xrova Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 2010 წლის 14 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მუშაობა თითქმის უშედეგოდ დაასრულა. საკრებულოს, გამგეობის და ტერიტორიული ორგანოების რწმუნებულების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს თვეში საომარი მოქმედებების შედეგად, გორის რაიონის სოფლებში საცხოვრებელი სახლების მდგომარეობა შეისწავლა.კომისიის მუშაობის პერიოდში (2010 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 15 იანვრამდე) 7 სხდომა ჟურნალისტების გარეშე ჩატარდა. ჯამში 357 მოქალაქის განცხადება განიხილეს, საიდანაც მხოლოდ 29 მათგანი დააკმაყოფილეს.შესწავლილი განცხადების საფუძველზე, კომისიამ დაასკვნა, რომ 93 მოქალაქის საცხოვრებელი ბინა ომის შედეგად მეტ-ნაკლებად დაზიანებულია და სხვადასხვა სამშენებლო მასალებით დახმარება საჭიროებენ, ,,შესაბამისად, ყველა მათგანი შეყვანილია მონაცემთა ბაზაში, რაზედაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით”- იტყობინება კომისიის აღმასრულებელი დირექტორი თემურ ხაჩიური.კომისიამ ასევე გაარკვია, რომ 90 მოქალაქის მოთხოვნა სამშენებლო მასალების გამოყოფის თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან თითოეულ მათგანს ომის შემდგომ პერიოდში საცხოვრებელი ბინების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით დახმარება გაეწიათ, – ასკვნის კომისია. კომისიის წევრების მტკიცებით, მათ თავის დროზე მიიღეს გარკვეული სახის სამშენებლო მასალა და აქედან გამომდინარე, დამატებით მოითხოვნის დაკმაყოფილებაზე წერილობითი უარი მიიღეს.რაც შეეხება დანარჩენ 145 მოქალაქეს, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე კომისიამ უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მათი ბინები არ არის საომაქი მოქმედებების შედეგად დაზიანებული, რის შესახებაც განემარტათ და ეცნობათ წერილობით.,,ქართლის ხმამ” ასევე მოიპოვა მონაცემები იმის შესახებ, თუ რით აკმაყოფილებდა გორის მუნიციპალიტეტი ომისგან დაზარალებულ მოქალაქეებს. ეს მასალებია:1. მეტალოპლასტმასის კარები (ამჟამად 16 ცალი დარჩა)2. ლურსმანი (დარჩა 810 კგ)3. ელ. სადენის კაბელი (2560 მ.)4. ელექტროავტომატი (87 ცალი)5. ელავტომატის ყუთი (634 ცალი)6. ელექტრო ჩამრთველი (261 ცალი)7. ნათურების სამაგრი (250 ცალი)სტატია ქვეყნდება ქართლის ხმასთან თანამშრომლობის ფარგლებში. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5636 არ არის ახლა ეს ლტოლვილების დაცინვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 xrovaარ არის ახლა ეს ლტოლვილების დაცინვაკუბლაშვილს რო კითხო ყველაფერი კარგადაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 რამოდენიმე გრანტამიოტით და კალაშნიკოვით შეიძლება დაწყება. დანარჩენს გზა და გზა იშოვის კაცი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 კუბლაშვილს რო კითხო ყველაფერი კარგადაა... ყველაფერი იმიტოა ცუდად, რომ კუბლაშვილს ჰგონია რომ კარგათაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 15, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 15, 2011 ლტოლვილებს ეღადავებიანვა სანამ ფეხბურთს ვუყურებდი,ეს რა ახალი ამბავი აღმოგიჩენიათ.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 გიორგი68ვა სანამ ფეხბურთს ვუყურებდი,ეს რა ახალი ამბავი აღმოგიჩენიათ.. ეხ... ნეტა სალაზღანდაროდ გვქონდეს საქმე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 ეხ... ნეტა სალაზღანდაროდ გვქონდეს საქმე... კომპიუტერის წინ აღშფოთებას ბევრად ჯობია..ჯანმრთელობასაც არ ვნებს.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 გიორგი68კომპიუტერის წინ აღშფოთებას ბევრად ჯობია..ჯანმრთელობასაც არ ვნებს.. გვაცადეთ.. პირველი იყო სიტყვა, არ დაგავიწყდეს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 babuagiorgiრამოდენიმე გრანტამიოტით და კალაშნიკოვით შეიძლება დაწყება. დანარჩენს გზა და გზა იშოვის კაციმასე ფიქრობდა ეტყობა კიტოვანიც მაგრამ ახლა არა მგონია მაგ მეთოდმა გაამართლოს და რა მაინტერესებს ახლა... გამსახურდიას ხელისუფლების დროს რომ იყვნენ ლტოლვილები ცხინვალის რეგიონიდან, იმათ როგორ ეხმარებოდა მაშინდელი ხელისუფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 Saturnმასე ფიქრობდა ეტყობა კიტოვანიც მაგრამ ახლა არა მგონია მაგ მეთოდმა გაამართლოს არც არის მაგისდ საჭიროება...მადლობა ღმერთს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 (edited) babuagiorgi მასე ფიქრობდა ეტყობა კიტოვანიც მაგრამ ახლა არა მგონია მაგ მეთოდმა გაამართლოს და რა მაინტერესებს ახლა... გამსახურდიას ხელისუფლების დროს რომ იყვნენ ლტოლვილები ცხინვალის რეგიონიდან, იმათ როგორ ეხმარებოდა მაშინდელი ხელისუფლება?რაც ეხება პირველ რეპლიკას, ჯერ "შუტკაა",მაგრამ ისევ ამ ხელისუფლებამ შეიძლება ეს "შუტკა" სერიოზულში გადააქციოს. ეხლა ლტოლვილები.არ დაგვცალდა ბევრი რამის გაკეთება, მაგრამ რაც მოვასწარით იყო ის, რომ უყურადღებოდ ნამდვილად არ დაგვიტოვებია.დაბინავებიდან დაწყებული საკვებით დამთავრებული ყველაფერი გავაკეთეთ. პირადატთმაქვს ამ ამბეში მონაწილეობა მიღებული და გეტყვი, არ არსებოს ერთი შემთხვევაც კი, რომ ვინმე უკმაყოფიო ყოფილიყო უყურადღებობის გამო. ზვიადი არ ეუბნებოდა ამ ხალხ იმას, რომ "დილას რომ ვიღვიძებ ჩემი თავი უსახლკარო და მშიერი მგონიაო", არამედ მართლაც უსახლკარო და მშიერი იყო იმ დონეზე, რა დონეზეც ლტოლვილები იყვნენ. Edited February 16, 2011 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 მე მიკვირს მაგ ხალხის, დაგბომბეს, სახლი დაგინგრიეს,ყურადღებას არ გაქცევენ,დედა გაგინეს,გეკაიფებიან და შენ დგეხარ და თავს უხრი ამ თავხედებს? აიღონ ერთი ორი ბომბი შეუგდონ გამგეობას ..ან დაიჭირონ და მაგრად ცემონ ეგ კომისიის წევრები, Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
STALKERI Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 მე მიკვირს მაგ ხალხის, დაგბომბეს, სახლი დაგინგრიეს,ყურადღებას არ გაქცევენ,დედა გაგინეს,გეკაიფებიან და შენ დგეხარ და თავს უხრი ამ თავხედებს?რა გიკვირს რა სხვები ეგრე არ არიან? 7 ნოემბერს დედის სისკებით ითრია პატრულმა ხალხი მეორე დღეს ტაქსის შოფრებთან ერთად ჭამდნენ ხინკალს, სხვა დანარჩენებს რო გააჩერებდნენ ჯიგაროს ძახილები და მხარზე ხელის ტყაპუნები იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 7 ნოემბერი სხვა თემაა.. მე ლტოლვილებზე მაქ საუბარი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 16, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 16, 2011 1. მეტალოპლასტმასის კარები (ამჟამად 16 ცალი დარჩა)2. ლურსმანი (დარჩა 810 კგ)3. ელ. სადენის კაბელი (2560 მ.)4. ელექტროავტომატი (87 ცალი)5. ელავტომატის ყუთი (634 ცალი)6. ელექტრო ჩამრთველი (261 ცალი)7. ნათურების სამაგრი (250 ცალი) სად წაიღეს? გაყიდეს ხო დანარჩენი და ჯიბეში ჩაიდეს?პატრონი არ ყავს ამ ყველაფერს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.