lasha1997 Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 http://www.presage.tv/?m=politics&AID=3497#Comments ვაშინგტონში დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა საქართველოს საკითხზე გამართულ შეხვედრას უმასპინძლა. მთავარი მომხსენებლი საქართველოში რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერი ბატონი ლევან ბერძენიშვილი იყო. მისი მოხსენება კი საქართველოში არსებული ვითარების შეფასება იყო, სათაურით „არცთუ ვარდისფერი შედეგი - შვიდი წელი ვარდების რევოლუციიდან“. მოხსენება საკმაოდ ვრცელი იყო და ძირითადად საქართველოში დემოკრატიის ხარისხის, კორუფციის დონის, ადამიანის უფლებების შეფასებებს ეთმობოდა. ბატონმა ლევანმა საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიის კუთხით ამგვარად შეაფასა: „მე საქართველოს განვიხილავ როგორც ნაკლოვან დემოკრატიას, რომელიც ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის სადღაც შუაშია. საქართველოში ვარდების რევოლუცია ემყარებოდა დემოკრატის იმედებს. ამჟამად კი ამ იმედების უდიდესი ნაწილი დაკარგულია,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მან თავისი გამოსვლის დასაწყისში საქართევლოს წინაშე მდგარ არჩევანზე ისაუბრა და გაიხსენა სტრასბურგში ევროსაბჭოს სესიაზე წარმოთქმული ზურაბ ჟვანიას ცნობილი ფრაზა: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი.“ ბატონი ლევანის თქმით, ქართველების არჩევანი სწორედ ეს არის, რაც ისტორიულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული. თუკი საქართველოს მეზობლები მდიდრები არიან სხვადასხვა სახის ბუნებრივი რესურსებით, როგორიცაა ნავთი და გაზი, ხოლო სომხეთი მდიდარია დიასპორით, საქართველოს სიმდიდრე და ყველაზე ძლიერი რესურსი ლევან ბერძენიშვილის აზრით, დემოკრატია უნდა გახდეს, რითაც ის დანარჩენ სამყაროს მიიზიდავს. თუმცა, არსებული ვითარება ბატონი ბერძენიშვილის აზრით საკმაოდ საგანგაშოა. მან მაგალითად მოიყვანა სხვა ქევყნებში არსებული მდგომარეობა. კერძოდ, დემოკრატიის ხარისხი სომხეთსა და მოლდოვაში. როგორც აღმოჩნდა, საქართველო დემოკრატიის ინდექსით მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოლდოვას და მცირედით უსწრებს სომხეთს. ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ეს საკმაოდ საკვირველია, რადგან დასავლეთს არ დაუხარჯავს იმდენი ფული მოლდოვაზე, რამდენიც საქართველოზე იყო გამოყოფილი. ბატონმა ბერძენიშვილმა ასევე ახსნა, თუ რატომ არის სინგაპური პრეზიდენტ სააკაშვილისთვის მისაბაძი ქვეყანა. „ეს მოდელი ნიშნავს, რომ გვექნება ინვესტიციები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა სინგაპური, გაერთიანებული საეიმიროები, მოსკოვი, ასტანადან, და სხვა ისეთი ქვეყნებიდან ვისაც არ გააჩნია დემოკრატიის განვითარების იდეა,“ - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. თუმცა მისი მტკიცებით, საქართველო არ არის სინგაპური, არც არასდროს ყოფილა და არც იქნება. მეორე არჩევანი ეს არის იზოლაციონიზმის და ნაციონალიზმის გზა, რაც კიდევ უფრო საშიშია. რაც შეეხება მესამე არჩევანს - დასავლურ-ევროპულ ინტეგრაციას, ამის ნიშნები საკმაოდ სუსტია ქვეყანაში. ამის შემდეგ ბატონმა ლევანმა ვრცლად მიმოიხილა 2007 წლიდან დღემდე განვლილი პერიოდი, როგორიც იყო, 7 ნოემბრის საპროტესტო მიტინგის დარბევა, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება, რუსეთთან ომში ჩაბმა, მედიის მონოპოლიზება, პოლიციის პოლიტიზირება და მმართველი პარტიის ინტერესებისთვის დაქვემდებარება, სასამართლოს უზურპირება, საგანმანათლებლო სისტემაში პოლიციის შესვლა მანდატურების სახით და ელიტარული კორუფცია. თავისი მოხსენების დასასრულს, ლევან ბერძენიშვილმა შეერთებულ შტატებს და დასავლეთს მოუწოდა უფრო მეტი ყურადღება დაუთმონ საქართველოში დემოკრატიის ხარისხს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ სააკაშვილის სახით ცოტა ხანში ჰოსნი მუბარაქის ტიპის მმართველს მიიღებენ. შეხვედრის დასასრულს ჩვენ ლევან ბერძენიშვილს ინტერვიუ ვთხოვეთ. პირველი შეკითხვა საქართველოში კორუფციის არსებობის შესახებ დავუსვით, რადგანაც ერთერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნის შესრულება ვერ შეძლო და კორუმპირებული მაღალჩინოსნების გვარები ვერ დაასახელა. ეს საქმე კი არც დემოკრატიის ეროვნული ფონდის ტრიბუნიდან და არც ჩვენთან ინტერვიუს დროს ლევან ბერძენიშვილს არ დაზარებია. „გივი თარგამაძეს ჩემი ვალი აქვს, ასი დოლარი. გივი თარგამაძაე იყო ღარიბი ადამიანი. არ ქონდა ფული. მუდმივად სესხულობდა. ჩემი ბოლო ვალი დარჩა და არ გადაუხდია. დღეს არის მულტიმილიონერი.საიდან? პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მეც ვიყავი და ისიც იყო.მე ვიცი რამდენი ქონდა ხელფასი და ეს თანხა რაზე ყოფნიდა. საიდანაა მილიონერი? ის რომ ჩახვაძემ ვერ დაასახელა გვარები, ეს არაა სერიოზული არგუმენტი. უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ფლობს წილს „ჯეობეთში“. არ ვიცი რას არ ფლობს, მაგრამ ვიცი რას ფლობს ვანო მერაბიშვილი. ეს არის ზეთის გამომხდელი ქარხანა, ფარმაცევტული ქარხანა და კიდევ ბევრი რამ. მთელი კახეთი ადეიშვილის ხელშია. თუ საქართველოში არ ესმით რა არის ელიტარული კორფცია, მე ვუხსნი, ელიტარული კროფცია აი ეს არის.“ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე, ბატონმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა: „არ შეიძლება, რომ არ გაფართოვდეს. მათ ასახვა პოვეს უკვე ჩინეთში და ელოდებიან მათ ასახვას რუსეთში. ახლა არის ახალი ტალღა და პარლამენტის თავჯმდომარის იმედი, რომ ჩვენთან ეს უკვე იყო და მეტი აღარ იქნება, საფძველსაა მოკლებული. შევახსენებ, რომ ყირგიზეთშიც იყო ერთხელ და იყო მეორეჯერ. გულუბრყვილოა იმაზე ფიქრი, რომ არ გავრცელდება. საქართველოში ახლა ძლიერდება არა მარტო პოლიტიკური არამედ ეკონომიკური პროცესი და ხელისუფლებას პასუხი არ აქვს. რომ ქონდეს პასუხი, ამორტიზაცია ყოველთვის შეიძლება. ამას ცდილობს იორდანია. ასევე მაროკო ცდილობს ამ ტალღის შემხვედრი რეფორმებით შეჩერებას. ყველა გამოთვლა აჩვენებს, რომ 2012 წელს როცა ჩვენ ვალების გადახდა უნდა დავიწყოთ,საქართველოს ფული არ ექნება. ეს ნიშნავს, რომ კრიზისი სამწუხაროდ გარდაუვალია. მე არ ვარ ამის გულშემატკივარი და არ ვარ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის გადავარდნის მერე აუცილებლად სიკეთე იქნება, მაგრამ სააკაშვილი გადავარდება.“ მართალს ამბობს ეს კაცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 გივი თარგამაძეს ჩემი ვალი აქვს, ასი დოლარი. გივი თარგამაძაე იყო ღარიბი ადამიანი. არ ქონდა ფული. მუდმივად სესხულობდა. ჩემი ბოლო ვალი დარჩა და არ გადაუხდია. დღეს არის მულტიმილიონერი.საიდან? პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე მეც ვიყავი და ისიც იყო.მე ვიცი რამდენი ქონდა ხელფასი და ეს თანხა რაზე ყოფნიდა. საიდანაა მილიონერი? ის რომ ჩახვაძემ ვერ დაასახელა გვარები, ეს არაა სერიოზული არგუმენტი. უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ფლობს წილს „ჯეობეთში“. არ ვიცი რას არ ფლობს, მაგრამ ვიცი რას ფლობს ვანო მერაბიშვილი. ეს არის ზეთის გამომხდელი ქარხანა, ფარმაცევტული ქარხანა და კიდევ ბევრი რამ. მთელი კახეთი ადეიშვილის ხელშია. თუ საქართველოში არ ესმით რა არის ელიტარული კორფცია, მე ვუხსნი, ელიტარული კროფცია აი ეს არის.“ეხლა გივი თარგამაძე რომ კორუმპირებული შეიძლება იყოს ეს არც არაფერი, კი ბატონო,მაგრამ გიგა ბოკერია, ქართული ლიბერალიზმის მამა, პროამერიკელი, თავისუფლების ინსიტუტის სახე, კანონმორჩილი ქართველის ნიმუში, გიგააა შეეენც უღალატალე დასავლურ ფასეულობებს?ნუთუ შენ ე.ი. სომდვილეში სუპერ თანამედროვე და სუპერ ლიბერალი პიროვნება კი არ ხარ, არამედ კარგად შეფუთული კორუმპირებული გურჯი, რომელსაც მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ანაღვლებს??? დავიჯეროოოოო, არააააა, არ მჯერსს დაე ლევანმა დაკუმენტები წარმოადგინოს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 ეხლა გივი თარგამაძე რომ კორუმპირებული შეიძლება იყოს ეს არც არაფერი, კი ბატონო,მაგრამ გიგა ბოკერია, ქართული ლიბერალიზმის მამა, პროამერიკელი, თავისუფლების ინსიტუტის სახე, კანონმორჩილი ქართველის ნიმუში, გიგააა შეეენც უღალატალე დასავლურ ფასეულობებს?ნუთუ შენ ე.ი. სომდვილეში სუპერ თანამედროვე და სუპერ ლიბერალი პიროვნება კი არ ხარ, არამედ კარგად შეფუთული კორუმპირებული გურჯი, რომელსაც მხოლოდ პირადი კეთილდღეობა ანაღვლებს??? დავიჯეროოოოო, არააააა, არ მჯერსს დაე ლევანმა დაკუმენტები წარმოადგინოსარა, გიგა რავა იკადრებდა მაგას...ის ხომ მკალავიშვილთან ბრძოლაში გამოწრთობილი ნაც-კადრია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 Siknadmoეხლა გივი თარგამაძე რომ კორუმპირებული შეიძლება იყოს ეს არც არაფერი, კი ბატონორატომ კი ბატონო?თუ მეხსიერება არ მღალატობს ედიკას დროს რაღაც ანტიკორუფციული კომისიის წევრიც იყო და ედიკას მინისტრებს აქტიურად ამხელდა კორუფციულ გარიგებებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 25, 2011 georgekh13არა, გიგა რავა იკადრებდა მაგას...ის ხომ მკალავიშვილთან ბრძოლაში გამოწრთობილი ნაც-კადრია... არ მჯერამს არააა, ქურდულ-კორუმპირებულ-ფუნდამენტალისტური აზროვნების წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანი თავად იქნება კორუმპირებული, საკუთარ სინდისს რა პონტში მისცემს აპრავდანიას ეგ მაინტერესებს, ნუ სხვის უმსგავსობას რომ ებრძოდა საკუთარ უმსგავსობას რითი გაააპრავებს Siknadmo რატომ კი ბატონო?თუ მეხსიერება არ მღალატობს ედიკას დროს რაღაც ანტიკორუფციული კომისიის წევრიც იყო და ედიკას მინისტრებს აქტიურად ამხელდა კორუფციულ გარიგებებში. ეხლა, მაგას სიფათზე ეტყობოდა რა შიოთვერანიც იყო გიგა კი, გიგა მე სუფთა ადამიანი მეგონა და ვიმედოვნებ რომ ლევნ ბერძენიშვილს სწორი ცნობებიარ გაააჩნია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.