lasha1997 Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 ვაშაძე: "არ მაინტერესებს“ რას ამბობს აშშ–ის დაზვერვის ხელმძღვანელი სივილ ჯორჯია, თბილისი / 26 თებ.'11 / 17:42 აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის ჯეიმს კლაპერის და ასევე რამოდენიმე ამერიკელი ექსპერტის მიერ თბილისის ჩრდილო კავკასიური პოლიტიკის კრიტიკაზე დასმულ შეკითხვაზე პასუხისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ მას "აბსოლუტურად არ აინტერესებს“ რა თქვა კლაპერმა. თუმცა, ვაშაძემ იქვე დასძინა, რომ მას არ უნახავს კლაპერის მიერ 16 თებერვალს სენატის კომიტეტში წარდგენილი ანგარიშის სრული ვერსია და ამიტომ ამაზე ვერ ისაუბრებს. "მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად არ მაინტერესებს რას ამბობს კლაპერი; აბსოლუტურად არ მაინტერესებს; არ ვიცი, რა კონტექსტში თქვა მან ეს. სიმართლე გითხრათ, მე ეს ციტატა ვნახე ამოგლეჯილი მისი გამოსვლიდან. როდესაც მთლიანად ვნახავ ამ შეფასებას, მერე გადავწყვიტავ რა კონტექსტში იყო ეს ნათქვამი. არ მიყვარს, როცა ჟურნალისტები მაძლევენ ვიღაცის ციტატას, რომელიც ამოგლეჯილია კონტექსტიდან; ამიტომ, მე კლაპერზე ლაპარაკს არ დავიწყებ; ეს მისი საქმეა, რა თქვა,“ – განაცხადა ვაშაძემ რადიო "თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში 24 თებერვალს, ჩეხეთში ვიზიტის დროს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის ანგარიშში ნათქვამია: ”მოსკოვის სამხედრო ყოფნა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ასევე [რუსეთის] მათთან პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები, ამას დამატებული სტატუს კვოსადმი საქართველოს უკმაყოფილება ხელს უწყობენ დაძაბულობას. საქართველოს საჯარო მცდელობები კავშირები დაამყაროს რუსეთის ჩრდილო კავკასიაში სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთან ასევე უწყობს ხელს ამ დაძაბულობას”. აშშ–ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონმა, რომელიც 24 თებერვალს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ჯეიმს სტეინბერგს ახლდა თბილისში, განუცხადა ჟურნალ "ტაბულას“, რომ "ცხადია რუსეთის ხელისუფლება უკმაყოფილოა“ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით საქართველოს ნაბიჯებით, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების გამო. "მაგრამ არ დასტურდება, რომ რუსეთს ამ გადაწყვეტილებით ზიანი მიადგა. არც ის დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რუსეთის ინტერესების საზიანოდ გააკეთა,"– წერს ჟურნალი გორდონის სიტყვებზე დაყრდნობით. რადიო "თავისუფლების“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში ვაშაძემ ასევე განაცხადა: "არც ის მაინტერესებს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციის ორი წარმომადგენელი რას დაწერს თავის მოხსენებაში, რადგანაც ისინი პოტომაკიდან უყურებენ საქართველოში სიტუაციას და ჩვენ ვუყურებთ თბილისიდან.” მინისტრს მხედველობაში ჰქონდა ვაშინგტონში არსებული "ამერიკული პროგრესის ცენტრის“ (Center for American Progress) მოხსენება, რომლის ავტორებიც არიან სამუელ ჩარაპი და კორი ველტი. მოხსენება, რომელიც საქართველოში კონფლიქტებს აანალიზებს და ამ კუთხით აშშ–ის უფრო აქტიური როლისკენ მოუწოდებს, ასევე განიხილავს თბილისის მცდელობებს დაუახლოვდეს ჩრდილოეთ კავკასიას. მოხსენებაში ნათქვამია, რომ თბილისის პოლიტიკა, მათ შორის სავიზო რეჟიმის გაუქმება, თავისთავად შესაძლოა არ იყოს პრობლემური, მაგრამ პრობლემას ქმნის ის რომ ეს პოლიტიკა ხორციელდება ”ცალმხრივად, ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.” მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ პრობლემას ისიც ქმნის, რომ საქმე ეხება იმ რეგიონს, რომელიც რუსეთის შიდა უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფთხეს წარმოადგენს. ”რაც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მოტივები, უდავოა, რომ ამ პოლიტიკას მოსკოვში განიხილავენ, როგორც არასტაბილურობისკენ მიმართულს,“ – ნათქვამია მოხსენებაში. "როდესაც ვლაპარაკობთ რაღაცაზე, კარგი იქნება, რომ ადამიანი დეტალებში გაერკვიოს, რა გააკეთა საქართველომ,“ – განაცხადა ვაშაძემ. "საქართველომ გააკეთა ის, რომ 30 დოლარს არ ახდევინებს რუსეთის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კავკასიიდან და პასპორტში არ ურტყამს ვიზას,“ – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემომავალი ადამიანები საზღვრის უსაფრთხოების სტანდარტულ პროცედურებს გადიან, როგორც რუსეთის სხვა მოქალაქეები. მისი თქმით, სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე გადაწყვეტილების უკან დგას როგორც ჰუმანიტარული მოტივები, ისე თბილისის სურვილი, რომ გაანეიტრალოს დეზინფორმაცია საქართველოს შესახებ იმ გზით, რომ საქართველოში შემოსულმა ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებლებმა საკუთარი თვალით ნახონ რა მდგომარეობაა ქვეყანაში. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯს რაიმე "ნეგატიური რეზონანსი“ არ მოყოლია საერთაშორისო მასშტაბით. "ერთი ორი პანიკიორის გარდა არავის არ ულაპარაკია. შარშან მქონდა 65–მდე ორმხრივი ვიზიტი და დამიჯერეთ, რომ არავის სიტყვა არ დაუძრავს ამაზე იმიტომ, რომ ყველას მშვენივრად ესმის ჩვენი მოტივები,“ – განაცხადა ვაშაძემ. ხომ არ მოვიდა რუსეთთან ჩახუტების დრო? ემოციების გარეშე თუ შეიძლება და ლოგიკას თუ მივყვებით,არც ეს არის გამორიცხული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
flo-masteri Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 ქალბატონი ნინო, გრიგოლის მეუღლე, რუსეთის მოქალაქედ აპირებს აღესრულოს (ასი წლის შემდეგ)? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 lasha1997რას უნდა ნიშნავდეს ვაშაძის ესეთი ხისტი და არადიპლომატიური განცხადება?ქლიბია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 Jonathan livingstonქლიბია არა მგონია და ერთერთი ყველაზე გონიერი დიპლომატია დღეს საქართველოში. ერთ კითხვას დაგისვამთ. მიშას გაპრემიერება როდის იქნება უფრო იოლი,ამერიკის თუ რუსეთის მოკავშირეობის დროს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 Jonathan livingston არა მგონია და ერთერთი ყველაზე გონიერი დიპლომატია დღეს საქართველოში. არა მგონია და ერთერთი ყველაზე გონიერი ქლიბიაია დღეს საქართველოში. პ.ს. ეს კომუნისტური რადიო კიდევ არ გააუქმეს კაცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 არა მგონია და ერთერთი ყველაზე გონიერი ქლიბიაია დღეს საქართველოში. არა მეთქი,მაგის ავტობიოგრაფია წაიკითხე და მიხვდები,რომ არ არის ქლიბი. ე.ი. თუ თქვენ დაგიჯერებთ,ეს კაცი ახლო მომავალში უნდა გაანთავისუფლონ არა? ვნახოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
flo-masteri Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 ვიმეორებ, მისი ცოლი კვლავაც რუსეთის მოქალაქეა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 ვიმეორებ, მისი ცოლი კვლავაც რუსეთის მოქალაქეა კაცი იმას ამბობს,რომ რუსეთი მისი ცხოვრების ნაწილია და მოქალაქეობასაც აღიდგენს,მაგრამ ეს მეორე ხარისხოვანია ამ შემთხვევაში.დამატებით ისეთი სასწავლებელი აქვს დამთავრებული და ისეთ ადგილას მუშაობდა,რომ .......................? ვაშაძეს წარსულზე არ გამიხსნია თემა.ძალიან არადიპლომატიური რამ სთქვა და ამაზე გეკითხებით მხოლოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 არა მეთქი,მაგის ავტობიოგრაფია წაიკითხე და მიხვდები,რომ არ არის ქლიბი. ე.ი. თუ თქვენ დაგიჯერებთ,ეს კაცი ახლო მომავალში უნდა გაანთავისუფლონ არა? ვნახოთ. კაცო ბევრი ვიცი მაგალითად ნამგალი და ურო იყო, ხო და მერე ქლიბი გახადა. რუსეთში წავა ემიგრაციაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 babuagiorgiხომ არ მოვიდა რუსეთთან ჩახუტების დრო? ამაზე გამეცი პასუხი და ნუ ანცობ ამ თემაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 lasha1997მიშას გაპრემიერება როდის იქნება უფრო იოლი,ამერიკის თუ რუსეთის მოკავშირეობის დროს? რათქმაუნდა რუსეთის მოკავშირეობის პირობებში, მაგრამ ეს მოკავშირეობა არ იქნება გაცხადებული ოფიციალურად.უსლუგა ზა უსლუგოს პონტში იქნება და ამაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას არ ვგულისხმობ.;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 Lo Jankoრათქმაუნდა რუსეთის მოკავშირეობის პირობებში, მაგრამ ეს მოკავშირეობა არ იქნება გაცხადებული ოფიციალურად.უსლუგა ზა უსლუგოს პონტში იქნება და ამაში რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას არ ვგულისხმობ მიიღებენ რუსეთს მაგ ორგანიზაციაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 babuagiorgi ამაზე გამეცი პასუხი და ნუ ანცობ ამ თემაში. მე რა ვიცი კაცო, ვაშაძეს შეეკითხე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 ხომ არ მოვიდა რუსეთთან ჩახუტების დრო? ბიჯო,გამაგიჟებთ რა მე თქვენ და კადაფის თემა ეს ერთი კვირაა თავშია და ჩვენი ქვეყნის მომავალი არ გაინტერესებთ კაცო? babuagiorgiმე რა ვიცი კაცო, ვაშაძეს შეეკითხე. მაგარი პასუხია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 28, 2011 babuagiorgi მაგარი პასუხია. ზატო ჯიგრული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.