tamari Posted March 7, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 7, 2011 (edited) მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც... მომაბეზრე კიდეც თავი; და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი. ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს, ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს, მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს. ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი. ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი? რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი! განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა. დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს, დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს. მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე, დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე; თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა... სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა! მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური... გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური? - „გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება. შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს; ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს. გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება, განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება? უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება, და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება. ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები, არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები, გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება, არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება; შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო, თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“ მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი, ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი, მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი. ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება... სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება. საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს, არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს; სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება, თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება. მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა, - ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა! მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება? დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი; გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი; უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული, რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“, - ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა. ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა... ასე იცის თანაგრძნობამ... შენ კი ისე იღიმები, თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები, რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება... ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება. როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე, ფიცს არ სტეხენ... ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე. გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი, თორემ რაა - ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?! რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი. ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული... გამომყევი, ქალო, ცოლად... ძლიერი მაქვს სიყვარული... მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს, მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს. დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო, და ახალი შევქმნათ ყოფნა... გამომყევი ცოლად ქალო!“ დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი. შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი, ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია - არა არა... განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა? მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის, მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს? აი, ნახავ - აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს! მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო, მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს: „თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს... ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს, მე შენი ვარ სამუდამოდ... წამიყვანე, სადაცა გსურს“... მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა... სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა. ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა... ხედავ, გადის ხანი, არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი, საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს... განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო... თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო... გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი... რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი? ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა? ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა... ასე ხდება ქვეყანაზე - ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება... ზარსა სცემენ... იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე, იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე... სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება - იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო! Edited March 7, 2011 by tamari Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
************* Posted March 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted March 22, 2011 პოეტის მამა - ვასილ ტაბიძე შვილის დაბადებამდე ორი თვით ადრე გარდაიცვალა. იგი ჯერ სოფლის მღვდელი, შემდეგ კი იმავე სოფლის მასწავლებელი იყო. 1900 წელს ტაბიძე ჩაირიცხა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1908 წლიდან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1910–1911 წლებში მუშაობდა მასწავლებლად. 1917–1918 წლებში იმყოფებოდა მოსკოვსა და პეტროგრადში. 1914 წელს გამოდის გ. ტაბიძის ლექსების პირველი კრებული, რომელმაც ერთბაშად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და დიდი პოპულარობა მოიპოვა. 1919 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. 1922-1923 წლებში გამოსცემდა "გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალს". 1924 წელს იგი იყო ჟურნალის "მნათობი" ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1935 წელს პარიზში მონაწილეობდა ანტიფაშისტურ კონგრესში. გალაკტიონ ტაბიძე სიცოცხლეშივე იქნა აღიარებული "ქართული პოეზიის მეფედ". მისი პოეზიის თვალსაჩინო ნიმუშებია: "მერი", "მესაფლავე", "მთაწმინდის მთვარე", "მე და ღამე", "უსიყვარულოდ", "ქებათა ქება ნიკორწმინდას" და სხვა... მიუხედავად მრავალი მცდელობისა, იმხანად გაბატონებულმა კომუნისტურმა რეჟიმმა ვერ შეძლო დიდი პოეტის საკუთარ სამსახურში ჩაყენება და მისი ნიჭის ექსპლუატაცია . ამის ნათელი დასტურია, თუნდაც, გალაკტიონის პოემა "მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა" (1924), რომელიც 1924 წლის ეროვნულ ამბოხებას მიეძღვნა. პოეტი ვერ ეგუებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვას. უდიდესი პოპულარობისა და თაყვანისცემის მიუხედავად, პოეტმა სიცოცხლე სულიერ სიმარტოვეში განვლო. ამან გარკვეული კვალი დაამჩნია მის შემოქმედებასაც,რომელმაც პოეზიას ახალი სიციცხლე, განსხვავებული რიტმი, მრავალფეროვნება და საოცარი მოქმნილება შესძინა. გალაკტიონი გარდაიცვალა 1959 წლის 17 მარტს. "პოეტების მეფემ" სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რაც მნიშვნელოვანწილად განპირობებული იყო ოფიციოზის მისდამი გულგრილი დამოკიდებულებით. გალაკტიონ ტაბიძე და მისი დიდებული შემოქმედება მუდამ იყო მოქცეული დასავლეთის ლიტერატურათმცოდნეთა ყურადღების ცენტრში. მისი ლექსების და პოემების თარგმანები სისტემატურად ქვეყნდებოდა ფრანგულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღსანიშნავია, რომ არაერთი თარგმანი გამოქვეყნდა ქართული ემიგრანტული პრესის ფურცლებზე (ჟურნალები "კავკასიონი", "ბედი ქართლისა" და ა. შ.). 1991 წელს გალაკტიონის ერთტომეული გამოიცა ბერლინში, გერმანულ ენაზე. მისი შემოქმედების შესახებ შტეფი იუნგერ-ხოტივარის მიერ მომზადებული სტატია შესულია "მსოფლიო ლიტერატურის ენციკლოპედიურ ლექსიკონში", რომელიც შტუტგარტში, გერმანულ ენაზე გამოიცა 2004 წელს. 1992 წელს საერთაშორისო ქართველოლოგიური ჟურნალის გეორგიკა (იენა)"გეორგიკა" (იენა) მე-15 ტომში გამოქვეყნდა ქრისტიან ლიჰტენფელდის ვრცელი სტატია პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. გალაკტიონის შემოქმედების განხილვას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა პროფ. დონალდ რაიფილდის მონოგრაფიაში ქართული ლიტერატურის ისტორიაზე, რომელიც 2000 წელს ინგლისურ ენაზე გამოიცა ლონდონში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...

Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.