newstudio Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 გიორგი68მე ვიყავი საახალწლოდ საქართელოში და გასაკვირია,მაგრამ ვაშლი,ხორცი,შაქარი,კვერცხი.. ევროპაზე ძვირი ღირს.აჰა sizmara_comევროპის საშუალო წლიური ინფლაცია 1.4% იყო შარშან... ასე რომ მსოფლიოს მაგალითი არ გამოგვადგება... აზერბეიჯანში ბენზინი რეგულარი 50ცენტი ღირს დაახლოებით კალონკაზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) sizmara_comმე მყოფნის პ.ს. არ არის ეთიკური უცნობ ადამიანს მის შემოსავლებზე ესაუბროთ. არაეთიკური იცი რა არის ჩემო ბატონო, ხალხს უჭირს, შია, შენ და შენნაირები კიდევ დაგვცინით აქმუხტი გელანდებათო,რახან შენ გყოფნის და კმაყოფილი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები დალხენილები არიან და პროსტესტის უფლება არა აქვთ,ასე რომ მეტი თანაგრძნობა უნდა იქონიო საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ან იქნება არ გაღელვებს სხვისი ბედი და მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ შენს შემოსავალს საფრთხე არ შეექმნას?ხოდა რახან გყოფნის, იქნებ ნება იბოძო და თქვა რა თანხაზეა საუბარი Edited February 13, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sizmara_com Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 newstudioევროპის საშუალო წლიური ინფლაცია 1.4% იყო შარშან... ასე რომ მსოფლიოს მაგალითი არ გამოგვადგება ცდებით ბატონო, საშუალო ინფლაციამ 2.2% შეადგინა, აი ლინკი: http://www.tradingeconomics.com/Economics/Inflation-CPI.aspx?Symbol=EUR საშუალო იმიტომ რომ მაგ საბეძნეთში ესპანეთში და ირლანდიაში ისეთი სიტუაცია არის რომ ჯერ კიდევ დეფოლტის საშიშროება ემუქრება. აზერბეიჯანში ბენზინი რეგულარი 50ცენტი ღირს დაახლოებით კალონკაზე... აზერებს საკუთარი ნავთობი აქვთ, შედარება არა არის მთლად მართებული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) სერიოზულად თუ მივუდგებით ამ საკითხს, ასეთი სურათია. ევროპის ყველაზე ძვირ (და ამავე დროს ყველაზე მაღალშემოსავლიან) ქალაქებში დიზელის ფასი არის დაახლოებით 1.7 დოლარი. ლარებში თუ გადავიყვანთ ამ თანხას, დიზელის ფასი გამოდის დაახლოებით 3.06 ლარი. ანუ როგორც ამ ფორუმზე მოპოვებული ინფორმაციით ვხვდები საქართველოში ბენზინის ფასი არის ერთი მესამედით დაბალი. მაგრამ აქ დამატებით ერთმანეთს უნდა შევადაროთ საშუალო მოქალაქის სიმდიდრე საქართველოსა და ამ ქვეყანაში: განსხვავება არის დაახლოებით 10 ჯერ მეტი. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი: რა თქმა უნდა, ქართველს გაცილებით ნაკლები პროდუქტის ყიდვა შეუძლია თავისი შემოსავლით, ვიდრე ევროპელს. დიდი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება არის მაღალი ინფლიაცია. კითხვა არის ასეთი, რამდენად სახიფათო პროცესია ინფლიაცია საქართველოსთვის? ხელისუფლების არგუმენტი არის, რომ ფასების მატება გამოწვეულია მსოფლიო ფასების მატებით და ამის წინააღმდეგ ვერაფერს გავაკეთებთ. მოდით, გავიხილოთ ეს არგუენტი: 1. არგუმენტის პირველი პუნქტი: მსოფლიო ფასების მატება: მსოფლიოში ფასებმა გარკვეულ კვებით პროდუქტებზე მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა. თუმცა ინფლიაციის დონე განვითარებულ ქვეყნებში 2 - 3 პროცენტს არ აღემატება. საშუალო გაძვირება არის 2-სა და 3 პროცენტს შუა. გამოდის, 23 პროცენტიანი ინფლიაციის გამართლება მსოფლიო ფასების ზრდით სასაცილოა. 2. არგუმენტის მეორე პუნქტი: ხელისუფლებას არაფრის გაკეთება შეუძლია, როცა მსოფლიო ფასები მატულობს. ამ არგუმენტის მოყვანა არის უვიცობა. ყველა ხელისულფების ერთ-ერთი უდიდესი მოვალეობაა ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამისთვის ხელისუფლებას აქვს მრავალი ბერკეტი. მათ შორის ვაუჩერების დარიგება არის ყველაზე უნიჭო და არაეფექტიანი ნაბიჯი. რისი გაკეთება შეიძლება: 1. საპროცენტო განაკვეთის მომატება ლარზე და ამით ვალუტის რაოდენობის შემცირება ბაზარზე, რაც იფნლიაციურ პროცესებს შეანელებს. 2. სერიოზული მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. ანუ ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ქართული ექსპორტის მატება. ანუ უსწრაფესი ნაბიჯებია გადასადგმელი სავაჭრო ნეგატიური ბალანსის შესამცირებლად. 3. ისეთი ფაქტორების გამოყენება, როგორიც არის აზერბაიჯანისა და ირანის სიახლოვე, საიდანაც ნავთობ პროდუქტების შემოტანა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე ნაკლებად შეიძლება. 4. უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება. Edited February 13, 2011 by როულსელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 sizmara_comცდებით ბატონო, საშუალო ინფლაციამ 2.2% შეადგინა, აი ლინკი:კი ბატონო..ჩვენთან პირველადი მოხმარების საქონელზე ფასი ლამის გაორმაგდა..აზერებს საკუთარი ნავთობი აქვთ, შედარება არა არის მთლად მართებული არის...იმიტომ რომ აზერისტანიდან შემოტანა გაცილებით იაფი ჯდება... ვიდრე საღაც ვენესუელიდან.. როულსელი1. არგუმენტის პირველი პუნქტი: მსოფლიო ფასების მატება: მსოფლიოში ფასებმა გარკვეულ კვებით პროდუქტებზე მართლაც მნიშვნელოვნად მოიმატა. თუმცა ინფლიაციის დონე განვიტარებულ ქვეყნებში 2 - 3 პროცენტს არ აღემატება. საუ საშუალო გაძვირება არის 2-სა და 3 პროცენტს შუა. გამოდის, 23 პროცენტიანი ინფლიაციის გამართლება მსოფლიო ფასების ზრდით სასაცილოა.ზუსტად2. არგუმენტის მეორე პუნქტი: ხელისუფლებას არაფრის გაკეთება შეუძლია, როცა მსოფლიო ფასები მატულობს. ამ არგუმენტის მოყვანა არის უვიცობა. ყველა ხელისულფების ერთ-ერთი უდიდესო მოვალეობაა ფასთა სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში და ამისთვის ხელისუფლებას აქვს მრავალი ბერკეტი. მათ შორის ვაუჩერების დარიგება არის ყველაზე უნიჭო და არაეფექტიანი ნაბიჯი. რისი გაკეთება შეიძლება: 1. საპროცენტო განაკვეთის მომატება ლარზე და ამით ვალუტის რაოდენობის შემცირება ბაზარზე, რაც იფნლიაციურ პროცესებს შეანელებს. 2. სერიოზული მუშაობის დაწყება იმისთვის, რომ საქართველოს იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს. ანუ ადგილობრივი ბიზნესის განვითარება და ქართული ექსპორტის მატება. ანუ უსწრაფესი ნაბიჯებია გადასადგმელი სავაჭრო ნეგატიური ბალანსის შესამცირებლად. 3. ისეთი ფაქტორების გამოყენება, როგორიც არის აზერბაიჯანისა და ირანის სიახლოვე, საიდანაც ნავთობ პროდუქტების შემოტანა მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებზე ნაკლებად შეიძლება. 4. უკიდურეს შემთხვევაში სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება.აგაშენა ღმერთმა და რეალურად ამის განმხორციელებელი არავინაა მთავრობაშI.. ამ გაგანია გაჭირვების დროს, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენებას აპირებენ ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sizmara_com Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Siknadmoარაეთიკური იცი რა არის ჩემო ბატონო, ხალხს უჭირს, შია, შენ და შენნაირები კიდევ დაგვცინით აქმუხტი გელანდებათო სად ნახეთ ჩემგან დაცინვა? დაკვირვებით უნდა წაიკითხოთ პოსტები... რახან შენ გყოფნის და კმაყოფილი ხარ ეს იმას არ ნიშნავს რომ სხვები დალხენილები არიან და პროსტესტის უფლება არა აქვთ ჰეჰ, სად დავკარ, სად გასკდაო? სადმე მითქვავს რომ ხალხს პროტესტის უფლება არ აქვს? კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გადაიკითხეთ პოსტები, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორცხ ეხლა ასე რომ მეტი თანაგრძნობა უნდა იქონიო საკუთარი მოქალაქეების მიმართ, ან იქნება არ გაღელვებს სხვისი ბედი და მხოლოდ იმაზე ფიქრობ რომ შენს შემოსავალს საფრთხე არ შეექმნას? მე ვთვლი რომ საკმარისზე მეტი თანაგრძნობა მაქვს ჩემი ხალხის მიმართ და საკმარისზე მეტადაც მაღელვებს მათი ბედი, თუნდაც იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლებზეც მოქმედებს. ამავე დროს რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ საკუთარ შემოსავლებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნა, თქვენ არ ფიქრობთ? ხოდა რახან გყოფნის, იქნებ ნება იბოძო და თქვა რა თანხაზეა საუბარი რომც არ მყოფნიდეს, არც მაშინ ვარჩევ ჩემს შემოსავლებს უცნობ პირებთან.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) sizmara_comჰეჰ, სად დავკარ, სად გასკდაო? სადმე მითქვავს რომ ხალხს პროტესტის უფლება არ აქვს? კიდევ ერთხელ, დაკვირვებით გადაიკითხეთ პოსტები, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როგორცხ ეხლა ანუ, ე.ი. დიდი მადლობას გადაგიხდით აბა ბატონო ჩემო რომ პროტესტის უფლება გამოვიყენოთ და როგორ ფიქრობთ პროტესტი სამართლიანი იქნება, ანუ თვლით თუ არა რომ დღეს საქართველოშიგაუსაძლისი სოციალური ფონიადა ასეთი ფონი შექმნა ხელისუფლებამ ხო, სადა მუშაობთ, ლიბერტალიანელი ანუ არასამთავრობო სოროს ფონდიდან გაქვთ შემოსავალი,თუ საჯარო სამსახურში ხართ დასაქმებული? Edited February 13, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sizmara_com Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) Siknadmo და როგორ ფიქრობთ პროტესტი სამართლიანი იქნება, ანუ თვლით თუ არა რომ დღესსაქართველოშიგაუსაძლისი სოციალური ფონიადა ასეთი ფონი შექმნა ხელისუფლებამ 1. გააჩნია პროტესტს და მოთხოვნებს (შეიძლება სამართლიანიც იყოს და უსამართლოც) 2. ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა 2. პასუხისმგებლობა ამ სიტუაციის შექმნაზე მარტო ხელისუფლებას არ შეიძლება დაეკისროს, აქედან გამომდინარე პასუხი თქვენს კითხვაზე არის არა! ეს ფონი მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუქმნია. ხო, სადა მუშაობთ, ლიბერტალიანელი ანუ არასამთავრობო სოროს ფონდიდან გაქვთ შემოსავალი,თუ საჯარო სამსახურში ხართ დასაქმებული? საკუთარი ბიზნესი მაქვს, ასე ვთქვათ ინდ-მეწარმე გახლავართ. საგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურის დარგში. Edited February 13, 2011 by sizmara_com Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
laci Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 sizmara_com რატო ადარებ საქართველოს და მაგ . ევროპის რომელიმე ქვეყანას..თუ შედარებაა შეადარე იქვე მყოფ რესპუბლიკებს... ჯერ ერთი ევროპაში და საქართველოში ხელფასი ერთნაერია????????????????მანდ სულ უმუშევარი რო იყო სოც დახმარებას მაინც მიიღებ , საქართვლოში 20 ლარიან ვაუჩერს..სხვაობა არის? სანამ რუსთავი2 არ მოუწოდებს ხალხს გამოდითო ნაცებს არ აწყობთ ეგ მოწოდება,ამიტომ სხვა გამოსავალია საძებნი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 Siknadmo 1. გააჩნია პროტესტს და მოთხოვნებს (შეიძლება სამართლიანიც იყოს და უსამართლოც) 2. ვთვლი, რომ საქართველოში ძალიან მძიმე სოციალური მდგომარეობაა 2. პასუხისმგებლობა ამ სიტუაციის შექმნაზე მარტო ხელისუფლებას არ შეიძლება დაეკისროს, აქედან გამომდინარე პასუხი თქვენს კითხვაზე არის არა! ეს ფონი მხოლოდ ხელისუფლებას არ შეუქმნია.იცით რა მაინტერესებს ბატონო ჩემო, აი თქვენ საჭმელი გაქვთ და თქვენ შვილებს აქვს საჭმელი და მშობლებს, ღმერთმა კარაგად გამყოფოთ,თქვენ ხართ კმაყოფილი იმიტომ რომ კუჭი გაქვთ სავსე, არ გცივათ, ინტერნეტთან ზიხართ მოცალეობის ჟამს და ერთობით, მე კი ვიცნობ უამრავ ღირსეულ ადამიანს ვისაც შია და ცოლ შვილი ჰყავს მშიერი, რომლებსაც სამუშაო არა აქვთ, რომლებსაც ბიზნესი წაართვეს, ან სამუშაოდან დაითხოვეს პოლიტიკური მოსაზრებით და ბიზნეს გარემოების გაუარესების გამო,ზოგიც თყუილ უბრალდო ჩასვეს ციხეში და გაუბედურეს, ოხდა ერთ მშვენიერ დღეს ეს ხალხი რომ აზირთდება და ვინც ამ ხელისუფლების მომხრეები ხართ ცხვირ პირში რომ ამოგადენთ ყველაფერს,რაც ხალხს წაართვით და ვისი უბედურებითაც იკვებებიტ მაგის არ გეშინია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 13, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 sizmara_comსაგზაო-სამშენებლო ინფრასტრუქტურის დარგში.გასაგებია ყველაფერი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 sizmara_com გასაგებია ყველაფერი ვუიმეეე მაგის გამოა კაცო რომ ასფალტს არაფრის გემო არა აქვს, გუშინ ვჭამე და ოხხხხ, დაეცა ხარისხი, აი შარშან კიდევ შეიძლებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
sizmara_com Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) laci არ ვადარებ, მე ის ვთქვი, რომ ინფლაცია და ფასების მატება მხოლოდ საქართველოში არ ხდება მეთქი, რატომ მიიღეთ რომ საქართველოს იგივე ბრიტანეთს ან ჰოლანდიას ვადარებდე? არ ვადარებ, მაგრამ ამავე დროს ისიც გასათვალისწინებელია, რომ რა სოციალიც არ უნდა მისცენ, შესაბამისად ხარჯიც ბევრია, ანუ გაჭირვებით აქაც უჭირთ. Siknadmoვუიმეეე მაგის გამოა კაცო რომ ასფალტს არაფრის გემო არა აქვს, გუშინ ვჭამე და ოხხხხ, დაეცა ხარისხი, აი შარშან კიდევ შეიძლებოდა საქართველოში არ ვაგებ გზებს მეგობარო, უგემური ასფალტი არაა ჩემი ბრალი Edited February 13, 2011 by sizmara_com Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
triumpi Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 მე ვთვლი რომ საკმარისზე მეტი თანაგრძნობა მაქვს ჩემი ხალხის მიმართ და საკმარისზე მეტადაც მაღელვებს მათი ბედი, თუნდაც იმიტომ რომ ეს ჩემი და ჩემი ოჯახის შემოსავლებზეც მოქმედებს. ამავე დროს რა თქმა უნდა ვფიქრობ, რომ საკუთარ შემოსავლებს ნაკლები საფრთხეები შევუქმნა, თქვენ არ ფიქრობთ?აგაშენოს ღმერთმა!იცი როგორია მწარე რეალობა: 1700 000 -ზე მეტი არს სიღარიბის ზღვარსა და ქვემოთ.80-150ლარი და მსოფლიო ფასები, ექსპორტ-იმპორტის 15-85%-ზე დასვლა ოკუპაციის პირობებში და სტრატეგიულ-ეროვნული სიმდიდრეების''უცხოელებზე'' გადაცემა და 3 მილიონი აბორიგენი ყოველგვარი ''ამეების'' ფლობა-განკარგვის გარეშე.ესაა რეალობა კლანურ-მარიონეტული მმართველობისა.ნამდვილი არითმეტიკა კი ასეა: რის და რამდენის შეძენა ძალუძს აქაურ აბორიგენს --მანდაურთან შედარებით? ---იმდენჯერაა აქ ძვირი ყოველივე.მე დავთვალე და.....საშუალოდ 40-80 ჯერაა..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 13, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 13, 2011 (edited) sizmara_comსაქართველოში არ ვაგებ გზებს მეგობარო, უგემური ასფალტი არაა ჩემი ბრალი მერე შე კეთილო ადამიანო, თუკი უცხოეთში ხარ და ნაცმოძრაობაზე არ მუშაობ რა მუხტი მუხტიო,თქვენ ეტყობა ნამდვილად არ იცით თუ რა მძიმედ მდგომარეობაა თქვენს სამშობლოში,აი ჩამობრძანდით და ნახეთ, გასცდებით თუ არა აეროპორტს, დაინახავთ თუ არა ხალხს, ეგრევე მიხვდებით რა,ვინც კი ვნახე უცხოელი, ამ ბოლო დროს, ყველა მაგას მებუნება თუ როგორი უსიხარულო, დეპრესიულიდა გასაცოდავებული გამოხედვა აქვთ ხალხს, რასაც მე და ვინც აქ ვცხოვრობთ შევეჩვიეთ და ვეღარც კი ვამჩნევთ,აი უცხო თვალი კი უმალ შენიშნავს ამას, ოღონდ სახალხოდ ცნობილ ბაჩოსავით არ მოგივიდეთ რომელიც მხოლოდ დაგებულ გზებს და შეღებილ ფასადებს ხედავდა,ხახლს შეხედეთ, უბრალო ხალხს, Edited February 13, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.