ძუკუ Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 NDI მედიას ბოლო საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს 09:02 06-04-2011 საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი დღეს, მედიას მარტში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს წარუდგენს .როგორც "ინტერპრესნიუსს" NDI-ის თბილისის ოფისიდან აცნობეს, კვლევის თემა იყო - "საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური გარემოს მიმართ საქართველოში". კვლევა ჩატარდა 4-17 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,893 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. დღევანდელ პრეზენტაციაზე მხოლოდ მედიასაშუალებები არიან მიწვეული.NDI-ის კვლევებს შვედეთის განვითარების სააგენტო (შიდა) აფინანსებს და კავკასიის კვლევისა და რესურსების ცენტრი (CRRC) ატარებს მე ნამდვილად არ ვიცი რა შედეგები დაიდება,თუმცა შემიძლია პროგნოზი გავაკეთო,რომ ოპოზიციისთვის მანდამაინც სასიამოვნო არ იქნება,მათ შორის ჩემი პარტიისთვის ანუ რესპებისთვის.ამაზე ყველას დაფიქრება გვმართებს და არა ამ კვლევების გაყალბებულად გამოცხადება.ასევე ნურც ხელისუფლების მომხრეები დაიმშვიდებენ თავებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 ყველას დაფიქრება გვმართებს და არა ამ კვლევების გაყალბებულად გამოცხადებაარა და კარგი იდეა იყო ეგ გაყალბებულად გამოცხადება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 Saturnარა და კარგი იდეა იყო ეგ გაყალბებულად გამოცხადება გაყალბებულ საყაროში რომ ცხოვრობ,ძალიან ბევრი კარგავს რეალობის აღქმის უნარს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 მე ნამდვილად არ ვიცი რა შედეგები დაიდება,თუმცა შემიძლია პროგნოზი გავაკეთო,რომ ოპოზიციისთვის მანდამაინც სასიამოვნო არ იქნება,მათ შორის ჩემი პარტიისთვის ანუ რესპებისთვის.ამაზე ყველას დაფიქრება გვმართებს და არა ამ კვლევების გაყალბებულად გამოცხადება.ასევე ნურც ხელისუფლების მომხრეები დაიმშვიდებენ თავებს.ანუ რესპუბლიკელი ხარ? თქვენმა პარტიამ ნდობა ისედაც დაკარგა ადრე როგორც სხვა ”გამოჩენილმა” პარტიებმა საქართველოში.ეხლა კი ბათუმში ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა დაკარგეთ, ვისზეც იდგა ფაქტიურად ეგ პარტია. შიდა პარტიული ურთიერთობები ვერ გაგირკვევიათ და სხვა რაზე უნდა გქონდეთ პრეტენზიები?სამწუხაროდ ეს მარტო რესპუბლიკელებს არ ეხებათ. ოპოზიციური პარტიებიდან შედარებით სტაბილურად რადიკალებიდან ლეიბორისტები გამოირჩევიან მარტო და ეგრე წოდებული კონსტრუქციულიდან ქრისტიან დემოკრატები. ისე ალასანის აპიარებენ ცალკე, მაგრამ ოპოზიციონერობის მე არ მჯერავს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusiანუ რესპუბლიკელი ხარ? კი,ოც წელზე მეტია და ეს ამ ფორუმზე ყველამ იცოდა.თქვენმა პარტიამ ნდობა ისედაც დაკარგა ადრე როგორც სხვა ”გამოჩენილმა” პარტიებმა საქართველოში.ეხლა კი ბათუმში ძალიან ძლიერი წარმომადგენლობა დაკარგეთ, ვისზეც იდგა ფაქტიურად ეგ პარტია. შიდა პარტიული ურთიერთობები ვერ გაგირკვევიათ და სხვა რაზე უნდა გქონდეთ პრეტენზიები?ჩემი ღრმა რწმენით რესპების ტიპის,ანუ ლიბერალურ პარტიას არასოდეს არ ექნება 5%-ზე მეტი რეიტინგი საქართველოში.ბათუმის ამბები სწორედ იმაზე იყო დაფუძნებული,რომ ვერანაირად ვერ შევეგუებოდით რელილიგიური თემატიკის მიტინგზე გამოტანას და შემდგომ იქ გაჟღერებულ ქვეყნისთვის სახიფათო ქსენოფობიურ განხცხადებებს.თორემ ახალი მეჩეთის აშენების მომხრე ჩვენთან არავინ არ იყო,ეს თავჯდომარის განცხადებაშიც იყო დაფიქსირებული და მურმან დუმბაძემ ეს ძალიან კარგად იცოდა.ოპოზიციური პარტიებიდან შედარებით სტაბილურად რადიკალებიდან ლეიბორისტები გამოირჩევიან მარტო და ეგრე წოდებული კონსტრუქციულიდან ქრისტიან დემოკრატები. ნამდვილად,ამათ აშკარად სტაბილური ელექტორატი ყავთ.თუმცა ასლანიჩებს საიდან,მე პირადად ვერ ვხვდები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusi ჩემი ღრმა რწმენით რესპების ტიპის,ანუ ლიბერალურ პარტიას არასოდეს არ ექნება 5%-ზე მეტი რეიტინგი საქართველოში.ბათუმის ამბები სწორედ იმაზე იყო დაფუძნებული,რომ ვერანაირად ვერ შევეგუებოდით რელილიგიური თემატიკის მიტინგზე გამოტანას და შემდგომ იქ გაჟღერებულ ქვეყნისთვის სახიფათო ქსენოფობიურ განხცხადებებს.თორემ ახალი მეჩეთის აშენების მომხრე ჩვენთან არავინ არ იყო,ეს თავჯდომარის განცხადებაშიც იყო დაფიქსირებული და მურმან დუმბაძემ ეს ძალიან კარგად იცოდა. ნამდვილად,ამათ აშკარად სტაბილური ელექტორატი ყავთ.თუმცა ასლანიჩებს საიდან,მე პირადად ვერ ვხვდები.% ული ბარიერის შექმნა პარლამენტში თავიდან დიდი შეცდომა იყო, მაგრამ ჰქონდა მიზეზები იმ უთავბოლოდ შექმნილი პარტიების წყალობით, 1 % რომ ვერ აგროვებდენ და პარლამენტში მაინც გზა ხსნილი ქონდათ. სემდეგ კი ეგ ჟგუფები იყო ვაჭრობის საგანი როგორც ყველი იყიდება ბაზარზე. ვინ რამდენს მომცემს ხმა რომ მივცე. 5% დრეს დიდი ბარიერია ბევრისთვის და არა მგონია დღეს რესპუბლიკელებმა ეგეც გადალახონ. ამიტომ არის დასანანი, რადგან თქვენს პარტიაშიც არიან ასე თუ ისე წარმოდგენილი ისეთი ფიგურები, რომლების არ მოხვედრა წარმომადგენლობით ორგანოში არ არის კარგი და ვიტყოდი ასეც, დრევანდელ საქართველოში დანაშაულიც კი არის. მაგრამ ე არა მარტო ამომრჩევლის მენტალობაზე და არჩევანზეა დამოკიდებული, არამედ თავად პარყიაში და პარტიებს შორის ურთიერთობაზეც, რომლებსაც რესპუბლიკელების მაგვარად არ შეუძლიათ 5% დაძლევა, მაგრამ ყავთ ისეთი მოღვაწეები, რომლების გამოსვლაც პოლიტიკურ ასპარესზე თუნდაც პარლამენტში მოხვედრით კარგ შედეგს მოიტანდა. ყოველ შემთხვევაში სააკაშვილის და მისი გუნდის ბეზპრედელს დაუსვამდა წერტილს.რაც შეეხება ბათუმის მოვლენებს, არაფერი ცუდი არ იყო იმაში, რომ ხალხ,ა ხმა აიმაღლა და აქ მარტო რელიგიურ წინააღმდეგობას არა აქვს ადგილი ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. აქ ისევ სააკაშვილის თავხედობაზე არის საქმე, როდასაც ის მას როგორც უნდა და სადაც უნდა ისე წყვეტს რა და სად აშენდეს.ისეთი ხმაურით ასენდა ვითომ ბათუმის გასალამაზებლად ”პიაჩეცა” რაშიც 17 მილიონი დახარჟეს და 11 მილიონად გაყიდეს ეხლა. რა არის ეს? რაც შეეხება ისლამური ტაძრის აგებას ვითომ ცვენი კულტურული ძეგლების დასაცავად თურქეთში, ამის უკან ისევ მისი კორუპციული და ანტიქართული მიზნებია შენიღბული. ეგ არ არის უბრალოდ მეჩეთის მშენებლება ბათუმის ცენტრალურ მოედანზე და არც ხალხი ითხოვს მას/ბათუმის მოსახლეობის დიდი ნაწილი ქრისტიანებია და არა მუსულმანები. ის მეჩეთიც კი რომელიც არის დღეს, ვერ ნახულობს იმდენ მრევლს რისი დატევაც შეუძლია.გარდა ამისა თუ თურქეთს უნდა მეჩეთის მშენებლობა, ბათუმში უამრავი ადგილია სადაც სეიძლება ის აშენდეს და არაა სავალდებულო შემოსასვლეში იყოს იმ იუნკერების საფლავზე აშენებული, რომლებმაც ბათუმი თურქებს გამოღლიტეს ხელიდან 1921 წელს.თან ფარავდეს თეატრს და ილია ჭავჭავაძის ძეგლს, რომელიც ერთხელ უკვე სააკაშვილის ახირებით გადაინამენ და მის ადგილზე შიშველი იუპიტერის ძეგლი დადგეს.არაფერს ვამბობ სხვა უსახური შენობების მშენებლობას, უსახური და უაზრო სკულპტურების დადგმას, რომლებშიც უზარმაზარ ფულს ტეხავენ მხოლოდ. ის რესპუბლიკელები ამაზე დაობდენ და მართლებიც იყვნენ და არა მგონია მათი ცასვლის შემდეგ რესპუბლიკურმა პარტიამ ბათუმში ფეხი მოიკიდოს. 5%იც სანატრელი ექნებათ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusiის რესპუბლიკელები ამაზე დაობდენ და მართლებიც იყვნენ თუ არ დაიზარებთ,ეს წაიკითხეთ და გამოჩნდება ვინ რაზე დაობდა:http://republicans.ge/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/files/DOKUMENT/respublikelebi_tao_klarjetii.pdfრაც შეეხება ბათუმს,იქაური ორგანიზაციას ეს სამწუხარო კონფლიქტი ნაკლებად შეეხო,ყველაზე მძიმედ ხელვაჩაურსა და მთიან აჭარას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusi თუ არ დაიზარებთ,ეს წაიკითხეთ და გამოჩნდება ვინ რაზე დაობდა:http://republicans.ge/javascript/scribite_editors/xinha/plugins/ExtendedFileManager/files/DOKUMENT/respublikelebi_tao_klarjetii.pdfრაც შეეხება ბათუმს,იქაური ორგანიზაციას ეს სამწუხარო კონფლიქტი ნაკლებად შეეხო,ყველაზე მძიმედ ხელვაჩაურსა და მთიან აჭარას.და რა წერია აქ? უნდა იყოს ეს? არ უნდა იყოს ის... მოკლედ ასე ისე და არაფერი.თYურქეთს თუ რამე კარგი უნდა და კულტურულ ერს დაემგვანოს, ამისთვის არაა საჭირო ვაჭრობა. ძეგლები მის ტერიტორიაზეა და ის უნდა ზრუნავდეს თუნდაც როგორც მისი ისტორიის ნაწილზე.აქ ამზე არ იყო მარტო საუბარი. ყოველ დღე ვუსმენდი პირდაპირ ეტერში ბათუმელ რესპუბლიკელებსაც, მათ მოწინააღმდეგე ნაციონალებს და ხალხს რომელიც რეკავდა სტუდიაში და არშფოტებას გამოხატავდა მეჩეთის მშენებლობის საკითხის ისე დასმას როგორც ამას თუქეთის მოთხოვნით ნაციონალები აკეთებენ. უბრალოდ ბათუმში ქუჩაში გაიარე და ხალხს ჰკითხეთ, არ უნდათ ამ მეჩეთის მშენებლობა და მართალი გითხრა ის ძეგლები ისედაც დაკარგულია საქართველოსთვის და დაინგრევა თუ დარჩება, ამას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს ვიდრე იმას, ბათუმში მეჩეთს აასენებს თურქეთი თუ არა.ყოფილი რესპუბლიკელების მოთხოვნა ასეთი იყო. მეჩეთის მშენებლობა არ მსენებლობის საკითხი ხალხმა, მრევლმა გადაწყვიტოს და არა თურქეთის და საქართველოს ხელისუფლებამ.უნდა მრევლს მეჩეთი? აქვს უფლება, გამოყოს ტერიტორია სახელმწიფომ და მრევლმა თავისი ხარჯებით თუ სპონსორების მეშვეობით ააშენოს. მაგრამ არა იქ და ისე, ამით სხვა რელიგიის, ქრისტიანების უფლებების შელახვის ხარჯზე რომ მოხდეს.იქ კი სადაც უნდათ აშენება ბათუმის სახეა, სავიზიტო ბარათი ასე ვთქვათ/ შემოდიხარ პირდაპირ იმ მოედანზე ხვდები, სადაც ილია ჭავჭავაძის ძეგლი გხვდება და გადმოყურებს მოედანს, სადაც ის ქართველი იუნკერებია დასაფლავებული რომლებმაც თურქეტის ტყვეობიდან ბათუმი გამოიხსნა და ეხლა მათი საფლავების ადგილზე თურქეთმა მეჩეთი რომ ააშენოს რა ქვია ამას? არავინაა წინააღმდეგი მეჩეთის აშენების, მაგრამ არა იქ!!!ეს იყო ყოფილი რესპუბლიკელების პოზიცია და არა სხვა რამ, რაც რელიგიურ შუღლს გამოიწვევდა და თუ ეს კიდო ვინმეს ეწყინებოდა ბათუმში - ცივი წყალი დალიოს და გაგრილდეს. ეს არის ბათუმელების საერთო პოზიცია და არა რომელიმე პარტიის კერძოდ.ასე რომ თქვენივე თანაპარტიელები რას ითხოვდნენ ეს თქვენს პარტიაში უნდა სცოდნოდათ კარგად და ისიც რომ მათ ხალხი მხარს უჭერდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 ის ძეგლები ისედაც დაკარგულია საქართველოსთვის და დაინგრევა თუ დარჩება, ამას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს არა კაცო, რა მნიშვნელობა აქვს. არც ისრაელში და საბერძნეთში არ აქვს არავითარი მნიშვნელობა. საერთოდ ყველაფერს აჯობებს საზღვრის გასწვრივ ღრმა და განიერი თხრილი ამოვიღოთ, მავთულხლართები გავიყვანოთ, დენი გავატაროთ და თვითმფრინავები ავკრძალოთ. ნუ პოლიცია და ციხეები რომ უნდა გავაუქმოთ ამაზე ორი აზრი არ არსებობს. აი მერე ნახავს მსოფლიო რა ტემპებით განვითარდება და რა არნახულ სიმაღლეს მიაღწევს ბრძენი ქართველი ერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusi ამასთანავე, სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზეარ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთაგანმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას. ვთვლი,რომ ამგვარი პრეცედენტის დაშვება საქართველოს მრავალ პრობლემას შეუქმნის საერთაშორისოურთიერთობებში, ისევე, როგორც მსოფლიოში მრავალ სხვა მეზობელ ქვეყანას მიიყვანდა იგისერიოზულ გართულებებამდე. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და სხვადასხვამიზეზით განადგურებული ძეგლების ხელახლა აშენება იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრეკულტურულ დატვირთვას. ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად,ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკურიისტორიის კონკრეტული მომენტს ვუდგამთ ძეგლს. მე მგონი რომ ყველაფერი გარკვევით წერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 verusi ამასთანავე, სახელმწიფოების შეთანხმება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის თაობაზეარ უნდა ითვალისწინებდეს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და დროთაგანმავლობაში განადგურებული ძეგლების ადგილზე მსგავსი შენობების ხელახლა აშენებას. ვთვლი,რომ ამგვარი პრეცედენტის დაშვება საქართველოს მრავალ პრობლემას შეუქმნის საერთაშორისოურთიერთობებში, ისევე, როგორც მსოფლიოში მრავალ სხვა მეზობელ ქვეყანას მიიყვანდა იგისერიოზულ გართულებებამდე. სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებული და სხვადასხვამიზეზით განადგურებული ძეგლების ხელახლა აშენება იძენს უფრო პოლიტიკურ, ვიდრეკულტურულ დატვირთვას. ახლიდან შექმნილი ძეგლის ასლი არის ასლი და არა ძეგლი. შესაბამისად,ასეთი ქმედებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს კი არ ვიცავთ, არამედ პოლიტიკურიისტორიის კონკრეტული მომენტს ვუდგამთ ძეგლს. მე მგონი რომ ყველაფერი გარკვევით წერია. ხოდა ის ხალხიც მეტს არაფერს ამბობდა. არ სეიძლება ასეო და პარტიიდან გაუშვეს.ვისი აზრიც იყო ეგ, მან რესპუბლიკელებს მაგარი ლახვარი ჩასცა ზურგში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 ძუკურაც შეეხება ბათუმს,იქაური ორგანიზაციას ეს სამწუხარო კონფლიქტი ნაკლებად შეეხო,ყველაზე მძიმედ ხელვაჩაურსა და მთიან აჭარას. ეეხ, სადღაა გუშინს მერე ხელვაჩაურის რაიონი, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის რაიონის ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი ქალაქს გადაეცა. მიზეზი - ბათუმის მზარდი ტურისტულ-საკურორტო პოტენციალის გასავითარებლად არსებული ფართობი თურმე საკმარისი არ ყოფილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted April 6, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 (edited) verusiხოდა ის ხალხიც მეტს არაფერს ამბობდა. არ სეიძლება ასეო და პარტიიდან გაუშვეს.მაგისთვის არავის არ გაუშვია,არამედ იმისთვის რომ ტელევიზიებით ბათუმის ორგანიზაციის თავჯდომარისთვის(ირაკლი ჩავლეიშვილი) და გია მასალკინისთვის საჯაროდ თურქეთის და მიშას აგენტები არ უნდა ეზახა და რაც მთავარია ასეთი საკითხები პარტიის რეგიონალური ორგანიზაციის თავჯდომარეს მიტინგზე არ უნდა გაეტანა,პარტიის მკვეთრად უარყოფითი პოზიციის გამო.ეხლა იმის ყვირილი თუ უნდოდათ,თათრები გავყაროთო ბათუმიდან,ეს სხვაა.აგერ Lo Janko შემოგვიერთდა,ის ბათუმელია და ჩემზე კარგად შეუძლია მოგვახსენოს იქაური სიტუაცია. Edited April 6, 2011 by ძუკუ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 ჰა, აიღო ნაცმომ 60% თუ 50% დაყაბულდა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted April 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted April 6, 2011 ძუკუაგერ Lo Janko შემოგვიერთდა,ის ბათუმელია და ჩემზე კარგად შეუძლია მოგვახსენოს იქაური სიტუაცია. მომწყინდა უკვე მაგ თემაზე საუბარი, მოკლედ არაადექვატურად მიმაჩნია ის რეაქცია რომელიც ბათუმელმა რესპუბლიკელებმა ატეხეს მაგ საკითხზე. საბოლოოდ ვერც ის რეზონანსი გამოიწვიეს რასაც ელოდნენ და პარტიასაც დიდი ზიანი მიაყენეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.