xrova Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) გორის საკრებულოს ხარჯები ნახეთ. საინტერესოა 1810 კალმით რა დაწერეს 2010 წლის მონაცემებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საკანცელარიო ხარჯებს, ავტომანქანების ყიდვა-გასაჩუქრების ფაქტებს და ერთი პირთან მოლაპარაკების ტრადიციას. შესყიდვების გეგმაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 21 565 ლარის საკანცელარიო ხარჯები გაიღო. ამ ნუსხაში შედის 1810 ცალი ლურჯი კალამი, 270 ცალი წითელი კალამი, 300 ცალი შავი კალამი, 450 ცალი ფანქარი და ა.შ.2010 წლის განმავლობაში გორის საკრებულომ 500 ცალი ნათურა შეიძინა, ხოლო გასათბობად 8 ცალი ელექტროგამათბობელი იყიდა. სულ ელექტროსისტემის შეძენაში 4 200 ლარი გაიხარჯა.საოფისე ინვენტარში შევიდა 3 ცალი კარადა (სულ 600 ლარი), 5 კომპიტერული მაგიდა ( 1000 ლარი); 8 რბილი სავარძელი (1870 ლარი); 7 სამუშაო მაგიდა – 1250 ლარი; 1 ცალი კაბინეტი მაგიდა – კომპლექტი – 750 ლარი; 1 ცალი დივანი – 250 ლარი; 1 ცალი საოფისე სავარძელი – 240 ლარი; 1 ცალი ტელევიზორის მაგიდა – 130 ლარი; 14 ცალი სკამი – 600 ლარი; 1 ცალი ღია კარადა – 450 ლარი; ჯამში სხვა აქსესუარებთან ერთად საოფისე ინვენტარში გაიხარჯა – 7 760 ლარი.კომპიუტერულ ტექნიკაში ჭარბობს კომპიუტერები. 2010 წელს შეიძინეს 6 ცალი კომპიუტერი, ჯამში – 6 500 ლარი; ამას დავუმატოთ ერთი ცალი ნოუთბუქი – 1 300 ლარად. 6 ცალი კომპიუტერის გარდა შეძენილ იქნა ერთი ცალი კომპიუტერი თავისი სრული კომპლექტით, რომელიც 6 500 ლარი დაჯდა. მთლიანობაში კომპიუტერული ტექნიკის შეძენა საკრებულოს – 17 160 ლარი დაუჯდა.ახლა მივყვეთ სხვა ტექნიკას. შეიძინეს 12 ცალი ტელეფონის აპარატი – 300 ლარად. 12 ცალი გამომთვლელი მანქანა – 168 ლარად.კომფორტაბელური თვითმმართველობა1 ცალი მაცივარი – 350 ლარად; 9 ცალი ჰაერის გამაგრილებელი – 360 ლარად; 7 ცალი კონდინციიონერი – 9 550 ლარად; ჭურჭლის სერვიზი ცალკე 200 ლარადაა გაწერილი.რაც შეეხება ტრანსპორტის სათადარიგო ნაწილებს, მთელი წლის განმავლობაში ეს ხარკები – 18 300 ლარით შემოიფარგლა. აღნიშნულ წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ცალი ძვირად ღირებული ავტომანქანა შეიძინეს. კერძოდ,. 49 900 ლარად – ,,ლენდ როუვერ”-ი. ხოლო დანარჩენი – მსუბუქი ავტომობილი ,,ლექსუსი” (46 000 ლარად) და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად) შს სამხარეო სამმართველოსთვის შეისყიდეს. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა შს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 28 ივნისის მოთხოვნის საფუძველზე. 2010 წელს საკრებულომ 40 880 ლიტრი საწვავი (ევრორეგულარი) გამოიყენა, რომელიც ჯამში 61 320 ლარი დაჯდა.რაც შეეხება ტელევიზორებს, 2010 წლის განმავლობაში 3 პლაზმური ტელევიზორის შეძენა იყო დაგეგმილი. ჯამში შეადგინა 2180 ლარი. აღნიშნულ პერიოდში ზვიად ხმალაძეს სამსახურებრივი ჩანთის შეძენა არ დავიწყებია და ბიუჯეტის ფულით 60 ლარად შეიძინა იგი. სტატია ქვეყნდება ქართლის ხმასთან თანამშრომლობის ფარგლებში. წყარო : http://www.ireporter.ge/?p=5492 ევრორეგულარზე ნაკლებს არ ასხამენ Edited February 13, 2011 by xrova Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 xrovaმ ნუსხაში შედის 1810 ცალი ლურჯი კალამი, 270 ცალი წითელი კალამი, 300 ცალი შავი კალამი, 450 ცალი ფანქარი და ა.შ. რაც შეეხება ტელევიზორებს, 2010 წლის განმავლობაში 3 პლაზმური ტელევიზორის შეძენა იყო დაგეგმილი. ჯამში შეადგინა 2180 ლარი. აი ეს კი დანაშაულია./// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 მე პირადად 60 ლარიანი ჩანთის რაობითა და დანიშნულებით დავინტერესდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 აღნიშნულ წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ცალი ძვირად ღირებული ავტომანქანა შეიძინეს. კერძოდ,. 49 900 ლარად – ,,ლენდ როუვერ”-ი. ხოლო დანარჩენი – მსუბუქი ავტომობილი ,,ლექსუსი” (46 000 ლარად) და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად) შს სამხარეო სამმართველოსთვის შეისყიდეს. მტერი ყურის ძირში ჰყავთ და გაქცევა რომ დასჭირდეთ-ჯიპი მისწრებაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 ღნიშნულ წელს გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 ცალი ძვირად ღირებული ავტომანქანა შეიძინეს. კერძოდ,. 49 900 ლარად – ,,ლენდ როუვერ”-ი. ხოლო დანარჩენი – მსუბუქი ავტომობილი ,,ლექსუსი” (46 000 ლარად) და ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად) შს სამხარეო სამმართველოსთვის შეისყიდეს. ჩვენს მიერ მოპოვებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს მოხდა შს შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს 2010 წლის 28 ივნისის მოთხოვნის საფუძველზე.ვერ გავიგე.... შსს-ს ფული არ აქვს? :018: :018: :018: xrovaდა რა?ყველაფერი გაწერილია.. აბა შევარდნაძის დრო ჯობდა ხალხ შსს-ს 9 სართულიდან რომ ყრიდნენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 mtidan,ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო” (49 500 ლარად)ესეც დანაშაულია... ჩათვალეთ რომ მკურნალობის ჩაუტარებლობის გამო რამდენიმე დაღუპული თანამემამულის ხარჯადაა ნაყიდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 მე მესმის თქვენი , მაგრამ ის 60 ლარიანი ჩანთა რა დანიშნულების გამო იყიდეს ბიუჯეტის ხარჯზე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) მე მესმის თქვენი , მაგრამ ის 60 ლარიანი ჩანთა რა დანიშნულების გამო იყიდეს ბიუჯეტის ხარჯზე? აბა თავის ფულს ხომ არ დახარჯავდა,სახელმწიფო საბუთების სატარებელი ჩანთის შესაძენად.. :givi: Edited February 13, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 მე მესმის თქვენი , მაგრამ ის 60 ლარიანი ჩანთა რა დანიშნულების გამო იყიდეს ბიუჯეტის ხარჯზე?იმ სახელმწიფო მოღვაწის კარგის *** ვინც სამსახურის ფულზე ჩანთას არ იყიდისო არ გაგიგია??ტრადიციააა ისე პატიოსანი კაცია. 60 ლარიანი იყდა 200 ალრიანი კი არა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
xrova Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 იმ სახელმწიფო მოღვაწის კარგის *** ვინც სამსახურის ფულზე ჩანთას არ იყიდისო არ გაგიგია??ტრადიციააა ისე პატიოსანი კაცია. 60 ლარიანი იყდა 200 ალრიანი კი არა მაშIნ დასაწინაურებელი ყოფილა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 PEPE.ისე პატიოსანი კაცია. 60 ლარიანი იყდა 200 ალრიანი კი არადა 20 ლარიანი ჩანთა არ ეყოფოდა და საერთოდ ჩანთს რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Watson Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 საკანცელარიო ხარჯებში აშკარად მოტეხა ფული ვიღაცამ ნუ, ლანდ როვერით და ლექსუსით რატომ უნდა იაროს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესეც გაურკვეველია. საერთოდ ამ მანქანებზე რაღაც რეგულაცია უნდა დაწესდეს თორემ ყველა თვითმმართველობას მინიმუმ 1 პრადო ჰყავს, გაურკვეველი მიზნით. დანარჩენი არაფერი ისეთი არაა. მაცივარი და თეფშები თავმოყვარე ორგანიზაციას კი უნდა ჰქონდეს. 60 ლარიანი ჩანთა არაფერი ისეთი არ არის იმჰო, ძვირიანი ჩანთაა 150-250 ევრო რომ ღირს, თუ არა 60 ლარი რა ჩემი ფეხებია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 და 20 ლარიანი ჩანთა არ ეყოფოდა და საერთოდ ჩანთს რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი? პარლამენტარებმა 80 მეძავი იქირავეს ბიუჯეტის ფულით და წვრილფეხობაც ბაძავს ფულის ფლანგვაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 და 20 ლარიანი ჩანთა არ ეყოფოდა და საერთოდ ჩანთს რატომ ყიდულობს მუნიციპალიტეტი?თუ იყიდა ესეიგი საჭიროა ვაახ! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Watsonსაკანცელარიო ხარჯებში აშკარად მოტეხა ფული ვიღაცამ ნუ, ლანდ როვერით და ლექსუსით რატომ უნდა იაროს თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ესეც გაურკვეველია. საერთოდ ამ მანქანებზე რაღაც რეგულაცია უნდა დაწესდეს თორემ ყველა თვითმმართველობას მინიმუმ 1 პრადო ჰყავს, გაურკვეველი მიზნით.ის კი არადა, გია ჭანტურიას საზმაუს დირექტორს, ამბობენ 20 000 აქვსო თვეშიო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.