Jump to content
Planeta.Ge

ერთად შემოვიყვანოთ Paypal საქართველოში


Recommended Posts

http://beqex.info/wp-content/uploads/2011/04/paypal-in-georgia.png

მოგესალმებით :user:

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რა არის Paypal და რამდენად მნიშვნელოვანია მისი შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში,ხოლო ვინც არ იცის მისთვის პატარა განმარტებას გავაკეთებ ვიკიპედიის დახმარებით

Paypal არის ელექტრონული საგადასახადო სისტემა, რომელიც ანხორციელებს თანხის გადარიცხვის ოპერაცებს ინტერნეტის საშუალებით. დღეისათვის იგი მუშაობს 190 ქვეყანაში და ჰყავს 164 მილიონზე მეტი დარეგისტრირებული მომხმარებელი. პეიპალი მუშაობს 17 ეროვნულ ვალუტაზე. 2002 წლიდან იგი არის ცნობილი ინტერნეტ აუქციონის, eBay-ს მფლობელობაში.

ახლა რა ხდება,საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ პეიპალი ჯერ არ შემოსულა. მიდის აქტიური მუშაობა უკვე მაღალი ეშელონების დონეზე,რომ უახლოეს მომავალში საქართველოშიც ვიხილოთ ეს ძალიან სასარგებლო სერვისი. რაც არ უნდა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, საჭიროა გვერდის დალაიქება Facebook-ზე :

http://www.facebook.com/GeoPayPal

ან დაალაიქეთ ბლოგზე : http://beqex.info/?p=180

საჭიროა 30K + like

 

მოდერს ვთხოვ ნუ დახურავს თემას, ვცდლობთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწვდინოთ ხმა და პეიპალის საქართველოშI შემოსვლა ყველა ქართველისთვის რომელიც ინტერნეტში რაიმეს ყიდვით ან გაყიდვითაა დაინტერესებული,ძალიან სასარგებლო იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PayPal მეც მინდა, მაგრამ ჩვენს ბანკებს არ სცალიათ მაგისთვის, ჯერ 30 % -იანი სესხის გაცემით არიან დაკავებული.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პეიპალიც ძალიან მინდა, მქონდა და ვადა გაუვიდა ბარათს და გადასარევად ვიცი რა კარგიცაა, მაგრამ ეს ხმების მოგროვება რა შუაშია??? პეიპალის სათავო ოფისში უნდა გადაიგზავნოს საქართველოს გამწარებული მოსახლეობის კატეგორიული მოთხოვნა?! ჩვენ უკან არ დავიხევთ-ის სახით??

 

პეიპალია თუ ვინმეს იმპიჩმენტი? ხელმოწერების შეგროვება ვერ გავიგე, შეიძლება მე არ მესმის, არ ვიცი.

 

მე რამდენადც ვიცი, ეს ეროვნული ბანკის პრეროგატივაა, მან უნდა აწარმოოს პეიპალთან მოლაპარაკებები, უბრალოდ პარალელურად ადგილობრივმა კომერციულმა ბანკებმაც რაღაც პირობები უნდა დააკმაყოფილონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხაკერების ამბეში როგორ ხართ?

თუ გაგისუფთავეს ანგარიში კანონით როგორ არეგულირებს ამ ამბეს?

და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხაკერების ამბეში როგორ ხართ?

თუ გაგისუფთავეს ანგარიში კანონით როგორ არეგულირებს ამ ამბეს?

და ა.შ.

 

 

პეიპალით სარგებლობისას ეგ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომაცაა იგი ასეთი მოთხოვნადი ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვისას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ფეიფალი, როგორც ვიცი ბანკ mა უნდა შე mოიყვანოს, თვითონ ვერ შე mოვა. რა mდენი mე ათეული ათასი ღირსო ა mის გაკეთება და თუ ასეა, უნდა დააყენო ეს ვენი ბანკირები სათითაოდ, წაკუზო და ის mიუშვა, სახელი არ mახსოვს - ბალიშებს რო m აკეთებს mაგარს, ის ტიპი. :pupuza:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე, ფეიფალი, როგორც ვიცი ბანკ mა უნდა შე mოიყვანოს, თვითონ ვერ შე mოვა. რა mდენი mე ათეული ათასი ღირსო ა mის გაკეთება და თუ ასეა, უნდა დააყენო ეს ვენი ბანკირები სათითაოდ, წაკუზო და ის mიუშვა, სახელი არ mახსოვს - ბალიშებს რო m აკეთებს mაგარს, ის ტიპი. :pupuza:

მ გაგიფუჭდა? :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პეიპალით სარგებლობისას ეგ ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა. ამიტომაცაა იგი ასეთი მოთხოვნადი ინტერნეტით ყიდვა-გაყიდვისას.

 

ნამდვილად. ამიტომ იყო ალაბთ ვიკილიკსის მხარდამჭერებმა დედა რომ უტირეს.

 

ნუ ასიანი დაცული არაფერია და ამიტომ ვიკითხე, კანონმდებლობა როგორ იცავს ხალხს ანგარიშის "გასუფთავების" შემთხვევაშითქო?

ეს მექანიზმი თუ აგათვალისწინებული, თორემ აბა ასე მე კოსმონავტი მინდა ვიყო, მაგრამ რაკეტა არ მავს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გაამართლებს საქართველოში და იმიტომ არ შემოყავთ... კარგა ხანი არც შემოიყვანენ... :no: Edited by alqimikosi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ გაამართლებს საქართველოში და იმიტომ არ შემოყავთ... კარგა ხანი არც შემოიყვანენ...

 

 

გააჩნია გამართლებას რას დავარქმევთ.

 

მოიგებს პეიპალიანი ბარათების მფლობელები, საერთაშორისო გზავნილების გადამზდავები.

 

კიდევ უფო "გაფარჩაკდება" ბაზრობები და ფაქტიურად მთლიანად "მეორედებზე" გადავლენ. ეს ტანსაცმელს რაც შეეხება. პატარ-პატარა ბნ-ელიტარული ბუტიკები ან დაიწყებენ ნორმალურად მუშაობას და არა 400%-იანი მოგებით, ან გაქრებიან.

იგივე ეხება ავტო ნაწილების ბაზარსაც.

 

 

მეც მგონია, რომ კარგა ხანი არ იქნება. იმიტომ, რომ სწორედ ეს ბაზრობები და ბუტიკ-მაღაზიები ვისიცაა, ფაქტიურად ან თვითონაა გადაწყვეტილების მიმღები პეიპალზე, ან მათი საახლობლოდანაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

კიდევ უფო "გაფარჩაკდება" ბაზრობები და ფაქტიურად მთლიანად "მეორედებზე" გადავლენ

PayPal რა კავშირშია ბაზრობებთან?

 

alqimikosi

არ გაამართლებს საქართველოში

გამართლება არ გამართლება რას ნიშნავს PayPal -ის შემთხვევაში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PayPal რა კავშირშია ბაზრობებთან?

 

 

პირადად ჩემს მაგალითზე, რაც EBAY-ზე ვყიდულობდი PAYPAL-ით ტანსაცმელს, ფეხსაცმელს ოჯახის ყველა წევრისთვის, მანქანის ნაწილებს, ბაზრობაზე, ფაქტიურად საერთოდ აღარ შევსულვარ თითქმის ორი წელი, მერე ბარათს ვადა გაუვიდა და მომიწია გავლა, ძალიან შეცვლილი დამხვდა :)

Edited by Achiko1972
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...