Jump to content
Planeta.Ge

ყველა გაყალბებულ ბიძიას მინდა მივმართო


Recommended Posts

აკაკი წერეთელი

“ერთი სიტყვით, ვისთვისაც რა უფრო საშიში და საფრთხილო იყო, იმას ემონებოდნენ. სხვათა შორის, იყო ერთი ქვეყანაც “კუდაბზიკეთი”, ოდესმე სახელგანთქმული და მოწონებული, მაგრამ ბოლოს კი ისე დაცემული და დაჩიავებული, რომ მისი მკვიდრნი ნაცარქექიობის მეტს ვერაფერს ახერხებდნენ : უჯდნენ კერას და ერთმანეთს უჩუჩხუნებდნენ.”

 

ახლა კი ყველა გაყალბებულ ბიძიას მინდა მივმართო ჩვეული სიყვარულით და პატივისცემით !.. მინდა ყველას ვუთხრა ვინც ბედავს და იყენებს ადამიანების ხასიათს და მდგომარეობას იმისთვის რომ მერე გადაუაროს და შეაფურთხოს ნაოჭებიან სახეში ..

მინდა რომ ესეთები აქ აღარ იყვნენ. მინდა რომ აღარ იხრჩობოდეს ხალხი გარობოტებული სახის ყურებით და დამცინავი რეპლიკებით ეკრანებიდან. ხალხი ისეც საკმაოდ გარობოტებულია და გაბოროტებულიც უკვე…

თქვენი მმართველობა დემორალიზაციასაც იწვევს !.. ამ დროს, როცა უკვე მორალური და სულიერი რადიაციით გაჟღენთილ გარემოში ვცხოვრიბთ !…

ვხედავთ როგორ უადვილდებათ “მთავრობის” “წარმომადგენლებს” ჩვენი ისედაც დათრგუნული და ტყუილებით გადაღლილი ტვინების მართვა!.. მართვა იაფიანი და არც თუ ისე იაფიანი მეთოდებით !.. სპეციალური ჭორების ჭამას მიგვაჩვიეს არა? – კი …

 

მენიუ :

შეთითხნილი და მძაფრი არომატის მქონე სიყალბე.

ტყუილები პლაცებოს ეფექტით და ა.შ.

დაუშვებელ “ზახვატებს” იყენებენ რომელიც უკვე ძალიან გადასულია პოლიტიკური მოდიდან ნორმალურ სახელმწიფოებში!.

ხავილით და კივილით გაიძახიან კერძო საკუთრებას და მცირე ბიზნესს მაგრამ აქაც ტყუილი ხდება და სხვა არაფერი !…

ამ გადამძღარ ოპოზიციას კიდევ რამდენი ენდობა ნეტავ?!.. კიდევ რამდენ გამძღარს დავუძახებთ იმედს, მშველელს, ნათელ წერტილს და ასე შემდეგ ??!..

ამათი ნახევრად ფეხებზე დაკიდებული პროტესტიც იხრწნება და ლპება უკვე ძალიან პროგრესიულად !.. ოპოზიციონერების უმრავლესობა ვერ გაერკვა რომელ მხარეზე უნდა იდგეს ან ისიც კი არ იციან სად არის ეს მხარე !.. ვინ სად დაძვრება და ეტენება.. ამათი პოლიტიკური ხტუნვა ბებიების ჭორების წყარო გახდება მალე და მეტი არაფერი!!.. მგონია რომ არ შეიძლება ეს ბინძური ჯამბაზობა! ეს რეპლიკების ბუდე აჩრდილია მხოლოდ ოპოზიციის ! ანტისანიტარია ზეობს პოლიტიკურ ფენებში!..

ადამიანების უმრავლესობა ამათი მერყეობისგან თავბრუს ხვევის შეგრძნებით გამოიფიტა და მასიურ უძლურობას განიცდის !… დაქსაქსულობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული და მომცველი ! სწორედ დაქსაქსულობის და გაურკვევლობის ზეობაა დღეს..

პოლიტიკური და საზოგადოებრივი მუხლმოდრეკილობა იგრძნობა კანითაც და სასუნთქი ორგანოებიდანაც, თვალებზე და ყურებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია უკვე !..

წყარო : http://www.ireporter.ge/?p=8758

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ადამიანების უმრავლესობა ამათი მერყეობისგან თავბრუს ხვევის შეგრძნებით გამოიფიტა და მასიურ უძლურობას განიცდის !… დაქსაქსულობა ჯერ არასდროს ყოფილა ასეთი პოპულარული და მომცველი ! სწორედ დაქსაქსულობის და გაურკვევლობის ზეობაა დღეს..

იმენნა

 

xrova

ვინაა ავტორი? მართლაც გამორჩეულად წერს ჩვენი სახელოვანი ჟურნალისტების ფონზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმენნა

 

xrova

ვინაა ავტორი? მართლაც გამორჩეულად წერს ჩვენი სახელოვანი ჟურნალისტების ფონზე

 

revaz zoidze ასე უწერია

ვინაა არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...