Jump to content
Planeta.Ge

სტალინის ძეგლის აღების ხელმომწერებს სამსახურიდან უშვებენ


Recommended Posts

გორში მოქმედი სახელმწიფო ადმინისტრაციული სამსახურებიდან მასობრივად ითხოვენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც სტალინის ძეგლის აღებაში მონაწილეობას იღებდნენ და ფაქტის გასამყარებლად საჭირო ხელმოწერებს ძეგლის აღების შემდეგ აგროვებდნენ. ამ მხრივ, გორის სამხარეო ადმინისტრაცია, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლი და გორის თეატრი გამოირჩევა. ამ უწყებაში მომუშავე თითოეული ადამიანი, ვინც ძეგლის აღებას ხელი მოაწერა, სამსახურიდან დაოთხოვეს. ჯერ კიდევ 2010 წლის 26 ივნისს სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ შუა ღამით, მალულად ძეგლის აღება, სტალინის გამარჯვებას ნიშნავს.

მაგალითად, ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლის დირექტორი გურამ მამუკაშვილი და მისი 8 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს. ამ ეტაპზე ისინი უმუშევრად არიან. გურამ მამუკაშვილმა თავის დროზე რობერტ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც ამჟამად სტალინის მუზეუმის დირექტორია.

გურამ მამუკაშვილი სტალინის ძეგლის აღების ხელმომწერებში პირველი ნომერია. ძეგლის აღების ,,მომხრე” ხელმომწერთა პირველ ათეულში ასევე ის თანამშრომელი შედიან, რომლებიც მანამდე ჩუბინიშვილის სახელობის კულტურის სახლში მუშაობდნენ. გორის საკრებულოს 2011 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილებით, გორში სამი მსხვილი კულტურული დაწესებულება გაუქმდა, ხოლო მათ ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირი,,მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი” დაფუძნა. საკრებულოს თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის განკარგულებით გაუქმდა ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე”; დავით ჩუბინიშვილის სახელობის კულტურისა და ტურიზმის ცენტრი” და ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი”.

მასობრივად მოხდა შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის იმ თანამშრომლების დათხოვნაც, რომლებმაც ასევე დიდი წვლილი შეიტანეს სტალინის ძეგლის ,,აღებაში”. კერძოდ, მიმდინარე წლიდან სამხარეო ადმინისტრაციაში აღარ მუშაობენ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ზურაბ ლომიძე, ადმინისტრაციის იურიდიული განყოფილების უფროსი – გიორგი ცაბაძე; ადმინისტრაციის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი მალხაზ მირუაშვილი; სპეციალისტი – დავით სარაული. ასევე გორის გამგეობის სპეციალისტი – შერგილ სუხიტაშვილი. შემცირებაში მოჰყვნენ გორის თეატრის მსახიობები – ნარგიზა და ია სალუქვაშვილი, იამზე ცინცაძე; თეატრის ხელმძღვანელი – გიორგი მაჭარაშვილი.

როგორც ,,ქართლის ხმა”-სთვის გახდა ცნობილი, უახლოეს ხანებში კიდევ მრავალი მათგანი დატოვებს თანამდებობას. ისინი განთავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობენ.

რაც შეეხება გორის თეატრს, ,,ქართლის ხმა” აგრძელებს ჟურნალისტურ მოკვლევას თეატრის საბიუჯეტო სახსხრების არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. მასალები კი პროკურატურას გადაეგზავნება.

p.s ამავე თემაზე იხილეთ ჟურნალისტური გამოძიება: ,,სტალინის ძეგლს შეწირული დოკუმენტები”

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6423

 

:givi: :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

xrova

 

 

რაღაც ვერ გავიგე და რატომ გაანთავისუფლეს და ეს ხომ ხელისუფლებას უნდოდა დამატებით?

 

ერთი რა უნდა გკითხო და მაგ საიტიდან როგორ აკოპირებ ხოლმე ტექსტს? მე ვერა ვშვრები და იმიტომ გეკითხები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

რაღაც ვერ გავიგე და რატომ გაანთავისუფლეს და ეს ხომ ხელისუფლებას უნდოდა დამატებით?

ნაცები ერთგულებასაც არ აფასებენ..დიდი ხანია გამოჩნდა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაღაც ვერ გავიგე და რატომ გაანთავისუფლეს და ეს ხომ ხელისუფლებას უნდოდა დამატებით?

 

მაგითი უთხრეს, რომ ჩმორები ხართოოოო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მაგ საიტიდან როგორ აკოპირებ ხოლმე ტექსტს?

სოურსიდან შეგიძლია დაკოპირება. IE -ს თუ იყენებ მენიუდან View --> Source გამოგიტანს ტექსტურ ფაილს, რომელიც რეალურად საიტის HTML კოდს წარმოადგენს და იქიდან დააკოპირებ რასაც გინდა ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...