Jump to content
Planeta.Ge

კუდის თანამშრომელი და ჟუნრალისტი


Recommended Posts

იმისთვის, რომ ჩემი წერილი უფრო მკაფიო და ჟურნალიტურ პრინციპებს მოვარგო მინდა ფაქტებით ვისაუბრო, რომელიც არც თუ ისე ცოტა მოგვეპოვება იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

იანვარში დასავლეთ საქართველოში ვიყავი, სადაც ბევრ ჟურნალიტს შევხვდი. (მათივე უსაფრთხოების გამო არ ვასახელებ იმ ჟურნალიტის სახელს და, არც იმ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის სახელს, რომელმაც ამ ჟურნალიტების დავერბორკება გადაწყვიტა) მინდა დავაზუსტი, ეს არ იყო საქმიანი შეხვედრა, ეს უბრალოდ იმ ჟურნალიტებთან შეხვედრის სურვილი იყო, რომლებსაც დიდ პატივს ვცემდი და დღეს ეს პატივისცემა უფრო გამიმტკიცდა.

ჟურნალისტებს აღმაშენებლის ძეგლთან შევხვდი, რადგან სხვა ადგილებს კარგად არ ვიცნობJ 10 წუთში მე და სამი ჩემი მეგობარი ჟურნალიტი ღარიბულ სახინკლეში წავედით. ცოტა ლუდი დავლით, ვისაუბრეთ საქართველოს დღევანდელ სიტუაციაზე, ქართველი ჟურნალიტების ინდიფერენტულობაზე და მათ კომფორმიზმზე.

ვისაუბრეთ იმაზე თუ, როგორი გზებით ცდილობს ასევე ხელისუფლება იმ ჟურნალისტების დავერბორკებას, რომლებიც დღეს საშიშები არ არიან, თუმცა გამოსაყენებლები ნამდვილად.

ცოტა ხნის შემდეგ, ერთ–ერთმა ჟურნალიტმა, რომელმაც ჩვენზე მეტი დალია იქ მყოფ ორ ჟურნალიტს გადახედა და უთხრა ხალხო მოდით ამ კაცს მოუყვეთ ჩვენი ძმის ძმობის შესახებო. ამ სიტყვებმა დამაინტერესა და ნუგზარს (სახელი პირობითად მოვიყვანე) ვთხოვე მოეყოლა რას გულისხმობდა. ბევრს აღარ მოვყვები იმის შესახებ თუ რა დისკუსია უძღოდა წინ ამ ფაქტის ჩემთვის გაზიარებას მაგრამ პატარა შესავალს მაინც გაუკეთებ. მაშინ, როცა ბიჭებმა იგრძვნეს ჩემი დაინტერესება ქუთაისლურ სტუმართმასპინძლობას ვერ გაექცნენ და მოყოლა გადაწყვიტეს. ნუგზარმა შემომხედა და მითხრა ამ ფაქტს თუ დაწერ მაშინ არ გეტყვიო. მე ვუთხარი, რომ არ დავწერ მეთქი. კარგიო მითხრა მაშინ მოგიყვებიო მერე გაეცინა და დაიწყო.

ერთი თვის წინ ჩვენმა სტუდენტობის მეგობარმა და ჯგუფელმა, რომელსაც დღეს კუდში მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია (ისინი სამივე ჯგუფელები იყვნენ, ხოლო ის ვისზეც ყვებოდა ამათი ჯგუფელი ასევე. ) დამირეკა და ქალაქის ცენტში ყველაზე პრესტიჟულ რესტორანში დამპატიჟაო. დილა იყო ავდექი და რესტორანში წავედი, რომ მივედი აღმოჩნდა, რომ ჩვმს ძმაკაცს ამათვისაც დაურეკია.

ბიჭები ვნახე მოვიკითხე და შეკრების მიზეზიც ვიკითხე; ჩვენმა „კუდელმა“ მეგობარმა ჩაიცინა და მიპასუხა „არ შეიძლება მეგობრები დაგპატიჟოთო?“ ამ პასუხმა და მისმა ორაზროვანმა ღიმილმა ცოტა დამაფიქრა და ტვალეტში გავედი, ხელები დავიბანე და ის გავაკეთე, რაც არასდროს თავში არ მომივიდოდაო პირველად ვიგრძენი მეგობრების მიმართ უნდობლობა. ავდექი და დიქტაფონი, რომელსაც სულ ჯიბით დავატარებ ჩავრთეო.

ამ საუბრის შემდეგ ჯიბიდან დიქტაფონი ამოიღო ჩართო, მაგიდაზე დადო და თვალით მიმანიშნა მოისმინეო. მე სმენად ვიქეცი, იმის ჩემთვის უცხო ხმა, რომელიც ამბობდა.

კუდელი „ბიჭებო მე ყოველთვის მინდოდა თქვენი ნახვა მაგრამ ვერასდროს მოვახერხე სანამ ისევ სამსახური არ დაგვეხმარა ამ შეხვედრის მოწყობასა და ჩვენი მეგობრობის გახსენებაში. (იცინის) მოკლედ რახდება, გუშინ სამსახურში თათბირი გვქონდა, სადაც ვსაუბრობდით იმ საკითზე, რომელიც ცენტრიდან მივიღეთ. მოკლედ, იცით ალბათ საპარლამენტო არჩევნები კარზეა, ეს გამოსირებული ოპოზიცია კიდევ იმ ბაგაჟით ვერ დაიკვეხნის, რომელიც ჩვენთვის მნიშვენოვანი იქნება. მოკლედ მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის გვჭირდება ჭკვიანი ხალხი, რომლებსაც ლუბოი პარტიაში შევუშვებთ… ლ უ ბ ო ი პატრიაში, იცოდეთ იქ პირველი კაცია თუ არა მეორე კაცი ჩვენია. შეუშვებთ, სადაც იაქტიურებს დავეხმარებით ფინანსურად ყველამხრივ, რაშიც ჩვენი დახმარება დაჭირდება გაუკეთებთ რეიტინგს, მერე არჩევნებიც მოვა, შეხვალთ პარლამენტში და იქაც ჩვენს საქმე, ერთ საქმეს გავაკეთებთ.

ჟურნალიტი –(დომილი) მომისმინე დიქტაფონი მაქვს ჩართული…… რა ვქნათ ეხლა…. მომისმინე მე აქ მეგონა საქეიფოდ მოვედი…… რომ გამოვაქვეყნო ეს სტატია ხომ იქნები ღირსი…..

კუდელი (იცინის) ჯერ ერთი ვიცი არ გამოაქვეყნებ, მეორეც, რომც გამოაქვეყნო ვის რას უზავ ამით…. (იცინის)

სხვა ჟურნალიტის ხმა – კაი რა შენც ხომ იცი ამის გამკეთებლები ჩვენ არცერთი არ ვართ და არც იმის, რაც შემოგვთავაზე. ცუდათ მოხვედი. მაგის დე……. ამდენი ხანია გვიცნობ და ვერ გაგვიცანი?

ისევ პირველი ჟურნალიტი აი ჩვენ ნამდვილად ვერ გიცნობდით თურმე… კარგი რა……

აქ გაითიშა დიქტაფონი. ფაქტმა იმდენად დამთრგუნა, რომ საკუთარი თავი ჩავაყენე ამ ხალხის ადგილზე ძალიან გავბრაზდი მათ მეგობარზე და ყველა იმ ადამიანზე, რომლებიც ამ შემთხვევიბის დროს იყიდებიან და ასეთი ძალიან ბევრია დეღეს ჟურნალიტიკაში და ჟურნალიტიკის გარეთ. მერე გონზე მოვედი და მათ ამ მასალის მოცემა ვთხოვე და დავპირდი, რომ პრივატულობას მკაცრად დავიცავდი, რაც მგონი გამომივიდა კიდეც. ამ მასალის მოცემა ბიჭებმა კიდევ იმით გადაწყვიტეს, რომ ჩვენ ორ–ორი რუნკა დალეული გვქონდა უკვე ლუდთან ერთადJ მადლობა მათ ამ მასალისთვის, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს დიქტაფონში დადუმებას.

ეს მასალა მაინც დაიბეჭდებოდა, როდისმე მაგრამ შეიძლება უფრო გვიან. იმ კუდელმა თუ „კურდღელმა“ კიდევ ფრანკლინის სიტყვები არ იცოდა ეტყობა, როცა ამბობდა, რომ ამ ჩანაწერს ეს ჟურნალიტები არ გაახმაურებდნენ. მინდა შევახსენო ფრანკლინის სიტყვები მათ, რადგან ასეთი ქმედება მათვის უხო არ იქნება. ფრანკლინის აზრით სამს შეუძლია საიდუმლოს შენახვა, თუ ორი მათგანი მკვდარია. არც ეს გაუჭირდება ჩვენს ხელისუფლებას.

 

წწყარო : http://www.ireporter.ge/?p=6780

 

იმედია კუდიანები ჩვენს საიტს არ დააზიანებენ :givi:

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

ბაზა ჩატვირტეთ ხოლმე.

 

სერვერი აქეთ გადმოიტანეთ. ვესაუბრე ამაზე თქვენთან.

 

ხო ახალი ვერსია გამოვიდა და განაახლეთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

 

 

რა გაგიკვირდა და ყველა ქვეყანაში არიან ესეთი ჟურნალისტები,რომლებიც იყიდებიან. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა გაგიკვირდა და ყველა ქვეყანაში არიან ესეთი ჟურნალისტები,რომლებიც იყიდებიან.

 

იმედის ჟურნალისტები სახეზეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Какие нужные слова... супер, замечательная идея

 

--------------------------------------------------------------------

http://2ip.ru/bar/ip13.gif

Ваш IP... Орерационная система... и Браузер

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:)

ბაზა ჩატვირტეთ ხოლმე.

 

სერვერი აქეთ გადმოიტანეთ. ვესაუბრე ამაზე თქვენთან.

 

ხო ახალი ვერსია გამოვიდა და განაახლეთ.

ეხლა ეგენი აქ სხედან Serv.Ge Ltd - крупнейший центр обработки данных и Хостинг-провайдер в Грузии

და რახან wordpress - ზე დაყენებული საიტი, მართლა ურჩევნიათ სადმე ჰოლანდიაში გადაიტანონ.

და კიდევ, xrova, ტვიტტერზე გახსენით სარკე (ან დუბლი). ეგვიპტეს მაგალითმა აჩვენა, რომ ტვიტტერი ყველაზე დაცული და ფუნქციონალურად მომზადებულია ხელისუფლების მიერ ინტერნეტის გათიშვის პირობებში. ეს უშიშროების კონფერენციაზე ა.მერკელმაც დიდი სიამაყით აღნიშნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმისთვის, რომ ჩემი წერილი უფრო მკაფიო და ჟურნალიტურ პრინციპებს მოვარგო მინდა ფაქტებით ვისაუბრო, რომელიც არც თუ ისე ცოტა მოგვეპოვება იმ რეჟიმის პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება.

 

ჩემი ნაცნობი, მეგობარს ვერ დავარქმევ (ერუდირებული ხალხი არ მეგობრობენ, უფრო ინტერესით, ცნობისმოყვარეობით უყურებენ ერთმანეთს), საქართველოში წამოვიდა. სამსახუზე აიყვანეს და ხელფასი იმაზე მეტი დაუნიშნეს ვიდრე შეჰპირდნენ. როცა ჰკითხა "რატომაო", ფირმის პირველმა პირმა უპასუხა "ერთგული ხალხი მჭირდებაო". თანაც რამდენჯერმე გაუმეორა ერთგულებაზე.

უკან წამოვიდა. მე მითხრა "მაგას ჩემი ყიდვა უნდა და არა ჩემი მუშაობისაო". თანაც დაუმატა "იქნებ ისიც ვინმეს ერთგულიაო"

 

ამ პირობებში, რომელშიც გვიწევს ცხოვრება, ახალი თაობა არ იცხოვრებს. არაბმა ახალგაზრდებმა ეს უკვე დაანახეს თავიანთ საზოგადოებებს. ესეთივე დამძიმებული პირობებია რუსეთში. საქართველოს პოლიტიკური სისტემა რუსეთის პოლიტიკური სისტემის ტყუპია!

რუსების და ქართველების მენტალილტეტი, ჩვევები არაფრით არ განსხვავდება. რატომ? მაგას ყველა თავისებურათ ახსნის და მართალი იქნება ყველა თავისებურათ... მთავარი სხვა რამეა - ამ სისტემას კატა-თაგობანა არ უნდა ეთამაშო. ეს სისტემა ყოველთვის თაგვად გაქცევს მოთამაშეს! ამიტომ დისტანცია საკმარისი უნდა იყვეს.

 

xrova, თუ საბა წიწიკაშვილი ბრძანდებით, ჩემი დიდი პატივისცემა! თუ არა და გადაეცით ეს სიტყვები საბას. საბას რომ არ დაეწერა ის ფაქტები, როცა ჩინჩილაკაშვილი (ვარძელაშვილის მოადგილე) რომ ბორისოვს მანქანით აკატავებდა და მერე როცა გამოირკვა ბორისოვის ტელეფონით მოსკოვში აბაშიძესთან საუბარი გენერალ დუმბაძის განთავისუფლებაზე, სულ სხვა წარმოდგენა მექნებოდა 2008წლის ომზე.

წერეთ მხოლოთ ფაქტები. ეგეც ამომწურავად საკმარისი წვლილია ამ რეჟიმის დასუსტებაში!

 

ერთი კითხვა, თუ საბა ბრძანდებით. ტელეკომპანია "თრიალეთის" გარშემო რა ინსცინირებული პიარი მიდის დევნაში და მივიწროვებაში? ეგენი ხომ ვარძელაშვილთან მიახლოვებულები იყვნენ...

 

და ბოლოს, ლაშა ბატონს და ყველას: რამდენიმე კვირა ჩემი ბრაუზერი მაფრთხილებდა ამ ფორუმზე სახიფათო პროგრამების არსებობაზე. სხვა ვინმესაც ჰქონდათ ესეთი გაფრთხილებები? ეხლაც აქედან რომ გამოვდივარ ნელა იწყებს მუშაობას კომპიუტერი. მიხდება კომპიუტერის სრული გასუფთავება...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი ნაცნობი, მეგობარს ვერ დავარქმევ (ერუდირებული ხალხი არ მეგობრობენ, უფრო ინტერესით, ცნობისმოყვარეობით უყურებენ ერთმანეთს), საქართველოში წამოვიდა.

ეს რაღაც ახალია ჩემთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

xrova, თუ საბა წიწიკაშვილი ბრძანდებით, ჩემი დიდი პატივისცემა!

ვუერთდები თუ ასეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ეგენი აქ სხედან Serv.Ge Ltd - крупнейший центр обработки данных и Хостинг-провайдер в Грузии

და რახან wordpress - ზე დაყენებული საიტი, მართლა ურჩევნიათ სადმე ჰოლანდიაში გადაიტანონ.

და კიდევ, xrova, ტვიტტერზე გახსენით სარკე (ან დუბლი). ეგვიპტეს მაგალითმა აჩვენა, რომ ტვიტტერი ყველაზე დაცული და ფუნქციონალურად მომზადებულია ხელისუფლების მიერ ინტერნეტის გათიშვის პირობებში. ეს უშიშროების კონფერენციაზე ა.მერკელმაც დიდი სიამაყით აღნიშნა.

ეგ რა არის?

ისე ტვიტერი კი გვქვს

 

 

არა საბა არა ვართ მასთან მხოლოდ ვთანშრომლობთ

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

GeoStream

 

ვუერთდები თუ ასეა.

 

არ ვარ საბა. ზოგჯერ მის სტატიებს ვაქვეყნებთ მხოლოდ ეს გვაკავშირებს საბასთან მეტი არაფერი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

ზოგჯერ მის სტატიებს ვაქვეყნებთ მხოლოდ ეს გვაკავშირებს საბასთან მეტი არაფერი

ესეც კარგია.სად თუ საიდუმლო არ არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იტოგში, როგორც ჩანს უშიშროება საპარლამენტო არჩევნებზეც აქტიურად იმუშავებს...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...