kisa Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 ესეც ჩვენი ვერა! რით განსხვავდებიან ნაცები ბოლშევიკებისგან? http://saqinform.ge/index.php?option=com_content&view=article&id=4344%3A2011-03-18-13-31-27&catid=99%3Aeconomics&Itemid=419 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას ბრძანებით, ბათუმის მერიას ქალაქში საავტომობილო გზების გაგრძელება-გაფართოებისას მოსახლეობისთვის საკუთრების ჩამორთმევის უფლება მიეცა. მინისტრმა ბრძანება 2011 წლის 28 თებერვალს გამოსცა. დოკუმენტის მიხედვით, ბათუმის მერიას „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის“ შეუძლია ბათუმელებს ჩამოართვას მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები, სახლები და სხვა უძრავი ქონება. პროცესზე კონტროლი ვერა ქობალიას მოადგილეს დაევალა. ვერა ქობალიას ბრძანება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/309 2011 წლის 28 თებერვალი ქ. თბილისი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ქალაქ ბათუმის მერიისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის, სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის 12.01.11 წლის №1142 სასამსახურო ბარათის, ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილისა და მისი დანართის, ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილისა და მისი დანართის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 26 ნოემბრის №1-1/1850 ბრძანებით შექმნილი კომისიის 09.02.11 წლის სხდომის №3 ოქმისა და ამავე კომისიის 11.02.11 წლის დასკვნის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. ქალაქ ბათუმის მერიას მიენიჭოს ქ. ბათუმში საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ ზოლში მოხვედრილი ცალკეული პირების (ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად; ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად) კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. 2. ქალაქ ბათუმის მერიამ ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ქონების ექსპროპრიაციის მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. 3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის მოადგილეს, ბატონ დ. გიორგაძეს. ვ. ქობალია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 ესეც ჩვენი ვერა! ამას ჰქვია სექსუალური პოლიტიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 kisaქალაქ ბათუმის მერიას მიენიჭოს ქ. ბათუმში საავტომობილო გზის გაგრძელება-გაფართოების მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულ ზოლში მოხვედრილი ცალკეული პირების (ქ. ბათუმის მერის 09.12.10 წლის №25-01/4135 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად; ქ. ბათუმის მერის 11.02.11 წლის №5513/14 წერილისა და მისი დანართის შესაბამისად) კერძო საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთები, მრავალწლიანი ნარგავები და სხვა უძრავი ქონება) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება.ბოლშევიკები საფლავებში ბრუნავენ, იმათ საფლავებს დავა......... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 kisaრით განსხვავდებიან ნაცები ბოლშევიკებისგან?ბოდიში მოიხადეთ ბოლშევიკებისგან რეპრესირებული ოჯახი იყო პაპაჩემის და ვაკის პარკის განაშენიანებისას ნახაზში მისი სახლი მოხვდა ტაბიძის ქუჩაზე.( 2 ძმა ცხოვრობდა) ორივე ოჯახი ბინით დააკმაყოფილეს ფართის ზარალი არ უნახავთ, პირიქით პირობების გაუმჯობესებიტ აგერ მადაგაღვიძებულ ჩინეთში სავაჭრო ცენტრის მშენებლობისას ბომჟიკას ხუხულა მოყვა -ტიპი ცოცხალი თავით არ გადიოდა და შემოაშენეს ეს ამხელა შენობა გარშემო--წყობა იმედია გახსოვთ ჩინეთის :TAT: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 Lo Jankoბოლშევიკები საფლავებში ბრუნავენ, იმათ საფლავებს დავა......... რა ამბავში ხარ!.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 პროგრეს ტრებუიეტ ჟერტვ! იქნებლოჟნაიაა კაცო? ანუ ადეკვატურ კონპენსაციებს გაცემენ? ვითომ სახლებიდან გამოყრიან და ჰაერზე დატოვებენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 რა ამბავში ხარ!.. აბა რა ვქნა Grig, მალენკაია ვერაჩკას უკაზი ბათუმს ეხება, მე კი როგორც მოგეხსენება სწორედ მაქედან ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 ასეთი უფლება დიდი ხანია ხელისუფლებას აქვს.უბრალოდ ვერიჩკამ ეს კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის მერიას გადაულოცა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 პროგრეს ტრებუიეტ ჟერტვ! იქნებლოჟნაიაა კაცო? ანუ ადეკვატურ კონპენსაციებს გაცემენ? ვითომ სახლებიდან გამოყრიან და ჰაერზე დატოვებენ?ჯერ არ გაუციათ ადეკვატურები და ეხლა გასცემენ? წესით მიწის ფასი რაც ღირს საბაზრო ფასით ის უნდა მისცენ + კონპენსაცია ზა ნეუდობსტვო) მაგრამ ესენი მიაგზავნიან თავიანთ შემფასებლებს, შეაფასებინებენ ნახევარ ფასში და მერე საერთო დადგენილი ფასით უსწორდებიან მოსახლეობას.ვიღაცას აწყობს, ბარაკებში ცხოვრობენ და მოუვლელი საკარმიდამო ან უვარგისი გამოუყენებელი ნაკვეტები აქვთ და ვიღაცას ასენებული და მოვლილი სახლკარი, ბაღები, ფასი კი კვადრუტულობით ერტია ყველასთვის. თან ადგილის პრესტიჯულობის ფასსაც არ ითვალისწინებენ.არის ასეთი განსხვავებაც საბაზრო ფასებში. შედეგად შეიძლება თქვენი სახლი და კარმიდამო ვთქვათ 100 000 ღირდეს და 50000 გადაგიხადონ, ამ დროს თქვენი მეზობელი 20000ან კარმიდამოშიც 50000 აიღებს.ის მეზობელი კმაყოფილი და მიშას მომხრე გახდება, აი თქვენ კი ირბენთ სასამართლოებში მიშას დედის გინებით მარა...დროზე უნდა გეგინებინაო გეტყვიან და მისთვის მიცემულ ხმასაც გაგახსენებენ არჩევნებში )))))))) ასეთი უფლება დიდი ხანია ხელისუფლებას აქვს.უბრალოდ ვერიჩკამ ეს კონკრეტულ შემთხვევაში ბათუმის მერიას გადაულოცა.ბათუმს სად ყავს პატრონი. ასლანის მერე დაობლებულია)) ამ ნაბოზვრებმა ასლანის ნოსტალგია გაუჩინეს ხალხს))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 ჯერ არ გაუციათ ადეკვატურები და ეხლა გასცემენ? წესით მიწის ფასი რაც ღირს საბაზრო ფასით ის უნდა მისცენ + კონპენსაცია ზა ნეუდობსტვო) მაგრამ ესენი მიაგზავნიან თავიანთ შემფასებლებს, შეაფასებინებენ ნახევარ ფასში და მერე საერთო დადგენილი ფასით უსწორდებიან მოსახლეობას.ვიღაცას აწყობს, ბარაკებში ცხოვრობენ და მოუვლელი საკარმიდამო ან უვარგისი გამოუყენებელი ნაკვეტები აქვთ და ვიღაცას ასენებული და მოვლილი სახლკარი, ბაღები, ფასი კი კვადრუტულობით ერტია ყველასთვის. თან ადგილის პრესტიჯულობის ფასსაც არ ითვალისწინებენ.არის ასეთი განსხვავებაც საბაზრო ფასებში. შედეგად შეიძლება თქვენი სახლი და კარმიდამო ვთქვათ 100 000 ღირდეს და 50000 გადაგიხადონ, ამ დროს თქვენი მეზობელი 20000ან კარმიდამოშიც 50000 აიღებს.ის მეზობელი კმაყოფილი და მიშას მომხრე გახდება, აი თქვენ კი ირბენთ სასამართლოებში მიშას დედის გინებით მარა...დროზე უნდა გეგინებინაო გეტყვიან და მისთვის მიცემულ ხმასაც გაგახსენებენ არჩევნებში )))))))) ბათუმს სად ყავს პატრონი. ასლანის მერე დაობლებულია)) ამ ნაბოზვრებმა ასლანის ნოსტალგია გაუჩინეს ხალხს)))110% ეგრე იქნება.. კრიმინალური რეჟიმისგან ადეკცატორიბას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდეს ადამიანი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
verusi Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 110% ეგრე იქნება.. კრიმინალური რეჟიმისგან ადეკცატორიბას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდეს ადამიანი..იქნება კი არა არის ეგრე და იყო უკვე. დღემდე დარბიან სასამართლოებში ადლიაში აეროპორტის გზა რომ გახსნეს, ხალხს ზღვისპირას დაუნგრიეს სახლები და იქ საკუთარი ბარ რესტორნები დახსნეს მერე ახალ ბულვარში. ზოგი კი დარჩა კმაყოფილი სახლში შმორის სუნი რო ქონდათ და სხვას რომ ნორმალური სახლები ქონდათ ნახევარი ფასი გადაუხადეს. არ გადიოდნენ და თავზე დაანგრიეს სახლები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 შედეგად შეიძლება თქვენი სახლი და კარმიდამო ვთქვათ 100 000 ღირდეს და 50000 გადაგიხადონ, ამ დროს თქვენი მეზობელი 20000ან კარმიდამოშიც 50000 აიღებს.ის მეზობელი კმაყოფილი და მიშას მომხრე გახდება, აი თქვენ კი ირბენთ სასამართლოებში მიშას დედის გინებით მარა...დროზე უნდა გეგინებინაო გეტყვიან და მისთვის მიცემულ ხმასაც გაგახსენებენ არჩევნებში )))))))) ეგრეა ეგრე... ისე კომპენსაცია ექნებათ ალბათ ეგრე უპასუხისმგებლოდ გააკეთებენ ვითომ?? მეც ვკითხულობ რა... თითქოს დანარჩენი იყოს მოწესრიგებული... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 კრიმინალური რეჟიმისგან ადეკცატორიბას ყველაზე ნაკლებად უნდა ელოდეს ადამიანი.. მე მგონი მალე გამოთხრიან ნაცები ”კატას” და ვნახავ ვეროჩკას საწმერთულს ბაირაღივით აფრიალებულს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 (edited) რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ მინისტრის ეგ ბრძანება აბსოლუტურად კანონიერია და ემყარება თქვენი საყვარელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დროს მიღებულ კანონს საქართველოს კანონი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონში გამოყენებული ტერმინების განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:ა) შეფასება – სპეციალურად უფლებამოსილი პირის მიერ საექსპროპრიაციო ქონების ღირებულებისა და სანაცვლო კომპენსაციის განსაზღვრა;ბ) ექსპროპრიატორი – პირი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება;გ) ხარჯები – ექსპროპრიაციისას და სამართალწარმოებისას გაწეული დანახარჯები, რომლებიც მოიცავს მიწის შეფასების ხარჯებსა და სხვა ხარჯებს;დ) ექსპროპრიაციის უფლება – საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლითა და ამ კანონით განსაზღვრული აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის ერთჯერადი უფლება სათანადო კომპენსაციის უზრუნველყოფით;ე) ექსპროპრიაცია – საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლისა და ამ კანონის შესაბამისად საკუთრების ჩამორთმევა, ჩამორთმეული ქონების სათანადო კომპენსაციით;ვ) კომპენსაცია – მესაკუთრისათვის ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ სათანადო საკომპენსაციო თანხის გადახდა ან ჩამორთმეული ქონების საბაზრო ღირებულების მქონე სხვა ქონების გადაცემა.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 მუხლი 2. კანონის მიზანი 1.ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. 2.აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება შემდეგი სამუშაოების წარმოების მიზნით: ა) გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის;ბ) რკინიგზის ხაზების გაყვანისათვის;გ) ნედლი ნავთობის, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების მილსადენების გაყვანისათვის;დ)ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი ხაზების მშენებლობისათვის;ე) წყალმომარაგების, კანალიზაციისა და ატმოსფერული ნალექების კოლექტორული ხაზების გაყვანისათვის;ვ) სატელეფონო ხაზების გაყვანისათვის;ზ) სატელევიზიო კაბელების გაყვანისათვის;თ) საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი ნაგებობისა და ობიექტის მშენებლობისათვის;ი) ეროვნული თავდაცვისათვის საჭირო სამუშაოებისათვის;კ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისათვის.საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1417 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.157საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373თავი II. ექსპროპრიაციის განხორციელება მუხლი 3. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვების საფუძველი 1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის შესაბამისად აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა ექსპროპრიაციის გზით. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება ხორციელდება მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის გარდაუვალობა და სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება.2. ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ სასამართლო. სასამართლოს გადაწყვეტილებით დგინდება სახელმწიფო ორგანო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება. სასამართლოს გადაწყვეტილება აგრეთვე უნდა შეიცავდეს საექსპროპრიაციო ქონების დეტალურ აღწერას და შესაბამის მითითებას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფის აუცილებლობის თაობაზე.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 მუხლი 4. ინფორმაციის საჯარო გამოქვეყნება 1. ყველა მესაკუთრეს, რომელთა ქონება ექვემდებარება ექსპროპრიაციას, მინისტრის შესაბამისი ბრძანების გამოქვეყნების შემდეგ ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი აწვდის ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება ცენტრალურ და შესაბამის ადგილობრივ პრესაში. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს პროექტისა და მისი განხორციელების ფარგლების, აგრეთვე ტერიტორიისა და, სავარაუდოდ, საექსპროპრიაციო ქონების მოკლე აღწერას.2. პირველ პუნქტში აღნიშნულ ყველა მესაკუთრეს უნდა ეცნობოს აგრეთვე სასამართლოში განცხადების შეტანისა და სასამართლოს მიერ განცხადების განხილვის თარიღი.საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 მუხლი 5. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე1. ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების საკითხს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.2. ექსპროპრიაციის უფლების მოპოვებით დაინტერესებული პირი რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს განცხადებით ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე. განცხადებაში უნდა აღინიშნოს:ა) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს დასახელება; ბ) განმცხადებლის სახელწოდება და იურიდიული მისამართი;გ) წარმომადგენლის სახელწოდება, სახელი, გვარი და მისამართი, თუ განცხადება შეაქვს წარმომადგენელს;დ) განმცხადებლის მოთხოვნა;ე) გარემოებები, რომლებზედაც განმცხადებელი აგებს თავის მოთხოვნას;ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ამ გარემოებებს;ზ) განცხადებისათვის დართული საბუთების ნუსხა.3. განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს:ა) იმ პროექტის დეტალური აღწერა, რომლის განსახორციელებლად მოითხოვება ექსპროპრიაციის უფლება;ბ) მინისტრის შესაბამისი ბრძანება;გ) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა;დ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნების დამადასტურებელი საბუთი.4. რაიონული (საქალაქო) სასამართლო განცხადებას განიხილავს ამ კანონის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განსაზღვრულ ვადებში და დადგენილი წესით. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულდება დაუყოვნებლივ აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების წესით.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 მუხლი 6. ექსპროპრიაციის აუცილებელი წინაპირობები 1. ექსპროპრიატორი, რომელმაც მიიღო ექსპროპრიაციის უფლება, ამ კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად წინასწარ უთანხმდება ქონების მესაკუთრეს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. ექსპროპრიატორი ახორციელებს ყველა სათანადო ღონისძიებას, რათა ქონება მიიღოს მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი თავისი ხარჯით, დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით აფასებს ქონებას და განსაზღვრავს კომპენსაციის სახით მესაკუთრისათვის გადასაცემ სავარაუდო საკომპენსაციო თანხას ან სხვა ქონებას საექსპროპრიაციო ქონების საბაზრო ღირებულების შესაბამისად. მესაკუთრე უფლებამოსილია თავისი ხარჯით ისარგებლოს სხვა დამოუკიდებელი ექსპერტის დახმარებით.2. ქონების შეძენაზე მოლაპარაკების დაწყებამდე ექსპროპრიატორი ქონების მესაკუთრეს წარუდგენს წინადადებას ქონების შეძენისა და ამ ქონების კომპენსაციის წესის შესახებ. კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულება ან საკომპენსაციო თანხა არ უნდა იყოს ექსპროპრიატორის მიერ შეფასების შედეგად განსაზღვრულ თანხაზე ნაკლები. საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით სხვა ქონების გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. ექსპროპრიატორი მესაკუთრეს შეფასებას წარუდგენს წერილობითი ფორმით, სადაც აღინიშნება კომპენსაციის განსაზღვრის საფუძველი.3. საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის შესახებ შეთანხმების დადებისას აკრძალულია ექსპროპრიატორის მიერ მოლაპარაკებისათვის ან კომპენსაციის სახით საკომპენსაციო თანხის ან სხვა ქონების გადაცემისათვის ხელის შეშლა, აგრეთვე სხვა რაიმე ძალდატანებითი მოქმედება ქონების მესაკუთრის მიმართ.4. ქონების შეძენის შესახებ წინადადება უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე იმ ქონების კომპენსაციასაც, რომლის ზომა, ფორმა და მდგომარეობა უმნიშვნელოა ან არაეკონომიურობის გამო – ნაკლებად ღირებული, მაგრამ დაკავშირებულია შესაძენ ქონებასთან და ამ ქონების გარეშე გამოუსადეგარია.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 მუხლი 7. ექსპროპრიაციამდე ჩასატარებელი მოქმედებები 1. ექსპროპრიატორს ან ექსპროპრიატორის მიერ მოწვეულ დამოუკიდებელ ექსპერტს უფლება აქვს ქონების შეფასების მიზნით, ქონების მესაკუთრის თანხმობით, დაათვალიეროს ქონება, ჩაატაროს კვლევა, აიღოს ნიმუშები და განახორციელოს სხვა მოქმედებები. 2. ექსპროპრიაციის დაწყებამდე ექსპროპრიატორი გადასცემს ქონების მესაკუთრეს წერილობით დოკუმენტს, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა) დასაბუთებას ქონების ჩამორთმევისათვის საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის შესახებ, რომელშიც მითითებული იქნება მინისტრის შესაბამისი ბრძანება და სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზედაც ექსპროპრიატორს მიენიჭა ქონების ჩამორთმევის უფლება;ბ) დასაბუთებას, ქონების საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის გამოყენების შესახებ;გ) საექსპროპრიაციო ქონების მდებარეობისა და მოცულობის დეტალურ აღწერას; საკომპენსაციო თანხის ოდენობას ან კომპენსაციის სახით გადასაცემი სხვა ქონების დეტალურ აღწერასა და მის საბაზრო ღირებულებას ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 მუხლი 8. დავა ქონების საბაზრო ღირებულებასა და კომპენსაციაზე1. თუ ექსპროპრიატორი და ქონების მესაკუთრე ვერ თანხმდებიან ქონების საბაზრო ღირებულებასა და საკომპენსაციო თანხაზე ან კომპენსაციის სახით შეთავაზებული ქონების გადაცემაზე, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში განსჯადობის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი წესით.2. ექსპროპრიატორის სარჩელს თან უნდა დაერთოს:ა) საექსპროპრიაციო ქონების დეტალური აღწერა;ბ) ქონების ექსპროპრიაციისათვის საზოგადოებრივი აუცილებლობის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტები;გ) საზოგადოებრივი აუცილებლობისათვის განსახორციელებელი პროექტის შესახებ დოკუმენტები;დ) რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე.3. მხარის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს საექსპროპრიაციო ქონების კომპენსაციის სახე.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 მუხლი 9. სასამართლოს მიერ ქონების შეფასება სასამართლო უფლებამოსილია ქონების შეფასების მიზნით დანიშნოს დამოუკიდებელი ექსპერტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი ექსპერტი განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს სასამართლოს დასკვნას საექსპროპრიაციო ქონების, ასევე ამ ქონების სანაცვლოდ მესაკუთრისათვის კომპენსაციის სახით შეთავაზებული სხვა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ. დამოუკიდებელი ექსპერტის დასკვნის, აგრეთვე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე საექსპროპრიაციო ქონების სანაცვლოდ ქონების მესაკუთრისათვის გადასაცემი კომპენსაციის საბოლოო შეფასებას ახორციელებს სასამართლო.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49 მუხლი 10. ექსპროპრიატორის ვალდებულებანი ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებასთან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები. მუხლი 11. სასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებასასოფლო-სამეურნეო მიწის შეფასებისას გაითვალისწინება ასევე მასზე არსებული ნათესების ღირებულება, რომელიც გამოიანგარიშება იმ შემოსავლის გათვალისწინებით, რომელსაც ქონების მესაკუთრე მისგან მიიღებდა მიმდინარე სამეურნეო წლის განმავლობაში. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე თესვა განხორციელდა ქონების შეფასების შემდეგ, მათი ღირებულება არ გაითვალისწინება კომპენსაციის განსაზღვრისას.საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.49თავი III. დასკვნითი დებულება მუხლი 12. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.საქართველოს პრეზიდენტიე. შევარდნაძე.თბილისი,1999 წლის 23 ივლისი.№2349_რს შეტანილი ცვლილებები:1. საქართველოს 2005 წლის 22 აპრილის კანონი №1417 - სსმ I, №22, 18.05.2005 წ., მუხ.1572. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4204 - სსმ I, №4, 12.01.2007 წ., მუხ.493.საქართველოს 2010 წლის 15ოქტომბრის კანონი №3717 - სსმ I, №57, 25.10.2010 წ., მუხ.373 Edited March 18, 2011 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted March 18, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 18, 2011 აბა შევარდნაძის დრო ჯობდა..?? :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.