Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Saturn

ესეც "ჩვენი შევარდნაძის" შესწორებულია?

 

"აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე 2010-10-15

 

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“

 

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

 

 

მუხლი 1. „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40(47), 1999 წელი, მუხ. 197) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება.“.

 

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.“.

 

3. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას.“.

 

4. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ბ) მინისტრის შესაბამისი ბრძანება;“.

 

5. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა) დასაბუთებას ქონების ჩამორთმევისათვის საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება მინისტრის შესაბამისი ბრძანება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზედაც ექსპროპრიატორს მიენიჭა ქონების ჩამორთმევის უფლება;“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

თბილისი,

 

2010 წლის 15 ოქტომბერი.

 

Saturnყველა შესწორება ამოვიღო თუ მხოლოდ ამით დაკმაყოფილდები?

 

ზუსტად ესეა ყველა კანონი "დამახინჯებულ-გადაკემსილ-მორგებული" მიშიტო ნაციკას ტანზე

 

მაგას ვერჩით ზუსტად

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სატურნ საქმე როგორც ხშირად ხდება ბრძანებისა და კანონის სამართლიანობაში არაა, არამედ მისი შესრულების კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობაში.

 

აგერ ლოჟანკო გვეტყვის 61 ლარად რა მიწები შეუფასეს ხალხს. თორემ ბოლშევიკური ჩამორთმევა რომ არაა მეც ვიცი.

 

აფერისტობა და თაღლითობა ჰქვია მაგას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შევარდნაძის დროს კანონში მაინც იხედებოდნენ ზერელედ და ესენი საერთოდ უგულველყოფენ.

თორემ კანონში წერია ის რაც უნდა იყოს. კომპენსაცია საბაზრო ღირებულების მიხედვით.

მაგრამ არის ასე?

ან ვინ უნდა შეაფასოს?

თვითონ აფასებენ ისე როგორც აწყობთ მათზე დამოკიდებული აუდიტებით და არა ვთქვათ დამოუკიდებელი აუდიტით.

დავაც ამას ეხება ხშირად.

მე მახსოვს იყო სულადობის მიხედვითაც გადასახადი თანხა კონპენსაციისთვის, რაც საერთოდ უსამართლო იყო და შეეფერებოდა უფრო კომუნისტური ეპოქის კანომდებლობას. მაშინ კერძო საკუთრება არ არსებობდა ოფიციალურად და გარკვეულ მოსახლეს გარკვეული ფართი ეკუთვნოდა საცხოვრებლად. სადაც ცხოვრობდენ ისიც მათ კი არ ეკუთვნოდა, არამედ იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ნისცეს დროებით მფლობელობაში.

მაგრამ ესენი დღემდე იმ აზროვნებით ცხოვრობენ. 20 წელია კომუნიზმი გადავარდა და ეგენი ვერ გამოვიდნენ იქედან ჯერ, ხალხიც ეგრეა/

დღეს საქმე ასეა. გამოყავთ საერთო ციფრი ერთი კვადრატული მეტრის ღირებულების და არა ინდივიდუალური ცალკე მოსახლესთან.

ამიტომ ზოგი იჩაგრება და ზოგისთვის "ავრორა" სროილობს.

ასე ხელისუფლება ორ კურდღელს კლავს ერთად. მოსახლეობასაც ჯაბნის, ასახლებს და იმავე მოსახლეობაში მომხრეებს იჩენს.

გამოვა ერთი დამჩაგრესო და გამოვლენ ის ბასიაკებიც რას ქვია გვჩაგრავსო? მიშა მაგარიაო)))

მოკლედ შემდეგ თუ გაწვდება ფინასურად და ევრო სასამართლოებში უჩივლებენ ხელისუფლებას, მოიგებენ საქმეს და ორმაგ და სამმაგ კონპენსაციას მიიღებენ სახელმწიფოს დაჯარიმებითაც, მაგრამ ამას იმდენი დრო და ნერვების წყვეტა მიაქვს, ბევრი უარს ამბობს.

თან ფინანსებიც ჭირდება თავიდან.

თიმცა ბევრია ისეთიც ვინც დადგა ბოლომდე და მოუგო საქმე სახელმწიფოს და დააჯარიმა. ოღონდ ამ ფაქტებს არ ახმაურებენ, არ აწყობს არც ერთ და არც მეორე მხარეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...

ეტყობა ზუგდიდელებიც გაამწარა

 

სოფელ ანაკლიიდან ქვეყნის პირველი პირის ექსკორტმა ზუგდიდისკენ გადმოინაცვლა. მიხეილ სააკაშვილმა ტრადიციულად რესტორან "დიარონში" ივახშმა, როდესაც პრეზიდენტი და მინისტრი შენობას ტოვებდნენ, ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.

 

შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალ "ღია ბოქლომის" კორესპონდენტს რესტორანთან ძალოვანების მიერ დაკავებული 2 პიროვნება დახვდა, მათი დაპატიმრების მიზეზის გარკვევა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

 

ინციდენტთან დაკავშირებით ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ.

 

ძნელი სათქმელია ზუგდიდელებმა ვისი მიმართულებით ისროლეს კვერცხები, თუმცა ერთი კი ფაქტია, ვერა ქობალიამ რაიონი შეურაცყოფილმა დატოვა.

 

http://boqlomi.blogspot.com/2011/06/blog-post_2639.html :user: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერა ქობალიას მანქანას იქ შეკრებილმა მოქალაქეებმა კვერცხები დაუშინეს.

დაჩმორდა ხალხი... :(

ზუგდიდელებიც დაჩმორებულან. მანდ მაინც ქონდათ ხოლმე ლიმონკები, გრანატები... კვერცხი რა, აფეთქდება? ფუი ბლიად, მართლა უნდა გააჯვას დროზე აქედან კაცმა რა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

სატურნ საქმე როგორც ხშირად ხდება ბრძანებისა და კანონის სამართლიანობაში არაა, არამედ მისი შესრულების კეთილსინდისიერებასა და სამართლიანობაში.

 

აგერ ლოჟანკო გვეტყვის 61 ლარად რა მიწები შეუფასეს ხალხს. თორემ ბოლშევიკური ჩამორთმევა რომ არაა მეც ვიცი.

 

აფერისტობა და თაღლითობა ჰქვია მაგას.

რა თქმა უნდა...

სატურნს სულ მაგას ვუმტკიცებ, რომ კანონი მარტო ის არ არის რაც ქაღალდზე წერია, კანონის გამოყენების პრაქტიკაა გადამწყვეტი... "პრავოპრიმენენიე"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო.

 

აბა, მაგრა უჭირს ვერს, ბათუმში მიშაშთან ბასენში ჭიდილს გადაყვა ქალი :)

 

აბა რა ეგონა მინისტრად რომ კაი ტაკუნების გამო ნისნავდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირიო. ვისაც ეს კანონი მოსწონს და იცავს, მისი დედაც და ოჯახიც.... და მის სახლზე გამოეცადოს ეგ! მის მამაპაპის აშენებულ სახლზე სადაც დაიბადა, გაიზარდა და მთელი ცხოვრება გაატარა, სადაც კოველი კენჭი თუ კუთხე მშობლიურია! გამოეცადოს და სადღაც მოშორებულ უბანში შეიძინოს ბინა მაგათი მათხოვრული კომპენსაციით და მერე სხვაგვარად აჭიკჭიკდება! და ვიღაცამ ვინც იკითხა შევარდნაძე ხოარ ჯობდაო, ამათ ამ უწმინდურებს ყველა ჯობდა და ვისაც ეს მთავრობა მოგწონთ იარეთ ეგრე დაჩმორებულებმა და შემთხვევით არ გააკუოთ ან თუ გადააფურთხებთ უკან მოიხედეთ ვანო დაჭერას ხოარ გიპირებთ და თან იძახეთ ევროპაში ჩვენთან ყველაზე დაბალი დანაშაულის დონეათქო და იმაზე არ იფიქროთ რატომ?! იმიტომ რომ პოლიციური სახელმწიფოა და დაჩმორებულია ხალხი. დაშინებულია ხალხი და გადაფურთხებისთვისაც ციხეში სვამენ! ევროპას ედარებით?! დემოკრატიით შეედარეთ თორემ რეპრესიებით დაშინებით და დიკტატურით ყველა დაამყარებს წესრიგს და დანაშაულის დონესაც დასწევს!
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა, მაგრა უჭირს ვერს, ბათუმში მიშაშთან ბასენში ჭიდილს გადაყვა ქ

 

 

ისე მაგარია არა.ხან გტ...ს,ხან გირტყამს და მინისტრადაც ჰყავხარ. :givi:

 

ეგ გოგო დიდ ფულს გააკეთებს მეთქი და წავა ისევ კანადაში საცხოვრებლად.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ მინისტრის ეგ ბრძანება აბსოლუტურად კანონიერია და ემყარება თქვენი საყვარელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებულ კანონს

სწორი ბრძანდებით სატურნ ბატონო.ოღონდ ეს კანონი მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო და

მერე იურიდიულმა კომიტეტმა შემოიტანა.შემთხვევით ხომ არ გახსოვთ იურიდიული კომიტეტის თავჯდომარე ვინ იყო?ეხლა მაშინდელი და დღესაც უმრავლესობის წევრების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

 

ისე მაშიდელი ლოზუნგი საქართველო შევარდნაძის გარეშე,,რომელიც ნაცებმა მერე აიტაცეს რესპებს ეკუთვნოდათ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე მაშიდელი ლოზუნგი საქართველო შევარდნაძის გარეშე,,რომელიც ნაცებმა მერე აიტაცეს რესპებს ეკუთვნოდათ.

:givi: :givi: საინტერესოა მთელმა პარტიამ ერთად მოიგონა ეს ლოზუნგი,თუ ვინმეს პირადად ეკუთვნის..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

საინტერესოა მთელმა პარტიამ ერთად მოიგონა ეს ლოზუნგი,თუ ვინმეს პირადად ეკუთვნის..??

პირადად დავით ბერძენიშვილის მოგონებულია,თუმცა თქვენ ეს ისე გაინტერესებთ,როგორც მე შარშანდელი თოვლი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

რას ვერ ვიგებ იცი. შენ ამბობ, რომ ვერა რომ დრაკონულ ბრძანებას აწერს ხელს, ეს ედიკას ბრალია? კი მარა ედიკა იმიტომ არ შევცვალეთ, რომ დრაკონული ბრძანებები არ ყოფილიყო?

 

ლოგიკა სად არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...