Jump to content
Planeta.Ge

რევოლუცია, რკინის ჯვრები

Recommended Posts

და რა საჭიროა ამ ბუნებრივი შეგრძნების კიდევ უფრო წახალისება არ მესმის, პირიქით, უმჯობესია რაღაცნაირად მისი ბუნტისებური სულის უფრო პრაგმატულად და პოზიტიურად გამოყენება

ეს ისედაც დარეგულირდება და რატომ არ უნდა იყოს ადამიანი "ბუნტარული სულის" მქონე, რა არის ამაში ცუდი?

უცნაურია, მოდი ვისაუბროთ ტინეიჯერებზე, ისინი მშობლების ოჯახში ცხოვრობენ, იღებენ გარკვეული სიკეთეს მათგან და აბსოლუტურად აიგნორებენ მათ აზრებს,

რას ებუნება მშობელი,

სიგარეტს ნუ მოწევ, \

ნუ დალევ,

დორზე დაიძინე,

ნუ ზიხარ კომპტთან 24 საათი,

გიეარე სუფთა ჰაერრზე,

ჭამე ნორმალური საჭმელი,

ხოდა ეს ყველაფერი, ალბათ ზღუდავს ახალგაზრდის სურვილს რომ ის იკვებოს ეგ. წოდებულ ჯანგ Fუდით, იმიტო მ ომ ის გემრიელია, ვარჯიშის სანაცვლოდ მთელი დღე ეგდოს ინეტში,

სწავლის მაგივრად იჩატავოს და ას. შ.

მოზარდების დიდ ნაწილს აქვს პრობლემა მშობლებთან და ეს მარტო მოზარდების ბრალი არ არის, არამედ მშობლების ბრალია. ამ დროს ადამიანი იზრდება და უკვე ბავშვხსა და ჩამოყალიბეულ ადამიანს შორისაა და ცდილობს ჩამოყალიბეს, ამ დროს კი მშობლები ისევ ბავშვებივით ექცევიან.. კაროჩე ეს გზა გასავლელია და ადამიანმა უნდა გაიაროს და ამ დროს, რაც უფრო მისნაირს ნახავს, რაც უფრო მარტოსულად არ იგრძნობს თავს მით უკეთესია, მისი ფისქიკისთვის. ბოლოს და ბოლოს ჰორმონები დალაგდება თავის ადგილზე და დამოკიდებულებაც შეეცვლება თინეიჯერების შემდეგ და რაც უფრო დამთმობი იქნება მშობელი (ყველაფერში არა რა თქმა უნდა) მით უკეთესია..

დედაჩემი რომ არა, მე თინეიჯერულ პერიოდს ალბათ უფრო მძიმედ გადავიტანდი ვიდრე გადავიტანე, სულ დეპრესიაში ვიყავი (თინეიჯერების დეპრესია), ეხლა რომ ვკითხულობ ფსიქოლოგიურ წიგნებს, თინეიჯერებზე ვხვდები რაშიც იყო საქმე, საიდან მოდიოდა დეპრესია. მაგრამ დეპრესიას ხშირად ამძიმებდა, ეს აკრძალვები.. თვითმკვლელობის ზღვარზე შეუძლია მიიყვანოს ამ აკრძალვებმა ხშირად.. :D ხო და ამას ჯობია, რომ ამ დროს მშობლებმა ფსიქოლოგებს მიმართონ..

ჩემის აზრით პროგრესი თმების შეღებვიდან კი არ მოდის, არამედ სწავლა განათლებიდან,

განათლება ერთია და პირვოვნული თავისუფლება მეორე. სურვილი რომ აღარ იყო დამოკიდებული მშობელზე, რუვილი რომ არ იყო სხვისნაირი და გქონდეს შენი განსაკუტრებული იმიჯი..

რატომ ხედავ ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, დიდი ამბავი.. მერე რა, ცუდი რა ხდება ამით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ეს ისედაც დარეგულირდება და რატომ არ უნდა იყოს ადამიანი "ბუნტარული სულის" მქონე, რა არის ამაში ცუდი?

გააჩნია ვის წინააღმდეგ იქნებ ეს სული მიმართული,

მშობლების,

საზოგადოების,

ხელისუფლების თუ რის წინააღმდეგ,

აგერ ჩვენც გვყვავს ხელისუფლების მომხრე ბუნტარები, რომლებიც საზოგადოების ტრადიციონალისტური აზროვნებას

ებრძვიან და ამავ დროულად ხელისუფლების ხმალამოღებული დამცველები არიანNukriko

მოზარდების დიდ ნაწილს აქვს პრობლემა მშობლებთან და ეს მარტო მოზარდების ბრალი არ არის, არამედ მშობლების ბრალია

ეს ბუნებრივია და ამის კიდევ უფრო გამძაფრებად ხოლოვნურად არ შეიძლება

კაროჩე ეს გზა გასავლელია და ადამიანმა უნდა გაიაროს და ამ დროს, რაც უფრო მისნაირს ნახავს, რაც უფრო მარტოსულად არ იგრძნობს თავს მით უკეთესია, მისი ფისქიკისთვის. ბოლოს და ბოლოს ჰორმონები დალაგდება თავის ადგილზე და დამოკიდებულებაც შეეცვლება თინეიჯერების შემდეგ და რაც უფრო დამთმობი იქნება მშობელი (ყველაფერში არა რა თქმა უნდა) მით უკეთესია..

ჯობია ახალგაზრდა იყოს სოციალური და არა ექსტრემისტულად განწყობილი, ეს უბრალოდ ცუდად შეიძლება დამთავრდეს, ელემენტრულად ჯანმრთელობა ან ფსიქიკა დაიზიანოს.

ვთქვათ თუკი იჩხუბებს ნუ იხმარს დანას, თუკი როკ მუსიკი"თაა გატაცებული ან სულერთია რა მიმდინარეობის მუსიკით სწავლისთვისაც გამონახოს დრო,

ანუ ზომიერი უნდა იყოს რა, თუკი სურს ცხოვრებას მომზადებულად შეხვდეს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ახალგაზრდას აქვს ბევრი ენერგია და მოთხოვნებიც უამრავი, ხოლო გამოცდილება მცირე, ამიტომაც საშიშია მისი ალალ ბედზე დატოვება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მშობლების,

საზოგადოების,

ხელისუფლების თუ რის წინააღმდეგ,

ამ დროს პოლიტიკა არ გაინტერესებს როგორც წესი, მე არ მინახავს ამ თინეიჯერებისგან პოლიტიკური განცხადებები..

ეს ბუნებრივია და ამის კიდევ უფრო გამძაფრებად ხოლოვნურად არ შეიძლება

და ეს გადაცემა რითი ამძაფრებს ამ მდგომარეობას? :D

ჯობია ახალგაზრდა იყოს სოციალური და არა ექსტრემისტულად განწყობილი, ეს უბრალოდ ცუდად შეიძლება დამთავრდეს, ელემენტრულად ჯანმრთელობა ან ფსიქიკა დაიზიანოს.

ეს კომუნისტური რიტორიკაა. ჯობია ახალგაზრდა იყოს თავისუფალი, იპოვოს საკუთარი თავი, ვიდრე მშობლებისგან ან საზოგადოებისგან "შექმნილი იდეალური ადამიანი" - ანუ ზომბი, რომელიც იმიტომ აკეთებს რაღაცას, რომ სხვას აჩვენოს და მასაში აითქვიფოს..

ვთქვათ თუკი იჩხუბებს ნუ იხმარს დანას,

დანის პრობლემაზე ვეთანხმები, ძემ ძმას დაარტყეს დანა, საბედნიეროდ აცდა და თვალში არ მოხვდა და ვიცი რა ცუდი მომენტიც არის ეს.. ეს უნდა გააკონტროლოს პოლიციამ, მშობელმა, საოზგაოდებამ რომ მოზარდებმა იარაღი არ ატარონ..

თუკი როკ მუსიკი"თაა გატაცებული ან სულერთია რა მიმდინარეობის მუსიკით სწავლისთვისაც გამონახოს დრო,

ანუ ზომიერი უნდა იყოს რა, თუკი სურს ცხოვრებას მომზადებულად შეხვდეს

პედაგოგიკაში არის 8-9 კლასები, სადაც ძალიან ლაითად ისწავლება სხავდასხვა საგნები და ეს გარდატეხის ასაკთან არის დამოკიდებული, ამ პერიდოში მოზარდს ჭირდება მეტი თავისუფალი დრო, ნაკლები დატვირთვა. ეს მის განვიტარებას ჭირდფება და ეს ესმოდათ კომუნისტების დროსაც კი..

ამიტომ ამ პერიოდში მოზარდი მოითხოვს და სჭირდება მეტი თავისუფალ (ფიზოლოგიური მოთხოვნილებაცაა ეს) და ზომიერი ამ დროს ვერ იქნება..

ზომიერი ზოგადად ქართველი ვერ იქნება :D

კაი დავიკიდოთ ეხლა ეს ალია ბალია. მარტივი შეკიტხვა

ეს გადაცემა რითია ცუდი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

და ეს გადაცემა რითი ამძაფრებს ამ მდგომარეობას?

ეს გადაცემა აღვივებს ახალგაზრდებში იმას რაც ისედაც დევს, სექსუალურ თუ სხვა სახის ბუნებრივ ინსტიქტებს,

რომელიც ჯობია გააკონტროლო და მისი სუბლიმაცია მოახდინო, შეძლებისდაგვარად

გარდა ამისა ახალგაზრდაში თითმის ყველაში დევს ის რომ თითქოს ის ჯაან განსხვავებული და ნუ სასწაული ვიღაცაა,

რაც მასში აღვივებს საკუთარი თავის ზე შეფასებას და არააა კრიტიკული,

რეალურად ეს გადაცემა ცდილობს მარგინალური ჯგუფების რეაბილიტაციას და ცდილობს ეს ჯგუფები წარმოგვიდგინოს როგორც ნორმა,

როგორც თავისუფლება, არადა ვინ იცის, პირიქით, კომპლექსებითა და არასრულყოფილებით გატანჯული ბოვშები კიდევ უფრო ღრმად მიდიან ისეთი სამყაროსკენ, სადაც არანაირი სიკეთე და პერსპექტივა არაა

Nukriko

პედაგოგიკაში არის 8-9 კლასები, სადაც ძალიან ლაითად ისწავლება სხავდასხვა საგნები და ეს გარდატეხის ასაკთან არის დამოკიდებული, ამ პერიდოში მოზარდს ჭირდება მეტი თავისუფალი დრო, ნაკლები დატვირთვა. ეს მის განვიტარებას ჭირდფება და ეს ესმოდათ კომუნისტების დროსაც კი..

ამიტომ ამ პერიოდში მოზარდი მოითხოვს და სჭირდება მეტი თავისუფალ (ფიზოლოგიური მოთხოვნილებაცაა ეს) და ზომიერი ამ დროს ვერ იქნება..

ზომიერი ზოგადად ქართველი ვერ იქნება

რა ვიცი, რა ვიცი, გაფლანგავენ ამ ძვირფას დროს და მერე სხვებს როგორ გაუწევენ კონკურენციას შრომის ბაზარზე საინტერესოა,

ახალგაზრდობა რეალურად მზადებაა მომავალი ცხოვრებისთვის, რომ იყო ძლიერი და დამოუკიდებელი

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს გადაცემა აღვივებს ახალგაზრდებში იმას რაც ისედაც დევს, სექსუალურ თუ სხვა სახის ბუნებრივ ინსტიქტებს,

რომელიც ჯობია გააკონტროლო და მისი სუბლიმაცია მოახდინო, შეძლებისდაგვარად

გარდა ამისა ახალგაზრდაში თითმის ყველაში დევს ის რომ თითქოს ის ჯაან განსხვავებული და ნუ სასწაული ვიღაცაა,

რაც მასში აღვივებს საკუთარი თავის ზე შეფასებას და არააა კრიტიკული,

რეალურად ეს გადაცემა ცდილობს მარგინალური ჯგუფების რეაბილიტაციას და ცდილობს ეს ჯგუფები წარმოგვიდგინოს როგორც ნორმა,

როგორც თავისუფლება, არადა ვინ იცის, პირიქით, კომპლექსებითა და არასრულყოფილებით გატანჯული ბოვშები კიდევ უფრო ღრმად მიდიან ისეთი სამყაროსკენ, სადაც არანაირი სიკეთე და პერსპექტივა არაა

ეს შენი "უნდა"-ს არ ვეთანხმები, არ უნდა მოხდეს და როგორ, ეს მათი არჩევანია. ესეთი ხალხი არსებობს? საკმაოდ ბევრია ახალგაზრდობაში, ესეთი და მათი მხოლოდ ერთ გადაცემაში ჩვენება, პრობლემას არ ქმნის. თქვენ გინდათ არჩევანი არ ჰქონდეთ ადამიანებს და მარტო ერთი აჩვენონ, არ გამოდის ესე, ყველა უნდა აჩვენოს და ადამიანი ირჩევს აქედან რომელიმეს..

ხოლო ეს სამყარო სიკეთის თუ ბოროტების მომტანია, ეს ცოტა არ იყო დემაგოგიური განცხადებაა, რადგან კრიმინალი არ არის, რადგან თავისთვის ანდერგრაუდები არიან, არ გეხებიან და შესაბამისად არაფერი ამაში ცუდი არ არის

რა ვიცი, რა ვიცი, გაფლანგავენ ამ ძვირფას დროს და მერე სხვებს როგორ გაუწევენ კონკურენციას შრომის ბაზარზე საინტერესოა,

ახალგაზრდობა რეალურად მზადებაა მომავალი ცხოვრებისთვის, რომ იყო ძლიერი და დამოუკიდებელი

ახალგაზრდა საქ-ში მომავალ ცხოვრებისთვის, სტუდენტობის დროს მზადდება.. ხოლო ესეთმა ტიპემა ჩვეულებრივად შეიძლება თავის თავი იპოვონ, მაგალითად ხელოვნებაში ან სხვა სფეროში და წარმატებულებიც იყვნენ..

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ყველა "ბუნტარ" თინეიჯერს რა ვუთხარი, ვისაც ნირვანა არ ევასება

კაცი თინეიჯერების დეპრესია

აუ თავის დროზე რა მევასებოდა..

http://www.youtube.com/watch?v=5BE1KRj5iiM

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ეს გადმოვაკოპირე მაგ კაცის ინტერვიუდან :

''– საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, როგორ შეაფასებთ სააკაშვილის „ერთიანი კავკასიური სახლის“ შექმნის იდეას?

– ჩვენ გვინდა თუ არა, რუსეთი არის ჩვენი მეზობელი. თუ მეზობელთან ჩხუბი მოგივა, ნორმალური, დალაგებული ადამიანი ყველანაირად ეცდება, ეს ჩხუბი მეტად არ გააღვივოს და პირიქით, მეზობლებს შორის მომხდარი დავა რაღაცნაირად მოაწესრიგოს. მაგრამ სააკაშვილი ასე არ იქცევა.

ჩრდილოკავკასიელები დღეს რუსეთის ფედერაციის ნაწილია. მაშინ გამოვიდეს სააკაშვილი და აღიაროს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ცოტა გაუგებარია, რუსეთის სახელმწიფოს ედავები და რუსეთის სახელმწიფოს მოქალაქეებს აძლევ თავისუფლად საქართველოში შემოსვლის უფლებას?! რუსეთის გაწევრებაზე „ერთიან კავკასიურ სახლში“ უარს ამბობ და მის ფედერაციაში შემავალ ქვეყნებს ეპატიჟები?! ანუ ციმბირელ რუსს არ აქვს საზღვრის გადაკვეთის უფლება, მაგრამ რუსეთის ფედერაციის წევრ ჩეჩენს კი?! ეს ჩემთვის არის აბსურდი.

ის მდგომარეობა, რაშიც ჩვენ ახლა ვართ, სწორედ სააკაშვილის სიგიჟეების ბრალია. ამის გაგრძელება ყოვლად დაუშვებელია, კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ჩეჩნებს ჯერჯერობით არ მოუხდია საქართველოსთვის ბოდიში, აფხაზეთში ქართველების მოჭრილი თავებით ფეხბურთი რომ ითამაშეს. ვერ გავიგე, სააკაშვილს რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს რამეს დააკლებს თუ რა? რუსეთთან საქართველომ უნდა დაამყაროს ნორმალური, კეთილმეზობლური ურთიერთობა, როგორ ურთიერთობასაც ამყარებენ პარტნიორები. მაგრამ ამისთვის ჯერ საქართველო უნდა ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ სახელმწიფოდ და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც სრულფასოვანი ქვეყანა. როდესაც სახელმწიფო არ ხარ, არც არავინ გექცევა ღირსეულად. სააკაშვილმა რაც დაიმსახურა, ის მიიღო 2008 წლის აგვისტოში. ყველას გახსოვთ, ალბათ, მისი განცხადებები, „ერთ საათში ცხინვალში ვიქნებით“, ასე ვიზამთ, ისე ვიზამთო. ეს ომი არის სააკაშვილის სინდისზე. ჩვენი ბრალი კი ის არის, რომ სააკაშვილს ეს ომი ვაპატიეთ.

მე მოვუწოდებ ქართველ ხალხს, დაიწყონ მზადება იმ უზარმაზარი მოძრაობისთვის, რომელიც უნდა დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით. ან უნდა გადავაყენოთ ეს ხელისუფლება, ან უნდა გადავბრუნდეთ და მოვკვდეთ. სხვა გზა არ არსებობს.''

ამ სიტყვებიდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა. ხელისუფლების მხარდაჭერას მე ვერც ერთი ნამუსიანი ადამიანი ვერ დამწამებს, მაგრამ მე და რუსეთუმეები აბსოლიტურად განსხვავებული პოზიციებიდან ვართ ამ ხელისუფლების მოწინააღმდეგენი. ამ ინტერვიუდან გამომდინარე ვაცხადებ რომ ეგ კაცი არის ქრონიკული რუსეთუმე და მიუღებელია ჩემთვის მისი და ნებისმიერი რუსეთუმეს და კავკასიური ერთობის მოწინააღმდეგის ხელისუფლებაში მოსვლა.

Edited by შამილი

არ გეწყინოთ, მაგრამ თქვენ სახელმწიფო არ გინდათ, არამედ დავითის საფლავთან ფიცი, ან საერთოდ ფიცი, ან კიჟინი, ან რქებით მიწოლა. მთავარია ყვირილი და "სოფლის შენებას რა უნდა, ერთი პირველი ხმა უნდა".

რა სიტყვების სწერია აქ ისეთი? :)

ჰაიტ!!! რუსებს ომის მოგებას უპირებთ?

ჟირინოვსკი მოგენატრათ საქართველოს გუბერინიის გუბერნატორად?

ეს გინდათ კაცო?

ვა!!!

ასე რომ აწვება ოპოს 99%-ი ამიტომაც არის მიშა ამდენი ხანი პრეზიდენტი.

ისე ოპოზიციაში მყოფ ხალხს დაფიქრება მმართებთ. ლომის წვლილი მიძღვით, იმაში რასაც მიშას გასდის.

ვერანაირად ვერ დასვამს კრემლი თბილისში რუსულ ადმინისტრაციას. თუ მოხდება რუსული არმიის ხელახალი შემოჭრა ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის აქეთ ( თუმცა ეს თუ არ მოხდება ცოტა ძალას მოვიკრებთ და აქეთ შევალთ ჯერ სამაჩაბლოში და მერე აფხაზეთში ) იმედია სააკაშვილს ეყოფა ჭკუა და ქვეყნის ხელმძღვანელობას და უმაღლეს სამხედრო ხელისუფლებას გადააბარებს გენერალიტეტს და გაერთიანებულ შტაბს და თავად რიგით მებრძოლად ჩაეწერება მოხალისეებში. ეს ნაბიჯი მისი მხრიდან იქნება მისი დანაშაულებრივი მმართველობის და ცოდვების გამოსყიდვა სამშობლოს და ერის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში გაერთიანებული შტაბის და სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელობა სააკაშვილს და ნაბოზარ ახალაიას გადატრიალების გზით ჩამოაშორებს ქვეყნის და სამხედრო ძალების უმაღლეს ხელმღძვანელობას და თავად აიღებს წინააღმდეგობის ხაზის წარმართვის სადავეებს.

ამ შემთხვევაში რუსებს ავღანეთის ავადმოსაგონარი ომი მოენატრებათ. მით უმეტეს რომ ამერიკის კონგრესი და სენატი სერიოზლუად განიხილავს საქართველოსთვის ულტრათანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდების ვარიანტს, რომლებიც ნაფოტებად აქცევს რუსულ ხრუშჩოვის დროინდელ ავიაგამანადგურებლებს და დაჟანგებულ ბერიას დროინდელ რაკეტებს.

თუ მოხდება ომის სწორად დაგეგმვა ათი იბერიელი ისე არ მოკვდება რომ ათასი რუს მონღოლი და ვარიაგი წინ არ გაიძღოლოს. ქართული მიწა რუსი სალდაფონების საზარელ განსასვენებლად იქცევა.

ვის უნდა ველაპარაკო და რაზე უნდა ველაპარაკო ? ჯერ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება და მერე იფიქრონ პოლიტიკოსებმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასა და დიალოგზე. ეს თანაბრად ეხება ხელისუფლებას და ოპოზიციას. ჩემთვის დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მაინც მიუღებელია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ლაპარაკი სანამ რუსეთი არ მოახდენს ჩრდილო კავკასიის დეოკუპაციას და არ აღიარებს ჩრდილოკავკასური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. მაგრამ ეს პირადად ჩემი აზროვნების და ამქვეყნიური დანიშნულების ქვაკუთხედია, მაგრამ საქართველოს სრული დეოკუპაციის შემთხვევაში პოლიტიკოსთა მხრიდან კაპიტულიაციად აღარ ჩაითვლება რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაზე ფიქრი, მაგრამ იმპერია ორი საუკუნის განმავლობაში ხან შენს დამოუკიდებლობას და ხან ტერიტორიულ მთლიანობას ებრძოდეს და კიდევ აქეთ საკუთარ თუნდაც უვარგის და ტირან ხელისუფლებას ადანაშაულებდე ურთიერთობა გაგვიფუჭა რუსეთთანო და ამბობდე ომი ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყოო ( საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოსთან !.. ) მაგას უკვე აღარ ვიცი რა ქვია.

თუმცა დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მაინც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დავრჩები რუსეთის იმპერიასთან სანამ ჩრდილო კავკასიიდან და შავი ზღვის აუზიდან გელენჯიკის ჩათვლით არ გაიყვანს ჯარს ( გელენჯიკი კოლხეთის საზღვარი იყო და მომავალში აუცილებლად იქნება საქართველოს დასავლეთი საზღვარი ) და სანამ არ აღიარებს ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

Edited by შამილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე ყველა "ბუნტარ" თინეიჯერს რა ვუთხარი, ვისაც ნირვანა არ ევასება

კაცი თინეიჯერების დეპრესია

აუ თავის დროზე რა მევასებოდა..

http://www.youtube.com/watch?v=5BE1KRj5iiM

პინკ ფლოიდთან, დი ფარფლთან და ლედ ზეპპელინთან ერთად ჩემი საყვარელი ჯგუფია ნირვანა და სკოლის პერიოდიდან ვუსმენ და ვაწამებ მეზობლებს :givi: . გამიხარდა ნირვანას მოყვარული ადამიანი რომ აღმოვაჩინე ფორუმზე.

ისე რა მინდა გკითხო, აგერ ფსიქოლოგია გცოდნია. რატომ არ დათვრნენ ერთხელ მაინც გორელი მოზარდები

და არ ჩაილაგეს რკინები და არ წავიდნენ და რუს სალდაფონებს დედა არ აგინეს სამაჩაბლოს საზღვართან. არ აქვთ პროტესტის გრძნობა რომ ქართულ მიწა წყალზე რუსის ჩექმა დააბოტებს და ქართულ მიწა წყალზე არ შეუძლიათ გადასვლა ? ან თუნდაც მოზრდილებს. სად არის პროტესტანტული ქართული სული. თუ პროტესტი მარტო სუსტის ძალადობის მიმართ გააჩნიათ ? ანუ მათ მიმართ ვისგანაც იმედი აქვთ რომ არ დაისჯებიან ამ ''ხელოვნური'' პროტესტის გამო ( ამ შემთხვევაში ''სუსტში'' ხელისუფლებას ვგულისხმობ, ანუ ვისთანაც გასდით ). ეს თუ ასეა პროტესტი სულიდან და გულიდან არ მომდინარეობს და მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითია. მე რამდენჯერმე ვცადე გვერდში დავდგომიდი კონკრეტულ აქციაზე ახალგაზრდულ მოძრაობებს ადამიანის უფებების მოთხოვნით რომ იყვნენ გამოსულნი და სიტყვა რომ ჩამოვარდა რუსეთზე და რომ თქვეს აბა რუსეთი რომ გადაიკიდეს აბა რა ეგონათო ულაპარაკოდ წამოვედი იქიდან და პირში მივახალე ჩემი აზრი მათზე.

ეროვნულ საკითხს რომ შევეშვათ არც ქუჩაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, ასი მოზარდიდან 99 გულგრილად უყურებს როგორ ურტყავს ათი კაცი ერთს და მეთერთმეტე როგორ ურტყავს წაქცეულს დანას...

აბა რაში ჩანს მათი პროტესტანტიზმი, გუშინ სტადიონზე ლოყებზე ჯვაროსნების დროშა დაჯღაბნილები ხორვატიას რაო რომ ყვიროდნენ ? რას ნიშნავდა ? რა კაცობა იყო ? რისი გულისთვის აგინებ სტუმარს ? ეგ არის მათი პატრიოტიზმის, ფეხბურთის სიყვარულის და პროტესტანტიზმის პიკი...

აი ეხლა საორგანიზაციო საკითხებზე გვაქვს საუბარი და ჯერ კარგად უნდა დავგეგმოთ და ვაპირებ ჩემს საძმაკაცოსთან ერთად მივიდე სამაჩაბლოს მისადგომებტან სადაც რუსის ჯარი დგას და რუს სალდაფონებს ცხივრწინ დავუწვათ რუსეთის დროშა. ამ ინფორმაციას როცა დრო მოვა ისედაც გავავრცელებ და თინეიჯერების ახალგაზრდულ ფორუმებზეც დავდებ, ერთი ვნახოთ რამდენი გაბედავს და წამოვა ამ საქმეზე ათას მყვირალა ნიკს ამოფარებული კლავიატურის ლომი ''პროტესტანტი მოზარდებიდან''.

ერთი თანამოაზრე და მართლა სულით პროტესტანტი, დემოკრატიული ლიგის ლიდერი ხატია შიუკაშვილი ლონდონში წავიდა სამწუხაროდ. ძალიან დამჭირდებოდა მისი თანადგომა ამ საქმეში. ათასგვარი ახალგაზრდული ვითომ ''დემოკრატიული და ლიბერალური'' მოძრაობების ლიდერთაგან ერთადერთი რომელმაც გამიგო და რომეთანაც საერთო ენა გამოვნახე და რომელსაც ჩემზე არანაკლებ რადიკალური ნაბიჯები აქვს დაგეგმილი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

Edited by შამილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა დღესვე რომ გაიყვანოს რუსეთმა ჯარი ბოლო კაცამდე აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან და გადათქვას აღიარება, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად მაინც სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული დავრჩები რუსეთის იმპერიასთან სანამ ჩრდილო კავკასიიდან და შავი ზღვის აუზიდან გელენჯიკის ჩათვლით არ გაიყვანს ჯარს ( გელენჯიკი კოლხეთის საზღვარი იყო და მომავალში აუცილებლად იქნება საქართველოს დასავლეთი საზღვარი ) და სანამ არ აღიარებს ჩრდილო კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობას.

თქვენი ნება, მაგრამ რატომ მხოლოდ რუსეთ?

რატო არ უპირისპირდებით "სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული" თურქეთს, ირანს მონღოლებს?

ეს ამიხსენით.

რა ნაკლები წვლილი მიუძღვით საქართველოს განადგურებაში, თუ ნაკლები ქართველები ჰყავთ დახოცილი?

სადაა თქვნი სამართლიანობის გრძნობა?

პ.ს. რაც ეხება ამ თემას.

არ ვიცნობა ამ პიროვნებას, მაგრამ ორმა ფაქტორმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.

1. უცნობია პოლიტიკაში და არ არის გასვრილი ამ პოლიტიკით.

2. ერთადერთო პოლიტიკური პარტიაა რომელმაც ამ რჟიმის პასუხისმგებლობის საკითს აყენებს. ამ ფაქტორს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კრწანისი რეზიდენციებზე "გადასახლებას" და პასუხის არმოთხოვნა რეციდივის საშისროებას სტოვებს.

საქართველოში ტიტველ ბოკერიებს უფლება აქვთ გაქურდონ ქვეყანა და შემდგომ პარიზის მიდამოებში დაუსჯელად იცხოვრონ. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს პიროვნებ კი ამ საკითხს აყენებს, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რასაც თქვენ ებრძვით ბატონოჩემო იმას იმდენად რუსეთი არ ჰქვია, რამდენად სააკაშვილი, მაგრამ იქ ეძთებთ საქართველოს პროლემას სადაც მეტნაკლებადაა და სადც ეს პრობლემა ნაღდში არებობს, იქ თვალს ყუჭავთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხორვატიას რაო რომ ყვიროდნენ ? რას ნიშნავდა ?

იდიოტების კრიტიკული რაოდენობა რომაა საზოგადოებაში იმას ნიშნავს ეგ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენი ნება, მაგრამ რატომ მხოლოდ რუსეთ?

რატო არ უპირისპირდებით "სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული" თურქეთს, ირანს მონღოლებს?

ეს ამიხსენით.

რა ნაკლები წვლილი მიუძღვით საქართველოს განადგურებაში, თუ ნაკლები ქართველები ჰყავთ დახოცილი?

სადაა თქვნი სამართლიანობის გრძნობა?

პ.ს. რაც ეხება ამ თემას.

არ ვიცნობა ამ პიროვნებას, მაგრამ ორმა ფაქტორმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.

1. უცნობია პოლიტიკაში და არ არის გასვრილი ამ პოლიტიკით.

2. ერთადერთო პოლიტიკური პარტიაა რომელმაც ამ რჟიმის პასუხისმგებლობის საკითს აყენებს. ამ ფაქტორს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კრწანისი რეზიდენციებზე "გადასახლებას" და პასუხის არმოთხოვნა რეციდივის საშისროებას სტოვებს.

საქართველოში ტიტველ ბოკერიებს უფლება აქვთ გაქურდონ ქვეყანა და შემდგომ პარიზის მიდამოებში დაუსჯელად იცხოვრონ. ამის დაშვება არ შეიძლება. ეს პიროვნებ კი ამ საკითხს აყენებს, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

რასაც თქვენ ებრძვით ბატონოჩემო იმას იმდენად რუსეთი არ ჰქვია, რამდენად სააკაშვილი, მაგრამ იქ ეძთებთ საქართველოს პროლემას სადაც მეტნაკლებადაა და სადც ეს პრობლემა ნაღდში არებობს, იქ თვალს ყუჭავთ.

დღესდღეობით არც მონღოლეთს და არც მით უმეტეს ირანს საქართველოს ტერიტორიის გოჯიც კი არ აქვთ ოკუპირებული. ეხლა ჩარმაღან ყაინის და შაჰ აბასის ცოდვების მოკითხვა დღევანდელი მონღოლეთისთვის ან მაჰმუდ ახმადი ნეჯადისთვის სისულელე იქნება.

რაც შეეხება თურქეთს თურქეთი ცემთვის ისეთივე მტერია როგორიც რუსეტი და მათი დროც მოვა და აუცილებლად წავართმევთ ტაო კლარჯეთსაც, შავშეთ ერუსეთსაც, იმერხევსაც, პარხალსაც, ოლთისსაც, ლაზეთსაც და სრულიად ქართულ მიწებს. მოვა მაგის დროც. ვაროსნულ ლაშქრობას მოვაწყობთ ბერძნებთან ერთად მათ წინაარმდეგ. ბერძნებს ბიზანტიის იმპერის აღდგენის და კონსტანტინოპოლის დაბრუნების სურვილი არ გაჰქრობიათ და გუშინ ლიბიაში ბერძნული დანაყოფების შესვლა მოწმობს იმას რომ საბერძნეთი უკვე აღარ კმაყოფილდება ნატოს რიგითი წევრობით და სურს მილიტარისტულ სახელმწიფოდ იქცეს, რომელიც აქტიურადაა ჩართული მსოფლიო მოვლენებში.

კონსტანტინეპოლის დაბრუნება ყველა ბერძენის ოცნებაა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო და საბერძნეთი ტერიტორიულ პრეტენზიებს წაუყენებენ თურქეთს ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს ვის მხარეს დაიჭერენ ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი და აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრი და ქრისტიანული ქვეყნები. თუმცა ეს მომავლის საკითხია და ამ ყოველივეს წინ უნდა უსწრებდეს :

1. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეოკუპაცია.

2. საქართველოს და აშშ - ს შორის სამხედრო პოლიტიკური მოკავშირეობის დამყარება და ამ მოკავშირეობის საფუძველზე საქართველოს ჰიპერმილიტარიზაცია, ეკონომიკური აღმავლობა მხოლოდ კავკასიაში არამედ შავი ზღვის აუზის ქვეყნებში პოლიტიკურ ლიდერად ჩამოყალიბება.

აი ამის მერე ამერიკა როცა ნახავს რომ სასწორის ერთ მხარეს დგას ნატოს წევრი თურქეთი და მეორე მხარეს

ნატოს წევრები საქართველო ( იმ დროისთვის ), საბერძნეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, მოლდოვა, უკრაინა, პოლონეთი ჩეხეთი, ასევე მხარს დაგვიწერენ ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი... ამის მერე ევროკავშირის განაზებული ფრანგი და გერმანელი ლიდერები და ამერიკის ხელმძღვანელობა იძულებულნი გახდებიან გადაყლაპონ თურქეთზე ჯვაროსნული ლაშქრობა.

რაც შეეხება ირანს მათ მხარდაჭერისთვის ან მინიმუმ ნეიტრალური პოზიციისთვის დღევანდელი თურქეთის კონტროლირებად რაიმე მსუქან ნაჭერს მივუგდებთ რომელიც ირანს ესაზღვრება.

მესმის რომ ეს ძალან რთული საკითხია და დიდ მუშაობას და მოლაპარაკებებს საჭიროებს მაგრამ ადვილი ტერიტორიების უბრძოლველად ჩაბარებაა ამ ხელისუფლებასავით.

არც ლორე ბამბაკის ხეობა და ჰერეთ საინგილო დამვიწყებია, მაგრამ ამ ყველაფერს წინ უნდა უსწრებდეს რუსეთის იმპერიის დაშლა და ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა და მერე ამ დამოუკიდებელ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებისა და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური ბლოკის შექმნა და მზადება თურქეთთან ომისთვის ბერძნებთან და შავი ზღვის აუზის მართლმადიდებელ ქვეყნებთან ( მინუს რუსეთი ) ერთად.

Edited by შამილი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შამილი

წუხელ კარგად გეძინა ჩემი ძმა? :) აუუუ... სადა ბანაობ ტოოოო... შენ ნაღდად სადმე ნეპალში ან ტიბეტში ერთთვიანი დასვენება მოგიხდებოდა... :beach:

რა ომი, რის შეტევა ტოოო... :viking: ერთი კვირით ტელევიზორი გამორთო ის გირჩევნია ნამდვილად... :vedreba:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...