Jump to content
Planeta.Ge

სოლომონის ახალი შეგონებანი.


Recommended Posts

Siknadmo

ბიეჯეტიდან თანხების არამიზნობრივი ხარჯვიდან დაწყებული,

სხვისი ქონების მითვისებით დამთავრებული,

ხალხი დაზარალდა, ზოგს ფირმა წაართვეს, ზოგს უძრავი ქონება,

ხოდა მისი უკან დაბრუნება ხომ უნდა მოხდეს,

ანუ ნაცმოს ბობოლებს უნდა წაართვან ის რაც მათ წაართვეს სხვებს,

ვისაც კანონიერი ქონება უკანონოდ წაართვეს,აუცილებლად ან უნდა დაუბრუნდეთ,ან კომპენსაცია უნდა მიეცეთ.

ზოგადად განკულაკებას რაც შეეხება,ამაზე ბევრი მიფიქრია.კი რა თქმა უნდა აბსოლუტურად სამართლიანი იქნება მათი ქონების ნაციონალიზაცია,თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია და აქ გადაცდომები დაუშვებელია,რადგან ადგილებზე ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს და პიროვნული ანგარიშსწორებები დაიწყება.

რაღაც დონეზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაც შეიძლება,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესები არასოდეს არ დამთავრდება.მოვა მორიგი ხელისუფლება და ის დაიწყებს წინამორბედის მიმართ იგივეს კეთებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 52
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ძუკუ

ცნობილმა ფეისბუქელმა სოლომონ თერნალმა ყველა თავის "ფრენდს" თხოვა ამის გავრცელება,რასაც სიამოვნებით ვაკეთებ.   თავს არ მოიკლავს ქართველი, არა... .автор Solomoon Ternali, написано 6 Март 2011 г. в 21:30

Siknadmo

ვინც ვერ გაიგო რომ ომია, ომი და ნაცმოძრაობა გვეომება, იბრძვის იმ მცირე რესურსებისთვის რაც მათ მძარცველურმა პოლიტიკამ გამოიწვია, იმ მცირედი რესურსის ბოლომდე კონტროლისათვის რაც კიდევ დარჩა,     მიშას და

georgekh13

სატურნ, მე საქართველოს მტერი კი არ ვარ, თუ კეთდება, დამანახეთ და ბრმა კი არ ვარ...   ჩახედული არ ხარო... დედაჩემს რომ 80 ლარი აქვს ხელფასი, ეს კარგად ვიცი... ჩვენი ინსტიტუტი რომ დახურეს და რამდენიმესა

Siknadmo

 

ვისაც კანონიერი ქონება უკანონოდ წაართვეს,აუცილებლად ან უნდა დაუბრუნდეთ,ან კომპენსაცია უნდა მიეცეთ.

ზოგადად განკულაკებას რაც შეეხება,ამაზე ბევრი მიფიქრია.კი რა თქმა უნდა აბსოლუტურად სამართლიანი იქნება მათი ქონების ნაციონალიზაცია,თუმცა ეს ძალიან რთული პროცესია და აქ გადაცდომები დაუშვებელია,რადგან ადგილებზე ხალხი ამას ბოროტად გამოიყენებს და პიროვნული ანგარიშსწორებები დაიწყება.

რაღაც დონეზე ფინანსური ამნისტიის გამოცხადებაც შეიძლება,რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პროცესები არასოდეს არ დამთავრდება.მოვა მორიგი ხელისუფლება და ის დაიწყებს წინამორბედის მიმართ იგივეს კეთებას.

ამიტომაც ყველაფერი გამჭივრვალედ უნდა მოხდეს, უფრო სწორად, არაა ველოსიპედის გამოგონება საჭირო,

კანონის მიხედვით,

 

არა მგონია კანონის უგულვებელყოფამ პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე რაიმე დადებითი მოგვიტანოს,

განკულაკება იყო უსამართლო პროცესი, პრინციპში უკანონოც, მიუხედავად იმისა რომ საბჭოეთში ახალი კანონები არსებობდა, ის იმდენად ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო პრაქტიკას და ზოგადად იურისპრუდენციას რომ ძნელია მაშინდელ პროცესს კანონიერი უწოდო,

ხოლო ამჟამად თუკი მოხდა ნაცმოსთვის ქონების ცAმორთმევა ეს უნდა მოხდეს ახლანდელი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძVელზე

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ, პროკურატურამ და სასამართლომ თავისი საქმე უნდა გააკეთონ,

მაგრამ თუკი პოლიტიკური ნიშნის მიხედვით იქნება დევნა ეს ბუნებრივია არასწორია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

engelsi1

ძუკუ

ისე დილემის წინაშე ვდაგვართ, აპატიებ და სხვა იგივეს იზამს,

არ აპატიებ და ბოლომდე იბრძოლებს,

რაღაც რაციონალური მიდგომაა საჭირო,

 

 

პოლიტიკაში პატიებაც მოდის, მაგრამ გააჩნია რისი პატიება.

 

ჩეხებმა შარშან გაასამრთლეს 85 წლის ქალი. კომუნისტების დროს პროკურორი იყო და მსახიობ ჰორაკოვას სიკვდილის დასჯაში მიუძღვოდა წილი.

 

ჰუმანურია ეს?

ერთი მხვრივა არა.

მეორე მხვრივ კი აუცილებლობაა.

ნახევარიწელი იჯდა ციხეში მერე შეწყალებით გამოუშვეს.

 

იბრძოლებენო რომ სწერ ბოლომდე.

ასედაც იბრძოლებენ და ისედაც. დამიჯერე ამათთვინ სკამის დაკარვა სიკვდილზე უარესია ზოგჯერ.

 

ეხლა რაც ოპოზიციას ეხება.

ოპოზიციას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებებში.

 

აი ბატონო ძუკუ რაც ენგელსმა1 ბაბუს სახელით დაწერა, ამის დეკლარაციას დღეს რომ ოპოზიცია არ აკეთებს, ამით ხელს უხსნის ამ ნაძირალებს. დაუსჯელობის იმედს უტოვებს.

ოპოს რომ ამის დეკლარირება გაეკეთებინა, მაშინ ამდენ დანაშაულს არ ჩაიდენდა ეს ხელისუფლება და თუ ჩაიდენდა, არა ისეტი სისასტიკით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პოლიტიკაში პატიებაც მოდის, მაგრამ გააჩნია რისი პატიება.

 

ჩეხებმა შარშან გაასამრთლეს 85 წლის ქალი. კომუნისტების დროს პროკურორი იყო და მსახიობ ჰორაკოვას სიკვდილის დასჯაში მიუძღვოდა წილი.

 

ჰუმანურია ეს?

ერთი მხვრივა არა.

მეორე მხვრივ კი აუცილებლობაა.

ნახევარიწელი იჯდა ციხეში მერე შეწყალებით გამოუშვეს.

 

იბრძოლებენო რომ სწერ ბოლომდე.

ასედაც იბრძოლებენ და ისედაც. დამიჯერე ამათთვინ სკამის დაკარვა სიკვდილზე უარესია ზოგჯერ.

 

ეხლა რაც ოპოზიციას ეხება.

ოპოზიციას დიდი წვლილი მიუძღვის ამ ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებებში.

 

აი ბატონო ძუკუ რაც ენგელსმა1 ბაბუს სახელით დაწერა, ამის დეკლარაციას დღეს რომ ოპოზიცია არ აკეთებს, ამით ხელს უხსნის ამ ნაძირალებს. დაუსჯელობის იმედს უტოვებს.

ოპოს რომ ამის დეკლარირება გაეკეთებინა, მაშინ ამდენ დანაშაულს არ ჩაიდენდა ეს ხელისუფლება და თუ ჩაიდენდა, არა ისეტი სისასტიკით.

ჰუმანურობაზე კი არა, მიზანშეწონილობაზე ვსაუბრობ, ყველა შემთხვევაში აუცილებელი იქნება ხელისუფლების ცალკეული პირების მხრიდან გარკვეული ლოიალობის მოპოვება,

მაგრამ ასევე მიზანშეწინილობიდან გამომდინარე დაუშვებელია რომ უკანონოდ მოპოვებული ქონება დარჩეს ცაკლეული ჯგუფების ხელში, ხოლო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცარილ-ტარიელი იყოს,

 

 

არ არსებობს დემოკრატია სოციალური სამართლიანობის გარეშე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

 

იქითაც დავდე,მაგრამ არა მგონია უმეტესობამწაიკითხოს.დიდია ძალიან.:)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

რა არავინ არ დაუხოციათ,თუ ვინმე სერიოზულად დაისაჯა?

სხვა რამეებზე ეთანხმებით?

რამდენი ადამიანი დაიღუპა? ჩახვეული აქვთ გირგვლიანი რობაქიძე და ატრიალებენ წინ და უკან. 2004 წლამდე რამდენი დაიღუპა არ გაინტერესებთ? გამოიძიეთ ეგ უკვე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რამდენი ადამიანი დაიღუპა? ჩახვეული აქვთ გირგვლიანი რობაქიძე და ატრიალებენ წინ და უკან

არაა მარტო ესენი, სხვების ჩამოთვლაც შეიძლება, მაგრამ აქვს აზრი რო?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, ახლა ყველა გამოსავალს ეძებს რა,

არაფერი არ გვეშველება, ვიდრე მიშაზე ენერგიული პიროვნება არ გამოჩნდება,

აქვს ამ დედა აფეთქებულს ეს უზარმაზარი ენერგია და ყველაფერს ასწრებს,

რა უნდა დააკლო, ვიდრე ოპო პარტიები რამეს მოიფიქრებენ, ეგ ახალ ატრაქციონს მართავს,

ერთი სიტყვით, ცხადდება კონკურსი ძალიან სწრაფ, ძალიან მოხერხებულ და ძალიან ენაკვიმატ პერსონებზე,

არა აქვს მნიშვნელობა არც განათლებას და არც წარმომავლობას, მთავარია პა ხოდუ ფიქრობდეს გამოსავალს :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ისაა აღიდგენენ თუ არა ოპო პარტიები ხალხის ნდობას,

მე პირადად ყველაზე დიდი ანტიპატია გრეჩიხას მიმართ მაქვს, დაჟე ნოღოზე და ბურჯიკაზე მეტად არ მევასება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიდრე ოპო პარტიები რამეს მოიფიქრებენ, ეგ ახალ ატრაქციონს მართავს

უბედურებაც ეგ არის სწორედ, რომ ატრაქციონს მართავს და არა სამუშაო ადგილებს. საზოგადოება მაშინ არის კმაყოფილი როდესაც:

1. დასაქმებულია

2. აქვს იმ რაოდენობის შემოსავალი, რომ ოჯახი არჩინოს (საკვები, ჩასაცმელი, კომუნალური გადასახადები, სწავლის საფასური, დასვენება-გართობა)

3. სასამართლო სამართლიანია

4. საზოგადოებრივი წესრიგი დაცულია.

ეხლა განვიხილოთ რა შეასრულა მიხეილ სააკაშვილმა ამ 4 მინიმალური პირობიდან მოსახლეობის გასაბედნიერებლად.

1 სამუშაო ადგილები - ქვეყანაში არსებული საზოგადოების ყველა ფენისათვის ხელმისაწვდომი(თუ შესაბამისი პროფესია გააჩნია) რეალური და შემოსავლიანი სამსახურებია: შს ორგანოები(სოდი, კუდი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და ა.შ ზოგადად პოლიცია, პროკურატურა და სასამართლო უნდა დაივიწყოს უბრალო იურისტმა, თორემ ილუზიონისტი უფრო იქნება ვიდრე იურისტი), თავდაცვის სამინისტროს ორგანოები (საკინტრაქტო სამხედრო სამსახური, სამხედრო პოლიცია რიგითი თანამდებობები), ჯანდაცვა (სამენაო საქმე, ფარმაცევტია, ექთნობა ჰაა ჰაა ექიმობა ისიც თუ ძალიან ძლიერი სპეციალისტი ხარ) საბანკო-საფინანსო ორგანოები ( ოპერატორი, პიარ მენეჯერი, საკრედიტო ოფიცერი და ა.შ დაბალი თანამდებობები), ფინანსთა სამინისტროში და საგადასახადო ინსპექციაშიც გამოჩნდება ხოლმე ახალი მთვარესავით ვაკანსიები, მერია (საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი, კონტროლიორი, დასუფთავების სამსახურის დამსუფთავებელი) დამთავრდა სხვა დანარჩენი მაგალითად თბილწყალკანალის ლაბორანტობა და ყაზტრანსგაზის კურიერობა 200 ლარზე მეტ ხელფასს არ იძლევა. ეხლა მივხედოთ კუსტარულად შექმნილ სამუშაო ადგილებს ესენია: გარემოვაჭრეობა და ტაქსის მძღოლობა.

ჩემს მიერ ზემოთაღნიშნულ თანამდებობებზე დასანიშნად (გარდა გარემოვაჭრისა და ტაქსის მძღოლისა) საჭიროა სამი აუცილებელი პირობა: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ზოგადად ხელისუფლების არჩევნებში შენ და შენი ოჯახის ყველა წევრს უნდა გქონდეთ ნაციონალური მოძრაობისთვის მიცემული ხმა ( მომავალში იგივეს შეპირებით) 2. უნდა გაგაჩნდეს შესაბამისი პროფესიის დიპლომი და მიზერული ცოდნა და 3. ნებისმიერ ორგანოში უნდა გყავდეს ნათესავი მაღალ თანამდებობაზე.

2. შემოსავლის ოდენობა - რეალურად საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავლის ოდენობა, რომ კომუნალური გადასახადების ოდენობაზე მცირეა, ამას დიდი მსჯელობა არ ჭირდება, სხვათაშორის კომუნალური გადასახადები ზემოთაღნიშნულ თანამდებობებზე მომუშავე პირების ჯიბესაც მნიშვნელოვნად ურტყავს მათი საშუალო შემოსავალი 800-1000 ლარამდე მერყეობს, ეს არის თანხა თვიდან თვემდე საარსებოთ( ვერც ასეთი ხელფასით იქნება საზოგადოება ბოლომდე კმაყოფილი)

3. სასამართლოს სამართლიანობა - ამ ხელისუფლებაზე წარმოდგენა მაშინ დავკარგე, როდესაც სრულიად შემთხვევით ქუჩაში სურსათის მაღაზიისაკენ მიმავალი, როგორც მიტინგის მონაწილე დამაპატიმრეს და მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება კარგად იყო ცნობილი როგორც პოლიციელებისთვის ისე მოსამართლისთვის ასე ვთქვათ ( ხათრი აღარ გაუტეხა მოულოდნელად მის ტელეფონზე აწკრიალებული ზარის ავტორს) და 10 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა მომისაჯეს, გასაჩივრების უფლება არ მომეცა დადგენილ ვადაში და 10 დღის შემდეგ თურმე მოსამართლე მართალი ხდება და მართალი მტყუანი.

4. საზოგადოებრივი წესრიგი - საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები და მე ამ ტერმინის ქვეშ სხვადასხვა რამეს ვგულისხმობთ, მათთვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არის მშვიდობიანი საპროტესტო აქციის კანიბალური მეთოდებით დარბევა, ჩემთვის სიტყვის და აზრის თავისუფლად გამომთქმელების თავდამსხმელებისაგან დაცვა.

როგორც ვხედავთ მოსახლეობის დასაკმაყოფილებელი 4 მინიმალური კრიტერიუმიდან 1 და ისიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში და ძალიან მცირე მასშტაბით ხორციელდება არადა პრეზიდენტობის 10 წლიანი ვადა სრულიად საკმარისია ამ ოთხი მინიმალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რათა ბუტაფორიის ნაცვლად შექმნილიყო ეკონომიკა, ზონდერების ნაცვლად პოლიცია, უსამართლობის ნაცვლად სამართალი, ვადაგასული ნაფტალინივით უვარგისი რომ გახდა ჩვენი მონარქი შემოდგომის ბუზივით მწარედ მაგიტომ უკბინა 7 ნოემბერს საკუთარ მოსახლეობას, ახლა კი შერცხვენილი იმით, რომ სახელმწიფოს ნაცვლად ბუტაფორიას გვიტოვებს ახალ ახალ ატრაქციონებს იმიტომ დგავს, ნუგეშის ჯიხურებისა და სამადლო ვაუჩერების სახით. ესეც ილუზიაა, უმწეო ხალხის ვირტუალურ სამყაროში შეთრევის ერთ ერთი ხერხი, რეალობა კი საშინელია და იმედი მაქვს ამ საშინელ რეალობას მომავალი ხელისუფლება სანატრელ რეალობად გადააქცევს, არადა ეს მინიმალური არც ისე რთული გასაკეთებელია, სადაც მუქთახორა, დიახ მუქთახორა პოლიციელის შენახვა გადასახადების გადამხდელს მინიმუმ 800 ლარი უჯდება არაფერი დაშავდებოდა იმით მშრომელი გამრჯე პედაგოგის ან და ინჟინრის რეალური შრომა ამ ხელფასის ნახევარი ოდენობით მაინც დაფასებულიყო, თორემ ძნელია, როდესაც უყურებს ადამიანი შენს ხელში გაზრდილ ოროსანს სამჯერ მეტ ხელფასს რომ უხდიან და თან იმხელა ძალაუფლებას აძლევენ უტიფრად თავზე დაგხედოს ამაყად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Morfius

რით ვერ მიხვდით, ეგ კაცი არის ჯოკერი, ანგარიშიანი კლოუნი,

ყველაფერს ჯოკრავს თავის ენერგიით და მოხერხებით,

წაშალა სამართლიანობის და ყველა მორალური კატეგორიები,

დაწყებული ედუარდის ცრუპენტელობიდან, მაგ პერსონის სახით, პროგრესი განიცადა გაუტანლობამ,

ვინ უნდა დაუპირისპირდეს მას?

ან იდეურად შეწირული, რაც ამ საუკუნეში იშვიათია, ან კარგად შენიღბული, მაგაზე უარესი აფირისტი,

ასე რომ ორი გზა გვაქვს, ერთი გადის მორალზე, მეორე მოხერხებულობაზე და ენერგიაზე,

აირჩიეთ... :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რით ვერ მიხვდით, ეგ კაცი არის ჯოკერი, ანგარიშიანი კლოუნი,

ყველაფერს ჯოკრავს თავის ენერგიით და მოხერხებით,

წაშალა სამართლიანობის და ყველა მორალური კატეგორიები,

როდესაც ის პრეზიდენტი გახდა სიხარულით მივეცი ხმა, მართლა გულწრფელად მეგონა რომ უკეთესობისკენ შეცვლიდა საქართველოს, მაგრამ იმედი გამიცრუვდა, ახლა თუ უხარისხო და ათასჯერ ათხრილ ხელახლა დაგებულ გზებს და საღებავწასმულ შენობებს გვაყვედრის, შევარდნაძეს რომ ეგრე ამოეწოვა წურბელასავით ხალხის ჯიბიდან მიზერული სახსრები შეიძლება ბროლის გზები დაეგო და ოქროს კოშკები აეშენებინა, რომ გაყვირის ვაშენებ და ვაშენებო რაა ბებიამისის დანატოვარით აშენებს? მოკლედ სიტუაცია ასეთია, შევარდნაზე ართმევდა ხალხს ერთ მეოთხედს შემოსავლისას და თან ფულის კეთების საშუალებას აძლევდა, წართმეულს ჯიბეში იდებდა, ხალხი არსებობდა, ეს სულ მთლიანად ართმევს თან შემოსავლის წყაროს კეტავს, მერე ამ წართმეულით ფასადს შეღებავს, გზებზე რა ქაქიც იდო იგივეს გადაამუშავებს და დააკრავს და თან გვაყვედრის. გორელი ხალხი მდიდარი იყო ძალიან ასევე აჭარლებიც ხილი და ციტრული რუსეთში დაჰქონდათ და სულ არ იყო საჭირო ისინი დაგესაქმებინა თავიანთი მეურნოება ქონდათ და მშვენივრად ცხოვრობდნენ, ეხლა რა ხდება? გორში ვაშლისა და ატმის ხეები მოჭრეს და ღუმელში შეუკეთეს. იდიოტია ჯოკერი კი არა იდიოტი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

რამდენი ადამიანი დაიღუპა? ჩახვეული აქვთ გირგვლიანი რობაქიძე და ატრიალებენ წინ და უკან. 2004 წლამდე რამდენი დაიღუპა არ გაინტერესებთ? გამოიძიეთ ეგ უკვე?

სატურნ ბატონო,თქვენ კარგად ამოარჩიეთ ეს ორი შემთხვევა,თუმცა სხვებიც იყო.მაგრამ ამ ორში ყველაზე საშინელი არა თვითონ მკვლელობა,რაც რა თქმა უნდა ტრაგედიაა,არამედ ის რაც ამის შემდეგ მოხდა.

გირგვლიანის შემთხვევაში მთელი სახელმწიფო მანქანა ამუშავდა ამის ჩასაფარცხად,პრეზიდენტი,მინისტრები,პარლამენტი მთელი უმრავლესობით.შემსრულებლები როგორ დაისაჯენ კარგად გახსოვთ.რაღაც სამვარსკლავიანი სასტუმროს მსგავს კამერაში იჯდნენ,გარეთაც გამოდიოდნე,ერთმა შვილის გაკეთებაც კი მოახერხა.მერე სასჯელი გაუნახევრეს და რამდენიმე თვეში საერთოდ გაანთავისუფლეს.

რობაქიძეს რაც შეეხება,იქ რაც მოხდა ასევე ტრაგედია იყო,თუმცა ასეთი რამეები სხვა ქვეყნებშიც ხდება.მაგრამ არა ის რაც შემდეგ.როცა შ.ს.ს-ს უმაღლესი ჩინები ჩაერთვენ ამის ჩაფარცხვაში დონაძის ხელმძღვანელობით.მოიტანეს იარაღი,ჩაალაგეს მანქანაში,ტელევიზიებმა გადაიღეს და ბუთას მეგობრებს ციხეში უშვებდნენ.

ამ ყველაფერს ადრე თუ გვიან გამოიძიებენ და ბევრს მუწევს საბრალდებულო სკამზე დაჯდომა.ხოლო რაც შეეხება ამის გამმართლებლებს,ეს უკვე ზნეობის საკითხია.

წინა შეკითხვას გიმეორებთ,სხვა რამეებში ეთანხმებით ბატონ სოლომონს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

სხვა რამეებში ეთანხმებით ბატონ სოლომონს?

მაგ მკვლელობების შემდეგ აღარ წამიკითხავს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...