აზრი Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 ყველაფერი წინასწარ იცოდა და იცის ღმერთმა? წინასწარ იცის ყველაფერი, რაც უნდა მოხდეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში?იყენებს ღმერთი წინასწარ განსაზღვრის უნარს იმისათვის, რომ განჭვრიტოს ნებისმიერი ქმნილების მოქმედება დეტალებში?იცოდა ღმერთმა ადამის შექმნისას, რომ ის შესცოდავდა და არ დაემორჩილებოდა?იცის ღმერთმა კაცობრიობის მთელი უსასრულო მომავალი წვრილმანებში? წინასწარ იცის რას აირჩევს თითოეული ინდივიდი მომავალში, ისინიც კი, რომლებიც ჯერ არც კი დაბადებულან? ბევრ ადამიანს სჯერა, რომ მათი ცხოვრება და მომავალი წინასწარ იცის ღმერთმა და შესაბამისად წინასწარ არის განსაზღვრული ზებუნებრივი ღვთის მიერ. მათი აზრით, ჩვენი ცხოვრება, დედის მუცლიდან სიკვდილამდე, ღვთის მიერ წინასწარ დანახული, განსაზღვრული და წინასწარ დაწერილი "სცენარის" მიხედვით ვითარდება. ასეთი შეხედულებები ვისაც აქვს მსჯელობენ: "თუ ღმერთი ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნეა, მისთვის უთუოდ ცნობილი უნდა იყოს ყველა წვრილმანი წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ. მოდით ამ საკითხზე ვიმსჯელოთ იმ ადამიანებმაც რომლებსაც ღვთის არსებობაში დარწმუნებული ვართ (თეისტებმა) ისე მათაც, ვისაც ღვთის არსებობის არ სწამთ (ა-თეისტებმა) და მათაც, ვისაც ღვთის არსებობაში ეჭვი ეპარება და მათაც, რომლებთაც რელიგიური ცნებების შესახებ ლოგიკური და საღი განსჯა-მსჯელობა უყვართ. მე ჩემს აზრს, აქვე დავწერ (ოღონდ რაც შეიძლება) მოკლედ: მე ვამბობ რომ სამყაროს შემოქმედმა ყოვლიშემძლე ღმერთმა, წინასწარ არ იცის ყველაფერი! წინასწარ არ ჭვრეტს თითოეული ადმაიანის მომავალს, არჩევანს და ქმედებას. და ეს ასეა, რადგან არ სურს მას, რომ წინასწარ იცოდეს ყველაფერი. ახლა თქვენც დაწერეთ თქვენი აზრი და ვიმსჯელოთ. საკუთარი აზრის დაწერისას, კარგი იქნება იმასაც თუ დაწერდით, თუ რატომ (და რის საფუძველზე) ფიქრობთ მასე (როგორც ფიქრობთ). Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიონს Posted March 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 9, 2011 ძნელი კითხვაა რატომღაცშეიძლება ყველაფერი არ იცის მაგრამ იცის ყველაფერი რაც ამ დედამიწაზე ხდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 გიონს ანუ, შენი აზრით იცის წინასწარ ყველაფერი თუ არა? პირველ პოსტებში დასმულ კითხვებს რა პასუხს ცემ ვერ გავიგე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიონს Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 გიონს ანუ, შენი აზრით იცის წინასწარ ყველაფერი თუ არა? პირველ პოსტებში დასმულ კითხვებს რა პასუხს ცემ ვერ გავიგე. თîთქმის ყვე~ლაფერი უფრო სწორია მგონი შემთხვევისთვის რა .. რო არ შევცდე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 თუ ჩავთვლით რომ არსებობს, ჩემის აზრით არ იცის, იმიტომ რომ უბრალოდ ღმერთია და არა უფალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 Jonathan livingston ვერ მიგიხვდი რისი თქმა გსურდა...სიტყვები "ღმერთი" და "უფალი" არის ეპითეტები რომელიც ქრისტიანულ სარწმუნოებაში ღმერთთან მიმართებაში გამოიყენება და შენ რა დატვირთვას აძლევ სიტყვა "უფალს" ვერ მივხვდი... ცოტა ვრცლად ხომ არ დაწერდი? ისე კი მომეწონა შენი პასუხი: "ჩემის აზრით არ იცის".ერთი აზრი გვქონია ამ საკითხში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრიუფალი, ასე ვთქვათ ისაა რასაც ქრისტიანობა და სხვა ნებისმიერი აბრამიანი ეთაყვანება.. აი ღმერთი ღმერთია რა, სადღაც პოსეიდონის მსგავსი ეს რა თქმა უნდა ჩემი ინტერპრეტაციაა, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ ღმერთი ყოვლისშემძლე და ერთადერთი არაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრიღმერთი ღმერთია რა, სადღაც პოსეიდონის მსგავსი Jonathan livingston პოსეიდონი მაგარი შედარება იყო რააა... :givi: მართლა მასე თუ წარმოგედგინა ღმერთი არ ვიცოდი. ხო კაი. მთავარია შენი აზრი დააფიქსირე და ამბობ რომ ყველაფერი წინასწარ არ იცის. მეც მაგ აზრის ვარ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრიმართლა მასე თუ წარმოგედგინა ღმერთი არ ვიცოდი.საერთოდ არ წარმომიდგენია არანაირად, არ მჯერა უბრალოდ მისი არსებობის. მაგრამ თუ არსბობს სჯობს პოსეიდონისა და ზევსის მაგვარი ჩვეულებრივი ზეკაცი იყოს და არა ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრი თუ არსბობს სჯობს პოსეიდონისა და ზევსის მაგვარი ჩვეულებრივი ზეკაცი იყოს და არა ყველაფერი.Jonathan livingston ვინ ამბობს მერე რომ ყველაფერია? ბიბლია (ქრისტიანული სახელმძღვანელო) ღმერთს არ წარმოგვიდგენს "ყველაფრად". ღმერთი ქრისტიანულ სარწმუნოებაში წარმოდგენილია ადამიანისთვის არასდროს არ ნახული უმაღლესი ინტელექტის მქონე შემოქმედი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 (edited) აზრიადამიანისთვის არასდროს არ ნახული აი ეს არ მომწონს ძირითადად ამ ჩვენს ღმერთში და აბრაამს, ნოეს და მოსეს აბა ვინ ეცხადებოდა? Edited March 10, 2011 by Jonathan livingston Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 და აბრაამს, ნოეს და მოსეს აბა ვინ ეცხადებოდა? პავლეს კიდევ....ეპილეფსია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრი აი ეს არ მომწონს ძირითადად ამ ჩვენს ღმერთში რატო არ მოგწონს? და აბრაამს, ნოეს და მოსეს აბა ვინ ეცხადებოდა?ღმერთი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted March 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 აზრიე.ი. არ ყოფილა ადამიანისთვის არასდროს არ ნახული. სუბიექტური და პატივმოყვარეა ღმერთი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
აზრი Posted March 10, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted March 10, 2011 (edited) აზრიე.ი. არ ყოფილა ადამიანისთვის არასდროს არ ნახული. Jonathan livingston ბიბლიის თანახმად თუ ვიმსჯელებთ ასეა: ღმერთი ადმაიანებს როცა ეცხადებოდა, ის არ ახდენდა თავისი თავის მატერიალიზებას. ღმერთი ადამიანებს ეცხადებოდა სხვა და სხვა ფიზიკური გამოვლინებით, მაგალითად როგორიცაა ხმა, ჭექა-ქუხილი, ქარი, ცეცხლი, კვამლი, ხილვა (ანუ ადმაიანის გონებაში წარმოსახული გამოსახულებების მეშვეობით ინფორმაციის მიწოდება, [ჯერ-ჯერობით ადმაიანის მიერ] აუხსნელი არაბუნებრივი მოვლენების განხორციელებით და ასე შემდეგ. წაიკითხე ბიბლიის მეორე წიგნის "გამოსვლა"-ს თავი 3:1-5. მატერია ენერგიის ერთ-ერთი ფორმაა. (გახსოვს ალბათ მატერიასა და ენერგიას შორის არსებული კავშირი როგორაა ნაჩვენები აინშტაინის ცნობილ ფორმულაში E=mc2 "ენერგია უდრის მასა გამრავლებული სინათლის სიჩქარის კვადრატზე"). წარსულში, ანუ ბიბლიურ დროში, ადამიანებს ღმერთი უხილავ სხეულში მყოფ არსებებს უგზავნიდა, რომლებიც თავიანთი უხილავი სხეულის მატერიალიზაციას ახდენდნენ და ხილულ სხეულში მყოფები ეცხადებოდნენ ადმიანებს, ესაუბრებოდნენ მათ და ამ სახით ადამიანებამდე მიქონდათ ის ცნობა, რაც ღმერთისგან ჰქონდათ დავალებული რომ მიეტანათ. ამიტომ, ის რომ ღმერთი ადმაიანებს სხვა და სხვა სახით ეცხადებოდა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანები ღმერთს ხედავდნენ პირდაპირი გაგებით. ღმერთმა თავის ერთ-ერთ მორწმუნეს (მოსეს) აუხსნა: "ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს". მოსეს, ნოეს, აბრაამს და სხვებს, პირდაპირი გაგებით რომ ეხილათ ღმერთი, ნახვის წამიდან ვეღარ იცოცხლებდნენ. ამიტომ იყო რომ ღმერთი მათ (მათივე კეთილდღეობისთვის) სხვა და სხვა ხილული გამოვლინებებით "ენახვებოდა" ანუ ეცხადებოდა. მიხვდი ხო რასაც ვწერ? Edited March 10, 2011 by აზრი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.