Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

როგორც მე ვიცი დიტო,ჩვენი ხელისუფლება ჯერ იძახის რომ მაგრად ვდგავართო,ანუ ისევ ძველი მოთხოვნებია რუსეთის საზღვარზე აფხაზებთან და ოსებთან საკონტროლო პუნქტების დაწესება ჩვენთვის.

ამაზე რუსეთი როცა ჯერ ისინი არ ყავდა ნაცნობი,მაშინ არ მიდიოდა და ამიტომ მე ვფიქრობ რომ ეს ჩიხია.

 

 

ამაზე მე ადრეც დავწერე,რომ ეს შეუძლებელია.ერთი რისი გაკეთებაც შეიძლება არის ის,რომ რუსეთის ბაზარზე დაუშვან ჩვენი პროდუქცია.ეს დიდი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ.

 

 

რავი მე ეგრე ვფიქრობ და რუსეთი თავის აღიარებას არ წაიღებს უკან.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 139
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

fashisti

მთავარია ჩვენმა მხარემ რამე სიდებილე არ ქნას და ბოლომდე იდგნენ თავის პოზიციებზე... ანუ აფხაზეთიში და სამხრეთ ოსეთიში ნებისმიერი საქონელი რაც შემოვა უნდა განბაჟდეს და დღგ საქართველოს მთავრობამ აიღოს

შამილი

ეს ხელისუფლება არის მოღალატე კრემლის მსტოვართა ხროვა თავიანთ ზომიერ თუ ვითომრადიკალურ ოპოზიციასთან ერთად. ერთად მოუწევთ კრემლში მარბიელ ოპოზიციას და ვითომ ანტირუს ხელისუფლებას ერის წინაშე პასუხის გება

giauridia

ეჭვიც არ მეპარება, რომ "ჩვენები" თანხმობას მისცემენ რუსების გაწევრიანებას მსო-ში რუსეთის პირობებზე. ამაზე კამათი უსაფუძვლოა.

Posted Images

lasha1997

რავი მე ეგრე ვფიქრობ და რუსეთი თავის აღიარებას არ წაიღებს უკან.

შანსი არაა უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შანსი არაა უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში.

 

 

მერე საერთოდ დავივიწყოთ ეს ყველაფერი.ნავთობის ფასი ას დოლარზე მეტია და ვიღაცა მათხოვარ ქვეყნის პრეზიდენტს იყიდიან ალბათ რომ აღიაროს ეს კუთხეები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ვიღაცა მათხოვარ ქვეყნის პრეზიდენტს იყიდიან ალბათ რომ აღიაროს ეს კუთხეები

ვიღაცა მათხოვარი ქვეყნის პრეზიდენტები უკვე იყიდეს, მაგრამ არავითარი ეფექტი ამ ყიდვას არ მოყოლია. მათხოვრები ვერ ქმნიან მსოფლიო პოლიტიკას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პოზიცია დამოკიდებულია იმ დირექტივებზე რასაც ისინი მიიღებენ ვოშიგნტონიდან :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

 

ვიღაცა მათხოვარი ქვეყნის პრეზიდენტები უკვე იყიდეს, მაგრამ არავითარი ეფექტი ამ ყიდვას არ მოყოლია. მათხოვრები ვერ ქმნიან მსოფლიო პოლიტიკას.

მეც მასე მგონია, მაგრამ სტატისტიკას შექმნიან...

 

მერე დიდ მათხოვრებს უფრო ცოტა მათხოვრები მიემატებიან...

 

საერთოდ, დიდი აზრი არ აქვს ჩვენთვის აღიარებენ თუ არა... აფხაზეთში და ოსეთში ახალი თაობა მოვა, რომელსაც საერთოდ არ ეცოდინება ქართველი თუ ცხოვრობდა იქ...

 

იურიდიულად არ იარსებებენ ის ქვეყნები (აფხაზეთი და ოსეთი), მაგრამ ფაქტობრივად კი...

დიდი შეღავათია ეს ჩვენთვის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ერთი რისი გაკეთებაც შეიძლება არის ის,რომ რუსეთის ბაზარზე დაუშვან ჩვენი პროდუქცია.ეს დიდი ნაბიჯი იქნება ქვეყნის ეკონომიკის მხრივ.

არა მგონია ეს დიდი მიღწევა იყოს, რადგან ასე მგონია რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრი რომ გახდეს ამ ტიპის სანქციები ისედაც უნდა მოხსნას და არა მხოლოდ საქართველოსათვის.

სწორედ მაგიტომ უნდათ აშშ-ს და ევროკავშირს რუსეთის შეთრევა მსო-ში, რომ მერე რუსებმა ვეღარ შეძლონ პოლიტიკური მოსაზრებით პოლონური ხორცის და სხვა პროდუქტების დაბლოკვა.

 

რუსები ალბათ ამაზე დაუწყებენ ვაჭრობას და ჩვენი დელეგაცია რუსული ბაზრის გახსნას დიდ მიღწევად შემოგვასაღებს ჩვეული აღრტყინებით. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://ghn.ge/news-36499.html

 

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძემ, განაცხადა, რომ წინადადება რუსეთის მხრიდან "წამოვიდა".

 

"რუსეთისგან მივიღეთ შეთავაზება მოლაპარაკებები დაგვეწყო ფედერაციის ვმო-ში გაწევრიანების საკითხზე, რასაც დავთანხმდით. მოლაპარაკებები 9 მარტს, ბერნში დაიწყება", - განმარტა ვაშაკიძემ.

 

მისივე თქმით, მოლაპარაკებებს ქართული მხრიდან პრემიერ-მინისტრის აპარატი აწარმოებს, დელეგაციას კი ნიკა გილაურის მრჩეველი თამარ კოვზირიძე უხელმძღვანელებს.

 

რაც შეეხება იმას, თუ რა პირობით დათანხმდება საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, ნიკოლოზ ვაშაკიძე დეტალების დაკონკრეტებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.

 

შეგახსენებთ, რომ მოსკოვი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაერთიანებას 1993 წლიდან ცდილობს. ვმო თავის რიგებში მსოფლიოს 150 სახელმწიფოს აერთიანებს.

 

ვმო-ს ძირითად მიზანს მსოფლიოს მასშტაბით თავისუფალი ვაჭრობის მიღწევა წარმოადგენს, ხოლო მსი ძირითი პრინციპებია: შიდა ბაზრის დასაცავად უპირატესად ტარიფული მეთოდების გამოყენება და არა რაოდენობრივი შეზღუდვებისა ან ანალოგიური მეთოდებისა; - ტარიფების დაფიქსირება გარკვეულ დონეზე, რომლის ზემოთაც ისინი აღარ გაიზრდება, ე.წ. ,,მიბმა". - ვაჭრობა დისკრიმინაციის გარეშე, რაც გულისხმობს წევრი ქვეყნების მიერ ერთმანეთისათვის ,,უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის" მინიჭებას; - ეროვნული რეჟიმის დაცვას იმპორტული და ადგილობრივი საქონლისათვის თანაბარი უფლებებისა და პირობების უზრუნველყოფის საშუალებით, მასზე თანაბარი ადგილობრივი გადასახადების დაწესების დაცვით. ამდენად მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის ასეთი ორგანიზაციის წევრობა საკმაოდ მომგებიანია. 1999 წლის 6 ოქტომბერს ვმო-ს გენერალურმა საბჭომ ხელი მოეწერა ვმო-ს დამფუძნებელ მარაკეშის შეთანხმებაზე საქართველოს მიერთების ოქმს.

2000 წლის 20 აპრილს საქართველოს პარლამენტმა რატიფიკაცია გაუკეთა ვმო-ში საქართველოს გაწევრიანების ოქმს და 2000 წლის 14 ივნისიდან საქართველო გახდა ვმო-ს 137-ე სრულუფლებიანი წევრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მერე საერთოდ დავივიწყოთ ეს ყველაფერი.ნავთობის ფასი ას დოლარზე მეტია და ვიღაცა მათხოვარ ქვეყნის პრეზიდენტს იყიდიან ალბათ რომ აღიაროს ეს კუთხეები.

იცი რაშია საქმე დიტო,რუსეთი რა თქმა უნდა უდიდესი პრობლემაა ამ საკითხის მოგვარებაში,მაგრამ ჩემი აზრით მთავარი მაინც აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვაა,რაც ძალიან გვიჭირს.თუმცა ეს ორმხრივია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

მთავარი მაინც აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენის გამონახვაა,რაც ძალიან გვიჭირს.

ასეა, უბრალო ხალხზე აღარა მაქვს ლაპარაკი, სახელმწიფოს დონეზეც კი არაფერია ამ მხრივ. უცბად სასწაული რომ მოხდეს და რუსეთი გავიდეს აფხაზეთიდან, ებრაელების გენოციდი მოგონება იქნება რაც იქ მოხდება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan livingston

ასეა, უბრალო ხალხზე აღარა მაქვს ლაპარაკი, სახელმწიფოს დონეზეც კი არაფერია ამ მხრივ. უცბად სასწაული რომ მოხდეს და რუსეთი გავიდეს აფხაზეთიდან, ებრაელების გენოციდი მოგონება იქნება რაც იქ მოხდება...

უფრო რუანდა იქნება.მაგრამ რუსეთის სახელმწიფოს უცბად რომ დაარტყას და მართლა გავიდეს,არა მგონია იქ ვინმემ ასეთი რამეების გაკეთების საშუალება მოგვცეს.თუნდაც იმ ჩრდილოეთკავკასიელებმა,დღეს ძმობას რომ ვეფიცებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ასეა, უბრალო ხალხზე აღარა მაქვს ლაპარაკი, სახელმწიფოს დონეზეც კი არაფერია ამ მხრივ. უცბად სასწაული რომ მოხდეს და რუსეთი გავიდეს აფხაზეთიდან, ებრაელების გენოციდი მოგონება იქნება რაც იქ მოხდება...

ქართული მოსახლოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია რომ აფხაზები არიან ჩრდილო კავკასიიდან ჩამოთესლილი აფსუები,

რომლებმაც წაგვართვეს ჩVენი მიწა და ამჟამად რუსეთის ბრმა იარაღს წარმოადგენენ ჩვენს წინააღმდეგ,

ასე იმიტომ კი არ ფიქრობენ რომ ბნელები არიან, არამედ იმიტომ რომ სხვა ინფორმაცია არ გააჩნიათ,

რამდენიმე წლის წინათ მეც ასე მიმაჩნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბანი დამადეთ თუ რა ხდება?

 

რატომ ვერ ვპოსტავ?

 

ვახ აქ დაიპოსტა, აგვისტოს ომის თემაში არ მაპოსტინებს..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...