Jump to content
Planeta.Ge

ეგვიპტის დამპყრობი და იერუსალიმის მფლობელი


Recommended Posts

ასაც ახლა დავწერ, არც ხუმრობაა და არც პატრიოტული თავგამოდება. უბრალოდ ერთი ციტატაა საკმაოდ ავტორიტეტული მეცნიერული სერიიდან, სახელწოდებით: ”ქრისტიანული აღმოსავლეთის შტუდიები”. – Ostkirchliche Studien, 35, 1986.

ავტორი სტატიისა – ”საქართველო და ქრისტიანული აღმოსავლეთი” გახლავთ პროფ. C. Detlef G. Müller.

”ქართველმა ჯარებმა 1299 წელს ბრწყინვალედ აიღეს ეგვიპტე. ამის გამო მონგოლებმა 1300 წელს იერუსალიმი და წმინდა ადგილები ქართველებს აჩუქეს”.

გერმ. და ზუსტად ასე ჟღერს:

Georgische Truppen schlugen sich 1299 hervorragend gegen Ägypten. Die Mongolen machten daraufhin im Jahre 1300 den Georgiern Jerusalem und Heiligen Stätten zum Geschenk.“ – იხ. გვ.174.

ნათქვამი სიმართლეს ჩამოგავს. ვერ გეტყვით, რამდენადაა გაზიარებულია გერმანელი ავტორის ეს ცნობა ჩვენს სამამულო ისტორიოგრაფიაში. გუშინ მწერალ დათო ტურაშვილის ერთი წერილი წავიკითხე ბურუსში, ქართულ-ეგვიპტური ურთიერთობების პერიპეტიებზე რომ მოგვითხრობდა და იქ ეს ამბები არ არეკლილა…

გამიკვირდა, თურმე რარიგ ფასდებოდა მონგოლთა თანამებრძოლობა და მათ ქვეშ ჩადენილი გმირობა!

ისღა დამრჩენია, მონგოლური მადლიერების გრძნობა ამერიკელებსაც ვუსურვო!

ხოლო რაც შეეხება დღევანდელ ეგვიპტეს, იმედია იგი უჩვენოდაც შეძლებს აღიდგინოს მშვიდობა და მოიპოვოს დემოკრატია.

 

http://www.ireporter.ge/?p=8622

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...