Jump to content
Planeta.Ge

სჯის თუ არა ღმერთი ცოდვილებს?


Recommended Posts

აუფფფ, სატურნი გყავთ რელიგიის განყოფილებაში მოდერატორად? :givi:

 

"ცირკ ნო პირატნო"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ისე ეს თემა შენ განყოფილებაში რომ მიიღო, რას იტყვი?

ყოვლად მიუკერძოებელი, გაწონასწორებული და ობიექტური მოდერი გვყვავს,

თანაც ისე ასაბუთებს თავის შეხედულებებს, რომ არცერთი მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს არ აყენებს შეურაცხყოფას :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყოვლად მიუკერძოებელი, გაწონასწორებული და ობიექტური მოდერი გვყვავს,

თანაც ისე ასაბუთებს თავის შეხედულებებს, რომ არცერთი მორწმუნის რელიგიურ გრძნობებს არ აყენებს შეურაცხყოფას :)

 

ეს როგორ გამოდის, მელა რომ დაყენო საქათმის დირექტორად? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს როგორ გამოდის, მელა რომ დაყენო საქათმის დირექტორად? :givi:

აზრის მერე ყველა მოდერი უფრთო ანგელოზი მგონია :givi:

 

ეგ ყველაფერი კარგი მეგობრებო და დეპრესა აღAრ ჩანს, ხომ მშვიდობაა :007:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"დანიელის წიგნის მიხედვით "ლოდის" არასწორი ინტერპრეტაცია"-ქრისტიანული გაგებით

"ლოდის გამოგორებას" - აპოკალიფსს ადარებდნენ, იმ სახელმწიფოს სიძლიერს, რომელშიც თავად ცხოვრობდნენ და ან სხვა ცივილიზაციის გამოჩენას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

verusi

 

არა, თუ კარგად არ მოვიქცევით, ვიზას სასტუმროს ბრონს არ მოგვცემენ "იქ" მივლინების შემთხვევაში. კონსული ჩვენს შინაურ საქმეებში არ ერევა :user:

არა სასტუმროს მოგცემენ თუ მიმვლინებელიც და სასტუმროების ქსელის მეპატრონე ერთია))

ოღონდ სხვადასხვა პერსოლნალი და მომსახერეობაა იმ სასტუმროებში სასტუმროების პროფილის ჩათვლით ))

 

ერთი ანეკდოტი გამახსენდა ჯოჯოხეთზე.

ექსკურსიაა ჯოჯოხეთში და ტურისტები ხედავენ ქვაბს სადაც ეშმაკები ხარჩავენ ვიღაცეებს დიდ ქვაბში. ნაწილი ურევს და ნაწილი კიდო სამკაპებით შიგ ვიღაცეებს ტენის ამოძრომა რომ უნდათ.

იკითხავენ აქ რა ხდებაო და აქ ცოდვილებს ხარჩავენო. სულ გაქცევას ფიქრობენ და ყურადღებით უნდა იყონ ეშმაკები არ გაექცენო.

მეორეში კი ქვაბს არავინ დარაჟობს და აქ რა დებაო იკითხავენ.

მაქ ქართველები იხრაკებიანო.

მერე დარაჯი რატომ არ ყავთ არ გეშინიათ გაგექცევიანო?

გაეცინა ეშმაკს და არაო) მაგათგან რომელიმემ თუ ამოძრომა სცადა, ისევ მისიანი ჩაავლებს ხელს და უკან ჩაითრევსო))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ფსევდო ღვთისმოსაობას შეაგინა

მხოლოდ ფაქტებით რომ ვიხელმძღვანელოთ და ამოსავალ წერტილად მივიღოთ აპრიორი რომ ღმერთი არსებობს, ნათელია რომ ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინების შემდეგ მან თავისი პოლიტიკა (პირობითად ასე დავარქვათ) შეცვალა და ძალადობაზე ხელი აიღო. ყოველ შემთხვევაში ძალადობის არც ერთი ფაქტი ქრისტიანული სწავლების მიხედვით უშუალოდ ღმერთს არ მიეწერება განსხვავებით ქრისტეს დაბადებამდე არსებული მდგომარეობისა, როცა იგი ხან გოგირდის წვიმით კლავდა ხალხს და ხან წყალში აღრჩობდა.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

The outspoken governor of Tokyo, Shintaro Ishihara, told reporters Monday that the disaster was "punishment from heaven" because Japanese have become greedy.

 

ტოკიოს ერთ-ერთმა ცნობილმა გუბერნატორმა შინტარო იშიჰარამ თქვა, რომ ეს არის ზეციდან მოვლენილი სასჯელი იმისათვის, რომ იაპონელები ხარბები გახდნენო

 

http://news.yahoo.com/s/ap/ap_on_bi_ge/as_japan_earthquake

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტოკიოს ერთ-ერთმა ცნობილმა გუბერნატორმა შინტარო იშიჰარამ თქვა, რომ ეს არის ზეციდან მოვლენილი სასჯელი იმისათვის, რომ იაპონელები ხარბები გახდნენო

მერე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ე.ი. ვკითხულობ ვკითხულობ და მაინც ვერ გამოვიტანე აზრი სჯის თუ არა ღმერთი ცოდვილებს :)

 

ჩემი აზრი კი შემდეგია:

ცოდვილი ყოველთვის ისჯება, მაგრამ ზოგი აქ, დედამიწაზე და ეს ფუფუნებაა :) და ზოგი კიდევ იქ ზემოთ, ეს უკვე ფუფუნება აღარ არის და ამას უკვე ჯოჯოხეთი ქვია.

თუკი აქ ისჯები ფუფუნება იმიტომ არის, რომ გამოსყიდვის საშუალება გეძლევა, ასევე დაფიქრების, რომ შენი ცხოვრების წესი, ფიქრები შეცვალო და გული გაჰხადო წმინდა. თუმცა უფალმა იცის, თუ ვის უნდა მოუვლინოს განსაცდელი აქ, დედამიწაზე, რადგან ყველას არ შეუძლია ამის სწორად აღქმა, როგორც წმინდა მამები იტყოდნენ, ყველა არ არის სულიერად მზად ამისთვის. ამიტომ ერთი და იგივე მოვლენა სხვადასხვა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, იმდენად რამდენად ზუსტად აღიქვამს ის მოწოდებულს.

 

საკმაოდ ბევრი რამ მაქვს კიდევ სასწავლი და იმედი მაქვს უფალი შემეწევა ამ საქმეში, ამიტომ არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც ჯერ არ ვიცი. ამიტომ აქ გავჩერდები.

 

ყველას გისურვებთ სწორი გზა აგერჩიოთ, რასაც ქვია გულის გაწმენდა ბოროტისაგან. თქვენ თუკი ვინმე გძულთ დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი არ შემოგიშვიათ გულში და ბოროტი სუფევს. ეს ერთგვარი ფორმულაა. როცა ისწავლით ან თუ იცით რას ნიშნავს უანგარო სიყვარული, მაშინ თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ სწორ გზაზე დგახართ. მანამდე კი შევეშვათ მამაოს ქადაგების განხილვას, რადგან სწორ ვერსიას მაინც ვერავინ იტყვის და ბოლოს გამოვა, რომ ერთმანეთს დავლანძღავთ და უკიდურეს შემთხვევაში შევიძულებთ, რადგან ბოროტს არ სძინავს და სწორედ რელიგიის თემა შეიძლება გახდეს ამპარტავნების მიზეზი.

 

ამ ბოლო დროს ბევრი ლექსი დავწერე რელიგიურ თემაზე, ბოლო ჟამის შესახებაც. ვისაც სურვილი გაქვთ და დრო გაქვთ შეგიძლიათ წაიკითხოთ: :)

 

თუმცა სანამ ამ ლექს დავწერდე მინდა იესოს ლოცვა დავწერო:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იესოს!

 

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი

იყავ მოწყალე, მომირჩინე სული გმობილი

მიკურნე სული, ჩამისახე სიმშვიდის დარი

რათა ჩემს სულს და სხეულს შორის არ დარჩეს ბზარი

 

იესო ქრისტე შენს სიყვარულს ვერ იტევს გული

შენი დიდებით მადლმოსილნი ვიქმენით სრული

შენით ამოდის დასავლეთით დიადი ბრძენი

და ამ ქვეყნისა დათვლილია ყოველი დღენი

 

ამაო წუთებს გვილამაზებს იმედი შენი

მამა-შვილური დარიგება, ამაგი ზეცის

დაე ყოველთვის გადიდებდეს გენი ქართული

ედემსა შინა მათ დაეთმოთ ველი ზღაპრული...

 

ამინ ამინო! ანგელოზმა ჩურჩულით მითხრა

აღარ იყოსო ქართველებში ბოღმა და ლიქვნა

ღმერთს ადიდებდნენ, ილოცავდნენ, იყვნენ მარხულად

და ზევით მიწა ექნებათო გადანახულად!

 

უფალს დიდება, ჩვენ მშვიდობა, ვიომოთ ღვთისთვის

სალამი ვითხრათ, მივეგებოთ სითბოთი ღვთისშვილს,

ალილუია, ალილუია, ალილუია, ილოცეთ ყველამ

თითოეული სულისათვის გვჭირდება შველა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლო ჟამი:

 

ქალით დაიწყო ყოველივე უბედურება დედამიწაზე

მას მოჰყვა სულის გახრწნილება ბოლო მოდაზე

კერპთაყვანცემით,ორგულობით ვდევნიდით უფალს

მამონს ვეტრფოდით, ვახვედრებდით უზადო სუფრას

 

ასე გაგრძელდა აღრიცხვები საუკუნეთა

ამას მოესწრო თაობები აღუნუსხნელთა,

ვინც აღიარა, აღიარა გულით უფალი

მათთვის გაიხსნა სხვა სამყარო თავისუფალი

 

მძიმეთ ჭიდილი ქარიშხალში აქ სულებზეა

თითოეული საჭიროა იყოს ცხებულად

განსასასჯელი ადამ მოდგმის აქ სულ ერთ დღეა,

ბევრნი გადარჩნენ, მხოლოდ მცირე იყოს ვნებულად.

 

სურვილი არის ყოველივე ვცხონდეთ უზადოდ,

თუმცა ამ სიტყვას ბევრი ვეღარ ემორჩილება

ქვეყნიერება მიემსგავსა უკუნს უსასოს

უღმერთო სული ამა სოფელს ეპოტინება

 

შენ დაიფარე უფალო თითოეულ კაცად!

შენ მოანდომე უკვდავებად სულთა თავისად!

აღმოაცენე სიყვარული ჭეშმარიტ ღმერთის,

მიეც სიცოცხლე, მარადიულ თავისთავისად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აზრის მერე ყველა მოდერი უფრთო ანგელოზი მგონია

აქაც ოღონდ მიშა არა და ჯანდაბას ალასანიას ამბავია? ისე მე მაგ იუზერის მიერ განაწყენებული ხალხის სიას ვადგენ და უკვე ათეულს გადასცილდა, შეცდომა დავუშვი თავიდანვე არ უნდა მეპასუხა მის აბდაუბდა ვითომინტელექტუალურ კითხვებზე, აწი ჯერ კარგად უნდა გავიცნო მოსაუბრე და მერე შევიდე მასთან დისკუსიაში, თორემ ფსიქიატრია ნაკლებად მიტაცებს :givi:

 

ქალით დაიწყო ყოველივე უბედურება დედამიწაზე

მას მოჰყვა სულის გახრწნილება ბოლო მოდაზე

კერპთაყვანცემით,ორგულობით ვდევნიდით უფალს

მამონს ვეტრფოდით, ვახვედრებდით უზადო სუფრას

 

ასე გაგრძელდა აღრიცხვები საუკუნეთა

ამას მოესწრო თაობები აღუნუსხნელთა,

ვინც აღიარა, აღიარა გულით უფალი

მათთვის გაიხსნა სხვა სამყარო თავისუფალი

 

მძიმეთ ჭიდილი ქარიშხალში აქ სულებზეა

თითოეული საჭიროა იყოს ცხებულად

განსასასჯელი ადამ მოდგმის აქ სულ ერთ დღეა,

ბევრნი გადარჩნენ, მხოლოდ მცირე იყოს ვნებულად.

 

სურვილი არის ყოველივე ვცხონდეთ უზადოდ,

თუმცა ამ სიტყვას ბევრი ვეღარ ემორჩილება

ქვეყნიერება მიემსგავსა უკუნს უსასოს

უღმერთო სული ამა სოფელს ეპოტინება

 

შენ დაიფარე უფალო თითოეულ კაცად!

შენ მოანდომე უკვდავებად სულთა თავისად!

აღმოაცენე სიყვარული ჭეშმარიტ ღმერთის,

მიეც სიცოცხლე, მარადიულ თავისთავისად!

შემიყვარდი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საკმაოდ ბევრი რამ მაქვს კიდევ სასწავლი და იმედი მაქვს უფალი შემეწევა ამ საქმეში, ამიტომ არ მინდა ისეთი რამ ვთქვა, რაც ჯერ არ ვიცი. ამიტომ აქ გავჩერდები

მანდ კი არა, აზრი რომ რასელისტურ ქადაგებას დაგიწყებს აი იქ უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ სწორედ შენნაირებს ეძებს ვისაც კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

 

ამ ბოლო დროს ბევრი ლექსი დავწერე რელიგიურ თემაზე, ბოლო ჟამის შესახებაც. ვისაც სურვილი გაქვთ და დრო გაქვთ შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ძალიან ლამაზი და საინტერესო დამაფიქრებელი ლექსები გაქვს, საკუთარი საიტი თუ გაქვს ლინკი დადე აქ და დიდი სიამოვნებით გავეცნობი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მანდ კი არა, აზრი რომ რასელისტურ ქადაგებას დაგიწყებს აი იქ უნდა გაჩერდე, იმიტომ რომ სწორედ შენნაირებს ეძებს ვისაც კიდევ ბევრი აქვს სასწავლი.

 

ცოტა რომ ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს რასელისტური? ანუ საერთოდ ვერ მივხვდი, არადა მაინტერესებს რა თქვი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...