asds Posted March 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 asds დეპრესას ვერ მოერევი ხო დეპრესას ვერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted March 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 ეხლა ევრონიუსზე მოძრავ სტრიქონზე წერია,რომ იაპონიის ატომურმა სააგენტომ დაადასტურა აფეთქება მეორე რეაქტორზეც..რომელიც მოხდა რამდენიმე საათის წინ.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 ეხლა ევრონიუსზე მოძრავ სტრიქონზე წერია,რომ იაპონიის ატომურმა სააგენტომ დაადასტურა აფეთქება მეორე რეაქტორზეც..რომელიც მოხდა რამდენიმე საათის წინ.. ხო,სნნ–ზე ბაზრობენ ეხლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 marituna მათემატიკის და ფიზიკის წიგნებს გაეცანი ჯობია, თუ უკვე დაგვიანებული არაა. ცოტას გავეცანი თავის დროზე. ისე კი მესმოდა მათემატიკა და ვსწავლობდი, მაგრამ ვერ დავიჩემებ მისხალ-მისხალ ვიცი მეთქი.აი ფიზიკის მასწავლებელი ზარმაცი მყავდა და მოგეხსენებათ არც ისე სახალისოა ფიზიკის სწავლა ისედაც. ზოგადი წარმოდგენა მაქვს ინტუიციის დონეზე, ერთ ზაფხულს ბიძაჩემი ჩამიჯდა და მაგრად მამეცადინა, თუმცა ამას ცოდნა არ ქვია. ისედაც ჰუმანიტარული კუთხით უფრო განვითარებული ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ბაბუა, დეიდა, ბიძა და დედა მათემატიკოს-ფიზიკოსები არიან. მე ბიბლიის, სახარების და წმინდა მამების წერილების წაკითხვა გირჩიეთ, მაგრამ ნუ გეგონებათ, რომ მე თავიდან ბოლომდე ჩაბულბულებული მაქვს, უბრალოდ ახლა პროცესში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ , უზადოდ. ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. აქ ზოგი ფრაზა ისეთი იყო, რომელზეც მქონდა პასუხი, უბრალოდ არ მინდა ნიშნის მოგებით მოგმართოთ, რა უფლება მაქვს. დიდი ამბავი თქვენზე ადრე თუ წავიკითხე ერთი "წიგნი", შეიძლება ამ დროს თქვენ მეორეს კითხულობთ. ამიტომ დავწერე, რომ გაეცანით-თქო, თუკი ეს ჯერ არ დაგიწყიათ . მიყვარხართ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 ბიბლია წაიკითხეო ტო, რაც წაკითხული მაქვს ისიც არ წამეკითხა ნეტა : )))) რატომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 ბაბუ ფსიქოლოგთან რომ მივიდეს ადამიანი და ნეგატიური ემოციებისგან ამ გზით დაიცალოს ნაკლები შვება იქნება ვითომ?ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, როცა ცრემლები თავისით გდის. ფსიქოლოგთან შეიძლება იტირო, იმიტომ, რომ შენი თავი შეგეცოდოს, ან ნერვები მოგეშალოს რაიმეს მოყოლოს დროს. ფსიქოლოგთან იმიტომ მიდიხარ, რომ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო და არა შენი აზრები და სული.აი აღსარება უდიდესი შვებაა..ცდილობ მოიშორო "ჭირი" და წმინდად განაგრძო ცხოვრება მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ლორეს მოსალოცად ვიყავი (ამჟამად სომხეთის ტერიტორიაზე, ძველად საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა).ადგილი , სადაც თამარი ძალიან ხშირად ჩადიოდა და ივანე მხარგრძელია დაკრძალული შიგნით ტაძარში. (ახტალის ეკლესიაში). როდესაც შევედით საოცარი გრძნობა დამეუფლა, თითქოს თვალწინ გამიელვა ისტორიამ, რომელიც ამ ტაძარს და ტერიტორიებს უკავშირდებოდა. არ ვიცი რა იყო ეს, მთლიანად შევიგრძენი მადლი, რომელიც ამ ეკლესიაში ტრიალებდა. ძალიან მომინდა ლოცვა. მამაო ჩვენო ვთქვით ერთად, მერე საგალობლები ვიგალობეთ. არასოდეს დამავიწყდება. მერე ვიკითხე მხარგრძელის საფლავი სად არის მეთქი, აღმოჩნდა, რომ საკურთხევლიდან მარჯვნივ იყო შესასვლელი. მარტო შევედი, უკუნითი სიბნელე იყო. სანთელი და ასანთი მქონდა თან. ავანთე და რას ვხედავ. ჩემს ირგვლივ ყრია ხის ნაფოტები და ჩემს წინ აღმართულია ჯვარცმის უდიდესი გამოსახულება. ვერავინ ვერ მიხვდება რა დამემართა, იმიტომ, რომ დღემდე არ ვიცი რა იყო ეს. მუხლებზე დავეცი და მსხვილი ცრემლებით ვტიროდი. არ ვიცი რატომ ვტიროდი, ეს იყო აღსარება? ეს იყო სინანული ეკლესიის მიუხედავობის გამო? ეს იყო ვედრება? საქართველოს ტკივილი? არ ვიცი, შეიძლება ყველაფერი ერთად. მე მაშინ ღმერთმა ჩამიხუტა და მანუგეშა. არ იცით იქედან როგორი გამოვედი, ვერასდროს ვერცერთი ადამიანი ვერ გამოვა ისეთი ფსიქოლოგისგან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 ჩემთვის არ არსებობს, და ეს ღმერთის პრობლემა უფროა ვიდრე ჩემი... მამენტ. ვაიმე არ ვიცი რამდენი წლის ხარ, რას წარმოადგენ, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, რაღაცა ძაალიან საყვარელი ხარ ჩემთვის ღმერთი არ არსებობსო და ეს მისი პრობლემააო. და თუ არ არსებობს ვისი პრობლემაა? არ მეპასუხა არ შემეძლო :ravic: ისე, ჩემი აზრი თუ გაინტერესებს შენი პრობლემა უფროა, საერთოდაც პრობლემა ცუდი სიტყვაა აქ. შენი გზაა ეს და არა უფლის. იესომ უკვე გაიარა ჩვენთვის ეკლიანი გზა იმისთვის, რომ ჩვენ ვცხონდეთ და შენ არ გთხოვს იმავეს. მხოლოდ სიყვარულს და რწმენას ითხოვს. და სიყვარული უფლისა და რწმენა მისი უკვე შენი საქმეა და არა უფლის. შენ ახლა როგორ რაღაცას იძახი იცი? აი მე მაგალითად ძალიან ვდარდობ ბოლო ჟამის გამო არა იმიტომ, რომ მეშინია, არამედ იმიტომ, რომ ჩემი საყვარელი ადამიანები (ზოგი) არ არის რწმენაში.(კაცმა არ იცის ვინ ცხონდება და ვინ არა, მე მინდა, მაგრამ ვინ იცის)..ჰოდა მათ რომ არ სწამთ მე ვდარდობ ამას, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ეს მათი გადასაწყვეტია. შეიძლება ცუდი შედარება მომყავს, მაგრამ უფალს ყველა ძალიან ვუყვარვართ, მაგრამ ის ვერ ჩაერევა შენს გადაწყვეტილებაში, თუმცა კი უნდა, რომ ცხონდე. შენ თუ მიხვალ მასთან ის დაგეხმარება შენ, მაგრამ შენით უნდა მიხვიდე იქამდე. რა ვქნა, რა გავაკეთო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 არაფერი არსებობს ამ პლანეტაზე ისეთი რასაც ვერ მოვერევი მასე ეგონათ იაპონელებსაც (ვიცი, რომ ფსიქოლოგიურ პონტში თქვი. მე მაგალითად ნამდვილ შინაგან ბედნიერებას ვერ მივაღწიე უღმერთოდ, შენ?) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 http://www.youtube.com/watch?v=nh-qYZW0gX0&NR=1 თქვენის ნებართვით პაწას წავიპრასლავნიკებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 15, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 (edited) marituna მასე ეგონათ იაპონელებსაც (ვიცი, რომ ფსიქოლოგიურ პონტში თქვი. მე მაგალითად ნამდვილ შინაგან ბედნიერებას ვერ მივაღწიე უღმერთოდ, შენ?)არ ვიცი რა ეგონათ იაპონელებს, მაგრამ ნამდვილად ვიცი რომ შინაგან ბედნიერებასაც მივაღწიე და ადამიანურ ბედნიერებასაც.. ნუ ღმერთი შეიძლება დამეხმარა ამაში ფარულად, მაგრამ ვფიქრობ მე მოვახერხე ეს დამოუკიდებლად, რადგან სტერეოტიპების და შიშების ტყვეობაში არ ვარ, არ გავურბივარ ემოციებს და ემიციურობის, არ ვარ რკინის და არ მინდა ვიყო ასეთი.. ანუ ადამიანი ვარ და ვხელმძღვანელობ რა ჩემი აზრით მაღალი მორალურ ზნეობრივი ღირებულებებითა და პრინციპებით პრინციპში ადვილად ვალაგებ თაროებზე პირვეხარისხოვანს და ნაკლებად მნიშვნელოვანს. ხოდა ბედნიერიც ვარ, თან აი რასაც ქვია მაგარი ბედნიერი, ოჯახი, ბავშვები, მეუღლე, მოკლედ ყველაფერი რაც ადამიანს ბედნიერებისთვის გჭირდება და რაც მთავარია ვაფასებ ამ ყველაფერს და ვიცი რომ არაფერი უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე ის რაც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი არ არსებობს.. ნუ ჩემი იდეინობიდან გამომდინარე რიგ სირთულეებსა და ფინანსურ მატერიალურ პრობლემებს გადავაწყდით აგვისტოს ომის შემდეგ, მაგრამ ფული და ქონება არასდროს ყოფილა ჩემთვის მნიშვნელოვანი და ამდენად ბედნიერებაც ისევეა ჩემი თანმხლები დღეს როგორც 5 წლის წინ იყო მაგალითად.. ანუ ამას იმიტომ ვწერ, რომ ერთი მარტივი კითხვა დავსვა, იქნებ ჩვენშია ღმერთი და ის სადღაც ზეციურ წიაღსვლებში არ უნდა ვეძებოთ? იქნებ ჩვენშია ბედნიერების, სიკეთის, ადამიანობის გასაღები და არა გარე ფაქტორებში? პატივს ვცემ შენ რწმენას და ყველა სხვა ადამიანის რელიგიურ ემოციებს, აქ ორი აზრი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ რომ თავად უნდა მოახერხოს ადამიანმა იყოს ძლიერი და სტერეოტოპებისგან და შიშებისგან გათავისუფლებაც დამოუკიდებლად შეძლოს, ყოველგვარი ღვთიური ჩარეევის გარეშე.. შიშს მიყავს ადამიანი რელიგიასთან, არადა კეთილშობილებითა და სიყვარულით უნდა ხელმძღვაბელობდეს.. ვაიმე არ ვიცი რამდენი წლის ხარ, რას წარმოადგენ, მაგრამ რომ არ გითხრა არ შემიძლია, რაღაცა ძაალიან საყვარელი ხარ 33 წლის რევოლუციონერი ვარ, თან საკალელი რევოლუციონერი როგორც ჩანს არანაირი მეორედ და მესამედ მოსვლა არ იქნება, ნურაფრის გეშინია Edited March 15, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 უძლიერესი მიწისძვრა იყო. Официальный представитель Геологической службы США Харли Бенц напомнил, что самое сильное зафиксированное землетрясение произошло в Чили в 1960 году. Его магнитуда составила 9,5. За ним следуют землетрясения на Аляске в 1964 году (9,2) и в Северной Суматре в 2004 году (9,1). ოღონდ ეს ციფრები მაგნიტუდაა და არა ბალები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 მე ძალიან კარგად მესმის შენი ყოველი სიტყვა და მინდა გითხრა, რომ ათეისტს გავხავ, მაგრამ ვინ იცის, ყველამ თავისი რწმენის თვითონ იცის. ცუდია როცა პოსტის არც დასაწყის და არც დაასარულს კითხულობბ. ძალიან მიკერძოებული და არაკომპეტენტური სტატიაა... კონკრეტულად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 იაპონიაში მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში მაშველებმა ასობით ამოუცნობი ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა შესახებ ოფიციალური მონაცემები სამჯერ გაიზარდა. სააგენტო "კიოდოს" ინფორმაციით, პოლიცია, რომელიც 14 მარტს ოფიციალურად 2414 ადამიანის დაღუპვის შესახებ საუბრობდა დღეს 6 ათას დაღუპულზე აცხადებს. ათასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. სპეციალისტების განცხადებით მსხვერპლი გაცილებით მეტია და ის 10 ათასს ბევრად აღემატება.http://ghn.ge/news-37056.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 (edited) ფუკუსიმაში რადიაციის დონის მომატებისა და ქარის ტოკიოს მიმართულებით შეცვლის შედეგად, ტოკიოს მოსახლეობაში პანიკაა. ამის შესახებ "ნიუსლენდი" იუწყება.ქალაქის მოსახლეობის ნაწილმა უკვე მიიღო გადაწყვეტილება ტოკიოს დატოვების შესახებ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა დაიწყეს წყლის, რადიომიმღებების, ფანრების, სანთლების, ბენზინის, სამაშველო რგოლებისა და მედიკამენტების მარაგის შევსება.ზოგიერთი ქვეყნის საელჩომ იაპონიაში საკუთარ თანამშრომლებს და მოქალაქეებს დაზარალებული რეგიონების დატოვება ურჩია. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები აპირებენ ოფისები სხვა ქალაქებში გადატანას. ბოლო ინფორმაციით, ტოკიოში რადიაციის დონემ ნორმას 40-ჯერ გადააჭარბა.http://www.interpressnews.ge/ge/msoflio/162595-iaponiashi-radiaciis-fonis-momatebis-shedegad-tokioshi-panikaa.htmlცუნამის შესახებ ფილმები აკრძალეს გასაგებია რატომაც Edited March 15, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 15, 2011 ეხლა ევრონიუსზე მოძრავ სტრიქონზე წერია,რომ იაპონიის ატომურმა სააგენტომ დაადასტურა აფეთქება მეორე რეაქტორზეც..რომელიც მოხდა რამდენიმე საათის წინ..კი. ჩეხებიც ამას სწერენ, რომ Fაკუშიმაში დღეს ორი აფეთქება მოხდა და რადიაციის დონე მაღალია. თან ქარი ტოკიოსკენ უბერავს ეხლა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.