Jump to content
Planeta.Ge

საკრებულოს თავმჯდომარის ,,ლობისტური” კომპანიები


Recommended Posts

,,ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილ 2010 წლის ანგარიშში დასახელებულია ასევე ის იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც გორშია დარეგისტრირებული; და რომლებმაც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებში შემოწირულობის სახით თანხა ჩაურიცხა. აღნიშნულ სიაში გორიდან მხოლოდ ორი სამშენებლო კომპანიაა, რომელთა ხელმძღვანელები გორის თვითმმართველობის თავმჯდომარის ზვიად ხმალაძის ახლობლები არიან. მათ როგორც მეგობრული, ასევე ნათელ-მირონული ურთიერთობა აკავშირებით. ზვიად ხმალაძის შვილის ნათლია კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – დავით ტყეშელაშვილია. ზვიად ხმალაძე ამბობს, რომ ახლო-ნაცნობობა არაფერ შუაშია, რადგან ტენდერებს არა თუ საკრებულო, არამედ გამგეობა ატარებს. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონით კი გამგებელს სწორედ საკრებულო არჩევს და ამტკიცებს.

ჩვენს მიერ აღმოჩენილი ორი კომპანია – ,, იბოლია” და ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის მსხვილი კონტრაქტორებია.

ასე მაგალითად: შპს ,,იბოლია”, იურიდიული მისამართია ცხინვალის გზატკეცილი მე-3 კმ. სხვადასხვა დოკუმენტებში ხან მე-2 კმ წერია, ხან მე-4 კმ. ხელმძღვანელი სოსო მაკრახიძე. მან ნაციონალურ მოძრაობას 50 000 ლარი შესწირა.

შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1″, რომელსაც ორი მეწილე ჰყავს: ჯემალ აბალაკი და შოთა აბულაძე. მათ მიერ გაღებული თანხა 50 000 ლარს შეადგენს.

სიაში შეგვხვდა შპს ,,აგროქართლი”. მათი ოფიასი გორში ცხინვალის გაზეტკეცილზე #4-ში მდებარეობს.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, გორში, სტალინის ქუჩა #10-ში მცხოვრები მიხეილ ლაცაბიძემ 10 000 ლარი შესწირა. სააჯარო რეესტრის მონაცემებით, ის სააქციო საზოგადოება ,,ზაჰესის” თანამშრომელია.

 

,,იბოლია“

მოვიყვანთ რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც შპს ,,იბოლიამ” განახორციელა. კერძოდ:

ის გამარჯვებულად გამოცხადდა 2010 წლის 9 ივნისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 134-135-ე კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.

ასევე ,,იბოლია” გამოცხადდა გამარჯვებულად- 2010 წლის 17 აპრილს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #14 ზონაში შემავალი საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას.

მანამდე, 2008 წლის 25 აპრილს, გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც შეეხებოდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 140-144-ე კმ-ს შორის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას.

2010 წლის აპრილში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-სკრას საავტომობილო გზის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასევე ,,იბოლია” აწარმოებდა. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 2 მლნ 900 ათას ლარს შეადგენდა..

გორის მუნიციპალიტეტის კიდევ ერთი მსხვილი კონტრაქტორია ,,არქმშენსტუდია 2002″, რომელმაც, მხოლოდ 2010 წელს, ტენდერის სახით 1 მლნ 500 ლარის დაკვეთა სხვადასხვა სამუშაოების შესრულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღო. ,,არქმშენსტუდია 2002″ ასევე აკეთებდა ისეთ სამუშაოებს, რომლებსაც ტენდერი არ სჭირდებოდა. ასეთ დროს გამგეობა მასთან იყენებდა ,,ერთ პირთან მოლაპარაკების” ტრადიციას. 2010 წლის 1 აგვისტოს ,,არქმშენსტუდია 2002″-ს ყველა კონტრაქტი ნაადრევად შეუწყვიტეს. რამდენიმე დღეში მისი დირექტორი ალიკა მაკრახიძე დააკავეს. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დეტალებს ,,ქართლის ხმა” ცალკე სწავლობს. ალიკა მაკრახიძე შპს ,,იბოლიას” ხელმძღვანელის სოსო მაკრახიძის ძმაა. სააჯერო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს ,,იბოლიას” 25% ალიკა მაკრახიძეც ფლობს.

 

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1

 

საგზაო სამშენებლო სამმართველო #1 ჯერ კიდევ კომუნიტების პერიოდში დაარსდა. ამჟამად აღნიშნული კომპანიის მფლობელები – ჯემალ აბალაკი და შოთა აბულაძე არიან.

- 2010 წლის 24 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 46-53-ე კმ მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვას, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1“

- 2010 წლის 31 მარტს გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც შეეხებოდა #15 ზონაში შემავალი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის) სამუშაოების შესყიდვას, ასევე, გამარჯვებულად გამოცხადდა – შ.პ.ს. “საგზაო სამშენებლო სამმართველო #1”.

2010 წლის ივნისში აღნიშნულმა კომპანიამ, გორის რაიონის სოფელ ვარიანი-საქაშეთის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის ასფალტის სამუშაოები შეასრულა. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტით 2 მლნ 868 ათას ლარს შეადგენდა..

2010 წლის მაისში ,,საგზაო სამშენებლო სამამრთველო #1″-მა ასევე შეასრულა გორის რაიონის სოფლების – გარეჯვარი-თორტიზას საავტომობილო გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის მოხაზვის სამუშაოები. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 მლნ 525 ათას ლარს შეადგენდა..

კასპში 2010 წლის მაისში მათ მიერ შესრულდა 26 მაისის ქუჩის საფეხმავლოების, სანიაღვრე არხების მოწყობისა და მოასფალტების სამუშაოები. სამუშაოები რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 694 000 ლარი შეადგინა.

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=6321

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...