შამილი Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 (edited) დღევანდელი კაპიტულანტი ხელისუფლებისა და ერთდროულად ხელისუფლებისა და კრემლის მიერ მართული ოპოზიციის შემხედვარე ქართველი ერი დაემსგავსა იმ სასოწარკვეთილ ჯარისკაცს რომელიც სიცოცხლის დაკარგვის გარდუვალობით იმედგადაწურული და აფექტში მყოფი ავტომატს გვერდზე მოისვრის და მიწაზე დამჯდარი გაოგნებული შეჰყურებს მისკენ მიმავალ იარაღმომარჯვებულ მტერს. ერს ყველას და ყველაფრის იმედი დაეკარგა, ხელისუფლების, ოპოზიციის, რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და მაღალ იდეალებზე საუბარი სამწუხაროდ უკვე მხოლოდ აგრესიას იწვევს ერის უდიდეს ნაწილში. ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ მოიპოვება ძალა რომელსაც გააჩნდეს ერის ნდობა. საზოგადოება შემზარავი სიმშვიდით ადევნებს თვალყურს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში გადანაწილებული წითელი სატანიზმის ბუდის კრემლის ქართულგვარიანი მანქურთების მიერ ყოველივე ქართულის განადგურებას, ქართული მიწა წყლის ჩაბარებას, წითელი სატანიზმის ბუდის, კრემლის მიმართ მორჩილების დანერგვის მცდელობას და ერში პროტესტანტული სულის ჩაკვლის მცდელობას. მე პირადად არც ერთი პარტიის არ მწამს. პარტიების დრო დასრულდა. იგივე განწყობაა ერის უდიდეს ანწილში. აუცილებელია შეიქმნას კავკასიელ უხუცესთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ქართველი, ჩეჩენი, ინგუში, ქისტი, დაღისტნის სხვადასხვა ერების წარმომადგენელნი, ყაბარდოელი, ჩერქეზი, ადიღელი და ცოცხლად შემორჩენილი ჯიქი, აბაზა, შაფსუღი და უბიხი ერის უხუცესები, რომლებიც შექმნიან უხუცსთა საბჭოს რომელიც იქნება კავკასიის თავისუფლებისთვის ბრძოლის ცენტრი. თითო ერს უხუცესთა საბჭოში წარმოდგენილი ეყოლება რამდენიმე წევრი, დათქმის მიხედვით. უხუცსთა საბჭოს წევრებს უდა წარმოადგენდნენ მთელ ერში ვაჟკაცობითა და უმწიკვლო რეპუტაციით ცნობილი ავტორიტეტული პიროვნებები, ისეთი პიროვნებები როგორიც იყო დიდოელი ლეკების პრობლემებზე მომუშავე მკვლევარი და უფლებადამცველი, დიდოელ ხალხთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აღორძინების“ ხელმძღვანელი ცხონებული მოჰამედ გამზათოვი. კავკასიელ უხუცსთა საბჭო ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ეყრდნობოდეს საერთო კავკასიურ ადათ წესებსა და მორალს. ამ ადათ წესებისა და მორალის დამრღვევი ნებისმიერი ეროვნების წევრი მოიკვეთოს უხუცესთა საბჭოდან. რუსული ოკუპაციისადმი, არსებული კაპიტულანტი და ანტიეროვნული ხელისუფლებისა და მოღალატე ოპოზიციისადმი ქართველი ერის არაკონფორმისტულად განწყობილმა ნაწილმა ნდობა და გვერდში დგომა უნდა გამოუცხადოს უხუცესთა საბჭოს და მათი წინამძღოლობით მოხდეს ხელისუფლების დამხობა და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებამდე ხელისუფლება ხელშიაიღოს უხუცესთა საბჭომ, ხოლო ახალი პარლამენტის არჩევი შემდეგ უხუცესთა საბჭო ქართველი ერის ნდობის მანდატისა და გვერდში დგომის წყალობით იქცეს პარლამენტის მაკონტროლებელ ძალად. უხუცესთა საბჭოს უნდა გააჩნდეს ვეტოს უფლება პარლამენტის ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. კავკასიელ უხუცესთა საბჭოში შემავალმა ყველა წევრმა უპირობოდ უნდა აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ამას ჩეჩნები, ინგუშები და დაღისტნელები უპირობოდ გააკეთებენ, ხოლო ჩერქეზებს, ყაბარდოელებსა და ადიღელებს მოუწევთ არჩევანის წინაშე, ან დაიჭირონ თავისუფლებისთვის მებრძოლი კავკასიელების მხარე, ან დაიჭირონ კავკასიაში რუსების დამმკვიდრებელი აფსუების მხარე. ამ არჩევანის წინაშე მდგარნი ისინი მოიქცევიან ისე როგორც მათ ავალებს კავკასიური მორალი. ისინი არ გადაიკიდებენ მთელ კავკასიას აფსუების გამო, რომელთაც თავადვე მოღალატეებს ეძახიან. ამ მოვლენებთან ერთად აუცილებლად უნდა მოეწყოს ქართველ და სრულიად ჩრდილოკავკასიელ ენათმეცნიერთა, ფილოლოგთა და ლიტერატორთა ყრილობა, სადაც მოხდება მსჯელობა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკების ქართულ დამწერლობაზე გადასვლის შესახებ. მსოფლიოში არც ერთ დამწერლობას არ შეუძლია ისე ზედმიწევნით გადმოსცეს მათი ენა და ისეთი შესაფერისი ბაზა შექმნას მათი სალაპარაკო და სალიტერატურო ენისთვის როგორც ქართულ დამწერლობას. რადგან მათი ენა შედის იბერო კავკასიურ ენათა ჯგუფში და ქართული ენა და მათი სამეტყველო ენა შედგება აბსოლიტურად იდენტური ბგერებისგან და აგებულია ერთ საერთო იბერო კავკასიურ ენათა ჯგუფის ღერძზე. საკუთარი მეცნიერების, ლიტერატორებისა და მწერლების შთაგონებით ჩრდილოკავკასიელები მივლენ იმ დასკვნამდე რომ მათი ფოლკლორი თუ თანამედროვე პოეზიისა და ლიტერატურისთვის ქართული დამწერლობა იქნება უკეთესი ბაზა ვიდრე არაბული ენა ან კირილიცა და ჩრდილოკავკასიაში ქართული დამწერილობა შეცვლის არაბულსა და კირილიცას. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ასე მოხდება. კავკასიელ უხუცესთა საბჭომ უნდა უხელმძღვანელოს ჩრდილოკავკასიის ყველა დიდ ქალაქში, მახაჩყალაში, გროზნოში, გუდერმესში, მაგასში, ნაზრანში, ჩერკესკში, ბაქსანში, მაიკოპში და სხვა დიდ ქალაქებში ამ ფედერაციულ რესპუბლიკათა დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ აქციებს. წარმოიდგინეთ ერთდროულად მრავალათასიანი აქციები დამოუკიდებლობის მოთხოვნით მახაჩყალაში, გროზნოში, გუდერმესში, მაგასში, ნაზრანში, ჩერკესკში, ბაქსანში, მაიკოპში და სხვა დიდ ქალაქებში. ამ ტალღას რუსეთის იმპერია ვერაფრით ვერ გააჩერებს და ამ ტალღას აჰყვებიან თათარისტანი, ბაშკირეთი, ყალმუხეთი და რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილი უამრავი ერი. ეს პროცესი გახდება რუსეთის იმპერიის სამარადჟამოდ დაშლის დასაწყისი. გაუმარჯოს თარგამოსიანთა ბიბლიური მოდგმის, წინარეევროპული იბერო კავკასიური მოდგმის ერთა ბრძოლას თავისუფლებისთვის Edited February 20, 2011 by შამილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 მე პირადად არც ერთი პარტიის არ მწამს. პარტიების დრო დასრულდა. იგივე განწყობაა ერის უდიდეს ანწილში. აუცილებელია შეიქმნას კავკასიელ უხუცესთა საბჭო, ბატონო შამილ, თან პარტია არ გწამთ და ამვე დროს პარტიას შექმნას გვთავაზობთ და თან ინტერნაციონალურის.არ აქვს ამას მნიშვნელობა რას დაარქმევთ.ეხლა პარტიული კრება შეგიძლიათ დარბაზში ჩაატაროთ, ან კიდევ შუაცეცხლ მიუსხდეს ყველა და ამის გამო უხუცესთა კრება დაარქვათ. პრინციპი ერთია. მეორე.ამ საქართველოს ისედაც ერხევის და კიდევ ერთი უტოპია ამას ნაღდში არ უშველის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 :what: :what: :what: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 აბა რააა.... ნაღდია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 უხუცესთა საბჭო, რომელშიც გაერთიანებული იქნებიან ქართველი, ჩეჩენი, ინგუში, ქისტი, დაღისტნელი სხვადასხვა ერების წარმომადგენელნი, ყაბარდოელი, ჩერქეზი, ადიღელი და ცოცხლად შემორჩენილი ჯიქი, აბაზა, შაფსური და უბიხი ერის უხუცესებიდროთა განმავლობაში იროკეზებთან და სიუსთანაც დავამყაროთ კავშირი. მაგათ უხუცესობის კარგი ტრადიციები აქვთ. დავსხდეთ მერე ყველა ერთად და მშვიდობის ჩიბუხი მოვწიოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 დროთა განმავლობაში იროკეზებთან და სიუსთანაც დავამყაროთ კავშირი. მაგათ უხუცესობის კარგი ტრადიციები აქვთ. დავსხდეთ მერე ყველა ერთად და მშვიდობის ჩიბუხი მოვწიოთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 დაკარგულ კაცს სალამი!მაგი იდეა ნუგზარ წიკლაურს მიაწიდეთ,იმას დააინტერესებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შამილი Posted February 20, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 (edited) დაკარგულ კაცს სალამი!მაგი იდეა ნუგზარ წიკლაურს მიაწიდეთ,იმას დააინტერესებს.სალამი. ეჰ, ნუგზარ წიკლაურს იმ ნაცხროვაში რა უნდა ეგ მაცოდინა ნეტავი. არადა როგორც გამიგია და როგორც ეტყობა მართლა პატრიოტი კაცი უნდა იყოს. რა უნდა იმ ხროვაში ვერ ვხვდები, მაინც არავინ ითვალისწინებს მის პან კავკასიურ კურსს ხელისუფლებაში. ჩაუდგეს სათავეში პან კავკასიურ მოძრაობას, რა უნდა მაგ ხროვაში. წიკლაური არხოტიონია, ამღიონი უნდა იყოს თუ არ ვცდები. არ ეკადრება მისი სისხლის კაცს მაგათ გვერდით დგომა Edited February 20, 2011 by შამილი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 სალამი. ეჰ, ნუგზარ წიკლაურს იმ ნაცხროვაში რა უნდა ეგ მაცოდინა ნეტავი. არადა როგორც გამიგია და როგორც ეტყობა მართლა პატრიოტი კაცი უნდა იყოს. რა უნდა იმ ხროვაში ვერ ვხვდები, მაინც არავინ ითვალისწინებს მის პან კავკასიურ კურსს ხელისუფლებაში. ჩაუდგეს სათავეში პან კავკასიურ მოძრაობას, რა უნდა მაგ ხროვაში. წიკლაური არხოტიონია, ამღიონი უნდა იყოს თუ არ ვცდები. არ ეკადრება მისი სისხლის კაცს მაგათ გვერდით დგომახო არხოტიონი რომაა იმიტომ აქცევს ყურადღებას თავის კუთხეს. ნამყოფი არის მაინც? ძუნკალი ეგა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted February 20, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 20, 2011 მაგ წიკლაურს ვურჩევდი თავი დაანებოს ხელის ფათურს ჩრდ.კავკასიაში და რასაც პერვი კავკაზს ახარჯავენ ის მთის აღდგენა განვითარებას დაახარჯონ.13მლნ. აქვს ბიუჯეტი ამ კავკასიურ არხს . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.