Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 აი ამას კი შენგან ნამდვილად არ მოველოდი თემას რა ჰქვია? იცის თუ არა ღმერთმა ყველაფერი წინასწარ ხომ? მე ვუპასუხე რომ არ იცის, ეს პასუხი იმას კი არ ნიშნავს რომ არ შეუძლია რომ გაიგოს, უბრალოდ არ სურს რომ ყველაზე ყველაფერი წინასწარ გაიგოს, ცალკეულ კონკრეტულ ადამიანებზე კიი შესაძლებელია რომ წინასწარ განჭვრიტოს მისი მომავალი ასევე ზოგადად მოვლენები იწინასწარმეტყველოს მოვლენები, მაგრამ კონკრეტულად თითოეული ადამიანის ასე ვთქვათ ბედისწერის განსაზღვრას ღმერთი არ დაუშვებს და რატომ? თუ შენი ბედისწერა ანუ მომავალში რა შეგემთხვევა უკვე ცნობილია, ანუ ვთქვათ მომავალში უეჭველად ჯოჯოხეთში უნდა მოხვდე რაღა აზრი აქვს შენს ღვთისმოსაობას ან შენს მცდელობას? ასე რომ ღმერთმა ადამიანს მისცა რა ნების თავისუფლება იმის არჩევანიც მისცა თავისი მომავალი თვითონ შექმნას ამაში ფართომასშტაბიან ჩარევას და ასე ვთქვათ ყველაზე ყველაფრის ცოდნას ღმერთი თავად არ დაუშვებს რადგან ამით ადამიანის ნების თავისუფლება შეიზღუდება, ხოლო რაც შეეხება შენს მაგალითებს იუდა ისკარიოტელზე და პეტრეზე ეს ცხადყოფს რომ ღმერთი თუ მოისურვებს გაიგებს რას მოიმოქმედებს ადამიანი მომავალში, მაგრამ ამით იმის თქმა რომ ღმერთმა ყველაფერი იცის თითოეულ ადამიანზე რას გააკეთებს ის მომავალში ეს არასწორია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 თემას რა ჰქვია? იცის თუ არა ღმერთმა ყველაფერი წინასწარ ხომ? მე ვუპასუხე რომ არ იცის, ეს პასუხი იმას კი არ ნიშნავს რომ არ შეუძლია რომ გაიგოს, უბრალოდ არ სურს რომ ყველაზე ყველაფერი წინასწარ გაიგოს, Morfius აი ეს მომეწონა. ცალკეულ კონკრეტულ ადამიანებზე კიი შესაძლებელია რომ წინასწარ განჭვრიტოს მისი მომავალი რას ნიშნავს ცალკეულ ადამიანებზე შეიძლება სინასწარ განჭვრიტოს მათი მომავალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 რას ნიშნავს ცალკეულ ადამიანებზე შეიძლება სინასწარ განჭვრიტოს მათი მომავალი?იმას რაც პეტრესა და იუდას შემთხვევაში მოხდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 იმას რაც პეტრესა და იუდას შემთხვევაში მოხდა.ანუ? ახსენი, ჩამოაყალიბე და მოიყვანე ბიბლიიდან მუხლები მკითხველმა გაიგოს რას გულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 ანუ?რა ანუ? არ იცი რომ პეტრეს უთხრა სანამ მამალი ორჯერ იყივლებს სამჯერ უარმყოფო? განსაზღვრა ხომ რას იზავდა პეტრე მომავალში, ესე იგი მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის მომავალი მოქმედების განსაზღვრა, მაგრამ რომ შეუძლია ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის მომავალი უკვე განსაზღვრული აქვს? არა ისე რასელისტების მომავალი ააქვს უკვე განსაზღვრული როგორც ცრუ წინასწარმეტყველების მომავალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 (edited) რა ანუ? არ იცი რომ პეტრეს უთხრა სანამ მამალი ორჯერ იყივლებს სამჯერ უარმყოფო? განსაზღვრა ხომ რას იზავდა პეტრე მომავალში, ესე იგი მას შეუძლია ნებისმიერი ადამიანის მომავალი მოქმედების განსაზღვრა, მაგრამ რომ შეუძლია ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ თითოეული ადამიანის მომავალი უკვე განსაზღვრული აქვს? არა ისე რასელისტების მომავალი ააქვს უკვე განსაზღვრული როგორც ცრუ წინასწარმეტყველების მომავალი.Morfius მე რა ვიცი ეგ სხვა საკითხია. ფორუმი გახსნილია და ყველას შეუძლია მასში დაწერილის წაკითხვა. შენ რაც გკითხე, იმაზე დაწერე შენი აზრი და მოიყვანე ბიბლიური არგუმენტაცია თავისი მუხლებით რომ მკითხველმა იცოდეს რას ეფუძნება შენი მოსაზრება. შენ წერ: "განსაზღვრა ხომ რას იზავდა პეტრე მომავალში"-ო. ღმერთმა თუ განსაზღვრა რას იზამდა პეტრე მომავალში, მაშინ გამოდის რომ პერეს მომავალი წინასწარ განუსაზღვრი იყო და პეტრეს რამდენიც არ უნდა ეცადა, ვერ აუვლიდა გვერდს იმას რომ უაყოფდა იესოს. თუ მასე ფიქრობ, მე მასეთ აზრს არ ვეთანხმები. Edited March 13, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 მე რა ვიცი ეგ სხვა საკითხია. ფორუმი გახსნილია და ყველას შეუძლია მასში დაწერილის წაკითხვა. შენ რაც გკითხე, იმაზე დაწერე შენი აზრი და მოიყვანე ბიბლიური არგუმენტაცია თავისი მუხლებით რომ მკითხველმა იცოდეს რას ეფუძნება შენი მოსაზრება. ზემოთ რაც წერია შესანიშნავი არგუმენტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 Morfius[/b]' date='13 March 2011 - 04:56 PM' timestamp='1300020997' post='392563']ზემოთ რაც წერია შესანიშნავი არგუმენტია. შენ აზრით შესანიშნავი არგუმენტია, მაგრამ ბევრი არ დაეთანხმება მაგას. ღმერთი არც ცალკეული ადმაიანების მომავალს საზღვრავს და არც მთლიანობაში მთელი კაცობრიობის მომავალს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 ღმერთი არც ცალკეული ადმაიანების მომავალს საზღვრავს და არც მთლიანობაში მთელი კაცობრიობის მომავალს. აბა იოანეს გამოცხადებაში ჩაწერილი მოვლენები იაონეს ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ? იერუსალიმი რომ განადგურდებოდა ამაზე წინასწარმეტყველებაც ტყუილია? იუდაზე რომ სანამ ის გასცემდა იესოს წინასწარ იყო ცნობილი რომ ის იყო გამცემი და რომ აუცილებლად გასცემდა ტყუილია? და შენ ხარ მართალი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 აბა იოანეს გამოცხადებაში ჩაწერილი მოვლენები იაონეს ფანტაზიის ნაყოფია მხოლოდ? იერუსალიმი რომ განადგურდებოდა ამაზე წინასწარმეტყველებაც ტყუილია? იუდაზე რომ სანამ ის გასცემდა იესოს წინასწარ იყო ცნობილი რომ ის იყო გამცემი და რომ აუცილებლად გასცემდა ტყუილია? და შენ ხარ მართალი?Morfius შეკითხვებს რომ მისვამ ეგ იმაზე მიუთითებს რომ არ ხარ საკითხში გარკვეული. დაგიწერე უკვე რომ მოგეყვანა არგუმენტები. არგუმენტები არ გაგაჩნია გარდა იმისა, რაც დაწერე და მიუთითე რომ საკმარისი არგუმენტიაო რაც დავწერეო. ასე რომ იყავი მაგ გაურკვევლობაში. მთავარი მე რაც მაინტერესებდა ის იყო, რაზეც უშუალოდ თემის დასაწყისში დავწერე. შენი აზრი გავიგე. დანარჩენი კი, ანუ ბიბლიაში რომ გაგარკვიო, ამის სურვილი ჯერ შენ უნდა გქონდეს, მაგრამ რადგან ამას წინათ დაწერე, შენ მე რა უნდა ამიხსნაო, ამიტომ არ აგიხსნი. ამ შეკითხვების დასმა კი რაც აქ დასვი, დასაბუთებული არგუმენტებად არ მიმაჩნია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 (edited) დაგიწერე უკვე რომ მოგეყვანა არგუმენტები. არგუმენტები არ გაგაჩნია გარდა იმისა, რაც დაწერე და მიუთითე რომ საკმარისი არგუმენტიაო რაც დავწერეო.რა არგუმენტს ითხოვ ერთი გამაგებინე, იესო ეუბნება პეტრეს სანამ მამალი ორჯერ იყივლებს სამჯერ უარმყოფო, რა არის ეს თუ არა პეტრეს მომავალი მოქმედების წინასწარ განსაზღვრა? იესოს სიტყვებზე დიდი არგუმენტი ჩემთვის არ არსებობს შენთვის როგორც ვხვდები რასელის სიტყვებია უფრო დიდი არგუმენტი და აბა მისეული სიბრძნეც გაგვიმხილე თქო ის კითხვები მაგიტომ დაგისვი. Edited March 13, 2011 by Morfius Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 შეკითხვებს რომ მისვამ ეგ იმაზე მიუთითებს რომ არ ხარ საკითხში გარკვეული.არა ეს უკვე ფილოსოფიაა ბლოკნოტში უნდა ჩავიწერო. ასე რომ იყავი მაგ გაურკვევლობაშირასელი აღდგება და გამარკვევს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 მიწისძვრა იაპონიში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Morfius Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 შენ წერ: "განსაზღვრა ხომ რას იზავდა პეტრე მომავალში"-ო. ღმერთმა თუ განსაზღვრა რას იზამდა პეტრე მომავალში, მაშინ გამოდის რომ პერეს მომავალი წინასწარ განუსაზღვრი იყო და პეტრეს რამდენიც არ უნდა ეცადა, ვერ აუვლიდა გვერდს იმას რომ უაყოფდა იესოსჰო მასე იყო, პეტრეს რაც არ უნდა ექნა მაინც უარჰყოფდა იმიტომ რომ იესომ თქვა "შენ უარმყოფ მე", სულ რომ პირი ამოეკერა პეტრეს და მიწაში ჩამძვრალიყო იქიდან ამოაძვრენდა უფლის ანგელოზი პირს აუხსნიდა ისეთ სიტუაციაში ჩააგდებდა რომ სამჯერ უერყო და თან ამ ყველაფერს მამლის მეორედ ყივილამდე გააკეთებდა. გეიგე ეხა სიხარულო? იმიტომ რომ პეტრეს უთხრა იესომ შენ უარმყოფ და თუ პეტრე არ უარჰყოფდა მაშინ იესოც რასელივით აფერისტი გამოვიდოდა, იესო კი რასელი რომ არ არის თქვა და შესრულდა რასელმა კი თქვა სასწაულმოქმედი ხორბალი განგკურნავთო და არ ახდა ასევე 1914 წელს ნაწინასწარმეტყველები ქვეყნის ჟამის აღსასრული არ დადგა ასე რომ აფერისტი და ცრუ წინასწარმეტყველია.პ.ს ( ეხლა წარმართთა ჟამის დასრულება არ მიხსენო, როგორც გადააკეთეთ ოთხმოცდაათჯერ, თორემ 90 სხვა თარიღს დაგიდებ კიდევ და 90 ახალი სახელის მოგონება დაგჭირდება) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha kakauridze Posted March 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 13, 2011 (edited) Morfius უკაცრავად შენი პირველი პოსტის პასუხი ისეთი მოკლე იყო რომ ცოტა სხვანაირად გავიგე, არ გეწყინოს ეხლა გავიგე რასაც წერ. ----------- მოდი მესამე ბიბლიის პერსონაჟიც შემოვიყვანოთ ამ თემაში იოანე ნათლისმცემელი ლუკა 1:13-1613. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს. 14. გეღირსება სიხარული და სიხალისე, და მრავალნი გაიხარებენ მისი შობით. 15. ვინაიდან დიდი იქნება უფლის წინაშე, ღვინოსა და სიკერას არ დალევს, და სულით წმიდით აღივსება დედის საშოშივე. 16. და მრავალ ძეს ისრაელისას მოაქცევს უფლის - მათი ღმერთის მიმართ ამ მუხლებიდან ჩანს რომ იოანე ნათლისმცემელი ჯერ არ არის დაბადებული, მაგრამ უკვე ზაქარიამ იცოდა თუ ვინ იქნებოდა იოანე დაჟე ისიც კი იცოდა ღვინოს რომ არ დალევს ეხლა აქ გამოჩდებიან და იტყვიან მას ელიას სული წინამძღოლობდაო მაგრამ ვერ გამოდგება ეგ არგუმენტად რადგან ჯერ ეგერთიც ყველა ადამიანს თავისუფალება აქვს მინიჭებული და მეორეც საყოველთაო აღდგომის დღეს ელია იქნება ელია და იოანე იქნება იოანე, მე იმის თქმა მინდა რომ იოანე არ იყო რობოტი თითქოს ელიაზე იყო დამოკიდებული ან გიპნოზივით მოქმედებდა არამედ მას ქონდა თავისუფალი ნება და უბრალოდ ღმერთმა წინასწარ იცოდა დედის საშოში ჩასახვამდე თუ ვინ იქნებოდა უდიდესი წინასწარმეტყველი იოანე ნათლისმცემელი.. მოდით ეხლა სხვა კუთხით შევხედოთ ამ ყველაფერს ბიბლიაში წერია ღმერთისთვის ერთი დღე არის როგორც 1000 წელი და ათასი წელი კი ერთი დღე ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მისთვის დრო არ არსებობს არც წარსული და არც მომავალი, ღმერთვისთვის მხოლოდ აწმყოა, ღმერთს შეუძლია იოანე მოციქულს აჩვენოს აპოკალიფსი, მან იცის დრო მეორედ მოსვლის და ეხლა გეკითხებით თუ მამა ღმერთმა იცის აპოკალიფსის დრო მისთვის რა პრობლემა უნდა იყოს რომ გაიგოს თუ ვინ შევა ცათა სასუფეველში და ვინ არა. ისე ასეთ საკითხებს მე ვერიდები რადგან ადამიანი რომელიც არ შესწევს გონება ბოლომდე განსაზღვროს ღმერთის შესაძლებლობები და არც ჩვენი საქმე არ არის თუ რა გეგმები აქვს მოდი არ ჯობია რაც ღმერთმა მოგვცა ის შევასრულოთ Edited March 13, 2011 by lasha kakauridze Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.