Jump to content
Planeta.Ge

ახალგაზრდა მინისტრის მანქანები


Recommended Posts

2010 წლის 1 ივლისს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო შეიქმნა. 2 ივლისს საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა და ამ ახლად შექმნილი უწყებისთვის 29 მლნ236 400 ლარი გამოიყო. მოგვიანებით, 2010 წლის 19 ნოემბერს სახელმწიფო ბიუჯეტში მორიგი ცვლილებები შევიდა და ეს ციფრი 31 მლნ 080 600 ლარამდე გაიზარდა. აღნიშნული თანხის განკარგვა კი დაევალა ვლადიმერ ვარძელაშვილს, რომელიც მანამდე შიდა ქართლის გუბერნატორის პოსტს ფლობდა და რომლის წლიური შემოსავალი (ხელფასით და ყოველთვიური პრემიით) 70 800 ლარს შეადგენდა.

საქართველოს ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტმა გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხარჯების შესახებ. სამინისტრომ გაგზავნილ წერილს მართალია დროულად უპასუხა, თუმცა გაცემულ ინფორმაციაში არ არის დაფიქსირებული პრემიების შესახებ ინფორმაცია და ასევე ის თუ რომელ კომპანიებთან აწარმოებს ვარძელაშვილის უწყება (როგორც ერთ პირთან) მოლაპარაკებას სახელმწიფო შესყიდვების დროს.

,,ტოიოტა პრადოს” ტიპის ავტომანქანა, რომელიც ემსახურება მინისტრის პირველ მოადგილეს

,,ქართლის ხმამ” მინისტრის მიერ პრემიების დამალვის ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწერა, ამჯერად მკითხველის ყურადღებას მანქანებზე და მის ხარჯებზე შევაჩერებთ.

ახალგაზრდა სამინისტროს ამჯერად 10 ძვირად ღირებული ავტომანქანა ემსახურება, აქედან 4 მანქანა სპეციალურად სამინისტროსთის შეიძინეს, დანარჩენი მანქანები სხვა უწყებებიდან გადასცეს. 2010 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 2 თებერვლამდე შეძენილი მანქანების საერთო ღირებულება 228 106 ლარია.

ამ 10 მანქანიდან 4 მანქანა პერსინალური დანიშნულებისაა, დანარჩენი – სამსახურებრივი.

პერსონალურ მანქანებში შედის:

- ტოიოტა ლენდ კრუიზერი 200;

- ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო;

- ჰიუნდაი ვერა კრუზი და

- ტოიოტა ქამრი.

დანარჩენი სამსახურებრივი ავტომანქანებია:

- მერსედესი;

- ორი ცალი ტოიოტა ქამრი;

- შკოდა ოქტავია;

- BMW;

- ჰიუნდაი გეტსი და რენო ლოგანი.

2010 წლის მონაცემებით, ვლადიმერ ვარძელაშვილის განკარგულებით, საკუთარ პერსონალურ ავტომანქანაზე (ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200) საწვავის ლიმიტი თვეში 700 ლიტრი დაწესა. (შიდა ქართლის გუბერნატორობის დროს, ლიმიტი 1000 ლიტრი ჰქონდა).

სამინისტროს დანარჩენ სამ პერსონალურ მანქანებზე 2010 წელს ლიმიტი – 600 ლიტრი იყო, (2011 წლის 1 იანვრიდან 400 ლიტრზე ჩამოვიდა) ხოლო სამსახურებრივი მანქანებზე ლიმიტი 2010 წელს – 400 ლიტრით ჰქონდა განსაზღვრული. (მიმდინარე წელს კი 250 ლიტრია)

ასე, რომ 2010 წელს, სულ 10-ვე ძვირაღირებულ მანქანაზე დაახლოებით 26 000 ლიტრი საწვავი დაიხარჯა.

ცალკე მუხლად წერია ავტომანქანების ხარჯი, რომელშიც შედის სათადარიგო ნაწილების და რემონტის ხარჯები. საკვლევ პერიოდში ვარძელაშვილმა სამინისტროს მანქანებს 12 437,5 ლარი დაახარჯა. აქედან მხოლოდ და მხოლოდ მის პირად პერსონალურ მანქანას 3 517 ლარი დასჭირდა.

,,ტოიოტა ქამრის” ტიპის ავტომანქანა სამინისტროში 3 ცალი აქვთ

წარმოდგენილ მონაცემებში, არ ჩანს თუ რამდენადაა შეფასებული მისი პერსონალური ავტომანქანა. სამაგიეროდ კარგად ჩანს თუ რამდენად შეიძინა სამინისტრომ ავტომანქანა ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერი პრადო” (სახელმწიფო ნომრით VUV-822), რომელიც მის პირველ მოადგილეს გიორგი ავალიანს პერსონალურად ემსახურება. ეს მანქანა სამინისტრომ 78 102 ლარად შეიძინა.

ავტოსამფლობელების თქმით, Toyota Land Cruiser Prado -ს და Toyota Land Cruiser 200-ს ყველგანმავლებს უწოდებენ და მისი გამოშვება 60 წლის წინ დაიწყო იაპონიაში. წელს კომპანია აღნიშნული მარკის საიუბილეო მანქანებს გამოუშვებს.

სამინისტროს მანქანებში ყველაზე იაფფასიანი მანქანა ,,რენო ლოგანი” -ია. (სახელმწიფო ნომრით QWQ – 577), ის სულ რაღაც 20 060 ლარად იქნა შეძენილი.

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6809

 

არ ვიწყენთ :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგას ბენზინკალონკაზე არ დავაყენებდი ჩამსხმელად,

პრადო უშველის მაგ მახინჯს?

რას გავს....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბენზინის ფულს რო უხდიან ეგაა კვერცხობა .. ეგ მანქანები სახელმწიფოს დარჩება .. პირად საკუთრებაში კი არ აქვთ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ან დარჩება სახელმწიფოს ან არა

შეიძლება ჩამოწერენ და პირად საკუთრებაში იაფი შესყიდვით დაიტოვონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ან დარჩება სახელმწიფოს ან არა

შეიძლება ჩამოწერენ და პირად საკუთრებაში იაფი შესყიდვით დაიტოვონ

1 ლარად მიყიდიან :yes:

 

ისე რად უნდა ამდენი?

ერთდროულად ჯდება ყველაში ერტად? :nekro:

 

 

ღორი!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

 

1 ლარად მიყიდიან :yes:

 

ისე რად უნდა ამდენი?

ერთდროულად ჯდება ყველაში ერტად? :nekro:

 

 

ღორი!

ალბათ მისი ოჯახის წევრებსაც ემსახურება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ვა

კადიროვს ეჯიბრება??

 

SHARI

კაცო... კონკრეტულ ამ შემტხვევაში... ნუ სიტყვაზე და მხოლოდ სახელმწიფო მანქანები იყოს პრობლემა.. ეგაა არამიზნობრივი დახარჯვა ფულის...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

PEPE.

რა არის არამიზნობრივი ხარჯვა მანქანების შესყიდვა ? :)

 

რანაირად არის არამიზნობრივი :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ალბათ მისი ოჯახის წევრებსაც ემსახურება

მაგის ( და ნებისმიერი ჩინოვნიკის ოჯახის წევრები) არ არიან სახელმწიფო მოხელეები, მათ მომსახურებას არ ითვალისწინებს კანონი - რაში ვუხდით ხელფასს ( და პრემიებსაც)

 

ამ მასალების კითხვისას ერთი აზრი მომივიდა - ქართული ვიკილიკსია გასაკეთებელი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ჩამოწერენ და პირად საკუთრებაში იაფი შესყიდვით დაიტოვონ

გამორიცხულია ეგ. არანაირი იაფი შესყიდვა არ არსებობს. ღია აუქციონზე იყიდება მასეთ შემთხვევაში ავტომობილები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

იმ თქვენ ვებ-გვერდზე არ იქნება ურიგო ეს კანონი მთლიანად დადოთ

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=116

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

SHARI

რა მანქანებია მაგას შეხედე..

და მაგას + მძღოლები ყავთ და დაცვა...

არ იციან ფული რაში დახარჯონ და საკუთარ კომფორტში იყენებენ..

ამ პაწუა ბიუჯეტს ასეთი ხარჯვები არ ჭირდება... ქამრების შემოჭერის ერთერთი შემადგენილი ნაწილი უნდ აყოფილიყო ესეც წესით...

მაგრამ აბა მინისტრი რა მინსიტრია ან დეპუტატი შავი ჯიპიტ რომ არ იაროს და მძღოლი არ ემსახუროს. მანდ იწყება თავში ავარდნები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

იმ თქვენ ვებ-გვერდზე არ იქნება ურიგო ეს კანონი მთლიანად დადოთ

 

http://www.parliament.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=69&kan_det=det&kan_id=116

 

კი დავდებთ, მაგრამ მაგის წამკითხავი არავინ იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

13 გამოხმაურება
:) :)

 

 

ვერავითარი რევალუცია ვერ შეედრება სახელმწიფო მოხელეების ხელფასებზე დაბრძანებას მკაცრი კონტროლის ქვეშ

მაგრამ ასეთ მელოჩებზე არ ღირს დროის მოცდენა :yes:

Edited by Ostap
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...