newstudio Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 ჩემს გადაცემაზე მინდა გესაუბროთ "აკრედიტაციის გარეშე" რომ ჰქვია. ვისაც არა გაქვთ ნანახი გეტყვით, რომ უჩვეულო ფორმატი აქვს. დავდივარ კამერების თანხლებით და ვცდილობ "დავარცხნის", მონტაჟური ხრიკების და ქვეტექსტების გარეშე რაღაცეებს ნათელი მოვფინო. ხან პარლამენტის წევრებს ვეკითხები მიშას ნაკლის თაობაზე, ხან ვანო მერაბიშილისთვის პოლიციის ახალ ჰიმნს ვქმნი და შს შუშებიან სამინისტროში მიმაქვს, ხან მატყუარა ჯურნალისტთან "ვარჩევ საქმეებს". კამერები თნ დამყვება გარდა ამისა თან დამყვება შიში რომელსაც თითქმის ყველა რესპონდენტის თვალებში ჩანს. "რა ვუპასუხო ამ მოულოდნელად აღმოცენებულ "პროვოკატორ" რამიშვილს რამე ზედმეტი არ წამომცდეს და არ დავიღუპო" აი ასეთი ფიქრები აღებეჭდება ხოლმე ჩემს წინ მდგომ ადამიანებს. რა თქმა უნდა ეს შიში პერმანენტულმა ტერორმა შვა. იმ ძალადობამ რომელსაც ეს ხელისუფლება და მისი ტელევიზიები ეწევიან. მაგრამ ეს არააა ჩემი სტატიის მთავარი თემა. სოციალურ ქსელში ბევრი საქებარი წერილი მომდის, მაკრიტიკებენ კიდეც. ამ ბოლო დროის კი იმატა გზავნილებმა რომლებშიც მთხოვენ, რომ გადაცემის ფარგლებში ეკლესიას "დავუთმო" ყურადღება. აი მაგალითად რას მწერს ერთ–ერთი მოქალაქე " ბატონო შალვა არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ, ბოლო თქვენი გადაცემა მაესტროზე ძალიან კარგი გამოვიდა(განსაკუთრებით როდესაც მუსიკალური კლიპი დაურთეთ "ნათლი მამიდან"). ნელ-ნელა მემგონი იხვეწება და მიზანმიმართული ხდება თქვენი ხედვა.უბრალოდ ისევ და ისევ( პირადად ჩემთვის), პრობლემად რჩება ის, რომ თქვენისთანა პიროვნება ვერ ხედავს, ან კიდევ არ უნდა რომ დაინახოს ეკლესიის მავნე როლი საზოგადოებაში დღევანდელ დღეს.კერძოდ ის თუ როგორ აფერხებს ეს ინსტიტუტი ქვეყნის, სახელწიფოს განვითარებას და მის ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან.მთავრობის,ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად კარგი იქნებოდა შიგა და შიგ მაგ სტრუქტურებშიც შეხვიდეთ მიკროფონით და მათაც დაუსვათ იგივე კრიტიკული კითხვები" ამ შინაარსის თხოვნები მომრავლდა ამიტომ მინდა ყველას გავცე პასუხი. დავიწყოთ იმით რომ მე არა ვარ რელიგიურად მცხოვრები კაცი. ეკლესიაში არ დავდივარ, არ ვლოცულობ, მარხვას არ ვიცავ. ამ ყოველივეთი არ ვტრაბახობ. პირიქით ძალიან მინდა რომ მწამდეს. წარმოვიდგენ რა დიდ ძალას მომცემს იმის შეგრძნება, რომ მარტო არა ვარ აქ, რომ ბევრი რამ წინასწარაა განსაზღვრული, რომ არსებობს აბსოლუტი, საყოველთაო სიკეთე. .. აი დავწერე ეს ფრაზა და დავფიქრდი... შეიძლება იმიტომაც არა მაქვს რწმენა რომ, მასაც ძალა–უძალობის გადმოსახედიდან ვუყურებ. იქნებ არასწორია რომ ძალების მოსამატებლად მჭირდება ეს. მაგრამ გვეყო ამაზე... მოკლედ არა ვარ სანიმუშო მორწმუნე. თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი რომ ეს ჩემს პრობლემად უფრო მიმაჩნია, ვიდრე ღირსებად შემდეგ: გავკადნიერდები და ვიტყვი რომ თავს ჩვენი პატრიაქის უმცროს მეგობრად ვთვლი. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება მასთან აუდიენციისა. შეიძლება ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს მაგრამ ვიტყვი რომ სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. მასთან ყოფნისას არასდროს არ მიგვრძნია რომ მე დოგმატიკოსს ვესაუბრებოდი. უწმინდესი იმაზე თნამედროვედ აზროვნებს ვიდრე ბევრი ის პირი, რომელიც "მოდერნისტული" იდეების პროპაგანდისთვის ხელფასს იღებს. ვისაც ჩემი უწმინდესისადმი მოწიწების ეს მიზეზი არ აკმაყოფილებს და ყოველივეს მერკანტილურ ჭრილში უყურებს მათ გასაგონად ვიტყვი, რომ პატრიარქი ჩემი ციხეში ყოფნის დროს ეხმარებოდა ჩემს ოჯახს სიტყვით და მატერიალურადაც. თუმცა ეს არგუმენტი მხოლოდ სკეპტიკოსებისთვისაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მივადექით. მე არ მიმაჩნია რომ ქართული სახელმწიფოს პროგრესს, მის მოდერნიზაციას ეკლესია აფერხებს. საქართველო სეკულარული ქვეყანაა. შიშის, შეზღუდულობის დამნერგავი აქ მხოლოდ ხელისუფლება შეიძლება იყოს. მავანი ამბობს, რომ ეკლესიას გაუმართლებლად დიდი ნდობა აქვს საზოგადოებაში. რომ იქ მოღვაწენი არ იმსახურებენ ესოდენ დიდ ვოტუმს ნდობისას. მე ვეკითხები მათ: რა ინსტიტუცია, რა იდეალი დაგვრჩა ჩვენ მიშას ხელში?! სასამართლო გააუპატიურეს, მედია მიითვისეს, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და მხედრული იდეალები გორთან მტვერში ამოგანგლა მთავარსარდალმა, არჩევნების ნდობა დაბალია, დემოკრატის – მით უმეტეს, ნატო გაქრა, ქვეყნის გამთლიანობის იდეა დადნა. რატომაა გასაოცარი რომ ხსნას, შვებას ადამიანი ეკლესიაში ეძებს? განა ეკლესიის ავრცელებს იმ უნიჭო ტელე–ტყუილებს, რომლითაც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქენი იკვებებიან, განა ეკლესიის ბრალია რომ შიშით მიყურებენ პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები თუ ე.წ უბრალო მოქალაქეები. თუ უბრალოდ ეკლესიის კრიტიკა "ზემოდანაა" დაშვებული რათა შეიქმნას ქარიშხლები ჭიქაში, რომელიც საზოგადოების ყურაღებას არსებითი პრობლემებიდან სულ სხვა მხარეს გადაიტანს?! არა ბატონებო, არ გავაკეთებ გადაცემას ეკლესიაზე (არც ერთი კონფესიის ეკლესიაზე თან). არ მინდა ვიღაცის სასარგებლო თამაშში აღმოვჩნდე ჩათრეული. შეიძლება ვინმემ კონფორმისტად ან რეიტინგის მომხვეჭელად ჩამთვალოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს. 20 წელია ამ საქმეში ვარ და აღნიშნულზე უარესი ეპითეტებითაც შევუმკივარ ვიღაცეებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 შალვა რამიშვილის განცხადებააუფ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) ყოჩაღ შალვას!!!! მართლაც რომ "პრორგრესულ" მIშისტებზე" დოგმატიკი არავინაა საქართველოში...მიშას სიტყვას კანონზე მაღლა აყენებენ და რაც არ უნდა ტქვას ეტანხმებიან . ამაზე მეტი სიბნელე რა გინდა " ბატონო შალვა არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ, ბოლო თქვენი გადაცემა მაესტროზე ძალიან კარგი გამოვიდა(განსაკუთრებით როდესაც მუსიკალური კლიპი დაურთეთ "ნათლი მამიდან"). ნელ-ნელა მემგონი იხვეწება და მიზანმიმართული ხდება თქვენი ხედვა.უბრალოდ ისევ და ისევ( პირადად ჩემთვის), პრობლემად რჩება ის, რომ თქვენისთანა პიროვნება ვერ ხედავს, ან კიდევ არ უნდა რომ დაინახოს ეკლესიის მავნე როლი საზოგადოებაში დღევანდელ დღეს.კერძოდ ის თუ როგორ აფერხებს ეს ინსტიტუტი ქვეყნის, სახელწიფოს განვითარებას და მის ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან.მთავრობის,ოპოზიციის კრიტიკასთან ერთად კარგი იქნებოდა შიგა და შიგ მაგ სტრუქტურებშიც შეხვიდეთ მიკროფონით და მათაც დაუსვათ იგივე კრიტიკული კითხვები" :huhu: Edited April 8, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 ეს შალვა ნიჭიერი კაცია, განსხვავებით მეორე შალვასაგან, მუშურ-გლეხურ პარტიას რომ მეთაურობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) შეიძლება ვინმემ კონფორმისტად ან რეიტინგის მომხვეჭელად ჩამთვალოს,ანუ არა ხარ? მაშ მტყვანის? გიხმარა განდონივით შენმა მიშიკომ, და მოგისროლა, და ეხლა გინდა ახტი გინდა დახტი, ბოლოს მაინც იქ დახტები, სადაც დაგახტუნებენ Edited April 9, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 პრობლემად რჩება ის, რომ თქვენისთანა პიროვნება ვერ ხედავს, ან კიდევ არ უნდა რომ დაინახოს ეკლესიის მავნე როლი საზოგადოებაში დღევანდელ დღეს.კერძოდ ის თუ როგორ აფერხებს ეს ინსტიტუტი ქვეყნის, სახელწიფოს განვითარებას და მის ინტეგრაციას დასავლურ სამყაროსთან. აი ამის დამწერს, ვისაც უნდა დავენიძლავები, დასავლური იდეალები კი არა, ეს "დასავლეთი" უბრალოდ თვალითაც არ უნახავს და ამ იდიოტური სერიალების სიუჟეტები ჰგონია "დასავლური ღირებულებები"!!! აი იმ მათთვის ასე გაფეტიშებულ დასავლეთში სწორედ რომ ხელშეუხებელი ცნებების საფუძველია ადამიანის ეთნიკურობა და რელიგიურობა, უბრალოდ ამ საკითხის დასმაც კი დიდ სიბნელედა და განუვითარებლობათ მიაჩნიათ სწორედ იმ დასავლურ საზოგადოებაში. შალვა რამიშვილს რაც შეეხება, მიუხედავად გარკვეული ანტიპატიებისა, უდაოდ ჭეშმარიტი პროფესიონალია, რა რა და ზუსტად იცის წელს ქვემოთ დარტყმის საუკეთესო პრიომები საჭირო დროსა და ადგილას, ამას ვერანაირად წაართმევ. ერთიც ფაქტია, მისი გააქტიურება ტყუილად არ მომხდარა ჯერ, დარდუბალათი ფაქტიურად სწორედ მაგ ჯგუფმა დაამხო მითი შევარდნაძის "მსოფლიო დონის პოლიტიკოსისა", ეს ხომ ისეთი ტაბუირებული თემა იყო, რომლის უბრალოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაც კი წარმოუდგენლად მიაჩნდა ბევრს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 აუფ.. მეც ეს ვოფიქრე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 წინათ მაგარი დებილი მეგონა ეგ შალვა მაგრამ ამ გადაცემას რაც ვუყურე ცოტათი შემეცვალა აზრი... პრინციპში სიმართლეს აჩვენებენ მაგ გადაცემაში ყოველგვარი შელამაზების ან გამუქების გარეშე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 შალვა რამიშვილი სასარგებლო ელემენტია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 შალვა რამიშვილი სასარგებლო ელემენტიასარგებლობის არ ვიცი, მაგრამ თუ ისე ფიქრობს რაც დაწერა, შერჩენია კიდო რაღაც კარგი. იმდენი ვწერე და წაიშალა, გაჭედა ინტერნეტმა და დაკოპირებაც ვერ მოვასწარი.ეხლა მეზარება თავიდან, არა და თემა არაა ცუდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 დავიწყოთ იმით რომ მე არა ვარ რელიგიურად მცხოვრები კაცი. ეკლესიაში არ დავდივარ, არ ვლოცულობ, მარხვას არ ვიცავ. ამ ყოველივეთი არ ვტრაბახობ. პირიქით ძალიან მინდა რომ მწამდეს. წარმოვიდგენ რა დიდ ძალას მომცემს იმის შეგრძნება, რომ მარტო არა ვარ აქ, რომ ბევრი რამ წინასწარაა განსაზღვრული, რომ არსებობს აბსოლუტი, საყოველთაო სიკეთე. .. აი დავწერე ეს ფრაზა და დავფიქრდი... შეიძლება იმიტომაც არა მაქვს რწმენა რომ, მასაც ძალა–უძალობის გადმოსახედიდან ვუყურებ. იქნებ არასწორია რომ ძალების მოსამატებლად მჭირდება ეს. მაგრამ გვეყო ამაზე... მოკლედ არა ვარ სანიმუშო მორწმუნე. თუმცა გავიმეორებ და ვიტყვი რომ ეს ჩემს პრობლემად უფრო მიმაჩნია, ვიდრე ღირსებად შემდეგ: გავკადნიერდები და ვიტყვი რომ თავს ჩვენი პატრიაქის უმცროს მეგობრად ვთვლი. რამდენჯერმე მქონდა ბედნიერება მასთან აუდიენციისა. შეიძლება ვიღაცისთვის ბანალურად ჟღერს მაგრამ ვიტყვი რომ სიმშვიდე მოდის ამ ადამიანისაგან. მასთან ყოფნისას არასდროს არ მიგვრძნია რომ მე დოგმატიკოსს ვესაუბრებოდი. უწმინდესი იმაზე თნამედროვედ აზროვნებს ვიდრე ბევრი ის პირი, რომელიც "მოდერნისტული" იდეების პროპაგანდისთვის ხელფასს იღებს. ვისაც ჩემი უწმინდესისადმი მოწიწების ეს მიზეზი არ აკმაყოფილებს და ყოველივეს მერკანტილურ ჭრილში უყურებს მათ გასაგონად ვიტყვი, რომ პატრიარქი ჩემი ციხეში ყოფნის დროს ეხმარებოდა ჩემს ოჯახს სიტყვით და მატერიალურადაც. თუმცა ეს არგუმენტი მხოლოდ სკეპტიკოსებისთვისაა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანს მივადექით. მე არ მიმაჩნია რომ ქართული სახელმწიფოს პროგრესს, მის მოდერნიზაციას ეკლესია აფერხებს. საქართველო სეკულარული ქვეყანაა. შიშის, შეზღუდულობის დამნერგავი აქ მხოლოდ ხელისუფლება შეიძლება იყოს. მავანი ამბობს, რომ ეკლესიას გაუმართლებლად დიდი ნდობა აქვს საზოგადოებაში. რომ იქ მოღვაწენი არ იმსახურებენ ესოდენ დიდ ვოტუმს ნდობისას. მე ვეკითხები მათ: რა ინსტიტუცია, რა იდეალი დაგვრჩა ჩვენ მიშას ხელში?! სასამართლო გააუპატიურეს, მედია მიითვისეს, ვაჟკაცობა, თავგანწირვა და მხედრული იდეალები გორთან მტვერში ამოგანგლა მთავარსარდალმა, არჩევნების ნდობა დაბალია, დემოკრატის – მით უმეტეს, ნატო გაქრა, ქვეყნის გამთლიანობის იდეა დადნა. რატომაა გასაოცარი რომ ხსნას, შვებას ადამიანი ეკლესიაში ეძებს? განა ეკლესიის ავრცელებს იმ უნიჭო ტელე–ტყუილებს, რომლითაც დღეს ამ ქვეყნის მოქალაქენი იკვებებიან, განა ეკლესიის ბრალია რომ შიშით მიყურებენ პარლამენტის წევრები, ბიზნესმენები თუ ე.წ უბრალო მოქალაქეები. თუ უბრალოდ ეკლესიის კრიტიკა "ზემოდანაა" დაშვებული რათა შეიქმნას ქარიშხლები ჭიქაში, რომელიც საზოგადოების ყურაღებას არსებითი პრობლემებიდან სულ სხვა მხარეს გადაიტანს?! არა ბატონებო, არ გავაკეთებ გადაცემას ეკლესიაზე (არც ერთი კონფესიის ეკლესიაზე თან). არ მინდა ვიღაცის სასარგებლო თამაშში აღმოვჩნდე ჩათრეული. შეიძლება ვინმემ კონფორმისტად ან რეიტინგის მომხვეჭელად ჩამთვალოს, მაგრამ ეს არ მანაღვლებს. 20 წელია ამ საქმეში ვარ და აღნიშნულზე უარესი ეპითეტებითაც შევუმკივარ ვიღაცეებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 სარგებლობის არ ვიცი, მაგრამ თუ ისე ფიქრობს რაც დაწერა, შერჩენია კიდო რაღაც კარგი. იმდენი ვწერე და წაიშალა, გაჭედა ინტერნეტმა და დაკოპირებაც ვერ მოვასწარი.ეხლა მეზარება თავიდან, არა და თემა არაა ცუდი.უშიშარი და გონებაგახსნილი ადამიანია, კიდია ბევრი რამ, რისიც სხვებს ეშინიათ,ამასთან ერთა ფული უყვარს ძალიან, მაგრამ ერთი მომენტიცააა აქ მნიშვნელოვანი, მიუხედავად ფულის სიყვარულისა არ გაბ.. არადა, რა, იქნებოდა ხოშიანად, ვისზე ნაკლებია რა, იკლოუნებდა, ტვინი უჭრის, ვანო ჯავახიშვილსა და შონზოს ნაღდად გადაასწრებდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 უშიშარი და გონებაგახსნილი ადამიანია, კიდია ბევრი რამ, რისიც სხვებს ეშინიათ,ამასთან ერთა ფული უყვარს ძალიან, მაგრამ ერთი მომენტიცააა აქ მნიშვნელოვანი, მიუხედავად ფულის სიყვარულისა არ გაბ.. არადა, რა, იქნებოდა ხოშიანად, ვისზე ნაკლებია რა, იკლოუნებდა, ტვინი უჭრის, ვანო ჯავახიშვილსა და შონზოს ნაღდად გადაასწრებდაარ ვიცი ვის გადაასწრებდა კლოუნადაში, მაგრამ ის რაც ზემოთ, თემის თავში წერია, მე მომეწონა.თუმცა პირადად მე მომხრე ვარ ეკლესიის კრიტიკის, მაგრამ ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუნდაც მორალური მას, ვინც მას გააკრიტიკებდა.ეს აზრი მომეწონა ზალიან და არა ის, რომ კრიტიკა არ შეიძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
pluto Posted April 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 9, 2011 რომელ გადაცემაზეა საუბარი? ინტერნეტში დეევს სადმე? ან რომელ არხზე გადის და რომელ საათზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted April 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 10, 2011 (edited) Achiko1972ი იმ მათთვის ასე გაფეტიშებულ დასავლეთში სწორედ რომ ხელშეუხებელი ცნებების საფუძველია ადამიანის ეთნიკურობა და რელიგიურობა, უბრალოდ ამ საკითხის დასმაც კი დიდ სიბნელედა და განუვითარებლობათ მიაჩნიათ სწორედ იმ დასავლურ საზოგადოებაში.დასტურ! მარა ამას ლიბერასტებს გააგებიებ? Edited April 10, 2011 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.