უკლებლივ ყველაზე ითქვა "მთელი წერილი ღვთივსულიერია" რამოდენიმე წიგნი მოაკლო და საცავში შეჩურთა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 (edited) morfiudiვერ გამიგეთ რას გეკითხებით, მე ვამბობ მონანიება ხომ მენდს ცოდვებს და არა წლით ნათლობა? ანუ ქრისტეში ინათლებიან მართლები ასე არ არის? მართლებს ვგულისხმობ იმას ვისაც წალს რომ ქრისტე ძე ღვთისა, და აი მერე ხდება მონათვლა შესაბამისად ნათლობა არ განსხაზღვრავს ცოდვების პატიებას ასე არ არის?არ არის მთლად მასე, ნათლობის წინ რომ ცოდვებს ინანიებ, ეს შენს მიერ ჩადენილ ცოდვებს ინანიებ, და არა ადამის ცოდვას, ამიტომ მთლად წმინდა და მართალი ვეღარ ხარ, ნათლობის წინ, იმიტომ რომ ყველა ცოდვა რომ გეპატიოს ნათლობამდე ადამის ცოდვა რჩება შენზე, ადამის ცოდვას კი შენ ვერ მოინანიებ, იმიტომ რომ ცოდვა შენ კი არა ადამმა ჩაიდინა, და რომც მოინანიო მის ნაყოფ სიკვდილს მაინც ვერ მოიშორებ. ასე რომ ნათლობის წინ მთლად უცოდველი კრავი არავინ არის, ხოლო ნათლობა ცოდვათა მონანიებასაც იმიტომ გულისხმობს სხვა დანარჩენ ჩემს მიერ ზემოთ დასახელებულ ასპექტებთან ერთად რომ, ნათლობისას სწორედ ადამის ცოდვისაგან ათავისუფლებს უფალი ადამიანს, ანუ მეორედ სიკვდილის ძალაუფლებისაგან ათავისუფლებს, იოანე წყლით რომ ნათლავდა მას ჰქონდა ძალაუფლება ღვთისგან მიცემული ამ ნათლობით ადამის ცოდვისაგან გაეთავისუფლებინა ადამიანები, ამიტომ ეუბნება ფარისევნებს იქედნეთა ნაშობნო ვინ შთAგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით? იოანე ამ ნათლობით უფლის გზას ამზადებდა და თAნ იძახდა ადამის ცოდვითAგან თAვისუფლებს სულით და ცეცხლით მოგნათლავთ ჩემს შემდეგ მომავალიო. იოანემ რომ დაინახა მისკენ მოსანათლად მიმავალი იესო უთხრა მას <მე უნდა მოვინათლო შენგან შენ კი ჩემთAნ მოდიხარ?" ეს იცი რატომ უთხრა? იმიტომ რომ იოანემ იცოდა ერთი მარტივი ჭეშმარიტება იესო ადამის ცოდვისაგან თავისუფალი იყო და წყლით ნათლობას არანაირად არ საჭიროებდა, მაგრამ იესო რას პასუხობს დაე იყოს ასე რათა აღსრულდეს......, ხვდები ეხლა აჩომ იძიოტ რეეჩ? ანუ წყლით ნათლობა რომ საერთოდ მოსაშორებელი და ამოსაღები იყოს და ტკააც და ეგრევე სასუფეველში ადენდეს ადამიანი ტყაპანს იესო იორდანეში საბანაოდ კი არ იყო წასული მან ამით კაცობრიობას დაანახვა რომ წყალშიც უნდა დაეფლოს ადამიანი რათა აღსრულდეს ყოველივე რაც უფლის ნებაა........ ამის შემდგომ კი, როდესაც ადამიანი თავისუფლდება ადამის ცოდვისაგან ის იღებს სულით ნათლობას ანუ სულიწმინდის ბეჭედს საუკუნო სიცოცხლისათვის, ადამის ცოდვა თუ არ წარიხოცა ჯერ გამორიცხულია სულით ნათლობა, არანაირი ბეჭედი და არანაირი სასუფეველზე ოცნება. ამიტომ პირველი ეტაპი ადამიანის განსამზადებლად მიიღოს სულიწმინდა ანუ სულით ნათლობა არის წყლით ნათლობა, ვინაიდან წყლით ნათლობისას წარიხოცება ადამის ცოდვა, ეხლა ვიცი იტყვი ადამის ცოდვა ხომ იესოს სისხლით წარიხოცება მხოლოდო? მაშ როგორღა წარხოცავდა მას იოანე, როდესაც ქრისტეს სისხლი ჯერ დაღვრილი არ იყო ჯვარზეო? და სრულიად ლოგიკურ კითხვასაც დასვავ, მაგრამ ერთ რაღაცაში არ უნდა შეცდეს ადამიანი იესოს სისხლი მისი ჯვარზე დაღვრილი ფიზიკური სისხლი კი არ არის, სანამ იესოს სისხლი ჯვარზე დაიღვრებოდა მანამდე მიაწოდა მან ღვინო მოციქულებს პასექზე და უთხრა ეს არის ჩემი სისხლი აღთქმისა მიიღეთო, მაგრამ არც ღვინოა იესოს სისხლი, მაშ რა არის იესოს სისხლი? რა იგულისხმება სიტყვებში "სისხლი ხსნისა"? სისხლი ეს არის სულის ფიზიკური გამოხატულება, ძველ აღთქმაში ღმერთი უკრძალავს ისრაელს და ეუბნება "არ ჭამო სისხლი ვინაიდან სული სისხლშია" რასელისტებმა რომ აიღეს და პირდაპირი მნიშვნელობით მიიღეს ეს სიტყვები და სისხლს აღარ უსხავდნენ მომაკვდავ ადამიანებს ეგრე კი არ არის ამბავი, სისხლი სულთან და ზოგადად სიცოცხლესთან იგივდება, ასე რომ "სისხლი ხსნისა" ანუ უფლის სისხლი არის მისი სულის ანუ სულიწმინდის ფიზიკური გამოხატულება და ვისაც ეს ჭეშმარიტება გახსნილი აქვს იმან კარგად იცის რომ იოანეს წყლით ნათლობისას უფლისაგან სწორედ რომ ადამის ცოდვის წარხოცვის ძალაუფლება ჰქონდა მიცემული და ამ დროსვე წარიხოცებოდა ეს ცოდვა იესოს სისხლით ანუ ღვთის სულით, ეს რომ ასე არ იყოს, პირველი ზიარება გაიხსენეთ აბა? მაშინ ჯერ არ იყო ქრისტეს სისხლი ჯვარზე დაღვრილი მაგრამ იესო რას ეუბნება მოციქულებს, აჰა შესვით "ეს არის სისხლი ჩემი მრავალთათვის დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად" მიუხედავად იმისა რომ მისი სისხლი ჯერ არ იყო ჯვარზე დაღვრილი იესო მოციქულებს ეუბნაბა რომ მისი სისხლი მრავალთათვისაა დაღვრილი ცოდვათა მისატევებლად, რას ნიშნავს ეს? მომავალზე წინასწარმეტყველებას? არააააა არამც და არამც, ეს იმას ნიშნავს რომ ადამიანი თუ ცოტა ტვინს გაანძრევს მიხვდება რომ ქრისტეს სისხლი, მისივე სულის ფიზიკური გამოხატულებაა და არა ჯვარზე დაღვრილი ერითროციტების, თრომბოციტებისა და ლეიკოციტების ნაკრები. მოკლედ ამ ჩემს განმარტებას ვიცი ბევრი მკითხველი ვერ გაიგებს მაგრამ ბიბლიაში გათვიცნობიერებული ადამიანი კარგად მიხვდება რასაც ვწერ. ასე რომ ნათლობის შემდეგ, თუ ადამიანი ბიბლიური იგავისამებრ ნაბანი ღორივით გაიქცევა და ტალახში ჩახტება ისევ, ეს კავშირი და აღთქმა ირღვევა ვინაიდან უფლისაგან განცმენდილი ისევ ცოდვის ტალახით ისვრება და ხელახლა უბრუნდება იმ მდგომარეობას რასაც უკვე ადამიანი კი არა უბრალო მიწა ჰქვია, ასეთსაც აქვს შანსი გადარჩენის, მაგრამ როგორც აღვნიშნე ეს ცოდვის ტალახი არ უნდა იყოს სულიწმინდის გმობა და თვითმკვლელობა ასეთებს შანსი არ აქვთ. და დაფიქრდი აბა ეხლა და მიხვდები რომ სანამ ჭეშმარიტ ეკლესიას ვიპოვი, სწორედ მიტომ ვეძებ მათ ასეთი სიფრთხილით რომ ჩემი უმეცრობით უნებლიედ არ მინდა თავი სატანის საკრებულოში ამოვყო მოქმედის "ჭეშმარიტი ეკლესიის" ეგიდით და არ მსურს შესაბამისად ღვთის სულის მგმობელად გადავიქცე, რათა ჩემი და ზოგადად კაცობრიობის მტერმა ლუციფერმა კიდევ ერთი სული არ ჩაიწეროს უბის დავთარში. Edited May 9, 2011 by morfiudi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 morfiudiიმაში რაც მე ვთქვი არაფერია თავის გამართლება, იძახით რატომ არისო მე კიდევ გეუბნებით რატომ არის ასე რომ ვერ ახდენენ სასწაულებს, ისე მე ჩემს თავზე მაქ საუბრაი და არა ვიღაცაზე გითXარით აქ სხვის განსაკითხავად არ ვარ მოსული, და არ ვჭორაობ ვიღაცეებზე ზურგს უკან, მე არც ერთი სასწაული არ მომიხდენია ამიტომაც ის სიტყვები რაც მე ვთქვი ამაში არაფერია საოცარი და გასაკვირი, ჩვენ ვწყვიტავთ რამდენ დროს მივცემთ და ადგილს სული წმიდის ძალს, დიახ პავლეც ხორცში იყო და ყველანი მაგრამ მეც ხორცში ვარ და ჯერ სანამ ჩემსგან მიძღვნა არ იქნება სრულყოფილად მე მჯერა რომ არ მივიღებ ნიჭს და რატომ იცით? რომ არ გავამაყდე, მაგრამ თუ მოვიდა საჭიროება იმის რომ მე ვილოცო თუნდაც მკვდარზე და ამას გავიგებ უფლისგან მაშინ ხელებიც ამიწევია. .ხოლო ჩემი სიტყვები ვერ ვხედავ სწორია, ასეც არის მე ვერ ვხედავ მაგრამ მწამს, უფალი არ გამომცხადებია ჯერ და არ მინახავს, ბოლო ბოლო თომა იყო ურწმუნო კაცი რომელმაც უფალი ნახა და დაყვებოდა ჩემი რა გიკვირს? ამიტომ ვამბობ რომ უნდა ძლიო გონებას გარემოებას და ამას სული გასწავლის, მცირედიდან იწყება ყველაფერი. ხოლო ვინ თქვა რომ მე მილიონი მინდა იმისთვის რომ საკუტარი სიამოვნებისთვის ვიცხოვრო მე ამას არ ვგულისხმობდი, ღვთის საქმის მოხმარებას ვგულისმობდი ანუ იმდენი საჭიროებაა ეკლესიაში მემგონი ეს თანხა ცუდი არ იქნებოდა ეკლესიისთვის და რომ ითხოვო განა არ შეუძლი ამოგცეს? ხოლო სულით ერთხელ ინათლებიან მაგრამ ასევე მერე ივსებიან, და რას ნიშნავს ივსებიან? კიდევ რწმენიდან რწმენაში გადავდივართ და დიდებიდან დიდებაში, ამიტომ ნუ წყვიტავთ რომ ყველა უცებ ფრთიანი ანგელოზები არიან, ხოლო მე კიდევ გითხარით რომ არ მსურს პიროვნული შეხება მორწმუნეებზე, მე არ ვარ მათტან კავშირში და არც სონღულაშვილს ვიცნობ და მწყემსი ოლეგიც სულ ერთი ორჯერ მყავს ნანახი და ბინკე ხომ საერთოდ, ასე რომ თავი შეიკავეთ კი არადა საერთოდ არ მსურს რომ მათზე აუგი ვისმინო,თუ რამე გსურთ ეს მათტან გაარკვიეთ და თუ თქვენ ხედავთ რომ ისინი მახეში ყავს ეშმაკს რაც ამ ფორუმზე მათზე წერას ახმართ ლოცვას მოახმარეთ, მან რომ მკვდარი აღადგინოს ალბათ არც გაგიხარდებათ იმდენად წინააღმდეგი ხართ მისი. ხოლო მოდი ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, რაზე ამყარებთ ხსნის იმედს? მოკლედ თქვენ რომ გისმინოთ კაცმა ასე გამოდის რომ ეკლესიას ძინავს და საერთოდ არ არის დედამიწაზე ორი კაკალი ღა დარჩა კაცი, მაგრამ ეკლესია არის და იქნება ყოველთვის, კი არის სიფრთხილე საჭირო მაგრამ არის უკიდურესობა როდესაც სიფრთხილე კრიტიკოსობაში გადადის, ყველაფერშია ბალანსი საჭირო, გაიგეთ ერთი რამ, არის პერიოდი როდესაც შენ სწავლობ მოსმენას უფლის როდესაც შენ იწყებ სულით მავლობას და არა ემოციებით,არის პერიოდი როდესაც შენი რწმენა როგორ ტალრაა და მიმოგიტაცებს მაგრამ მერე მყარდები. არის პერიოდი დაცემის და აღდგინების,არის პერიოდი ეჭვების და არის პერიოდი ღმერთის ძიების და ღმერთთან მიახლოების, არის პერიოდი წვრთნის და გამოცდის და არის პერიოდი ქანაანში დამკვიდრების ამიტომ ეს არის ცხოვრებისეული რაც ხდება და ეს მორწმუნეებმა უნდა გაიარონ რომ ნაცადი რწმენა ქონდეთ გავარვარებულ ქურაში გატარებული, არავინ არის სრულყოფილი მაგრამ ღმერთი მასზე მოიმედე გულებს უყურებს და მოვა დრო და ის გააკეთებს იმას რისთვისაც მოკვდა ქვეყნებში და ქალაებში, მე არ ვუარყოფ რომ არის ქრისტიანულ სამყაროში ბევრი დადგმა და სპეკტაკლი და არის თამაში ეკლესიების მორწმუნეობის მეც მითამაშია და მეც გამიბუქებია სიტყვები და ეს მძულს და მძაგს და ვებრრძვი და მსურს ვემსაგავსო პირველ ქრისტაინესბ თუმცა ბევრჯერ ხორცი მძლევს ჩემი სიზარმაცის გამო და ამიტომაც მოდის ცვიერი და მატყუებს აი შენ რა მორწმუნე ხარ დრეს არ გილოცია დღეს არ გიკიტხია დღეს დაივიწყე შენიანებზე რომ უნდა გელოცა, ის სიმართლეს მაგრამ ამბობს მაგრამ ის არის მჯავრდებელი ის არის ის ვისაც სურს რომ დაცემულმა არასოდეს წამოდგე ის არის ის ვისაც არ სურს რომ ცხვირიც კი წამოყო და გაიღიმო მაგრამ დიდება დიდება და დიდება უანგაროდ მოყვარულს და სურგრძელს და მოწყალეს, მე მაინც გავიხარებ ჩემი ხსნის ღმერთში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ერთ მშვენიერ დღეს როდესაც ღმერთი ინებებს და შენთვის გახსნილს გახდის ზეციური სიბრძნის წვდომის უნარს, მაშინ გამიხსენებ და ჩემს ნათქვამსაც ბოლომდე მაშინ გაიაზრებ, მანამდე კი მხოლოდ ერთ რამეზე ვწუხვარ, ჯერ ვერ გამირკვევია რომელი დემონი გაწვდის მენტალურად აზრს, ცუდად ნუ გამიგებ არანაირი პიროვნული შეურაცხყოფა ასე ნებისმიერი ადამიანის თავში ცდილობენ დემონები საკუთარი აზრების შეტენვას და ამ აზრების ადამიანურ აზრებად გასაღებას. უკლებლივ ყველაში მეც კი ამ მენტალური მეთოდით მებრძვიან. შენს პოსტებს ვაკვირდები და ვფიქრობ რომ ეს ერთ ერთი ფსევდოღმერთია ოღონდ ნერვები იმაზე მეშლება რომ ჯერ ჯერობით ვერ ვხვდები რომელი, რომ 5 წუთში გამოვუწერო სათანადო წამალი.შენ კი გეტყვი ძმაო 1. ისტორიულად გამოიკვლიე მაგ რელიგიური მიმდინარეობის წარმომავლობა2. გამოსცადე მანდ ყოველი სული3. ლოცვისას იყავი სიტყვაძუნწი ვინაიდან მრავალსიტყვაობით არ მიიღწევა შედეგი და უფალმა უკეთ იცის რაც გჭირდება4. როდესაც მოვა ჟამი და სასწაულმოქმედების უნარს შეიძენ ერთხელ მაინც მესტუმრე მე5. ძალიან ფრთხილად იყავი6. შენი რწმენისამებრ მოგეგოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 რაც შეეხება სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობის ლიდერებზე:1. ზურგს უკან არასოდეს მიჭორავია და რასაც აქ ვწერ მათთვის პირშიც მაქვს ნათქვამი და თან არაერთხელ2. ნებისმიერ კონფერენციაზე სადაც მე ვიმყოფები ისინი ან იძურწებიან იქიდან ან მუნჯებივით სხედან3. მუნჯებივით იმიტომ სხედან რომ პირი რომ გააღონ და სიტყვა თქვან ჩემს წინაშე არანაირი მორალური უფლება არა აქვთ4. ვინაიდან თითოეული მათგანი გახლარტული ლუციფერის მახეში და თან სიცოცხლისთვის საშიშ მახეში ამ "დირკიდან" გამოყვანილი მყავს.5. ისინი როგორც ნაბანი ღორები მაინც ტალახში საგორაოდ წავიდნენ6. ტალახში გორაობისა და მათ მიერ ქრისტეს სახელით სულიერი მეძაობის მიზეზი მრევლის მიერ შეწირული ფულია7. ლოცვით მიღებულ მილიონს რომ ნატრობ ეკლესიის საჭიროებისთვის ეგ მილიონი თან 25 მართლმადიდებლებმა ლოცვის გარეშე მიიღეს კონსტიტუციური შეთანხმების საფუძველზე სახელმწიფოსგან8. აი ამ ბიზნესში დაიკარგა ჭეშმარიტება, და როგორც ადრე გაიყიდა ქრისტეს სხეული დღესაც ანალოგიურად იყიდება მისი სხეული ფულზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 morfiudiშეუძლია, და ეს ძველმა ებრაელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, სწორედ ამიტომ თქვეს იესოზე ეშმაკთა მთავრის ბელზებელის ძალით დევნისო დემონებს. ადამიანის განკურნებაც შეუძლია, საერთოდ თითქმის ყველა სასწაულის მოხდენა შეუძლია მორფიუს მოდი ლოგიკურად ვიმსჯელოთ ვთქვათ მე დავსნეულდი სასიკვდინო ავადმყოფობით, ჩემი ღრამ რწმენით ან სრულიად შემთხვევით განვიკურნე (არ აქვს მნიშვნელობა), მე ამას ყველა ვარიანტში ღმერთის ქმედებას მივაწერ, ამ განკურნებით მე უფრო მორწმუნე გავხვდები, უფრო ჩავიხედავ ჩემს ბინძურ სულში და უფრო გავძლიერდები რწმენაში რადგან ვიტყვი "ასეთი სიკეთე მიყო ჩემმა უფალმა" და მაინტერესებს შენგან ამით რა ხეირი ეშმაკს? სატანას ერთი სული აქვს ზურგს როდის მიბრუნებს უფალი რომ მიწაზე დამანარცხოს და გამფლითოს, დორბლებს ყრის რომ იბატონოს ჩემს სულზე...... მე ეშმაკის მზაკვრულ ხერხს ვერ ვხედავ განკურნებაში პირიქით ამით ის უფრო დამარცხდება, შენ თუ გინახია ან გაგიგონია რომ ეშმაკს განეკურნოს ვინმე? და თუ განკურნავს დარწმუნებული ვარ ურწმუნოც რომ იყოს ღმერთს მიაწერს ამ ქმედებას და 99% სრულიად შესაძლებელია რომ ურწმუნო კაცი მოექცეს ღმერთისკენ .... ასევეა ეშმაკის განდევნაც, თუ მე ეშმაკისეული ვარ და ეშმაკმა ეშმაკის წინააღმდეგ გაილაშქრა და გამოდევნა ჩემი სხეულიდან მაშინ გავთავისუფლდები მისგან ვიწამებ უფალს და დიდებას აღვავლენ და აქაც სატანის დამარცხებას ვხედავ. ფარისევლებმა კი უთხრეს რომ ბელზებელის ძალით დევნისო მაგრამ გაიხსენე იესომ რა უპასუხა მათ, და ამას მოაყოლა სულიწმინდის გმობა რადგან ზუსტატ იმ ფარისევლებმა იცოდნენნ რომ ეშმაკეულის განკურნება მხოლოდ ღმერთისგან მოდის მაგრამ შეგნებულად უარყვეს იესოს ეს ქმედება და ეშმაკს მიაწერეს ასევე იესო ეუბნება მის მოწაფეებს რომ ეს იქნება ჩემს სამოწმებლად ავადმყოფებს განკურნავთ, ეშმაკებს განდევნით და ამით მიხვდებითო რომ ჩემი მოწაფეები ხართო და თქვენთან ვარო ზუთისოფლის აღსასრულამდეო (უკაცრავად ჩემი სიტყვებით დავწერე) სიმართლე გითხრა ვერანაირ ხეირს ვერ ვხედავ ეშმაკმა რომ ეს სასწაულები ჩაიდინოს ჯადოს ახსნებზე და რაღაც მაგდაგვარებზე არ მაქვს საუბარი ეს ისედაც ცხადია რომ ეშმაკისგან არის უბრალოდ ერთი რომ გაუნთავისუფლდება მეორე ეშმაკი ივანებს ეს არ არის ეშმაკისგან განდევნა ერთი რომ მეორეთი ცვლის საერთოდ თითქმის ყველა სასწაულის მოხდენა შეუძლია მკვდრის აღდგინების გარდა. შეგიძლია დღესდღეობით მითხრა რომელ ეკლესიას შეუძლია ამ სასწაულის ქმნა? მე მართლმადიდებელი ვარ მაგრამ ეს სასწაული არც მაგ წიაღში არ გამიგონია.......შეგიძლია მოიყვანო მსოფლიოში ერთი პიროვნება რომელიც ამ სასწაულს შეძლებს? ცოტა არაგრამატიკულად დავწერე მაგრამ იმედია მიხვდები რისი თქმაც მსურს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 ლოგიკური კითხვა დასვი მართლაც და რა ხეირი აქვს ეშმაკს თუ სასიკვდილოდ განწირულს განგკურნავს? ეხლავე აგიხსნი რა ხეირიც აქვს.თუ მაგალითად ღმერთმა დაგიფაროს და ავთვისებიანი სიმსივნით ავადმყოფობა შეგყარა დემონმა შენზე ლოცულობდნენ მართლმადიდებელი ეკლესიის წევრები მაგრამ შედეგო ნული მიიღე, შემდეგ მოდის შენთან ორმოცდაათიანელი ხუცესი თავწე ხელს გადებს და ინკურნები, ამ სასწაულის შემხედვარე შენ დაიჯერებ რომ ჭეშმარიტება ორმოცდაათიანელებთანაა, მათ ხომ შეძლეს არა შენი განკურნება? აი მართლმადიდებელი მღვდელი კი მიუხედავად იმისა რომ დღედა ღამ ლუცულობდა შედეგი არ იყო, შეგეხო თუ არა ორმოცდაათიანელი ხუცესი ეგრევე ჩიტივით გახდი არანაირი კიბო და არანაირი მეტასტაზი, დაახლოვებით ერთ კვირაში შენ უკვე ორმოცდაათიანული ეკლესიის წევრი ხდები და ამ "სასწაულის" შესახებ თუ "როგორ განგკურნა" ღმერთმა სხვებსაც უყვები. სინამდვილეში კი იცი რა მოხდა?1. დემონის შეყრილი სნეულება დემონვამე მოგაშორა2. რითიც შენ დაგაჯერა რომ სნეულება ორმოცდაათიანელმა ხუცესმა მოგაშორა სულიწმინდით3. აქედან გამომდინარე დაგაჯერა რომ ეს ეკლესიაა ქრისტესი4. შენ განგკურნა, კიბო მოგაცილა, მაგრამ5. საჩუქრად შენი სული მიიღო.აი ეს ხეირი აქვს ამ შემთხვევაში დემონს და ვხედავ რომ კარგადაც იხეირა, ადამიანის უმეცრობით ვინაიდან გადაივსო ცრუ ეკლესია ცრდ განკურნებული მრევლით, რა ხეირი უნდა ქონდეს სხვა? სნეულების გაწვევის სანაცვლოდ სული წაგართვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 მეორე კითხვაზე კი გიპასუხებ მართლმადიდებელ მამებს შეეძლოთ სულიწმინდით მკვდრის აღდგინება, ამიტომ ვფიქრობ რომ მათთან იყო ჭეშმარიტება მაგრამ ეს ეკლესია ძალიან დაასუსტა ლუციფერმა ასე განსაჯე მისი პირდაპირი მსახურები ჩანერგა მათში, მოძღვრებაშიც ბევრი ცვლილებისა და განხეთქილების შეტანა შეძლო, თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა მათგან უბიწო და დღეს ქრისტეს ეკლესია მხოლოდ რამოდენიმე ასეულ კაცს მოიცავს, რომელთაც უახლოეს მომავალში განკვეთა ელით ვინაიდან ისინი არასოდეს არ შეცვლიან სწავლებას და მრწამსს არ გამოიცვლიან ისინი არასოდეს დაუშვებენ სატანის თაყვანისცემას, თუმცაღა კარგად იციან რომ პირდაპირ მათ ეკლესიაში დადგა მან თავისი ტახტი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 პს. საიდან მოიტანე რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს? ფარისევლებს რომ ჰგონებოდათ რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ბელზებელს საერთოდ არ ახსენებდნენ, მათ იცოდნენ რომ დემონთა მთავარს ბელზებელსაც შეუძლია დემონის განდევნა და სწორედ ამიტომ აბრალებდნენ იესოს თითქოს ის ბელზებელის მიერ მიცემული ძალით სდევნიდა რითაც სულიცმინდა დაგმეს აი სწორედ ამიტომ უთხრა იესომ რომ გმობთო ვინაიდან სულიწმინდით ნამოქმედარზე თქვეს ბელზებელის ნამოქმედარიაო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zanneti Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 morfiudiშეგიძიათ ამიხსნათ რას ნიშნავს ფსევდოღმერთი და მე გეტყვით არის თუ არა ის რასაც თქვენ ამბობთ. თუ გნებავთ აქ თუ გნებავთ პმ-ში მომწერეთ ამის შესახებ, და სახელი შეიძლება თქვენი გავიგო და გვარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 პს. საიდან მოიტანე რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს? ფარისევლებს რომ ჰგონებოდათ რომ ეშმაკის განდევნა მხოლოდ ღმერთს ძალუძს ბელზებელს საერთოდ არ ახსენებდნენ, მათ იცოდნენ რომ დემონთა მთავარს ბელზებელსაც შეუძლია დემონის განდევნა და სწორედ ამიტომ აბრალებდნენ იესოს თითქოს ის ბელზებელის მიერ მიცემული ძალით სდევნიდა რითაც სულიცმინდა დაგმეს აი სწორედ ამიტომ უთხრა იესომ რომ გმობთო ვინაიდან სულიწმინდით ნამოქმედარზე თქვეს ბელზებელის ნამოქმედარიაო.მაგრამ ქრისტეს პასუხი?აქ სხვა რამეშია საქმე, არანაირი ეშმაკის განდევნა არ ხდება,ეშმაკი ეშმაკს არ სდევნის, ეს უბრალოდ სანახაობაა მეორე კითხვაზე კი გიპასუხებ მართლმადიდებელ მამებს შეეძლოთ სულიწმინდით მკვდრის აღდგინება, ამიტომ ვფიქრობ რომ მათთან იყო ჭეშმარიტება მაგრამ ეს ეკლესია ძალიან დაასუსტა ლუციფერმა ასე განსაჯე მისი პირდაპირი მსახურები ჩანერგა მათში, მოძღვრებაშიც ბევრი ცვლილებისა და განხეთქილების შეტანა შეძლო, თითებზე ჩამოსათვლელი ხალხი დარჩა მათგან უბიწო და დღეს ქრისტეს ეკლესია მხოლოდ რამოდენიმე ასეულ კაცს მოიცავს, რომელთაც უახლოეს მომავალში განკვეთა ელით ვინაიდან ისინი არასოდეს არ შეცვლიან სწავლებას და მრწამსს არ გამოიცვლიან ისინი არასოდეს დაუშვებენ სატანის თაყვანისცემას, თუმცაღა კარგად იციან რომ პირდაპირ მათ ეკლესიაში დადგა მან თავისი ტახტი.რომელი ეკლესიები გაქვს მხედველობაში? საქართველოში დღეს მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ ჩემის აზრით ეს უფო უცოდინარობითა და სიზარმაცითაა გამოწვეული და არა იმით რაზეც შენ საუბრობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
morfiudi Posted May 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted May 9, 2011 და კიდევ ერთია რაც საჭიროა რომ ყველამ იცოდეს:1. ეშმაკს რომ ახსენებს კაცი, ჰგონია რომ ეშმაკი ერთია, ერთი კი არა ანგელოზთა სრული რიცხვის 1/3 და ეს რიცხვი 400000-სს აჭარბებს,2. ყველა დემონი თანაბარი ძალისა კი არ არის, ზოგი ძლიერია ზოგიც შედარებით სუსტი, ზოგს არ ძალუძს რაღაცის ქმნა ზოგს ძალუძს3. დემონთა ლეგიონებს ყავთ ხელმძღვანელები წყვდიადის მთავრებად წოდებული ძლიერი დემონები4. ერთ ერთი ასეთია ბელზებელი.5. ბელზებელი რომ ლუციფერის სინონიმი ჰგონიათ ეგრე არ არის ბელზებელი, მამონა, ბელიარი და სატანა სხვადასხვა პიროვნებები არიან და ისინი შეადგენენ ლუციფერის 6 მთავარ დემონს6. ბიბლიაში მოხსენიებული მთავრების გარდა კიდევ არსებობენ სხვა მთავრებიც, რომელთა სახელებიც ფართო მასებმა არ იცის7. ასეთი მთავარი სულ 72-ია8. ეს ყველაფერი არ იცის იმან ვინც "ჭეშმარიტ მორწმუნეობაზე" თავს დებს, სამაგიეროდ 14 წლის რიგითმა სატანისტმა იცის, როგორც ეს ჩემს მიერ დადებული რეპორტაჟიდან გამოჩნდა.9. ლუციფერი დატყვევებულია10. ამ მთავრებისა და ანტიქრისტეს მეშვეობით ცდილობს გათავისუფლებას11. რათა მოაწყოს არმაგედონად წოდებული ბრძოლა, სინათლის ძეთა წინააღმდეგ12. ის ამას მოაწყობს13. საბოლოვოდ დამარცხდება14. ადამიანი თავისი უმეცრობით უნებლიედ არ უნდა გახდეს მისი არმიის სერჟანტი15. იმიტომ რომ ანგელოზები ტყვეებს აღარ აიყვანენ და მთელ არმიას მხედართმთავრიანად გეენაში ჩააყუდებენ და თან 1 და 2 წლით კი არა სამუდამოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.