Jump to content
Planeta.Ge

ძაღლი ყოველთვის მართალია!


Recommended Posts

აღლებოოო!

სადისტებოოო!

კაცის მკვლელებოოო!

მოვა თქვენი დროც, პრემიის გამო ყველაფერზე წამსვლელებო!

აქციებზე ხშირად სცემენ და აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. გადაყავთ უსამართლო სასამართლოში, სადაც უვიცი და ურცხვი მოსამართლედ წოდებულებს ამ უდანაშაულო,მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის გამოაქვთ უმკცრესი სასჯელი.

 

რა ხდება რეალურად?

 

როდესაც აქცია არაა ფართომასშტაბიანი, ხოლო ფართო მასშტაბიანი აქციები ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ 2-3 თუ იყო. აქიის მოანწილეები შეგნებულად მიდიან პროვოკაციაზე. აქციის ორგანიზატორები წინასწარ გარშემო იკრებენ აქტივისტების სახით ე.წ.”ძველ ბიჭებს” ერთი მიზნით: მათ იციან, რომ როდესა საჭირო გახდება აქციის უმოქმედობისგან გამოწვეული ხალხის უკმაყოფილების გადასაფარად მოწყობილ პროვოკაციაზე ზუსტად ეს “ძველი ბიჭები” სამართალ დამცავი სტრუქტურების მიმართ ვენებში გამჯდარი სიძულვილის გამო გახდებიან მთავარი პროვოკატორები. ასეთ ხალხს შემდგომში ხშირად უწოებენ სინდისის , პოლიტიკურ ან რეჟიმის პატიმარს.

ასეთი პოლიტიკური (ძველი ბიჭი) პატიმრის ქმედებები კალკირებულია ყველა აქციაზე. როგორც წესი, ისინი პირველები იწყებენ პროვოკაციას : პოლიციის თანამშრომლებს კრავენ ხელს, აფრინდებიან და ეჯაჯგურებიან ფორმაში, აგინებენ, ხდიან ქუდს , აფურთხებვენ, შე ძაღლო- უყვირიან პირირისპირ, ესვრიან ხელთ მოხვედრილ საგნებს (დროშას,პლაკატს,ბოთლს,ქვას) და ა.შ.

როგორც უკვე დაიწერა მსგავსი შემთხვევები ხშირია აქციებზე იმ დროს, როდესაც სამართალ დამცავი სტრუქტურის წარმოამდგენლები ცდილობენ წესრიგის დამყარებას მაგ: სავალი ნაწილის გახსნას.

საქართველოს კანონი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ

მუხლი 111 (17.07.2009 N 1502)

1. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობის გათვალისწინებით შეკრების ან მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარება შეუძლებელია.

როგორც ვხედავთ აქციაზე სავალი ნაწილის გადაკეტვა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაშია ნება დართული თუ შეიკრიბა ბევრი ადამიანი და ტერიტორიის სიმცირის გამო ისინი იძულებული გახდნენ განთავსებულიყვნენ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე .

3. აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ხელოვნურად გადაკეტვა, თუ ამას არ მოითხოვს შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეთა რაოდენობა. აგრეთვე აკრძალულია ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვა ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით.

4. ტრანსპორტის სავალი ნაწილის ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით გადაკეტვის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს მიმართავს მოთხოვნით, გაათავისუფლონ სავალი ნაწილი. შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზატორები ვალდებული არიან დაემორჩილონ ამ მოთხოვნას და შეკრება ან მანიფესტაცია მოაქციონ კანონით დადგენილი ნორმების ფარგლებში.

მჯერა, რომ ამის შემდგომ მათ ვისაც უვკირთ (და არ იციან) თუ რატომ უშლიან მომიტინგეებს გზის გადაკეტვას, აღარ გაუკვირდებათ და ასევე, არც მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მათი დაკავება.

ასე, რომ ძაღლი მართალია!

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=8185

 

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ასეთია ძაღლი კაცის ბედი,

ხალხის წყევლა უკან დასდევს მუდამ,

მაგრამ დროის ნახევარზე მეტი,

საძაღლეთში გაატაროს უნდა.

და იმელში მოკვდეს დაიმარხოს,

სადღა წავლენ სანამ არ გაყრიან,

ძაღლნი ვართო პატრონს უნდა ვარგოთ,

რადგან მისი ავჩარკები გვქვია :givi:

გევედრები მიშმაკაკა ძია,

მოგვეც დასაჭერი ხალხის სია,

ჰოდა სანამ ძაღლს ავჩარკა ჰქვია,

მიშას ვერავინ აყენებს ზიანს. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონი არადემოლრატიულია, ეგ ერთი,

 

და მეორეც, ლონდონში რა ხდება ნახე და მერე შეადარე ჩვენ მანიფესტანტებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეორეც, ლონდონში რა ხდება ნახე და მერე შეადარე ჩვენ მანიფესტანტებს...

მაგათ კიდე ბევრი აქვთ ჩვენგან სასწავლი.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძაღლი ყოველთვის მართალია?

ბოზი ყოველთვის იყიდება. ეს უეჭველია! და ძაღლზე არ ვიცი

პ.ს. ტექსტი არ წავიკითხე

Edited by PEPE.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

საპარლამენტო უმრავლესობა უზენაეს სასამართლოსთან გუშინდელი აქციის მონაწილეებს სასამართლოზე ზეწოლის მოხდენის მცდელობაში ადანაშაულებს .

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი მინაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც გუშინდელი აქციის თაობაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ისაუბრა.

 

http://www.interpressnews.ge/ge/politika/164927-umravlesoba-aqciis-monatsileebs-sasamarthloze-zetsolis-mokhdenis-mcdelobashi-adanashaulebs.html

 

:givi: :givi: :givi: :dontworry: :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ასე, რომ ძაღლი მართალია!

სანამ პოლიციელის მიმართ საზოგადოებას ექნება ასეთი დამოკიდებულება

 

ის მიიღებს იგივეს

 

xrova

მოვა თქვენი დროც

როდის

 

xrova

სადისტებოოო!

ვინ დაადგინა აღნიშნული

 

xrova

აქციის ორგანიზატორები წინასწარ გარშემო იკრებენ აქტივისტების სახით ე.წ.”ძველ ბიჭებს”

ხოდა ზუსტად ამის გამო

 

xrova

ასეთი პოლიტიკური (ძველი ბიჭი) პატიმრის ქმედებები კალკირებულია

xrova

პოლიციის თანამშრომლებს კრავენ ხელს, აფრინდებიან და ეჯაჯგურებიან ფორმაში, აგინებენ, ხდიან ქუდს , აფურთხებვენ, შე ძაღლო- უყვირიან პირირისპირ, ესვრიან ხელთ მოხვედრილ საგნებს (დროშას,პლაკატს,ბოთლს,ქვას) და ა.შ.

როგორც უკვე დაიწერა მსგავსი შემთხვევები ხშირია აქციებზე იმ დროს, როდესაც სამართალ დამცავი სტრუქტურის წარმოამდგენლები ცდილობენ წესრიგის დამყარებას მაგ: სავალი ნაწილის გახსნას.

 

 

აქედან დასკვნა პოლიტიურმა ლიდერებმა უნდა ჩამოიშორონ მოძველბიჭო ელემენტები წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებზე ყოველთვის იქნება დაძაბულობა და შესაძლებელი იქნება აქტივისტების დაპატიმრება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ვემხრობი ნებისმიერი შეუიარაღებელი აქციის მკაცრად დარბევას. აქცია არის რაიმეს მითხოვნა. უნდა გქონდეს იმის თრაკი, რომ თუ მოთხოვნას არ შეასრულებს (ის, ვისაც სთხოვ), ძალით შეასრულებინო. თუ არ გაქვს იარაღი, რომ ესროლო, წადი რა სახში კაკაო დალიე
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღლებოოო!

სადისტებოოო!

კაცის მკვლელებოოო!

მოვა თქვენი დროც, პრემიის გამო ყველაფერზე წამსვლელებო!

აქციებზე ხშირად სცემენ და აპატიმრებენ უდანაშაულო ადამიანებს. გადაყავთ უსამართლო სასამართლოში, სადაც უვიცი და ურცხვი მოსამართლედ წოდებულებს ამ უდანაშაულო,მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის გამოაქვთ უმკცრესი სასჯელი.

ძაღლი ქურდული ტერმინია, ხოდა თუკი ქურდულ ტერმინებით საუბრობ

მერე ეს წყევლის პონტები არ უხდება :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძაღლი ქურდული ტერმინია,

"ტერიტორიები, რომლებიც დასახლებული იყო მაღალი კულტურის ერებით, ანუ თვითორგანიზების თვისება უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი, ”კანონიერი ქურდი”-ების კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო. მაგალითად საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის თითქმის ყველა უბანს, თითქმის ყველა სოფელს თავისი ”კანონიერი ქურდი” ყავდა."

 

"შნირი ზონისთვის აუცილებელი ატრიბუტია. ქურდებს ზონაში ყავთ თავიანთი შნირები რომლებიც ასრულებენ მათ ბრძანებებს"

 

"ცისფერები, ანუ ..პიდარასტები. მათ მიმართ ქურდული სამყარო ძალიან სასტიკია "

 

:)

რა არ მოგწონს ქურდულ გაგებაში ჰა? :) ვიცი, განსაკუთრებით აი ბოლო მოგეწონება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...