newstudio Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 Bloomberg Bussines Week "თბილისში დატყვევებულებზე" საუბრობს. "საქართველოს რესპუბლიკას სურს, მსოფლიომ მისი იმ კამპანიის შესახებ გაიგოს, რომლის მიზანს კორუფციის აღმოფხვრა წარმოადგენს. მაშ რატომ ზის რონი ფუქსი, ბიზნესმენი, რომლის მიმართ თბილისს 100 მლნ ჰმართებს, ციხეში?!",- კითხულობს სტატიის ავტორი პოლ ბარეტი. "გასულ ოქტომბერს ნავთობით მოვაჭრემ და შესაძლო მაგნატმა რონი ფუქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურისგან უჩვეულო მიწვევა მიიღო. გილაური ფუქსს ბათუმში ჩასვლას სთხოვდა, რათა 100 მლნ დოლარის გამო, რომელსაც უკვე 15 წელია, ფუქსი საქართველოს მთავრობისგან ითხოვს, კომერციული დავა დაესრულებინათ. როდესაც ბათუმში შეხვედრაზე შედიოდა, ებრაელი ბიზნესმენი ფიქრობდა, რომ მომგებიან პოზიციაშია, ვინაიდან 2010 წლის მარტში საარბიტრაჟო პანელმა ლონდონში დაადგინა, რომ თბილისს ფუქსისა და მისი ბერძენი პარტნიორის მიმართ 98 მილიონი ჰმართებს იმ ენერგეტიკული პროექტის გამო, რომლის ექსპროპრიაციაც საქართველომ 1990-იანი წლების დასაწყისში მოახდინა. ყველაფერი ასე მარტივი როდი აღმოჩნდა. როდესაც ფუქსი და მისი ებრაელი კოლეგა ზეევ ფრენკელი 14 ოქტომბერს ბათუმში ჩავიდნენ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაშლილ მშვენიერ სუფრაზე მათი სადღეგრძელოები შესვეს, ხოლო ცოტა ხანში განუცხადეს, რომ ისინი დაპატიმრებულები არიან. გილაურის წერილი სატყუარა აღმოჩნდა და ნაწილი იმ ოპერაციისა, რომელსაც ქართველები სამი თვეა, გეგმავდნენ", - წერს Bloomberg Bussines Week. სტატიაში საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტისა და "მაგთიკომის" გენერალური დირექტორის დევიდ ლის სიტყვებია მოყვანილი: "მთავრობა ზედმეტად სწრაფად მიმართავს საპატიმრო სასჯელს იმისთვის, რაც დასავლეთში უმნიშვნელო სამოქალაქო და საგადასახადო საკითხად იქნებოდა განხილული". ამასთან, დევიდ ლიმ "გასული წლის რამდენიმე საქმე" გაიხსენა, როდესაც "უცხოური კომპანიების თანამშრომლები წინასწარი გამოძიების გარეშე რამდენიმე თვით დააპატიმრეს". "იმით შეშფოთებულმა, რომ შეიძლება, ქართველი ჩინოვნიკები გააღიზიანოს, ლი ჩქარობს, დადებით მხარეებსაც გაუსვას ხაზი და აღნიშნავს, რომ "რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო კორუფციის აღმოფხვრაში აღსანიშნავად წარმატებულია", - წერს გამოცემა. რაც შეეხება ებრაელ ბიზნესმენებს, Bloomberg Bussines Week აღნიშნავს, რომ "მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების ერთადერთი გზა ლონდონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებაზე უარის თქმა იქნება, თუმცა ფუქსი უარზეა". http://www.presage.tv/?m=news&NID=6693 ამ სტატიის შემდეგ ინვესტიციების რიგი დაგვიდგება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ე.ი. შენ ორმაგი სტანდარტების მომხრე ხარ?რუსეთის აგენტების დაუსჯელად გათავისუფლება არაფერია როდესაც მიშას მოესურვება და ისრაელის მოქალაქეებზე უნდა ამტვრიოს ჯოხი მაინც და მაინც? .I. რომ მიიღებს მოშა ნატოში შესვლის საკითხის განხილვისას ისრაელიდან, მერე იძახე კიდევ ვინც დააშავებს უნდა დავსაჯოთო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=08-03-2011%2021:01ცალკე თემად არ ღირს და თურქეთდანაც შეიძლება ალიყური მოგხვდეს(შარშან თებერვალში ეს ინფო დაიმალა-გასაგები მიზეზების გამო) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 http://www.isra.com/news/134967 Дело Фукса: гости из Грузии в Израиле нежелательны Председатель Кнессета Реувен Ривлин 10 марта говорил со спикером парламента Грузии Давидом Бакрадзе.Бакрадзе должен был прибыть в Израиль 13 марта с рабочим визитом.Ривлин попросил коллегу отложить приезд. Спикер Кнессета объяснил грузинскому политику, что в Израиле предпочли бы в данный моментотложить вообще все контакты с официальными лицами Грузии. Проблема в следующем: в прошлом году в Тбилиси провели молниеносный судебный процесси посадили в тюрьму бизнесмена Рони Фукса, имеющего израильское гражданство. Есть основания полагать, что кое-кто из грузинских руководителей (в частности, в министерстве обороны) в собственных корыстных интересах спровоцировал Фукса на дачу взятки,но позаботился о тайной записи на видео имевших место вроде бы конфиденциальных бесед. В связи с этим в Израиле многие настаивают на полном прекращении контактов с Грузией,если тамошние власти не восстановят справедливость и не освободят Фукса. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ისრაელი გადაგვემტერა ისრაელმა ბაქრაძის ვიზიტი დაბლოკა Saturn შენ იქ იყავი კაცო,ქრთამს როცა სთავაზობდნენ,თუ ვანიჩკას კანტორა არ იტყუება არასოდეს? ას მილიონ დოლარზე შტრაფავდნენ ქვეყანას და გაუჩალიჩეს ჩემის აზრით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ას მილიონ დოლარზე შტრაფავდნენ ქვეყანას ეგ დაჯარიმება დიდი ხნის წინ მოხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ეგ დაჯარიმება დიდი ხნის წინ მოხდა. ფული არ გადაუხდია საქართველოს და ერთი კითხვა. როგორ ფიქრობ,ისრაელის პრემიერ მინისტრი და მთელი მაგათი პარლამენტი,ისეთი სულელები არიან,რომ ესე ა#######ებენ იმ ორ ებრაელზე.ანუ იციან,რომ ქრთამს აძლევდნენ მართლა და მაინც ესეთ რამეებს ჩალიჩობენ? ადრე ვთქვი,რომ ამაზე ცხვირპირს წაიმტვრევენ მეთქი ჩვენები და ეს დასაწყისია ჯერ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ადრე ვთქვი,რომ ამაზე ცხვირპირს წაიმტვრევენ მეთქი ჩვენები და ეს დასაწყისია ჯერ.მართალი ხარ დასასრული კი ისრაელის უარი იქნება ნატოში ჩვენს გასაწევრიანებლად მიმდინარე კენჭისყრაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 მართალი ხარ დასასრული კი ისრაელის უარი იქნება ნატოში ჩვენს გასაწევრიანებლად მიმდინარე კენჭისყრაზე. ისრაელი არ არის ნატოს წევრი და არც იქაჩება იქ შესასვლელად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 (edited) როგორ ფიქრობ,ისრაელის პრემიერ მინისტრი და მთელი მაგათი პარლამენტი,ისეთი სულელები არიან,რომ ესე ა#######ებენ იმ ორ ებრაელზე.ანუ იციან,რომ ქრთამს აძლევდნენ მართლა და მაინც ესეთ რამეებს ჩალიჩობენ?ეგენი ყველა კორუმპირებულები არიან.. :givi: Edited March 10, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ისრაელი არ არის ნატოს წევრი და არც იქაჩება იქ შესასვლელადნამდვილად არ ვიცოდი, მისი შეიარაღებისა და სამხედრო პირადი შემადგენლობის მქონე ქვეყანა თუ ამ ალიანსის გარეთ იყო ისე ყოველთვის მიკვირდა პალესტინასთან ბრძოლაში სხვა ქვეყნის ჯარისკაცებს რომ ვერ ვხედავდი. გმადლობთ რომ გამათვიცნობიერეთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 ისრაელი გადაგვემტერა ტიტუუუუუუუუუუუუუ!ომიც არ დაგვიწყონ! :siriko: ბაღდასაროვს რეიზა გაებუტნენ? სერიოზულად კი - ისრაელი არც ერთი თავისი მოქალაქის ინტერესს არსად და არასდროს არ თმობს - ისტორია გაიხსენეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 მიშამ უკვე სთქვა ის რომ ეს რუსების ჩაწყობილია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 სერიოზულად კი - ისრაელი არც ერთი თავისი მოქალაქის ინტერესს არსად და არასდროს არ თმობს - ისტორია გაიხსენეთ რადგან ბაქრაძე არ ჩაუშვეს ესეიგი მაგრად დაბოღმილები არიან, მტერს გადაეკიდნენ ეგენი.არ არის გამორიცხული სპეცოპერაციაც ჩაუტარონ ამათ თავიანთი ბიზნესმენების გამოსახსნელად, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted March 11, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 11, 2011 საქმე იმაში კი არაა რომ ებრაელის დაჭერა არ შეიძლება, საქმე იმაშია რომ არ შეიძლება ებრაელს ისევე მოექცე როგორც ესენი ექცევიან საკუთარ მოქალაქეებს მოახდინეს დანაშაულის პროვოცირება, დაპირდნენ მოქცემთ იმ ფულს რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით გეკუთვით უბრალოდ ქეში გამაზეთო და ამათმაც ცხვრებივით დაუჯერეს,ჰოდა, ბრაც ბიჭოოო, რას წარმოიდგენდნენ ებრაელები რომ ეს ქვეშAფსია ნაცმოელები ამას აკადრებდნენ ტო,ყველა უნდა დაიჭირო ვინც დამნაშავეა, მაგრამ დანაშაულის პროვოცირება რომ სახეზეა ეს აშკარააადა + ვის, ვის უკეთებ დანაშაულის პროვოცირებას,იმ ძალას ვისზეც ხარ დამოკდიებული და ვინც ფულს გიგზავნიან რომ იარსებო, ეტყობა ვერ აცნობიერებენ ეს ბატები რა ხდება მსოფლიოში,ნუ რუსის ჟანგიანი ტანკები ხომ დაღეჭეს, ეხლა ებრაელებს აგოიმებენ და ალოხებენ თავისი მოკლე ტვინით ეს ძონძები მაგრამ რა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები ვიტიკსებით ,მაგათ რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.