Jump to content
Planeta.Ge

ეკონომიკას დედა აღარ ეყოლება სულ მალე


Recommended Posts

Siknadmo

 

მეგობრებს მენტალიტეტის მიხედვით ირჩევენ. აი ნათესავებიდან ზოგში მე მაგალითად შემინიშნავს. ყველას ექნება შენიშნული, უბრალოდ ყველა არ აღიარებს რომ მის ნათესავებს შორის ასეთი ხალხიც ურევია. ნებისმიერი პარტიის, მთავრობის თუ ასე შემდეგ დაჯგუფების წევრი ვიღაცის ნათესავია ამ ქვეყანაში. მე მესმის რომ შენ გინდა გამოყო და ისე წარმოადგინო საქმე ვითომ ერთ პარტიაში მოიყარა თავი ყველაზე ცუდი თვისებების მატარებელმა ხალხმა, მაგრამ ყველამ იცის (შეიძლება ყველა არ ამბობს), რომ ეს ასე არაა და რასაც შენ ამტკიცებ ეგ სისულელეა.

 

კი კაცო როგორ არ არის, მაგრამ ეს პარამეტრი არაა ერისათვის.

 

ის ხომ იცი ორი ებრაელი სუფრასთან რომ სხედან და ერთი მეორეს ეუბნება; "მოდი ყველა კარგი ადამიანის სადღეგრძელო შევსვათ, ჩვენ ხომ ასე ცოტანი დავრჩით ამ ქვეყანაზე."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 215
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

როულსელი

სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ასეთი სურათია. ევროპის ყველაზე ძვირ (და ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან) ქალაქებში დიზელის ფასი არის დაახლოებით 1.7 დოლარი. ლარებში თუ გადავიყვანთ ამ თანხას, დ

babuagiorgi

პ.ს. ისე კი სიმართლე რომ ვსთქვათ ადამიანს ალბათ უფრო უსაფრთხოება და სოციალურად დაცვა სჭირდება. +- მაღალ ხელფას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.   დღეს რომ მქონდეს იმის იმედი, რომ ამ ფიდარასტებიდან არავინ არ

Achiko1972

გემო შეიძლება კი კარგი აქვს და ლამაზი და მიმზიდველიცაა, მაგრამ მანდ ერთი პატარა დეტალია!!!     ის ჭია შტერი და სულელი კი არაა, სათოფეზე რომ არ ეკარება ახლოს მაგ ვაშლებს?! რომელიმე შეგხვედრია ეგეთი ჭი

Siknadmo

 

მეგობრებს მენტალიტეტის მიხედვით ირჩევენ. აი ნათესავებიდან ზოგში მე მაგალითად შემინიშნავს. ყველას ექნება შენიშნული, უბრალოდ ყველა არ აღიარებს რომ მის ნათესავებს შორის ასეთი ხალხიც ურევია. ნებისმიერი პარტიის, მთავრობის თუ ასე შემდეგ დაჯგუფების წევრი ვიღაცის ნათესავია ამ ქვეყანაში. მე მესმის რომ შენ გინდა გამოყო და ისე წარმოადგინო საქმე ვითომ ერთ პარტიაში მოიყარა თავი ყველაზე ცუდი თვისებების მატარებელმა ხალხმა, მაგრამ ყველამ იცის (შეიძლება ყველა არ ამბობს), რომ ეს ასე არაა და რასაც შენ ამტკიცებ ეგ სისულელეა.

ჩემო სატურნ შენ ამტიკცებ რომ მთელი ერი ღორიაო და მე ამაში ეჭვი შემაქვს და თუკი ჩემი აზრი სულელურია რა ვიცი,

გაგიკვირდება და არც ჩემი ერთი ძმკაკაცი, ნათესავი თუ ახლობელი არაა არანაირ კავშირში ნაცმოძრაობასთან არამედ ხმაც არ მიუციათ,

ყველასთვის მიკითხავს და დამიტესტნია და ეგრეა,

თუმცა ეს არაა მთავარი და ამით არც ვბლატაობ,

უბრალოდ გასაკვირია შენი მხრიდან რომ ქართველი ადამიანს ასეთი ნეგატიური დამოკიდებულება გაქვს საკუთარი ერის მიმართ,

მესმის გააკრიტიკო, გეტნიკოს მისი ცუდი, განიცდიდე და რამე, ამხილო, კი ბატონო,

მაგრამ ღორი უწოდო ეს უკვე ზიზღია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კითხვას პირდაპირ უნდა უპასუხო კუკური ბატონო და არა კითხვით. ეგ ცუდი ტონია.

:tavshi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს უკვე ზიზღია

ჩემზე ამბობენ, ის სიავეს ქართვლისას ამბობს,

ჩვენს ცუდს არ მალავს, ეს ხომ ცხადი სიძულვილია!

ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე გრძნობს,

ამ სიძულვილში რაოდენი სიყვარულია

 

ილია ჭავჭავაძე. 1863 წ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

24% ინფლაცია საშინელებაა (სხვათაშორის ეგ 24% 3 წლიანი საფინანსო სრული ციკლის პროცენტია და არა წლიური ინფლაციის მანიშნებელი) მაგრამ შეიძლება უარესიც ყოფილიყო.. აზერებს და სომხებს უარესი მაჩვენებალები აქვთ, თუმცა მათ არც ეკონომიური ბლოკადა არ გდაუტანიათ და არც ომი, არაფერს ვამბობ თვეობით გადაკეტილ ქალაქზე და "ჩაკლულ ეკონომიკაზე", ამ ხელისუფლებას ბევრი ცოდვა აქვს საკუთარი და სხვების ცოდვის აკიდება აღარაა საჭირო.. ისე რომ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო საქმე..

 

 

აქ რამდენიმე საკითხია. დავიწყოთ სრული საფინანსო ციკლით. სრული საფინანსო ციკლი როგორ ითვლება? მე ეკონომიკური განათლება ინგლისურად მაქვს მიღებული და შეიძლება ცნებები არ მესმის ქართულად სწორად, თუმცა ასეთი ცნება ეკონომიკაში მე არ შემხვედრია. ვიცი სრული საბუღალტრო ციკლი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს, შეიძლება გამომრჩა რამე. როგორც წესი, ინფლიაცია ითვლება წლიურად, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მერე ინფიალცია დათვალოს სამ წელიწადში, ათ წეილწადში ანდ ათასწლეულში ერთხელ, ეგ ადამინაზეა დამოკიდებული. მაგრამ როდესაც წამყვანი ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები მონეტარული პოლიტიკის ცვლილებას აპირებენ აქვთ რამდენიმე ორიენტირი. ესენია, სხვათა შორის, ყოველთვიური, ყოველკვარტალური და წლიური ინფლიაციის დონე. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ამბობს, რომ ინფლიაცია არის 24 პროცენტი, მე ვთვლი, რომ იგი მიღებულ სტანდარტზე საუბრობს და არა დავით აღმაშენებლის დროიდან მოყოლებულ პროცესზე. ახლა მე ძალიან სანდო წყაროები არა მაქვს საქართველოში, მაგრამ სივილ ჯორჯიაზე დაყრდნობით და პრეზიდენტის გამოსვლამდე ვიცოდი, რომ წლიური ოფიციალური ინფლიაცია 12 პროცენტზე მაღალია. დამეთანხმებით, რომ ოფიციალურ ვერსიას კიდევ მინიმუმ 8 - 10 პროცენტი უნდა მიამატოთ საქართველოში. ასე რომ, ჩემთვის 24 პროცენტიანი წლიური ინფლიაცია სრულიად რეალურია. თუმცა, შეიძლება, ვცდებოდე. ამ მომენტისთვის საქართველოსნაირი ქვეყნისთვის, ჩემის აზრით, მაქსიმუმ 11 პროცენტიანი წლიური ინფლიაციაა დასაშვები.

 

რაც შეეხება სომხეთს და აზერბაიჯანს, ამ მაგალიტების განხილვას საერთოდ არ ვაპირებ, რადგანაც ამაში სამაგალითო არაფერია. სომხეთთან შედარება არის სირცხვილი ნებისმირი თავმოყვარე ქვეყნისთვის.

 

რაც შეეხება მსყიდველობითუნარიანობას. ეს საკითხიც კარგად ვერ გავიგე: თუკი, მაგალითად, ქვეყანაში 2008 წელს ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა იყო 10 ერთეული და შემდეგ 2009-ში 12 გახდა, ეს ნიშნავს 20 პროცენტიან ინფლიაციას. ანუ რა განსხვავებაა წლიურ მსიყიდველობითუნარიანობის ცვლილებასა და ინფლიაციას შორის? ანუ ინფლიაციის თქვენეური დეფინიცია როგორია? ჩემთვის და, ალბათ, ეკონომისტების 99 პროცენტისთვის, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ინფლიაცია არის "საშუალო ფასის მატება" "general rise in prices"

Edited by როულსელი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.open.ge/index.php?m=12&y=2011&art=2014

 

ეს რა არის? :what:

საქართველოს რესპუბლიკა

2011-02-16

თორნიკე გორდაძე: ევროკავშირში გაწევრების თანხმობისთვის მზად ვართ საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლის რისკზეც წავიდეთ

 

- თუკი ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს... მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ დიდ რისკებზე წასასვლელად, თუკი ევროკავშირისგან გაწევრებაზე თანხმობას მივიღებთ, თუნდაც ეს გაწევრება სწრაფი არ იყოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თორნიკე გორდაძემ განაცხადა.

- საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებების დაწყებას უამრავი პოზიტიური შედეგი მოჰყვება, თუმცა აუცილებელია პოტენციური სირთულეების გათვალისწინებაც. ჩვენ ვშიშობთ, რომ ჩვენი შრომის კანონმდებლობისა და სოფლის მეურნეობის გათვალისწინებით, რომელსაც დღეს უკვე სერიოზულ კონკურენციას უწევს თურქეთი, თუ ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს. ასეთ შემთხვევაში, როგორ გავზარდოთ ევროპული იდეების პოპულარობა ქართველებში. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვიქნებით დიდ რისკებზე წასასვლელად, თუკი ევროკავშირისგან გაწევრებაზე თანხმობას მივიღებთ, თუნდაც ეს გაწევრება სწრაფი არ იყოს, - აცხადებს გორდაძე.

მისივე განმარტებით, ამის მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას ორგანიზაციაში გაწევრების საკითხის დაყენებამდე "ქვეყანაში ერთიანი ევროპის მიღწევათა მაქსიმალურ რეალიზაციას" ურჩევს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი ძალიან ყურადღებით არ ვიქნებით, ჩვენი ეკონომიკა შეიძლება დაინგრეს

 

 

იქით დაგიწერე და გავმეორდები.რაც არა გვაქვს,ის ვერასოდეს ვერ დაინგრევა. :)

 

 

ესენი ამ ყველაფერს, ევროკავშირში მიღებას და ვითომ ამის გამო ეკონომიკურ ჩატარებულ „რეფორმებს“ დააბრალებენ მალე.

 

არც იქ მიგვიღებენ და ქვეყანაც თავზე დაგვემხობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა. საცალო ქსელში დიზელის ფასმა 5 თეთრით მოიმატა.

კომპანია "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურებში, აპი დიზელი უკვე 2.25 ლარი ღირს, ხოლო დიზელ ენერჯი 2.10 ლარი. ბენზინის ფასი უცვლელია. 2.10 ლარამდე გაიზარდა ევრო დიზელის ფასი "რომპეტროლის" ქსელში.

იტანენ და აწოვინებენ რა, აიტან? კიდე გაძვირდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

არც იქ მიგვიღებენ და ქვეყანაც თავზე დაგვემხობა.

მაგათ მოსახლეობა საწარმო გონიათ - ყველაფერში გვატყავებენ

 

აბა ის ნორმალურია, რომ ბიუჯეტში მილიონობით ლარი საჯარიმო სანქციებიტ უნდა შევიდეს?

იდიოტიზმია :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა ის ნორმალურია, რომ ბიუჯეტში მილიონობით ლარი საჯარიმო სანქციებიტ უნდა შევიდეს?

 

 

და საპროცესო გარიგებებით.

 

 

ფრიდრიხამ ხომ გვითხრა,რომ თურმე მოსამართლეები ბიუჯეტს ყველაზე მეტად ავსებენ და მათ ხელს არავინ მოკიდებსო. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს ნავთობპროდუქტების მწარმოებელთა, მომხმარებელთა და იმპორტიორთა კავშირში უკვე აცხადებენ, რომ მსოფლიოში ნავთობის მზარდი ფასის შენარჩუნება ქართულ ბაზარზე აუცილებლად აისახება. კავშირის თავმჯდომარე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ თუ ახლო აღმოსავლეთის არეულობები ირანამდეც მოვიდა, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. ვანო მთვრალაშვილს უჭირს დაკონკრეტება რა პერიოდში ან რამდენით აისახება საერთაშორისო ბაზრების მდგომარეობა საქართველოზე, თუმცა დასძენს, რომ გაძვირება, როგორც წესი 5 თეთრით ხდება.

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ნავთობის ფასის რეკორდულ ნიშნულზე დაფიქსირებამ საქართველოსთვის საწვავის ფასი შესაძლოა საშუალოდ 10 თეთრამდე გააძვიროს. “რომპეტროლის” გაყიდვების სამსახურის უფროსი ამბობს, რომ საწვავის ფასები ქართულ ბაზარზე დღესაც არაადეკვატურია, თუმცა კომპანიები საკუთარი მარჟის შემცირების ხარჯზე ცდილობენ, ფასები არ მოამატონ, თენგიზ ჭიჭინაძის ინფორმაციით, შემცირებულია საწვავის მოხმარებაც, ამასთან, მისივე გათვლით, ახალი ფასით ანუ 40-დოლარიანი გაძვირებით საწვავის შეძენა საშუალოდ 10 თეთრამდე მატებას გამოიწვევს. „რომპეტროლი“ საწვავის შეძენას ყოველ 10 დღეში ერთხელ ახდენს.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=23233&ct=2

 

პ/ს/ კიდე გააძვირონ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

 

 

მე შარშან თემა გავხსენი,რომ ბარელის ფასი ამ წელს ას დოლარზე გაცილებით მეტი იქნება მეთქი და არ დამიჯერეთ.მე არა,ექსპერტებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე შარშან თემა გავხსენი,რომ ბარელის ფასი ამ წელს ას დოლარზე გაცილებით მეტი იქნება მეთქი და არ დამიჯერეთ.

მალე კაკულიას მოურხევ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მალე კაკულიას მოურხევ

 

 

ვურხევ უკვე კარგა ხანია :givi:

 

 

აქაც 30%–ით მოიმატა გასულ ამ დროსთან შედარებით საწვავის ფასებმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქაც 30%–ით მოიმატა გასულ ამ დროსთან შედარებით საწვავის ფასებმა

მაგათ გადაეცი newstudio -საგან:

კიდე გააძვირონ

:givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...