highlander Posted April 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 გამოცხადებაჲ წმიდისა მახარებლისა და ღმრთისმეტყვუელისა იოანესი — ახალი აღთქმის ბოლო წიგნის სახელწოდება. ქრისტიანული ლიტერატურის და ესქატოლოგიის ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები. ხშირად მოიხსენიება როგორც აპოკალიფსი (ბერძნ. ἀποκάλυψις „გაშიშვლება, გახსნა, გამჟღავნება, გამოცხადება“). შექმნილია ჩვ. წ. 68-69 წლებში იოანე მოციქულის მიერ და აღწერილია წუთისოფლის უკანასკნელი დღეები. იოანე იყო იესო ქრისტეს თორმეტ მოწაფეთაგანი და, ამავე დროს, ყველაზე ახალგაზრდა მოციქული. პირველ ქრისტიანთა გადმოცემით, ყველა მოციქული, გარდა იოანესი, მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა. იოანეც ევნო ქრისტესთვის, თუმცა გადმოცემით მას განსხვავებული წილი ერგო: საბერძნეთის კუნძულ პატმოსზე გადასახლებაში ყოფნისას, მას გამოეცხადა უფალი და უთხრა: ”მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი; რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას...”[1] ამ წიგნში წინასწარმეტყველება და უკანასკნელ დღეთა ამბები ძირითადად აღწერილია სიმბოლურად: მაგ. წერილები შვიდი ეკლესიისადმი, შვიდი ბეჭედი, ოთხი მხედარი, შვიდი საყვირი, ღვთის მძვინვარების შვიდი თასი, არმაგედონი, სიცოცხლის წიგნი, ცხოველის რიცხვი - 666, ბაბილონი - დიდი მეძავი, მხეცი შვიდი თავითა და ათი რქით, ათი მეფე, ათასწლოვანი სამეფო, ახალი იერუსალიმი, ძვირფასი ქვები, სიცოცხლის ხე და სხვა. ქრისტიანთა რწმენით ”იოანეს გამოცხადება” შეიცავს ღრმა საიდუმლოებებს. უფალი იესო ქრისტე კვლავ მოვა ამ ქვეყნად და განსჯის ქვეყანას, თუმცა როდის მოხდება ეს გაურკვეველია. მას მოელოდნენ პირველი ქრისტიანები და მას მოელიან დღევანდელი ქრისტიანები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 (edited) «”ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომარე, რომლისგანაც გარბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი. ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ, და გადაშლილი იყო წიგნები. გადაშლილი იყო სხვა წიგნიც, რომელიც სიცოცხლის წიგნია, და განსჯილ იქნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათი საქმეებისამებრ. მისცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები და თითოეული განსჯილ იქნა თავის საქმეებისამებრ... ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდა, და ზღვა აღარ იყო. ვიხილე წმინდა ქალაქი - ახალი ერუსალიმი, რომელიც ღვთისგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო. გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: ”აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის. და ის დამკვიდრდება მათ შორის. ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმენდს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ”. თქვა ტახტზე მჯდომარემ: ”აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს”. და მითხრა მე: ”დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნოა და ჭეშმარიტია”. მითხრა: ”აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს უსასყიდლოდ სიცოცხლის წყლის წყაროდან. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის - ძე. ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია...”ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე... ვერ შევა მასში ვერაფერი უწმინდური და ვერც ერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი”.[3]» Edited April 11, 2011 by highlander Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 11, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 11, 2011 ყველას გირჩევთ წაიკითხოთ იოანეს გამოცხადება, რადგან ამ წერილის კითხვისას ადამიანი მიხვდება რომ აზრი არააქვს რჯულზე კამათს და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ რწმენით გადარჩებიან საქმეებისდა განურჩევლად. მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა გადასარჩენად.ნუ დაიზარებთ და წაიკითხეთ ბიბლია მხოლოდ ეს მიგიყვანთ სიმართლემდე და არა ცრუმასწავლებელთა მოსმენა და რჯულზე კამათი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 ყველას გირჩევთ წაიკითხოთ იოანეს გამოცხადება, რადგან ამ წერილის კითხვისას ადამიანი მიხვდება რომ აზრი არააქვს რჯულზე კამათს და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ რწმენით გადარჩებიან საქმეებისდა განურჩევლად. მხოლოდ ერთი შანსი გვეძლევა გადასარჩენად.ნუ დაიზარებთ და წაიკითხეთ ბიბლია მხოლოდ ეს მიგიყვანთ სიმართლემდე და არა ცრუმასწავლებელთა მოსმენა და რჯულზე კამათიწავიკითხე ეგ ადრე და უფრო კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებული, შეშინებული ადამიანის მონაყოლს გავს)) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 highlanderყველას გირჩევთ წაიკითხოთ იოანეს გამოცხადება, რადგან ამ წერილის კითხვისას ადამიანი მიხვდება რომ აზრი არააქვს რჯულზე კამათს და ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ რწმენით გადარჩებიან საქმეებისდა განურჩევლად. მე როგორც ვიცოდი რწმენა საქმის გარეშE მკვდარია, რას ნიშნავს რჯულზე კამათი?რჯულის მიმდევრები ებრაელები იყვნენ, თუკი რჯულის ნაცვლად რელიგიაში არსებულ საკამათო საკითხებს გულისხმობამაშინც ვერ დაგეთანხმები, არსებობს მართალი რწმენა და არსებობს ცრუ რწენაც, ან დამახინჯებული რწმენა,შესაბამისად აქვს აზრი ედავო იაღოვას მოწმეებს, პროტესტანტებს კათოლიკებს და ას. შ.ნუ, გააჩნია ოპონენტი ადეკვატურია თუ არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 (edited) Siknadmoარსებობს მართალი რწმენა და არსებობს ცრუ რწენაც, ან დამახინჯებული რწმენა,შესაბამისად აქვს აზრი ედავო იაღოვას მოწმეებს, პროტესტანტებს კათოლიკებს და ას. შ.ნუ, გააჩნია ოპონენტი ადეკვატურია თუ არაანუ გამოდის რომ პროტესტანტები კათოლიკები და ა.შ ცრუ რწმენას ან დამახინჯებულ რწმენას მიზდევენ? მაგაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.და ისეთი აზრი დამრჩა შენი საუბრიდან რომ მხოლოდ მართლმადიდებლები გადარჩებიან,რაც ბიბლიაში არსად არ წერია,იქ დაწერილი რომ გადარჩებიან ისინი ვინც ბაგით აღიარებენ რომ იესო უფალია და ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.(რომაელთა 10-9) Edited April 12, 2011 by highlander Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 წავიკითხე ეგ ადრე და უფრო კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებული, შეშინებული ადამიანის მონაყოლს გავს)) ხო შეიძლება გავდეს კოშმარული სიზმრიდან გაღვიძებული ადამიანის მონაყოლს,მაგრამ ერთი განსხვავებით ეს სიზმარი რეალობად იქცევა როდესღაც და ვერცერთი ადამიანი ვერ გაექცევა ღვთის სამსჯავროს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 highlanderჩვენ მართლმადიდებლები არ ვამბობთ რომ თითქოს ეს გადარჩება და ის კი დევევ წარწყმდება ეს ღმერთის საქმეა და ჩვენ მის საქმეში არ უნდა ჩავერიოთ უბრალოდ როდესაც: პროტესტანტები- იძახიან რომ ნათლობით ადამის ცოდვა არ გეპატიებაო, იესოზე როცა იძახიან რომ ყოვლისმცოდნე არ არისო,როდესაც ცოდვას ცოდვა არ ემატება არამედ იძახიან გადარჩენილები ვართო, მართლა ღირს კამათი თუ რათქმა უნდა მიზანმიმართულია კათოლიკეები - როდესაც იძახიან სულიწმინდა მამისგანაც და ძისგანაც გამოდისო იეჰოვას მოწმეები - ხომ საერთოდ იესო ქრისტეს არ აღიარებენ ღმერთად არამედ ანგელოზიაო თუ ასეთი აღმსარებლები მოისმენენ და დაფიქრდებიან თუ ვინ და რა უნდა იწამონ, მემგონი ღირს მშვიდობიანი დისკუსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 lasha kakauridzeპროტესტანტები- იძახიან რომ ნათლობით ადამის ცოდვა არ გეპატიებაო, იესოზე როცა იძახიან რომ ყოვლისმცოდნე არ არისო,როდესაც ცოდვას ცოდვა არ ემატება არამედ იძახიან გადარჩენილები ვართო, მართლა ღირს კამათი თუ რათქმა უნდა მიზანმიმართულიაეგ რომელი პროტესტანტისგან მოისმინე?სხვათაშორის პროტესტანტების მრავალი მიმდინარეობა არსებობს და მაინტერესებს მაგას რომელი მიმდინარეობა ამბობსრაც შეეხება კათოლიკებს ვინ დაამტკიცა რომ სულიწმინდა მამისა და ძისგან არ გამოდის,სადმე წერია ბიბლიაში ეგ?რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად არვიცი რასამბობენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 highlanderეგ რომელი პროტესტანტისგან მოისმინე?სხვათაშორის პროტესტანტების მრავალი მიმდინარეობა არსებობს და მაინტერესებს მაგას რომელი მიმდინარეობა ამბობსარ ვიცი მაგათი მიმდინარეობები რომ ვკითხე პროტესტანტი ვარო, ხოდა ეს პროტესტანტი იძახდა რომ ნათლობის დროსო ადამის ცოდვის პატიება არ ხდებაო ასევე ყველა პროტესტანტი იძახის ქრისტეს უმეცრებას (მეორედ მოსვლის დრო არ იცოდაო) რაც შეეხება კათოლიკებს ვინ დაამტკიცა რომ სულიწმინდა მამისა და ძისგან არ გამოდის,სადმე წერია ბიბლიაში ეგ? რაც შენ დაწერე ეგრე ზუსტად არ წერია მაგრამ მამისგან რომ გამოდის სულიწმინდა ეგ წერია (მაშინ იქ ეწერებოდა ძისგანაცო)"სული ჭეშმარიტებისა, რომელიც მამისაგან გამოვალს" (იოანე 15, 26)რაც შეეხება იეჰოვას მოწმეებს ნამდვილად არვიცი რასამბობენხოდა გაეცანი და ნახავ რომ იესოს მთავარ ანგელოზი მიქაელი არისო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
highlander Posted April 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 lasha kakauridzeეს არის ამონარიდი პროტესტანტული მიმდინარეობის მრწამსიდანჩვენ შეუცვლელად ვაღიარებთ ქრისტიანი მოძღვრების მიერ ნიკეის (325 წ.) და კონსტანტინოპოლის (381 წ.) კრებებზე მიღებულ ქრისტიანული რწმენის შემდეგ სიმბოლოს: მწამს ერთი ღმერთის, ყოვლისშემძლე მამა, ზეცის და მიწის, ხილული და უხილავი სამყაროს შემოქმედი. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ღმერთის ძე მხოლოდშობილი რომელიც ყველა საუკუნეზე ადრე იშვა ღმერთისაგან, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ჭეშმარიტი ღმერთისაგან, შობილი და არა შექმნილი, მამის თანაარსი, რომლისაგანაც შეიქმნა ყოველივე. რომელიც ჩვენი, ადამიანების ხსნისათვის ჩამოვიდა, ხორცი შეისხა სულიწმინდისა და ქალწულ მარიამისაგან და განკაცდა. ჯვარს ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს, ეწამა და დაეფლა. აღსდგა მესამე დღეს, დაწერილის მიხედვით. ამაღლდა ზეცად და მჯდომარეა მამის ხელმარჯვნივ. კვლავ მოვა მოვა დიდებით, რათა განსაჯოს ცოცხლები და მკვდრები, მის სუფევას არ ექნება დასასრული. და სულიწმინდა, სიცოცხლის მომნიჭებელი, მამისაგან გამომავალი უფალი, რომელსაც მამისა და ძის დარად ვადიდებთ და ვცემთ თაყვანს , მეტყველებდა წინასწარმეტყველთა მეშვეობით. ერთი წმინდა, მსოფლიო და სამოციქულო ეკლესია. ვაღიარებ ცოდვების მისატევებელ ერთ ნათლისღებას. მოველი მკვდრეთით აღდგომას და მომავალ საუკუნო ცხოვრებას. ამინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 12, 2011 Siknadmoარსებობს მართალი რწმენა და არსებობს ცრუ რწენაც, ან დამახინჯებული რწმენა,შესაბამისად აქვს აზრი ედავო იაღოვას მოწმეებს, პროტესტანტებს კათოლიკებს და ას. შ.ნუ, გააჩნია ოპონენტი ადეკვატურია თუ არაანუ გამოდის რომ პროტესტანტები კათოლიკები და ა.შ ცრუ რწმენას ან დამახინჯებულ რწმენას მიზდევენ? მაგაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.და ისეთი აზრი დამრჩა შენი საუბრიდან რომ მხოლოდ მართლმადიდებლები გადარჩებიან,რაც ბიბლიაში არსად არ წერია,იქ დაწერილი რომ გადარჩებიან ისინი ვინც ბაგით აღიარებენ რომ იესო უფალია და ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით.(რომაელთა 10-9) მრავალი იტყვის განკითხვის დღეს "უფალო, უფალო",... მაგრამ ეტყვის მათ ქრისტე: "არ გიცნობთ თქვენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted April 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 15, 2011 ჰო რწმენა საქმეების გარეშე მკვდარია, მასე ეშმაკებსაც სწამთ და კანკალებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.