Jump to content
Planeta.Ge

აფხაზი ლტოლვილის მონათხრობი და ისევ რუსები


Recommended Posts

ვიდექი და ვუყურებდი 68 წლის, მათხოვარი, ლტოლვილი ბებოს ცრემლები როგორ ეცემოდა ვაგზლის ჭუჭყიან და დაფურთხებულ ფილებს როცა აფხაზეთის ომს იხსენებდა და ვცდილობდი,ძალიან ვცდილობდი მეც არ მეტირა…..

- წყნეთში ჩამოწერილ რესტორანში ვცხოვრობ. ძალია ცივა. დედაჩემი სიცივისგან მომიკვდა. შეშის მოჭრის უფლებას არ გვაძლევენ. წყნეთში ვდგავარ პოპულთან და ვმათხოვრობ ხოლმე. პენისა კი მაქვს 80 ლარი, მაგრამ რას გვეყოფა ოჯახს. როცა ჩამოვედი 10 წელი ბოთლებს ვაგროვებდი სვან მზიას ვაბარებდი. ტყე-ღრე დავდიოდი და იმდენს ვაგროვებდი დღეში 46 ლარი გამომდიოდა. მერე ბოდიში და საშვილოსნო ჩამომწყდა სიმძიმეებისგან. ეხლა ვეღარ ვაგროვებ და ამიტომ ვმათხოვრობ. თვითონ წყნეთელები ძალიან მვეხმარებიან.

- სახლში ვინ გყავს ბებო?

- შვილი მყავს გოგო, ელისო. ფსიქიკურად ცუდათაა ომის შემდეგ, ვერა და ვერ ვუმკურნალე. სულ ომი ჰყგონია და ლაპარაკობს ომის ამბებს. მეც ასთმიანი ვარ. ძალიან დამაავადმყოფა წყნეთის ჰავამ სულ წამალი მჭირდება. აფხაზეთში მედიცინის მუშაკი ვიყავი.

- აფხაზეთიდან როდის წამოხვედი ბებო?

- სოხუმი რომ დაეცა იქ ვიყავი. ვუყურე ჩვენმა ექვსმა გვარდიელმა საკუთარი ავტომატებით თავები როგორ დაიხოცეს ტყვედ არ ჩავვარდეთო. იმდენი სიმწარე ვნახე აქ არავის ენახოს შვილო. გადავუდექი რამდენჯერმე მესროლეთქო ვუთხარი,რაღა აზრი ჰქონდა ჩემს სიცოცხეს. ხელი მკრეს, შენ არ გვჭირდებიო. სია ჰქონდათ და ისე კლავდნენ. ყველას ვისაც ოჯახში კაცი ყავდათ უკლავდნენ.

- რუსები კლავდნენ თუ აფხაზები?

- აფხაზები იმდენად არ გვერჩოდნენ. თან თუ იცოდნენ ვინ იყავი. თუ რუსი და აფხაზი ერთად გადაგეყრებოდა თვითონვე გაარჩევდნენ საქმეს და გადაწყვიტავდნენ მოეკლათ თუ არა . თუ მარტო რუსები გადაგეყრებოდნენ ისინი ყველას ესროდნენ. დედაჩემი ერთ უშვილო აფხაზს ყავდა ნაშვილები და აფხაზი ნათესავების გამო აფხაზები არ გვერჩოდნენ. აქ, ტელევიზორში ბევრ რამეს არ აჩვენებდნენ.

- ომის დროს სულ იქ იყავი ბებო?

- ბიძაჩემს დიდი სახლი ჰქონდა და იქ იყო 200 კაციანი შტაბი. მორეკვდნენ საქონელს, ყელს გამოჭრიდნენ, თავებს შესასვლელშივე ჩამოკიდებდნენ. 10 ქალი ვემსახურებოდით. საჭმელს ვუკეთებდით. თუ ჩაქარა არ გავაკეთებდით გვეუბნებოდნენ მოგკლავთ სუყველასო. ძლივს გამოვედით ტალახში სიარულსიგან ფესაცმელი დაკვარგეთ. მინდორში და ტყე-ღრეში ფეხ-შიშვლებმა ვიარეთ. მე და ჩემი გოგო 2 კვირა მკვახე მანდარინს ვჭამდით. მე ოკუმში ვცხოვრობდი დიდი სახლი მქონდა.

- სახლი ხომ არ დაგინგრიეს ბებო?

- იქით ვიყავი მე შვილო. მითხრეს წადი ნუ გეშინია შენ არაფერს გეტყვიანო.

- რომელ წელს იყავი ბებო?

- 2002 წელი იყო. 13 დღე ვიყავი.სანამ იქ ვიყავი 13 დღეში 12 კაცი მოკლეს და ერთი დაჭრეს.

- რუსებმა მოკლეს?

- ხო, რუსებმა.

- რატომ მოკლეს ბებო?

- მეჩაიე ლილი გზაში ეგდო თავმოჭრილი რამდენიმე დღე. ვერ ეკარებოდნენ. მაგის ბიჭს მანქანა ჰყოლია და წართმევა სდომებიათ. ბიჭი გაიქცა დაიმალა და ლილი მოუკლავთ. ხილის გამო კლავენ შვილო. აკრეფინებენ და ართმევენ ყველაფერს. მარტო ჩემ ეზოში 8 ფუთი წაბლი იკრიფება. ეხლაც შემორჩა კარგი ხალხი ოკუმში. შეუშვან იქ თვითონ ააშენებენ სახლებს.

- რა გქვია ბებო?

- იზოლდა გვალია. შენ ეხლა განათლებული ქალი ჩანხარ და მითხარი ჩვენ იქით მალე გადავალთ?

ვიფიქრე მეთქვა არამგონია ბებო. მაგრამ რომ ვუყურებდი მისი ცრემლები როგორ ეცემოდა ქვაფენილს,პატარა, დანაოჭებული, ცისფერი თვალებიდან ვერ გავუბედე. მერე დავაპირე მეთქვა არვიციმეთქი, მაგრამ ისეთი იმედი დავინახე მის კითხვაში, რომ სჯობდა მომეტყუებინა.

- კი ბებო გადავალთ!

- მალე გადავალთ ბებია?

- კი, მალე!

- 2 წელში გადავალთ?

- 2 წელში არამგონია, ბებო,მაგრამ ასე 5 წელში აუცილებლად გადავალთ!

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8447

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...