newstudio Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 დღეს არსებული მედია-საშუალებები გასართობ-მუსიკალურ მაუწყებლებად შეიძლება გადაკეთდნენ, თუ 18 აპილს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომაზე დაამტკიცებენ მათივე დაკვეთით, კომპანია ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს. ამის შესახებ ჩვენთან საუბრისას ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” თავმჯდომარემ, ზვიად ქორიძემ განაცხადა. ”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. წარმოდგენილი კვლევის შედეგს ზვიად ქორიძე ეჭვქვეშ აყენებს. რატომ აყენებთ ეჭვქვეშ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დაკვეთით, ”ბისიჯის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს? ზვიად ქორიძე: ეს კვლევა 3 წლის მანძილზე ტარდებოდა - როგორც თავად ამბობენ, 2008-ში დაიწყო, 2009-ში დეტალების დამუშავება და დაზუსტება მოხდა და 2010 წლის ივნისში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადასცეს. 2008 წლის ოქტომბერში, როცა ომიდან 2 თვე იყო გასული, ძნელი წარმოსადგენია მოსახლეობას მუსიკალურ-გასართობი პროგრამების განწყობა ჰქონოდა. დავუშვათ, მას საინფორმაციო პროგრამები დიდად არ სჭირდებოდა, მაგრამ არა მგონია მუსიკალურ-გასართობი პროგრამები ყოფილიყო მოსახლეობის მაქსიმალური მოთხოვნა. ჩემთვის უცნობია რისი დაზუსტება მოხდა 2009 წლის დეკემბერში, რადგან ამ კომისიის სხდომაზე ”ბისიჯის” წარმომადგენელს არ უთქვამს რა ხარვეზი იყო დასაზუსტებელი, მაგრამ პრაქტიკულად ჩანს, რომ ამ შედეგების რევიზია ზუსტად მაშინ მოხდა და გამოიკვეთა, რომ დღეს თურმე მოსახლეობას უფრო მეტი გართობა სურს. ბუნებრივია, ისეთი საინფორმაციო პროგრამები, როგორიც დღეს გადის, მოსახლეობის მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, რაც სრულებითაც არ ნიშნავს, რომ მათთვის ეს მეშვიდე-მერვე ხარისხოვანია. კვლევის ჩატარების თვალსაზრისით, იქ არის კიდევ ძალიან ბევრი დეტალი, რომელთა მიმართებაშიც კითხვის ნიშნები ჩნდება, მაგრამ ამ საკითხების მიმართ ყველას ჩვენი პირადი დამოკიდებულება გვაქვს; ჟურნალისტებს სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან, მოქალაქეებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ურთიერთობა გვაქვს და ვაკვირდებით, რომ ინფორმაციაზე მოთხოვნა ყოველთვის ძალიან დიდია, განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოში, როგორიც საქართველოა, სადაც სოციალური დისჰარმონიის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სადაც ტერიტორიული პრობლემებია, სადაც მაღალი საგარეო საფრთხეებია და ასე შემდეგ. ძალიან უცნაურია, როდესაც 2011 წელს იდება ასეთი კვლევის შედეგები, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ პრიორიტეტებისთვის საფუძვლად უნდა გამოიყენოს და მან განსაზღვროს, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება იქნება მუსიკალურ-გასართობ პროგრამაზე. თქვენი აზრით, რატომ დადეს ახლა ასეთი შედეგი? - რეალურად, 2011-2013 წლები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გარდამტეხი იქნება. ასეთ დროს აი, ამ ფორმით ინფორმაციის დეფიციტის შექმნა, მსუბუქად, რომ ვთქვათ, საკმაოდ არასწორია, მაგრამ ფაქტობრივად, ეს შეიძლება საზოგადოების წინაშე დამნაშაულებრივი იყოს. უკვე გადაწყვეტილია, რომ კომუნიკაციების კომისია სახელმძღვანელოდ გამოიყენებს ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგებს? - კომისიას კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამ კვლევის საფუძველზე პრიორიტეტები განსაზღვროს. რა მექანიზმის გამოყენებით შეიძლება დადგეს ეჭვქვეშ ”ბისიჯის” კვლევის შედეგები? - 5 მარტს გამართულ კომისიის სხდომაზე, როდესაც ვუთხარით, რომ იქნებ არ გამოეყენებინათ ბაზისად ამ კვლევის შედეგი და პრიორიტეტები ისე მიეღოთ, მათ იკითხეს - ”მაშინ, რის საფუძველზე განვსაზღვროთ პრიორიტეტები?” დარწმუნებული ვარ, უკეთეს ვარიანტში, მათ უნდა იხელმძღვანელონ არა ამ კვლევით, არამედ ყველა კვლევით, რომელიც საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში დახვეწილი მეთოდოლოგიითაა გაკეთებული, რის შედეგადაც გამოჩნდება, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს აქვს მოთხოვნილება: ჟურნალისტურ გამოძიებებზე, შემეცნებით გადაცემებზე, სერიოზულ ანალიტიკურ პროგრამებსა და პოლიტიკურ თოქ-შოუებზე. ამის მოთხოვნილება საზოგადოებაში არის, რადგან სხვადასხვა კვლევის მასალები ამას ადასტურებს. ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების კომისია რჩება მხოლოდ საკუთარი დაკვეთით გაკეთებული კვლევის იმედად, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მიმაჩნია საკმაოდ არასწორ ქმედებად. შესაძლებელია თუ არა ”ბისიჯის” მიერ დადებული კვლევის შედეგები გავრცელდეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე? - კანონის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს არსებულ სამაუწყებლო ლიცენზიებს იმ პრიორიტეტების მიხედვით გაუკეთოს მოდიფიკაცია, რომელსაც დაამტკიცებს. ასე რომ, თუ დაამტკიცა, პრიორიტეტები განსაზღვრა და მასში გამოიკვეთა, რომ მოთხოვნები არის სპეციალიზებულ არხებზე, ქვეყანაში მაუწყებლობის ლიცენზიები უნდა გაიცეს, რადგან მუსიკალური, გასართობი, სპორტული და იუმორისტული პროგრამები სპეციალიზებულ ლიცენზიებს ითხოვენ. ამ შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაცემული ლიცენზიების რევიზია შეიძლება დაიწყოს და კონკრეტულ მაუწყებლებს მათი ლიცენზიების მოდიფიკაციის მოთხოვნით მიმართოს. მაგალითად, თუ ”იმედს” ექნება სურვილი, გახდეს მუსიკალურ-გასართობი პროგრამების მაუწყებელი და კომუნიკაციების კომისია ამას გადაწყვეტს, ან თავად შესთავაზებს, რომ ”იმედის” მაუწყებლობას მოდიფიკაცია გაუკეთოს, გამორიცხული არ არის ასე მოხდეს; ამ შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქმედებაში თავისუფალია. ანუ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა იცრუა, როცა განაცხადა, რომ ეს კვლევის შედეგები გაცემულ ლიცენზიებზე არ აისახება, მომავალზეა გათვლილიო? - ამაზე თავს ვერავინ დადებს. თუ აკაკი მინაშვილმა იცის, რომ პოლიტიკური შეკვეთის თანახმად, ეს აქამდე გაცემულ ლიცენზიებზე არ გავრცელდება, მაშინ მას შეიძლება ვენდოთ და ვთქვათ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, რომლის მიხედვით, კომუნიკაციების კომისიას არავინ დაავალებს არსებული ლიცენზიების მოდიფიკაციას, მაგრამ კომუნიკაციების კომისია ფორმალურად დამოუკიდებელია და მას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს; არაფორმალურად, მისი რომელიმე წევრი პოლიტიკურ მმართველობასთან რა მოლაპარაკებებს გამართავს, ეს არავინ იცის და, დამერწმუნეთ, არც აკაკი მინაშვილს ეცოდინება. თქვენი არზით, რა მექანიზმები არსებობს იმისთვის, რომ კომუნიკაციების კომისიამ უარი თქვას საეჭვო კვლევის შედეგებზე? - ამ ათი დღის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი საჯარო დისკუსია უნდა გაიმართოს, იმიტომ, რომ 18 აპრილს კომისია იკრიბება. უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მეტი საჯარო განცხადება, იყოს მეტი საჯარო აქტივობა - 18 აპრილის კომისიის სხდომაზე უნდა მივიდეთ, ჩვენი მოსაზრებები გამოვთქვათ. როდესაც კომისია სამოქალაქო ჯგუფებისგან სხვადასხვა მოსაზრებას მოისმენს, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. http://www.presage.tv/?m=society&AID=4227 პ.ს. ნე ვფიქრობ უნდა გავაპროტესთოთ საზოგადოებამ ეს. და არ დაიწყოთ რისი გამპროტესტებლები ვართ და ა.შ. თუ მოვინდომებთ, ვართ!!! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 ”ბისიჯის” მიერ დადებული შედეგით, მოსახლეობას აინტერესებს მუსიკალური, გასართობი პროგრამები, მხატვრული ფილმები და იუმორისტული გადაცემები, ხოლო პრიორიტეტებში შემეცნებითი პროგრამები მეშვიდე-მერვე ადგილზეა. ალბათ აქ აინტერესებს კი არა, უნდა ეწეროს: იძულებულია უყუროს, იმიტომ, რომ მოსახლეობას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს: რუსთავი2 10:00 - მხ. სერიალი ცოდვილი 11:00 - მხ. სერიალი მიმწყვდეული 12:00 - კურიერი12:30 - სხვა ამბები13:00 - ბიზნესკურიერი13:30 - ტოქშოუ პროფილი (გამეორება)15:00 - კურიერი15:40 - სერიალი სიყვარულის საიდუმლო (უ)16:40 - სერიალი მორენას ვნება (უ)18:00 - კურიერი18:45 - სერიალი დანიელა (უ)19:45 - მხ. სერიალი ელენას მოჩვენება 20:00 - კურიერი20:05 - მხ. სერიალი ელენას მოჩვენება 21:00 - კურიერი21:50 - ეროვნული ლატარია22:00 - ვანოს შოუ 23:00 - კომედი შოუ სხვების პროგრამების მოძიება მეზარება, დაახლოებით იდენტურია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) Achiko1972 უნდა ეწეროს: იძულებულია უყუროს,ვინ აძალებს? გამორთონ ეს ოხერი "იაშიკი"! უარესის ღირსია ის "საზოგადოება", რომელიც აძლევს უფლებას მისი აზროვნებით იმანიპულირონ! გამორთეთ "იაშიკი" ! Edited April 8, 2011 by kisa Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Achiko1972 Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 გამორთეთ "იაშიკი" ! ოდნავ მაინც განვითარებული ახალგაზრდობა ისედაც არ რთავს, კომპუტერი ურჩევნიათ. თუ იმისთანაა, რომ კომპუტერს ვერ რთავს (თანამედროვე ახალგაზრდა), მაგას ტელევიზორი ბევრს ვეღარაფერს დაუშავებს. (აქ "ვერ ყიდულობს" არ იგულისხმება, რასაკვირველია) აი საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებია პრობლემა. ამასწინათ, ხელოსანი მყავდა სახლში ერთი, ვერაფრით გავაგებინე, რატომ არ უნდა ეყურებინა საერთოდ ტელევიზორისთვის, აბა რომელ არხს ვუყუროო, არცერთს მეთქი, აბა რა გავაკეთოო? რამე წაიკითხე მეთქი. ისე შემომხედა, როგორც გიჟს ბოლოს რომ მიდიოდა, 3-ჯერ გამიმეორა, მართლა არცერთს არ ვუყუროო? არამეთქი, ეს რა კარგი რამე მითხარიო და 5 ლარი დამიკლო 40-იდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 რაში სჭიდრებს ხალხს, რომლის მომავალი ან შიმშილი, ხოლო საუკეთEსო შEმთხვევაში უცხოელების მომსახურებააა შემეცნებითI გადაცემები,ოკ, თუკი იმ შემეცნებით გადაცემაში ასწავლიან მოსახლეობის მასაჟის გაკეთებას, უცხოელისთვის გაღიმებას, მანდილოსნებაც გაპრანჭვა ტურისტის ლოგინში შეტყუების მეთოდებს, აფიციანტ გაღსონობას მაშინ ხო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) მაგენი ალბათ მიკროფონით ხელში თუ უმიკრაფონოდ, ქუჩაში იდგნენ და შერჩევით იღებდნენ ინტერვიუს ნაციონალების მიერ გამოსირებული თინეიჯერებიდან, ან იმ ადამიანებიდან შუბლზე რომ სირი აწერია. საიდან გამოწოვეს ეგ სტატისტიკა? აი ბათუმის 25 ე არხმა გავიდა ქუჩაში ამ ამბის გახმაურების შემდეგ, გამოკითხა მოსახლეობა. 1 ადგილი საინფორმაციო პროგრამებმა დაიკავეს და ამაში ეჭვი არავის შეპარვია, რადგან ფაქტიურად ეგრეც არის. ის კი ვინც ტელევიზორს იშვიათად უყურებს, უყურებს საინფორმაციოს. ბების მყავს სახლში 90 წელს მიღწეული და ისიც კი საათზე იყურება როდის მოდის 12 საათი, მერე 3, 8 და და განაწილებული აქვს ასე 12ზე საზოგადოებრივს უყურებს, 3 ზე კურიერს და 8ზე ქრონიკას))) სახლში მაგ დროს რაც არ გადიოდეს ტელევიზორში, ვიცით რომ ის დრო მისია და უნდა უყუროს.და მარტო ბებია არა, მეც საინფორმაციოებს ვუყურებ მხოლოდ, ან თუ ტელევიზორი თავისუფალია, დისკოვერს, ნაციონალ გეოგრაფიკს, ჰისტორის, პლანეტას და ა.შ, რასაც შემეცნებითი ქვია. კიბატონო სერიალების მოყვარული გამოტვინებული მამიდაც მყავს სახლში და ასეთი კატეგორია მეტს არაფერს უყურებს. მაგრამ ეგღა მაკლია ასეთი გამოტვინებულების აზრმა ინფორმაციის ისედაც მწირი წყარო ჩამიკეტოს. სახლში ამას იოლად ვახერხებ, გადავრთYავ და მორჩა. პროტესტზე იდი ნახუი ვეტყვი და პროტესტიც აღარ არის)) თუმცა კვლევის შედეგი მაინც საეჭვოა იმის გამო, რომ მამიდაჩემსაც რომ კითხოთ ქუჩაში რას უყურებო, იმდენი ჭკუა აქვს, რცხვენია სერიალებსო და საინფორმაციოსო გეტყვით )) ნაღდად ასეა, და არა მგონია მამიდაჩემი ასეთი მარტო იყოს))) ასეა თითქმის ყველგან ოჯახებში რასაც ვხედავ.მოკლედ ამ მათხოვარი ნაციონალების ტყული უკვე ყელშია რა ამოსული... Edited April 8, 2011 by verusi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) სტატია ბოდვაა. ვერ ვხვდები როგორ უნდა აუკრძალოს რაღაც კომისიამ კომერციულ არხს იმ გადაცემის ეთერში გაშვება, რასაც თავად თვლის საჭიროდ. რაც შეეხება საგანმანათლებლო გადაცემებს, გავხსენი გუშინ თემა ასეთი არხის გახსნასთან დაკავშირებით. ვისაც გაინტერესებთ გადახედეთ http://planeta.ge/index.php?showtopic=53586 ვფიქრობ უნდა გავაპროტესთოთ საზოგადოებამ ეს.რა უნდა გააპროტესტო შეგიძლია დალაგებულად რომ ამიხსნა? Edited April 8, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DonCaredo Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) ვერ ვხვდები როგორ უნდა აუკრძალოს რაღაც კომისიამ კომერციულ არხს იმ გადაცემის ეთერში გაშვება, რასაც თავად თვლის საჭიროდ.რა უნდა მაგის აკრძალვას? საცა ისაა აკრძალული, რომ საკუთარ რესტორანში "მურკას" ვერ დააკვრევინებ, ეგ რაღა გასაკვირია? მუუურკა, ტი მოი კატიონოჩეკ Edited April 8, 2011 by DonCaredo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted April 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 8, 2011 (edited) ალბათ აქ აინტერესებს კი არა, უნდა ეწეროს: იძულებულია უყუროს, იმიტომ, რომ მოსახლეობას უბრალოდ ალტერნატივა არ აქვს: რუსთავი2 10:00 - მხ. სერიალი ცოდვილი 11:00 - მხ. სერიალი მიმწყვდეული 12:00 - კურიერი12:30 - სხვა ამბები13:00 - ბიზნესკურიერი13:30 - ტოქშოუ პროფილი (გამეორება)15:00 - კურიერი15:40 - სერიალი სიყვარულის საიდუმლო (უ)16:40 - სერიალი მორენას ვნება (უ)18:00 - კურიერი18:45 - სერიალი დანიელა (უ)19:45 - მხ. სერიალი ელენას მოჩვენება 20:00 - კურიერი20:05 - მხ. სერიალი ელენას მოჩვენება 21:00 - კურიერი21:50 - ეროვნული ლატარია22:00 - ვანოს შოუ 23:00 - კომედი შოუ სხვების პროგრამების მოძიება მეზარება, დაახლოებით იდენტურია.რუსთავი2 10:00 - დაღლევების სეანსი 111:00 - დაღლევების სეანსი 212:00 - ზომბილენდი12:30 - ვისი***ვის**13:00 - ბათუმი ბარსელონაა ანუ გახდი მილიონერი 1 ლარით ჯიბეში13:30 - გადაცემა საროსკიპო15:00 - ზომბილენდი15:40 - დაღლევების სეანსი 316:40 - დაღლევების სეანსი 418:00 - ზომბილენდი18:45 - დაღლევების სეანსი 519:45 - დაღლევების სეანსი 620:00 - ზომბილენდი20:05 - დაღლევების სეანსი 6 (გამეორება)21:00 - ზომბილენდი21:50 - მარტივი ფული მინდა22:00 - მიშა მაგარია23:00 - ძაღლებს სიცოცხლე ქურდებს სიკვდილი Edited April 8, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.