asds Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 (edited) ვინ კაცი რა კაცი? კაცობაზე ვისაც აქვს პრეტენზია ჭორიკანასავით არ დასდევს სხვებს უკან-უკან კი არადა პოსტ-პოსტ და უკბილოდ კბენდეს ;)რავიცი ძმაო, რამენაირად გადაწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხი. ორივე კარგი ადამიანი ხართ, მე ასე მჯერა, თანაფორუმელები ხართ, რავიცი რაღა ვთქვა ტო, საერთოდ რას ერჩით ერთმანეთს ეს ოხერი : )) აი მართლა არ მესმის : ) ჩემზე რთული ადამიანი პლანეტაზე დადის ცოტა ალბათ ნეტო შტო ამ ფორუმზე, მაგრამ ერთი სატურნთან ვარ კონფლიქტში და ისიც მწყინს რადგან საწყენია ადამიანთან ნორმალურად ურთიერთობა რომ არ გამოვიდა.. ასეა თუ ისე ვაიგნორებთ ერთმანეთს და მინიმუმ თქვენ მაინც აღარ გიქმნით დისკომფორთს.. იგივე გააკეთეთ, იქნებ გამოვიდეს. Edited March 13, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 რავიცი ძმაო, რამენაირად გადაწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხი. მე არავისთან პრობლემა არ მაქვს. უსაფუძვლო ბოღმიანობა მაღიზიანებდა უახლოეს წარსულში, მაგრამ ცერცვის და კედელის არ იყოს, აზრი არ აქვს ნერვის შეტოკებასაც. პ.ს.თემისა აოფებ შენც და "კოლმეურნების თავმჯდომარე" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 asdsრავიცი ძმაო, რამენაირად გადაწყვიტეთ ერთმანეთთან ურთიერთობის საკითხი. სიტუაციის განმუხტვაც ცდილობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 ვინმემ იცის ზუსტად მოდხდა თუ არა რადიაციის გაჟონვა?რეაქტორიდან არა, როგორც ამბობენ.. ანუ რეაქტორების გერმეტულობა არ დარღვეულა.. მე არავისთან პრობლემა არ მაქვს. უსაფუძვლო ბოღმიანობა მაღიზიანებდა უახლოეს წარსულში, მაგრამ ცერცვის და კედელის არ იყოს, აზრი არ აქვს ნერვის შეტოკებასაც. პ.ს.თემისა აოფებ შენც და "კოლმეურნების თავმჯდომარე"ბოდიში asds სიტუაციის განმუხტვაც ცდილობ? ხო, რაიყო მეც ადამიანი ვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 Уже четвертая японская АЭС в аварийном состоянии Четвертая по счету японская АЭС оказалась в аварийном состоянии после серии землетрясений и цунами. Остановился насос в охлаждающей системе одного из блоков станции "Токай-2". Она находится примерно в ста километрах от Токио, что вдвое ближе, чем две атомные электростанции Фукусима-1 и Фукусима-2. Охладить на них реакторы специалисты пытаются еще с пятницы.http://oko-planet.su/phenomen/phenomenday/62776-yaponiya-u-pervogo-reaktora-aes-fukusima-proizoshel-vzryv.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 მოდრაციამ ტემა გაწმინდოს ოFებისგან ! სირცხვილია ესეც წაშალეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 (edited) უცხო_პლანეტელი მე ძალიან კარგად მესმის შენი ყოველი სიტყვა და მინდა გითხრა, რომ ათეისტს გავხავ, მაგრამ ვინ იცის, ყველამ თავისი რწმენის თვითონ იცის. იაპონიის მოვლენას დასჯად ვერ აღიქვამ, ვერ დავეთანხმები ჩვენს ზოგიერთ მოძღვარს, რომელიც ინტერნეტში ქადაგებს, რომ ეს იაპონიაში არსებული საროსკიპოების გამო მოხდა. ეს სენი მთელს დედამიწაზეა მოდებული და რატომ მაინცდამაინც იაპონია. თუმცა ვინმემ შეიძლება თქვას, აბა რომელი ქვეყანა..იქნებ ყველა ერთად, ვინ იცის? მე დიდი აზროვნებით არ გამოვირჩევი, ამიტომ არ მინდა თავი შეგაწყინოთ, უბრალოდ ჩემს აზრს დავწერ ამ მოვლენებთან დაკავშირებით და გავჩუმდები. ის, რომ ბევრი რამ ჩვენთვის გაუგებარია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ აუხსნელია ეს ყველაფერი. ადამიანებს ერთი რამ არ უნდათ გაიგონ, რომ ჩვენთვის ყველაფერი არ არის გახსნილი და ხელმისაწვდომი. ბოლო ჟამის პერიოდი, იგივე ე.წ. მეორედ მოსვლა ახლოვდება, ამას იძახიან წმინდა მამები, წინასწარმეტყველები, თუმცა ზუსტად არავინ არ იცის რა სახით იქნება ეს მეორედ მოსვლა. ჩვენ, მორწმუნეებმა ვიცით, რომ ყველა მოვლენა, კარგი თუ ცუდი ღვთის დაშვებითა და ღვთის ნებით ხდება. უფალმა დაუშვა ეს. ე.ი. აქვს ამ მოვლენას ახსნა. ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უფალს შეიძლება დავუკავშიროთ, შეიძლება ძალიან მარტივად აიხსნას მეცნიერულად, ასტროლოგიურად და ა.შ. პირადი ფაქტი: მხურვალე ლოცვისა , სინანულისა უფალთან ძლიერი კავშირის შემდეგ(სიტყვებით მიჭირს გადმოცემა), მე ძალიან სასიკეთოდ წამივიდა საქმეები, წარმოუდგენლად აწყობილად ისე, რომ მე ფაქტიურად "ხელი არ გამონძრევია". მენიშნა კიდევაც ღვთისგან, რომ ის მანებივრებდა ამით. დედაჩემი ძალიან გატაცებულია ასტროლოგიით და ერთ დღესაც მეუბნება. "აი შენ რომ არ მისმენ ხოლმე ცაგარელი რას ამბობს, სწორედ ამ კვირაში შენ გქონდა ძალიან კარგი და პოზიტიური კვირა, ამიტომაც მოხდა ეს ყველაფერი". მიდით და შეეცადეთ რომელიმემ დააჯეროთ დედაჩემი, რომ ეს ასე არ იყო (ცოტა ძნელია ავხსნა როგორ ხვდები ადამიანი ამას). Edited March 13, 2011 by marituna Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
marituna Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 იაპონიის მოვლენები არ მაშინებს, არც იმის მეშინია, რომ გარდავიცვლები, ან წუთისოფელი აღარ იქნება, ბავშვი ხომ არ ვარ მასეთების მეშინოდეს. დღესვე მოვკვდები, არ არის პრობლემა, თუკი ამას უფალი ინებებს. ერთი კითხვა მაქვს: აღარ არის დრო, რომ სამოთხეში დავბრუნდეთ? აღარ დადგა ამისი დრო? რა საჭიროა პანიკა, როცა ასეთი საოცრება გველოდება წინ და უფალს უნდა შეგვახსენოს, რომ მოვემზადოთ ბოლო ჟამისთვის. შეიძლება იაპონელები არ იყვნენ ამის ღირსნი ჩვენი გადმოსახედიდან, მაგრამ რატომ აქილიკებ უფლის გადაწყვეტილებას, შენ უკეთ იცი? თუკი უკეთ იცი დაიწყე დასაბამითგან როგორ მოვდივარ, როგორ შევიქმენით, ოღონდ დარვინის თეორია არ გინდა, ძალიან სასაცილოა. და საერთოდ, ქრისტე ღმერთი მოწყალე არს და ვევედროთ მას შეწყალება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ მხოლოდ 80 000 ცხონდებაო საქართველოში ბოლო ჟამს. ილია მეორე კი ამბობს, რომ საქართველოში ყველას აქვს პოტენციალი, რომ ცხონდესო. (მე ციტირებას ვერ ვახდენ ამ სიტყვებისა, იმედი მაქვს მომიტევებთ). ძალიან მინდა რომ ვცხონდე, მაგრამ მინდა, რომ მთელი საქართველო ვცხონდეთ, ნუთუ არ შეიძლება ცოტა ხანი დავივიწყოთ პატივმოყვარეობა და თუკი არ ვიცით გავეცნოთ სახარებას, ბიბლიას, წმინდა მამების წერილებს. ცოტა რელიგიური კუთხითაც გავნათლდეთ. არ მინდა საუკუნეების მანძილზე სარწმუნოებისთვის მებრძოლი ერის მხოლოდ პატარა ნაგლეჯი ცხონდეს, დანარჩენი კი ვერა, მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი თეორიები შექმნეს და ღვთის სიტყვას ადარებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 ცუნამის ნათრევ მანქანაში ცოცხალი მოხუცები იპოვეს 1 დღის შემდეგ: http://www.youtube.com/watch?v=VBfLwRmutZs Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 (edited) ვიდრე ჩVენ გვეძინა ფუკუსიმას სადგურზე მესამე ენერგობლოკი აფეთქდა.. არიან დაშავებულები, მაგრამ რადიაციის დონე მეტნაკლებად ნორმაშიაო უბნობენ.. რეაქტორი ამ შემთხვევაშიც არ დაზიანდა როგორც ჩანს.. .... პლუს ამას კიდევ რამდენიმე სადგურზე გართულდა ვითარება და დრეს უკვე ცალსახად შეიძლება ითქვას რომ პრობლემა რეაქორების ტექნოლოგიაშია... არ ყოფილა დასავლეთის რეაქტორები სანდო მეგობრებო, არ ყოფილა.. Edited March 14, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted March 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 (edited) ტოკიოში დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. » В Токио зафиксировано новое сильное землетрясениеСегодня, 08:16 | Сильное землетрясение магнитудой 6,2 в понедельник, 14 марта, вновь потрясло Токио и прилегающие префектуры. Оно заставило сильно раскачиваться постройки в японской столице. Информация о разрушениях и пострадавших не поступала. Очаг землетрясения залегал у побережья префектуры Ибараки на глубине 10 километров под дном Тихого океана, сообщает ИТАР-ТАСС. კიდევ ერთი საოცრება: აზერბაიჯანში ვულკანმა ამოხეთქა. » В Азербайджане произошло извержение грязевого вулканаСегодня, 08:12 | Баку – АПА. 13 марта на территории Гобустанского района произошло извержение Шихзаирлинского грязевого вулкана. Как сообщает АПА со ссылкой на сайт Министерства по чрезвычайным ситуациям (МЧС), по свидетельству очевидцев, до извержения был слышен взрыв, наблюдалось извержение грязевой брекчии, а затем показался огонь. Высота огня превышала 50 метров. С целью предотвращения возможных чрезвычайных ситуаций на место происшествия немедленно были отправлены специалисты и спасатели МЧС. В настоящее время высота огня в Шихзаирлинском грязевом вулкане заметно уменьшилась и в двух очагах составляет 1-2 метра. Активность вулкана постепенно снижается. На некоторых сопках, расположенных вокруг вулкана, наблюдаются грязевые потоки. Вокруг кратера видны глубокие трещины. Извержение вулкана не представляет опасности для населения села. Специалисты продолжают исследование. http://oko-planet.su/pogoda/newspogoda/62851-v-azerbaydzhane-proizoshlo-izverzhenie-gryazevogo-vulkana.html Edited March 14, 2011 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted March 14, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 ე მანდ მთაწმინდაზეც არ ამოხეთქოს რამემ : ))) არა რა, რაცხა აშკარად ხდება : ))) აზერბაიჯანში ვულკანი თუ არსებობდა არც ვიცოდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 maritunaთუკი არ ვიცით გავეცნოთ სახარებას, ბიბლიას, წმინდა მამების წერილებსმათემატიკის და ფიზიკის წიგნებს გაეცანი ჯობია, თუ უკვე დაგვიანებული არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 marituna მათემატიკის და ფიზიკის წიგნებს გაეცანი ჯობია, თუ უკვე დაგვიანებული არაა. შსს მიერ მასიურად შეძენილი ბიბლიისგა ერთი მაინც არ გერგო კაცო? თუ უკვე დაგვიანებული არაა გირჩევ წაიკითხო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ra qveyana daangries Posted March 14, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 14, 2011 უცხო_პლანეტელიმიზეზი, შედეგიგია მარიამიძე იყო 2002 წელი. და იყო არა რევოლუციისათვის მზადება, არამედ, თბილისის მიწისძვრა. საშუალო სიმძლავრის რყევამ გამოიწვია შენობა-ნაგებობების დაზიანება და მსხვერპლი - ერთი ადამიანი. ეს სწორხაზოვანი სტატისტიკაა. ერის ცნობიერებაში კი, ამ მიწისძვრამ ქალბატონი ხოფერიას გმირობით დაგვამახსოვრა თავი. მიწისძვრა ‘’ღამის კურიერის’’ პირდაპირ ეთერს დაემთხვა. შიშით სახლებიდან გარეთ გაქცეულმა სრულიად საქართველოს მოსახლეობამ ქუჩებსა და ეზოებში სული მოითქვა, ერთმანეთი გაამხნევა და შინ შებრუნებულმა ჩართულ ტელევიზორებში ისევ ხოფერია იხილა პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში.. ეს ფაქტი სამართლიანად გმირობად შეფასდა. ქალი ჟურნალისტის ვაჟკაცობასა და მიწის ძვრასთან ერთად, იმ დღეებში სხვა ძვრაც მოხდა - მოსახლეობის ცნობიერებაში წარმოშობილი ძვრა. ადამიანებს შიში დაეუფლათ და რაკი მათ სეისმომდგრადი ბინები და ამ ბინების დაზღვევა არ იცავდათ, ხსნას და დაცვას სხვაგან მიაგნეს. ამაში მათ ტელვიზორი დაეხმარათ. იმ დღეებში, ეკრანებიდან უხვად იღვრებოდა რელიგიური პროპაგანდა, რომ თითქოს, შენობებში სწორედ ის ოთახები გადაურჩა დაზიანებას, სადაც სამლოცველოები იყო მოწყობილი.. იმას, რომ ამავე დროს, ქაშუეთის ეკლესიაც დაიბზარა, ყურადღებას არავინ აქცევს - მისტიკაზეა მოთხოვნა გაზრდილი.. ეს ამბავი იმით დაგვირგინდა, რომ მიწისძვრა პირველი არხის ეთერში გასულ ‘’მკრეხელურ’’ ფილმ ‘’სხეულს’’ დაბრალდა. თითქოსდა, ღმერთი განრისხდა ამ ფილმის ჩვენების გამო და დაგვსაჯა. ილია მეორესაც კი ჰკითხეს : ‘’ღმერთი გვსჯისო’’? ‘’გვაფრთხილებს’’ - იყო ღიმილიანი პასუხი.. შედეგი : ხალხში მაგიური ცნობიერების ხარისხმა იმატა, ეკლესიაში კი - მრევლმა. დღეს 2011 წელია და ამჯერად, იაპონიაში მოხდა მიწისძვრა და ცუნამი. იქ, საუბედუროდ, მსხვერპლი დიდია. დარწმუნებული ვარ, ეს მაღალგანვითარებული ქვეყანა ამ უბედურებას გაუძლებს და გადაიტანს. ჩვენებურმა სამღვდელოებამ ხელიდან არც ეს შემთხვევა გაუშვა და სტიქიური უბედურება ღვთის სასჯელად მონათლა. ზეციური რისხვის მიზეზი, იაპონელების უზნეო ცხოვრების წესი ყოფილა. ‘’სავსეა იაპონია საროსკიპოებით’’ , ‘’ კაცი კაცზე თხოვდება და ქალი ქალზე’’ - ბრძანა ერთმა მღვდელმა და როგორც ყოველთვის, ბიბლიდან ნოეს კიდობნის ამბავი ახსენა.. კიდევ გაართულა თემა და დასძინა: ღმერთს კი ყველა უყვარს და მოწყალეა, მაგრამ თუ გაფრთხილებას არ შეისმენ, გსჯისო. გასულ მე-20-ე საუკუნეში, ევროპის ერთ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოვიდა ერთი ენერგიული ადამიანი. ის აყვავებას ჰპირდებოდა თავის ხალხს, მაგრამ ერთი თავისებურება ჰქონდა - ადამიანებს ორ ჯგუფად - წმინდებად და უწმინდურებად ჰყოფდა. „წმინდებს“ აჯერებდა, რომ თუ „უწმინდურებს“ მოიშორებდნენ, მათ გაბრწყინებული მომავალი ელოდათ. „უწმინდურები“ ჯერ გააფრთხილა, რომ შეეწყვიტათ ბინძური საქმიანობა, შემდეგ ქონება ჩამოართვა, ბოლოს კი, ყველა ერთად შეკრიბა და მოაკვდინა. მისთვის სულ ერთი იყო ის, რომ მათ შორის იყვნენ უცოდველი ბავშვები, სუსტი მოხუცები, ქალები, უამრავი კეთილი და ნიჭიერი ადამიანი. მას ეს არ ადარდებდა. ისინი ერთმანეთს ჰგავდნენ და ეს მსგავსება ებრაელობა იყო. დიახ, მე ადოლფ ჰიტლერის მიერ დატრიალებულ ტრაგედიაზე მოვყევი, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს დღევანდელ ნაქადაგებს - უწმინდურ იაპონელებზე და მრისხანე ღმერთზე. თუ ვინმეს სჯერა, რომ ღმერთმა შეიძლება განურჩევლად მოაკვდინოს დამნაშავეც და უდანაშაულოც, ახალშობილი ჩვილებიც და დედის მუცლად მყოფი ჯერ არდაბადებული ბავშვები, მისი ღმერთი ჰიტლერია და არა იესო ქრისტე. მსგავსი ქადაგება ღვთისგმობაა და მკრეხელობა. ჩვენ, ღმერთთან შედარებით უსუსურმა ადამიანებმა, მოვახერხეთ და გავასამართლეთ ფაშიზმი ნიუნბერგის პროცესზე, შემდეგ შევქმენით საერთაშორისო სამართალი, რომლის არსიც კოლექტიური პასუხისმგებლობის უარყოფაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი დამნაშავედ მხოლოდ იმ ქმედებისთვის შეიძლება ჩაითვალოს, რაც ჩაიდინა. ნებისმიერს რომ ჰკითხოთ ქუჩაში: თუ არ მოგიპარავს, ქურდობისთვის უნდა დაისაჯო? პასუხად მიიღებთ - „არა“-ს! მაშ, ღმერთი რატომ ჰგონიათ ადამიანზე პრიმიტიული, რომ ამ ჭეშმარიტებას ვერ ხვდება და ანადგურებს ყველას, დამნაშავესაც და უდანაშაულოსაც? ვერ მოიფიქრა რაიმე სხვა ხერხი, რომ მხოლოდ სასჯელის ღირსნი დაესაჯა? კოლექტიური პასუხისმგებლობის ქადაგება არის უზნეობა, ამავდროულად გონების სიჩლუნგე და ადამიანის სიცოცხლის უპატივცემულობა. ტერორისტები სხვას არაფერს ქადაგებენ და აკეთებენ - ისინიც მტყუან-მართლის გარჩევის გარეშე კლავენ ადამიანებს. ღმერთმა, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ ჩვენში, მთავარი უნარი - აზროვნება მოგვანიჭა. მოგვცა ნება, რომ ჭეშმარიტება საკუთარი გონებით შევიცნოთ. მეც ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და ვცდი, რამდენიმე კითხვა დავსვა:1.რატომ ხდება მიწისძვრები ერთსა და იმავე ადგილას: იაპონიაში, ჩინეთში, კალიფორნიაში, კავკასია-ახლო აღმოსავლეთში? და არ ხდება: ჰოლანდია-ამსტერდამში, ბრაზილია-რიო დე ჟანეიროში? სადაც უფრო მეტია პროსტიტუცია და გეი სუბკულტურა? ირანში კი, სადაც ყველა ქალი ჩადრით დადის და ჰომოსექსუალები არ არსებობენ, ( წყარო - აჰმადინიჯადი) მიწისძვრა წელიწადში რამდენიმეჯერ ხდება.2. თბილისის მიწისძვრის მიზეზი 2003 წელს თუ მკრეხელური ფილმის ჩვენება იყო, იგივე ფილმი მანამდეც და მას შემდეგაც, მრავალჯერ გვიჩვენეს და რატომ არ მოხდა იგივე? და საერთოდ, სატელიტური ანტენით სხვა ქვეყნის არხების ნახვა ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაში, ფილმის გამშვები ქვეყანა უნდა შეირყეს თუ ტელევიზორის ჩამრთველ-მნახველი?3. პლანეტა დედამიწაზე, ერთი წლის განმავლობაში 3 ათასამდე მიწისძვრა ხდება და მათგან უდიდესი უმრავლესობა ოკეანეების ტერიტორიებზე, მათ ადამიანები ვერც კი გრძნობენ და მხოლოდ მეცნიერები აფიქსირებენ სათანადო მოწყობილობებით. ოკეანეებში ვის სჯის ღმერთი ცოდვებისათვის, თევზებს?მოვცილდები პროზაულ აწმყოს და ბიბლიურ ხანაში გადავინაცვლებ. იმ დროში, როდესაც ნოე საკუთარი ძალებით აშენებული კიდობანით დაცურავს და არარატის მთას დაეძებს. როგორ მოხვდა ნოეს კიდობანში ავსტრალიელი კენგურუ და ანტარქტიდელი თეთრი დათვი? ან სამხრეთ-ამერიკელი იაგუარი და არქტიკელი პინგვინი? როგორ შეიკრიბნენ ეს ცხოველები დღევანდელი ისრაელის ტერიტორიაზე? ოკეანეები გადაცურეს? შეუძლებელია, ეს მომხდარიყო. გარდა ამისა, სხვა შეუძლებლობებიც არის ნოეს კიდობანის გარშემო, მაგრამ ეს არ არის აქ მთავარი. უფრო მნიშვნელოვანია ზნეობრივი მხარე, ვიდრე მიზეზ-შედეგობრივი. კერძოდ კი, იმის რწმენა, რომ ღმერთმა შეიძლება მოკლას ადამიანები. რა იწვევს მიწისძვრას? ამ ინფორმაციის მოპოვება იოლია და მას, სკოლაშიც ასწავლიან ბავშვებს. მისტიკური არაფერია. ის გეოფიზიკური მოვლენა და ‘’ცოცხალი’’ პლანეტისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი თვისებაა. ისევე როგორც, ადამიანისთვის გულისფეთქვა და მაჯისცემა. ზოგჯერ, ადამიანს გული უჩქარდება და წნევა მომატებული აქვს და ეს იმიტომ რომ, ცოცხალია, ისევე როგორც ჩვენი პლანეტა. მაგია კი არა, ‘’მიწიერი’’ მიზეზი აქვს რყევას, დედამიწა იძვრის და როგორც იტყვიან ხოლმე ‘’ ბევრნაირ ადამიანს იტანს’’, მათ შორის ამ ფაშიზმის მქადაგებელ ბატონებს, რომლებიც წინასწარ შთააგონებენ ხალხს - ვისზე იძიონ შური თუ ჩვენთანაც მოხდება მიწისძვრა. არადა, კავკასია სეისმოაქტიურ ზონაშია. ბუნების სტიქიური პროცესებიც კი, სათავისოდ გამოიყენეს ამ ადამიანებმა და მიწისძვრა და წყალდიდობა მათი მოკავშირე გახდა. ამ ბოლო დროს, ‘’ბოლო ჟამით’’ აშინებენ ხალხს და ამყოფებენ აპოკალიფსის მოლოდინის რეჟიმში. სიკვდილის შიში და სიძულვილია ამ ადამიანების მიერ ხალხის მართვის მთავარი ბერკეტი და არა, სიცოცხლის და ადამიანის სიყვარული. P. S. იაპონიის ტრაგედიის შემდეგ, მიწისძვრების გამომწვევი მიზეზების თაობაზე კამათის დროს , ამ და სხვა არგუმენტებზე აქტიურ-ინტერნეტ მრევლისგან პასუხად : „შეგინდოს უფალმა“ და „დიდება უფალს“ - ისმის. რაიმე ახალი ბრძანეთ, თუ შეიძლება. ძალიან მიკერძოებული და არაკომპეტენტური სტატიაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.