Jump to content
Planeta.Ge

პოლიციისადმი პათოლოგიური შიში


Recommended Posts

ადამიანთა უმრავლესობა როგორც წესი მშიშარაა, ყველას არ შეუძლია იყოს გმირი, ეს ბუნებრივია,

როდესაც საზოგადოებას უჭირს ან შიდა ან გარე დამპყრობელი საზიზღრობებს აკეთებს

ასეთ დროს საზოგადობაში ჩდნებიან თავზე ხელ აღებული ტიპები რომლებიც ებრძვიან მტერს

ისე რომ თავი აქვთ რეალურად გადადებული,

მათ არც ციხის ეშინიატ, არც ცემის და ვფიქრობ რომ ცალკეულ შემთხვევაში სიკვდილისაც,

ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ნოველა მახსენდება სურამის ციხეზე,

როდესაც ქვეყანას შემოივლიან ციხის მშენებლები და ბოლოს იპოვნიან ერთ-პერანგიან, ღატაკ ბიჭს ზურაბს რომელიც იტყვის

კი, მე მზად ვარ ჩამაყოლონ

ნოველის ბოლოს ასეთი დასკვნაა თუკი ქვყანაში ერთი კაცი მაინც მზადაა რომ თავი ჩაიქოლოს ხალხისთვის ის ქვეყანა უძლეველია

და თუკი არაა ასეთი ადამიანი მაშინ?

ან რა ჩაქოლვაზეა საუბარი საერთოდ ხალხს მერის არჩევნებზე წასვლა დაეზარა, მეტსაც ვიტყვი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ძალაინ ღრმად კიდია თავის თანამემამულეები, სიყვარული დაიკარგა,

როდესაც არ გიყვარს ის ხალხი სადაც ცხოვრობ იმისთვის არ იბრძოლებ, აი რაა უმთავრესი მიზეზი,

 

ვითომ იმ არაბებს არ ეშინოდათ პოლიციის, ან იქნებ არაბული პოლიცია უფრო ჰუმანურია, ან იქნებ არაბულ ციხეებში უკეთესი პირობებია,

მერწმუნეთ რომ ჩვენი ზონდერები მუბარაქის ძაღლებთან შედარებით ნადმვილი ანგლოზები არიან,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

მაგრამ ჩვენ მათი გვეშინია, ჩVენ გვეშინია ისეთი რაღაცეები რაც საერთოდ საშიში არ არის ან ოდნავ დისკომფორტს შეგვიქმნის ან დისკომფოტსი შექმნის მომავალი პერსპექტივა გვაშინებს,

 

 

ამას ქვია ერის დაჩიავება, ის რომ ერს არა აქვს ბრძოლის პოტენციალი,

სულაც ის რომ რუსების ტანკები აქ დარიხინობდნენ ერთი ლაგატკაც არ გვისვრია,

 

ჩვენი ჯარისკაცები გადამალეს და ასპარეზზეე რუსთავი ორის გენმოდოფიცირებული ქალბატონები გადაეშვნენ რომლებიც ჯარისკაცებ ეჭიდავებოდნენ :givi:

 

მოკლედ რას ვამბობ, რევოლუცია შეიძლება დაფინანსდეს უცხოეთიდან, ან საერთოდ არა დაფინანსდეს გარედან,

რევოლუციონერები შეიძლება იყვნენ ნაძირლები ან პირიქით, კეთილშობილი რაინდები,

 

მაგრამ ნამდვილ რევოლუციას ყოველთვის სჭირდება ტრა... ბიჭები,

სიმამაცის გარეშე არაფერი არ გამოვა, ხოდა როდესაც სიმამაცე გათავდა და აღარ არსებობს,

საჭიროა ვაზილინის მომარაგება და სათანადო პოზის შერჩევა რომ ჩინჩვლა ნაკლებად მტკივნეული აღმოჩნდეს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნიკოლოზ ლორთქიფანიძის ნოველა მახსენდება სურამის ციხეზე,

საზარელი ლეგენდაა და საზარელი მოთხრობაა. რაღაც შავბნელი ფსიქოლოგიის ხალხი ვიყავით და ასეთებადვე დავრჩით.

მაგრამ ნამდვილ რევოლუციას ყოველთვის სჭირდება ტრა... ბიჭები,

სიმამაცის გარეშე არაფერი არ გამოვა, ხოდა როდესაც სიმამაცე გათავდა და აღარ არსებობს,

რევოლუციას საქართველოში სჭირდება ფული ხალხის მასის შესაყრელად და ერთი პატარა პროვოკაცია. მიხარია, რომ ჯერჯერობით ის ყველაზე ნაძირლები ოპოლიდერთა შორისაც კი ამაზე არ მიდიან. თუმცა იყო პროვოკაცია ღობედან გადაძრომის, თვალების დათხრის.. ხალხის მასა არ განრისხებულა სატანადოდ.

მოკლედ არ ვიცი. რისი ღირსიც ვართ ის დაგვემართება, ამაშოი დარწმუნებული ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საზარელი ლეგენდაა და საზარელი მოთხრობაა. რაღაც შავბნელი ფსიქოლოგიის ხალხი ვიყავით და ასეთებადვე დავრჩით.

 

 

მაგ ლეგენდას სხვა მხრიადნ თუ შევხედავთ, არც ისე საზარელია, თანამედროვე ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ - ერთგავრი პროპაგანდაა თავგანწირვისა და საერთო საქმისათვის სიცოცხლის სამსხვერპლოზე დადების.

 

შავბნელს რაც შეეხება, ეხლა რომ ვართ, ალბათ ასეთი შავბნელი იშვიათად ვყოფილვართ ისტორიაში ადრე. უბრალოდ ჩვენს გარშემო იყო ყოველთვის სასტიკად შავბნელი და დაუნდობელი სამყარო და ჩვენს ხალხს უბრალოდ სხვა ალტერნატივა არ გააჩნდა თავგანწირვის გარდა არსებობისთის, ეს ზურაბის ამბავიც ამის გამოძახილია სწორედ.

 

 

ძალიან ცუდი შედარება რომ გავაკეთო - ძროხის დაკვლა უზომოდ სასტიკი საყურებელია, მაგრამ სამაგიეროდ კატლეტია ძალიან გემრიელი, მაგრამ ძროხას თუ არ დაკლავ, ისე კატლეტს ვერ მიიღებ.

 

სწორედ ასეთი სასტიკი თავგანწირვები, შეიძლება დღეს ნაკლებ გასაგები და ნაკლებ ჰუმანური იყო ის ერთადერთი გზა, რითაც დღემდე მოვედით.

 

 

ან რა ჩაქოლვაზეა საუბარი საერთოდ ხალხს მერის არჩევნებზე წასვლა დაეზარა,

 

 

ეხლა ვინმემ რომ მითხრას, წამო ნიუ-იორკამდე გავცუროთო და მე რომ ვუთხრა: არა, გმადლობთ მეთქი - ჩემი სიზარმაცეა ეს??? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძროხის დაკვლა უზომოდ სასტიკი საყურებელია, მაგრამ სამაგიეროდ კატლეტია ძალიან გემრიელი, მაგრამ ძროხას თუ არ დაკლავ, ისე კატლეტს ვერ მიიღებ.

არაა დაკვლა აუცილებელი. გაცილებით ჰუმანური მეთოდი არსებობს, საერთოდ ვერ იგებს ძროხა ვერაფერს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არაა დაკვლა აუცილებელი. გაცილებით ჰუმანური მეთოდი არსებობს, საერთოდ ვერ იგებს ძროხა ვერაფერს.

 

 

:D იგებს, თუ არა, მაგას ვინ იტყვის, უბრალოდ ალბათ ისე კვდება, გამოხატვას ვერ ასწრებს და ადამიანები ვერ აღიქვამენ მტივნეულად :)

 

ისე კი სერიოზილად, თანამედროვე ადამიანს, სუფთას და ნაფერებს, ალბათ ბევრს ჰგონია, რომ ხორცი მაღაზიაში რომ იყიდება ლამაზ ნაჭრებად დალაგებული, მასევე მოიპოვება, უსისხლოდ და უმსხვერპლოდ. ძალიან მოწყდა თანამედროვე ადამიანი ბუნებრივ რეალობას და ამიტომაც უჭირს, როცა უწევს რეალურ პრობლემებთან შეხება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

flo-masteri

საზარელი ლეგენდაა და საზარელი მოთხრობაა. რაღაც შავბნელი ფსიქოლოგიის ხალხი ვიყავით და ასეთებადვე დავრჩით.

არ ვიცი თქვენ რა დონეზე იცნობთ ევროპის ან აზიის შუა საუკუნეების ისტორიას,

პირადად მე კი რა ინფორმაციაც გამაჩნია, ნამდვილი ჰუმანისტები ვიყავით სხვებთან შედარებით,

ის შინაომები და სასტიკი დასჯის მეთოდები რასაც ევროპელი მონარქები იყენებდნენ საკუთარი ქვეშერვდომების მიმართ

იმის მე-10 დიც არ ყოფილა საქართველში, ყოველ შემთხვევაში რაიმე ისტორიული ცნობები ამის შესახებ არ არსებობს,

ქართველები იშვიათად მიმართავდნენ სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილი პირის ფიზიკურ ლიკვიდაციას, თავის მოკვეთა, ჩამოხრჩობა იუიშვიათესი სასჯელი იყო,

ნუ თვალებს თხრიდნენ და ცხვრის აჭრიდნენ ისეთ ადამიანებს რომლებიც ნაწილ ნაწილ ათლას იმსახურბდნენ,

რაც შეეხება სურამის ციხის ლეგენდას ზურაბის შესახებ, ის არანაირად არ დასტურდება და ხალხის ფანტაზიის ნაყოფია, ისევე როგორც არსაკიძის მოჭრილი მარჯვენა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Achiko1972

ეხლა ვინმემ რომ მითხრას, წამო ნიუ-იორკამდე გავცუროთო და მე რომ ვუთხრა: არა, გმადლობთ მეთქი - ჩემი სიზარმაცეა ეს???

ბატონო ჩემო, თუკი თქვენთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღება იგივე ძალისხმევას მოითხოვს რასაც ნიუ-ორკამდე გაცურვა,

მაშინ მე გეტყვით, დიახაც სიზარმაცეა, თანაც არნახული სიზარმაცე :nekro:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი თქვენ რა დონეზე იცნობთ ევროპის ან აზიის შუა საუკუნეების ისტორიას,

პირადად მე კი რა ინფორმაციაც გამაჩნია, ნამდვილი ჰუმანისტები ვიყავით სხვებთან შედარებით

შეიძლება ვიყავით. მაგრამ მას შემდეგ ისინი წინ წავიდნენ, გაიარეს აღორძინების ეპოქა, ტექნიკური რევოლუცია, მენტალური რევოლუცია... ჩვენ კი უკან თუ არ წავედით, უკეთეს შემთხვევაში იმ ადგილზე დავრჩით. ალბათ მაინც უკან წავედით, ბოლშევიკურმა სიმახინჯემ გვიქნა ეს. და აღმოვჩნდით ქაქში. უშანსოდ ვართ სანამ თაობები არ შეიცვლება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ვიყავით. მაგრამ მას შემდეგ ისინი წინ წავიდნენ, გაიარეს აღორძინების ეპოქა, ტექნიკური რევოლუცია, მენტალური რევოლუცია... ჩვენ კი უკან თუ არ წავედით, უკეთეს შემთხვევაში იმ ადგილზე დავრჩით. ალბათ მაინც უკან წავედით, ბოლშევიკურმა სიმახინჯემ გვიქნა ეს. და აღმოვჩნდით ქაქში. უშანსოდ ვართ სანამ თაობები არ შეიცვლება.

თაობის შეცვლაზე რა გითხრა, ეს იმედია მოხდება, მაგრამ ქართველების მოძულე ხელისუფლება რომ უნდა შევცვალოთ ტუკი წინსვლა გვსურს ამას წყალი არ გაუვა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიძლება ვიყავით. მაგრამ მას შემდეგ ისინი წინ წავიდნენ, გაიარეს აღორძინების ეპოქა, ტექნიკური რევოლუცია, მენტალური რევოლუცია... ჩვენ კი უკან თუ არ წავედით, უკეთეს შემთხვევაში იმ ადგილზე დავრჩით. ალბათ მაინც უკან წავედით, ბოლშევიკურმა სიმახინჯემ გვიქნა ეს. და აღმოვჩნდით ქაქში. უშანსოდ ვართ სანამ თაობები არ შეიცვლება.

მენტალობის რევოლუციაში რა შედის..

ჩამოთვალე თუ შეიძლება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მენტალობის რევოლუციაში რა შედის..

ჩამოთვალე თუ შეიძლება :)

მე გეტვყი, პოლიციას უნდა დაუჯერო

და პატრიარქზე უნდა თქვა რომ კეგებეშნიკია,

კიდევ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯობია ეკოლოგიურად სუფთას :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე გეტვყი, პოლიციას უნდა დაუჯერო

და პატრიარქზე უნდა თქვა რომ კეგებეშნიკია,

კიდევ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯობია ეკოლოგიურად სუფთას

არა. უნდა დაივიწყო რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა და ამიტომ ყველა ვალშია ჩვენთან და რაც მაგრები ვართ ქართველები რომ ვართ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მართლა მაინტერესებს რას გულისხმობ მენტალურ რეოლუციაში?

 

Siknadmo

იდევ გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯობია ეკოლოგიურად სუფთას

:yes:

მასეა!!! აბა ადვილი ფული ვინ უნდა იშოვოს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მართლა მაინტერესებს რას გულისხმობ მენტალურ რეოლუციაში?

ძალიან ვრცელი თემაა ეგ. დავიწყოთ იმით რაც შენთან მიმართებაშია აქტუალური. ამ ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე სხვა მოქალაქის თვალში უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და არ უნდა იყოფოდეს სომეხად, ოსად, აზერად და ქართველად.

 

Siknadmo

გენმოდიფიცირებული პროდუქტი ჯობია ეკოლოგიურად სუფთას

რა ჯობია იცი? საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ციდან უვარდებოდეს ყოველთვიურად 3000 $, წელიწადში ერთხელ უფასოდ ისვენებდეს ჰავაიზე და კვირაში 3 დღე მუშაობდეს მსუბუქ დაღლამდე. ეს ჯობია :yes: მაგრამ არჩევა გვიწევს რეალობიდან და არა იქიდან რა ჯობია.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...