Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ლევან ბერძენიშვილი ჩემი მეგობარია

 

თინიკო მომწონს ხიდაშელი

 

დათო უსუფაშვილი ჭკვიანი კაცია

 

დათო ზურაბიშვილიც

 

 

 

 

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან კარგად არის აღწერილი შენგელაისას "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ანუ როცა ცხვირიც ჰგავს, პირიც და თვალებიც მაგრამ "რესპუბლიკური პარტია" მაინც არ მევასება. რატომ? ქართული სენის გამო "ნიჭიერები არან მაგრამ ზარმაცები". მაგათ მეტს ვთხოვ... მეტი მინდა ... ექშენი მინდა... ვნება... შიში და ძრწოლა ხმაური და მძვინვარება. ესენი კი შვედური კონსერვატიული პარტიის წევრთა სახეებით ლაპარაკობენ ლაპარაკობენ ლაპარაკობენ. არადა დაგვექცა თავზე ქვეყანა. თუმცა გასულ პარასკევს დავრწმუნდი რომ ლაპარაკითაც გამოდის საქმე. "კავკასიაზე" უსუფაშვილი მიშა მაჭავარიანს დაეჯახა დებატებში. გინახავთ ის წიწილა, რომელიც ქორმა წაიღო და "წიავ წიავს" იძახის? ასეთ დღეში იყო მიშა მაჭავარიანი. სად გაქრა ის მხნე და მოდემაგოგო პოლემისტი, რომელსაც უტიფრად შეეძლო შავზე თეთრის მტკიცება. სტუდიაში იჯდა მურაბის ქურდობაზე წასწრებული მოზარდი ბიჭუნა და რაღაცეებს ლუღლუღებდა. უსუფაშვილი საბუთებით ებაზრებოდა... ქვას რომ გახეთქავდა ისეთი ქაღალდებით. რურუას და გეგენავას "ბუტკების" ბიზნესიც ამხილა, სააკაშვილს რომ დედამისისათვის მიწა უჩუქებია ისიც უთხრა, პარტიები და ნაც. მოძის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე რომ ლაპრაკობენ და იმ ლაპარაკისას ხელისუფლება რომ თაღლითობს ისიც დაუმტკიცა. მაჭავარიანი ნირწახდენილი პასუხობდა "გავერკვევი... დავაზუსტებ... ეს წერილი მე არ მომიწერია... ეს ფაქტი არ ვიციო". ეს ძალზედ სასეირო სანახაობა იყო. მაგრამ განა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანისათვის არაა ცხადი რომ მიშას და მიშისტებს (სააკაშვილს ვგულისხმობ) არგუმენტები არა აქვთ? განა ნათელი არაა რომ მიშა მხოლოდ ვანოზე დგას? ამიტომ მაინც უხალისოდ ვუყურებდი მაჭავარინის "გატყიპვას" პირდაპირ ეთერში. ვფიქრობდი: აი უსუფა ტრადიციული "რესპუბლიკური" ფრაზით დაამთავრებს "მაგრამ ევოლუციურ ცვლილებებს ალტერნატივა არა აქვს, ჩვენ გვინდა რომ კონსტიტუციურ ჩარჩოებს რომ არ გავცდეთ" და მისთ. და უცებ, ჰოი საოცრებავ, "მშვიდობის მტრედი" და კონსტრუციული ოპოს ტიპიური წარმომადგენელი დავით უსუფაშვლი იძახის ასეთ რაღაცას:

 

 

"თქვენო ყველაფერი რევოლუციისკენ მიგყავთო... ჩვენო, მოლაპარაკისტებს გვატყუებთო ... გინდათ რომ ხალხმა ირწმუნოს რომ ქუჩის გარდა სხვა გზა აღარაო... ცეცხლს ეთამაშებითო და დაგერხევათო ("ნუ დაგერხევათო" არ უთქვამს მაგრამ ასე გამოუვიდა)მაჭავარიანს არ გაუპროტესტებია ეს. არ დაუწყია "აბა გაბედეთ და სულს ამოგხდითები" ... იჯდა ასე თავჩაქინდრული.

 

 

მენიშნა ეს ძვირფასო მკითხველო!

 

დათო უსუფაშვილი რევოლუციაზე რომ დაიწყებს ლაპარაკს და მიშა მაჭავარიანი არ დასცინებს "აბა ვნახოთ რისი თავი გაქვთო" ე.ი. მართლა ცუდადაა რესპუბლიკაში საქმე. ეს ნიშნავს, რომ სააკაშვილი ბუქსაობს. რა თქმა უნდა ის ჯერ ძლიერია... ფიშტოიანი კაცებიცა ჰყავს და აგიტაცია–პროპაგანდის კანტორები ტელევიზიების სახით. მაგრამ მოქალაქეებისათვის გამოწერილი ყოველი საჯარიმო კვიტანცია, ყოველი მომატებული თეთრი ბენზოგასამართი სადგურების ფირნიშებზე, გაერთიანებული კომუნალური გადასახადების თითოული ქვითარი მას რევოლუციით ემუქრება. მეორე მია (მაჭავარიანი) ამას გრძნობს მაგრამ რა ქნას?! ის თამაშშია... იმ სტადიაში როცა უკან დახევის გზა აღარ არსებობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა იყო არჩილ ამ დილაადრიანად,ხაშია? :givi:

ისე უსუფამ მართლა ჩახადა მაჭავარიანს.ასევე ვინც თინას ბოლო რამდენიმე თვის ქმედებებს უყურებს,ძალიან შემართულია.ასე გააგრძელონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრწყინვალე იყო უსუფაშვილი. ისიც კი ვიფიქრე, მაჭავარიანი არც ისეთი ნაძირალა ყოფილა, როგორიც ხალხს გონიათქო, - ადამიანი დაიბნა, ადამიანმა ყველაფერზე პასუხი ვერ მონახა, როგორც ეს საძაგელ ურცხვ მის ზოგიერთ კოლეგას, ეგრეთწოდებულ "ბოკერიას სკოლის მიმდევრებს" გამოსდით.

 

რამიშვილის შეფასება სწორია, გარდა იმისა, რომ თინა ხიდაშელი თუ შვედური პარტიის წარმომადგენელივით ლაპარაკობს... ო, ღმერთო... მე ამ ქალზე ვამბობ, ბოდიში და ცეცხლსა ფსავსთქო, ოღონდ სულ არ მსიამოვნებს მე ეგეთები.

თინას ვერ ვუსმენ, არ შემიძლია, ეგეთი ინტონაცია მანერვიულებს.

უსუფაშვილის შესრულება მომეწონა, მშვიდი, წყნარი.. მოკლედ ჩემი კომპლიმენტიც გადაეცით, რომელიც ტქვენსაზე მეტად ფასეულია, იმიტომ რომ რესპების მოყვარულთა კლუბიდან არ ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ისე უსუფამ მართლა ჩახადა მაჭავარიანს

 

მიშა რომ ოპოზიციაში იყო და ჟირინოვსკი მიაჩმორა ტელედებატებში გახსოვთ? მილიონი დაჯდა ის ეთერი თურმე. :givi:

გემი იძირება და ვირთხები გარბიან.

Edited by mtidan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რესპები

ერთ სიტყვიანი ანეგდოტი :))

 

წავიდა რესპების დრო ისე რომ არც არასდროს იყო მოსული.

 

ლუსტრაციის კეთილშობილი რისხვა არ აცდება მაგ ფსევდო პარტიის ბელადობას!

არც სხვა დანარჩენ ფსევდო პოლიტიკოსებს და ე.წ. საზოგადო მოღვაწეებს..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

გემი იძირება და ვირთხები გარბიან.

მეც ეს მინდა რაც შეიძლება მალე ჩაიძიროს.

asds

ლუსტრაციის კეთილშობილი რისხვა არ აცდება მაგ ფსევდო პარტიის ბელადობას!

ტაშიი!!! :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომელიც ძალიან კარგად არის აღწერილი შენგელაისას "არაჩვეულებრივ გამოფენაში" ანუ როცა ცხვირიც ჰგავს, პირიც და თვალებიც მაგრამ "რესპუბლიკური პარტია" მაინც არ მევასება. რატომ? ქართული სენის გამო "ნიჭიერები არან მაგრამ ზარმაცები". მაგათ მეტს ვთხოვ... მეტი მინდა ... ექშენი მინდა... ვნება... შიში და ძრწოლა ხმაური და მძვინვარება. ესენი კი შვედური კონსერვატიული პარტიის წევრთა სახეებით ლაპარაკობენ ლაპარაკობენ ლაპარაკობენ. არადა დაგვექცა თავზე ქვეყანა. თუმცა გასულ პარასკევს დავრწმუნდი რომ ლაპარაკითაც გამოდის საქმე. "კავკასიაზე" უსუფაშვილი მიშა მაჭავარიანს დაეჯახა დებატებში. გინახავთ ის წიწილა, რომელიც ქორმა წაიღო და "წიავ წიავს" იძახის?

ეგრეა რა, თქვენ რესპები ხართ ყველაზე ჯანსაღი ძალა საქართველოში, რა ვი არაფერი არ გაკლიათ ტო,

შალიკოსგან განსვავებიტ მევასებით, მაგ ტიპს ბენდუ ევასება, ხოდა ნუ, ვფიქრობ რომ მთლად ადეკვატური ვერ უნდა იყოს,

თუმცა სწორი მიგნებები აქვს,

შ. რამიშვილი არის თავისუფალი ადამიანი, თქვენც თავისუფალი, დამოუკიდებელი მასტები ხართ,

რაც შეეხება ექშენს და მძვინვარებას, არც მაგი გაკლიათ როცა საჭიროა,

ჯერ მარტო ბოკერიას გაგლეჯილი სიფათი რად ღირს, მაგ არაკაცმა ლევანს დედა შეაგინა ტელეფონში და დათომ პარლამენტში, ნაცბანდას ამოფარებულ მაგ გველის წიწილას, მაგ ძონძ იმპოტენტ ავადმყოფს მაგრად აჯახა დაშხოშიანად,

უ#######ო ყარაჩოღელებისგან-ვგულისხმობ გრეჩოსნაირებს ბევრი დამუქრება და ქადილი არ გიყვართ,

ალასანიას მაგვარი უხერხემლო და უსუსური კი არა-ჯერ მარტო,

აი თუნდაც პაატა ავიღოთ, რაც მაგას ნაცმაცუნებმა ერის მოღალატე უძახეს, მაინც აკეთებს თავის საქმეს, უკან არ იხევს, რა მაგას ვაჟკაცობა არ სჭირდება ვითომ, თან კაი საქმეს აკეთებს და ცდილობს მაქსიმალურად რომ აფხაზებთან საერთო ენა გამონახოს,

სამაგიეროდ რას იღებს,

 

მოკლედ რისი თქმა მინდა, მიდით ბიჭებო რა, მიდით, უფრო მეტი დერსკობა, გამოგივათ, მიაწექით

 

flo-masteri

ღმერთო... მე ამ ქალზე ვამბობ, ბოდიში და ცეცხლსა ფსავსთქო, ოღონდ სულ არ მსიამოვნებს მე ეგეთები.

თინას ვერ ვუსმენ, არ შემიძლია, ეგეთი ინტონაცია მანერვიულებს.

ხო, აი თინა არ უყვართ ქართველებს, სამწუხაროდ, არდა არააა ცუდი გოგო :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...