როულსელი Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 მოგესალმებით. რამდენიმე საათის წინ გადავაწყდი ამ ფორუმს და გადავწყვიტე დავრეგისტრირებულიყავი. მეჩვენება, რომ აქ საინტერესო ხალხია შეკრებილი და თქვენთან სერიოზული მსჯელობა შეიძლება. მე უკვე დიდი ხანია გადახვეწილი ვარ საქართველოდან. თუმცა, ალბათ, საათი არ გასულა, ჩემს ქვეყანაზე არ მეფიქროს. ახლა სამწუხაროდ ერთ ერთი განვითარებული სახელმწიფოს უფრო მეტად გავითარებაში შემაქვს წვლილი და ჩემს ქვეყანას ბევრით ვერაფრით ვეხმარები. მე საქართველოზე მზე და მთვარე ამომდის. თუმცა, ალბათ, გამონაკლისი არ უნდა ვიყო "პლანეტაზე" . ადრე ვმონაწილეობდი სხვა პოპულარულ ქართულ ფორუმზე, მაგრამ არაკონსტრუქციული გარემოს გამო დავანებე თავი იქ დისკუსიებს. დიდი ხანია ვარ ქართული სოციალური ქსელების პასიური დამკვირვებელი. ვეძებ ასპარეზს, სადაც ჩემს თანამოქალაქეებთან ერთად საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ მომავალზე ვისაუბრებ. მართალი გითხრათ, უკვე ყელში ამომივიდა განცხადებები, რომ მიშა ცუდია, პოლიტიკა მცდარია, საქართველო ასე ვერ განვითარდება. ეს თითქმის ყველასთვის ისედაც ცხადია. არის კი საქართველოში რაიმე ალტერნატივა. მაგალითად, არ მოგვწონს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა კონფლიქტურ რეგიონებში. გვაქვს კი ჩვენ უეთესი ალტერნატივა? გთავაზობთ, ნაბიჯ ნაბიჯ განვიხილოთ ახალი ქართული სახელმწიფოს ყველაზე მწვავე პრობლემები. მინდა დავიწყო, ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილით, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. ამ ორ რეგიონში რუსეთი ახორციელებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საქართველოსგან ჩამოცილებას ფაქტობრივად შეუქცევად პროცესად აქცევს. ამ რეგიონებში განლაგებულია რუსული სამხედრო ნაწილები, რომელსაც დღევანდელი ქართული სახელმწიფო ვერაფერს დაუპირისპირებს. მიმდინარეობს რეგიონის სრული ეკონომიკური, სოციალური და ეთნიკური ასიმილაცია. ამის მაგალითებია დიდი ინვესტიციები, რეგიონის სრული პასპორტიზაცია და ამით ფაქტობრივი რუსიფიკაცია.ჩემი აზრით, ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება გადადგას კონკრეტული და სწრაფი ნაბიჯები, რომელიც ამ პროცესებს შეაჩერებს და პირიქით, მის სასარგებლოდ შემოაბრუნებს. დღეს ხშირად გაიგებთ მოსაზრებას, რომ საქართველო ჯერ უნდა განვითარდეს, ეკონომიკურად მიმზიდველი გახდეს და მერე აფხაზები და ოსები მოინდომებენ ჩვენთან თანაცხოვრებას. აფხაზეთის მოსაზღვრე რეგიონში დაწყებული ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის იმის დასტური, რომ ხელისუფლება ამ პოლიტიკს გატარებას ცდილობს. მეც გახლავართ ამ პოლიტიკს მომხრე, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ რეალურად. საქართველოს ჩინეთისნაირი ფანტასტიკური ეკონომიკური ზრდა რომ ქონდეს, სანამ ის აფხაზებისა და ოსებისთვის რუსეთზე მეტად მიმზიდველი გახდება, 40 წელზე მეტი გავა. ჩვენ პრობლემის მოგვარებაზე ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა. ჩემი აზრით, პრობლემის მოგვარების დასაწყებად უნდა გადაიდგას ქვემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები. გთხოვთ, ერთად გავიხილოთ ამ ნაბიჯების ეფექტიანობა. 1. უნდა შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც დეტალურად გამოიძიებს ოთხმოცდაათიან წლებში აფხაზეთში და სამაჩაბლოში მინდინარე პროცესებს. კომისიაში უნდა შედიოდნენ თვალსაჩინო ქართველი და ევროპელი ექსპერტები, თუ მოისურვებენ კომისიაში უნდა იყვნენ ოსებიცა და აფხაზებიც. ალბათ, უარს იტყვიან მონაწილეობაზე, მაგრამ მაინც. კომისამ უნდა გამოიძიოს ყველა მხრის მიერ ჩადენილი დანაშაული. უნდა დადგინდეს კონკრეტული პიროვნებების ნადაშაული ჩადენილი ომამდე და ომის შემდეგ განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. გაითვალიწინეთ, სადაც ვწერ აფხაზებს, იქ ვგულისხმობ ოსებსაც.2. კომისიამ უნდა გადასცეს საქმე პროკურატურას და დაიწყოს დამნაშავეთა სამართლებრივი დევნა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ.3. კონფლიქტის შედეგად დაზარალებულად უნდა გამოცხადდეს როგორც ქართველი ისე აფხაზი ეთნოსი.4. საქართველომ უნდა ხაზი გაუსვავს, რომ აფხაზი ეთნოსი არის ქართული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი და ამიტომ, ჩვენმა სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ეთნოსის ფიზიკურ გადარჩენაზე. რადგანაც აფხაზი ეთნოსი გადაშენების პირას დგას, საქართველოს სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს სპეციალური პროგრამა ამ ეთნოსის გადასარჩენად.5. კერძოდ, აფხაზეთის კონფლიქტში დაზარალებულ აფხაზებს უნდა დაინიშნოს ძალიან მაღალი ყოველთვიური კომპენსაცია. მე გთავაზობთ 1000 ლარს თვეში, დასაწყისისთვის. ამ კომპენსაციის მიღების წინაპირობებია 1. დაზარალებულის აფხაზეთის ანდა საქართველოს სხვა რეგიონში ცხოვრება 2. საქართველოს მოქალაქეობის მიღება. 3. თანხის ჩარიცხვა რომელიმე ქართულ ბანკში. 6. აფხაზებითვის სრული უფასო ჯანმრთელობის დაზღვევა. ამის წინაპირობაა ზუგდიდიში უმაღლესი დონის საავადმყოფოს აშენება, სადაც აფხაზები სურვილისამებრ შეძლებენ მკურნალობას. აქაც აფხაზებმა სამი ჩამოთვლილი პუნქტი უნდა დააკმაყოფილონ.7. შერჩეული აფხაზი სტუდენტებისთვის სტიპენდიების დანიშვნა. რადგანაც ქართული განათლების სისტემა დღეს აფხაზებითვის მიმზიდველი არ არის სტიპენდიამ შესაძლებლობა უნდა მისცეს მათ განათლება მიიღონ უმაღლესი დონის დასავლურ უნივერსიტეტებში. მაგალითად, იელში, კემბრიჯსა, ჰარვარდში და ასე შემდეგ. აქაც აფხაზებმა სამი ზედა პუნქტი უნდა დააკმაყოფილონ და დამატებით სანამ უცხოეთში წავლენ სასწავლებლად ერთი წელი დაყონ რომელიმე ქართულ სასწავლებელში.ამ პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგები იქნება რუსული პასპორტიზაციის პოლიტიკის შეჩერება. აფხაზების ფაქტობრივი მოსყიდვა და მათი დაინტერესება ქართული მოქალაქეობით. საბოლოოდ, აფხაზების რეინტეგრაცია ქართულ პოლიტიკურ სისტემაში.ეს პროგრამა არ იქნება იაფი. მოსალოდნელია, რომ მსგავსი ინიციატივა გამოიწვევს აფხაზური და რუსული ელიტის მწვავე ნეგატიურ რეაქციას. დაიწყება იმ ხალხის სასტიკი დევნა, ვინც საქართველოს ამ შემოთავაზებას მიიღებს. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ამ პროგრმაში მონაწილეობას 10000 დაზარალებული მიიღებს. პროგრამის სავარაუდო ღირებულება იქნება 200 მილიონი ლარი. კითხვა არის შემდეგი, უღირს საქართველოს წელიწადში 200 მილიონის ჩადება ამ რეგიონების რეინტეგრაციისთვის.მაინტერესებს თქვენი აზრი ამ საკითხზე. რა თქმა უნდა, 1000 ლარის მაგივრად სხვა წამახალისებელი პუნქტების შემუშავება შეიძლება. აქ შეიძლება ისრაელის მაგალითი გავითვალისწინოთ. მაგრამ რა სახეც არ უნდა ქონდეს ამ პროგრმას, იგი უაღრესად მიმზიდველი უნდა იყოს აფხაზისა და ოსისთვის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 (edited) გთავაზობთ, ნაბიჯ ნაბიჯ განვიხილოთ ახალი ქართული სახელმწიფოს ყველაზე მწვავე პრობლემები. მინდა დავიწყო, ალბათ, ყველაზე დიდი ტკივილით, აფხაზეთითა და სამაჩაბლოთი. კარგია რომ დარეგისრირდი,მაგრამ ეს არა მგონია მთავარი პრობლემა იყოს ჩვენს ქვეყანაში.მთავარი პრობლემა ის არის,რომ ქართველებს იკიდებენ საკუთარ ქვეყანაში და ძაღლად არ აგდებენ. მეორე პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის,რაც შენ დაწერე. არანაირ პრობლემას არ ეშველება არაფერი,სანამ ადამიანებს პატივს არ სცემენ ქვეყანაში და სანამ კანონი ყველასთვის ერთნაირად არ იმუშავებს. Edited February 12, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 მეორე პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს ის,რაც შენ დაწერე lasha1997 შესაძლოა, მაშინ მეორეთი დავიწყოთ და მერე გაცილებით რთულზე გადავიდეთ არანაირ პრობლემას არ ეშველება არაფერი,სანამ ადამიანებს პატივს არ სცემენ ქვეყანაში და სანამ კანონი ყველასთვის ერთნაირად არ იმუშავებს. რატომ? ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც პიროვნების თავისულფებას პატივს არ სცემენ მაგრამ სეპარატიზმის პრობლემა მოგვარებულია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 (edited) შესაძლოა, მაშინ მეორეთი დავიწყოთ და მერე გაცილებით რთულზე გადავიდეთ ეგრე არ გამოვა.რადგან, თუ პირველი პრობლემა არ მოაგვარე,მეორეს და მესამეს ვერასოდეს მოაგვარებ. მეორეც.ამ ხელისუფლებას აფხაზეთი და სამაჩაბლო,ერთ ადგილზე ჰკიდია. რატომ? ბევრი ქვეყანა არსებობს, სადაც პიროვნების თავისულფებას პატივს არ სცემენ მაგრამ სეპარატიზმის პრობლემა მოგვარებულია აბა ეგეთი ქვეყნები? Edited February 12, 2011 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 (edited) მეორეც.ამ ხელისუფლებას აფხაზეთი და სამაჩაბლო,ერთ ადგილზე კიდია. გეთანხმები, მაგრამ მე ხელისუფლება არ მაინტერესებს. ხელისუფლება შეიცვლება, ასე თუ გააგრძელა უფრო მალე, ვიდრე გვიან. მე სწორი გზის პოვნა მინდა. დავუშვათ ასეთი ექსპერიმენტი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. მოგვარდება ამით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა? ეჭვი მეპარება. აბა ეგეთი ქვეყნები? ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, "ჩვენი" პრეზიდენტის საყვარელი სინგაპური Edited February 12, 2011 by როულსელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 როულსელიმომეწონა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 გეთანხები, მაგრამ მე ხელისუფლება არ მაინტერესებს. ხელისუფლება შეიცვლება, ასე თუ გააგრძელა უფრო მალე, ვიდრე გვიან. მე სწორი გზის პოვნა მინდა. დავუშვათ ასეთი ექსპერიმენტი: საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო. მოგვარდება ამით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა? ეჭვი მეპარება. აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა საერთოდ არ მოგვარდება ამისთანა ხელისუფლების ხელში.ამიტომ ჯერ ესენი არიან გასაშვებები და მერე შეიძლება იფიქროს კაცმა რა როგორ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა საერთოდ არ მოგვარდება ამისთანა ხელისუფლების ხელში.ამიტომ ჯერ ესენი არიან გასაშვებები და მერე შეიძლება იფიქროს კაცმა რა როგორ. ამ ხელისუფლების მოგვარებული პრობლემა არ მინახავს მე. ასე რომ, შეგვიძლია აქვე შევწყვიტოთ ყველანაირი კამათი . არა მგონია ეს სწორი იყოს. ეს არის დღევანდელი ოპოზიციის დიდი შეცდომა: ჯერ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე ვიფიქროთ დანარჩენზე. არა სწორია. მე გთავაზობთ: ჯერ ვიფიქროთ, რას შევცვლით, ხელისუფლება რომ შეიცვლება, და მერე შევცვალოთ ხელისუფლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 როულსელი ადამიანო,პირველ პოსტში იმას წერ,რომ აფხაზ სტუდენტებს სტიპენდიები დავუნიშნოთ და ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში სწავლის ფული გადავუხადოთო და ამას ხელისუფლება თუ არ გააკეთებს,მე და შენ გადავიხდით? ხო,არა ვარ ოპოზიციის მოტრფიალე. ქართველი ვარ და შენნაირად მიყვარს ჩემი ქვეყანა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 lasha1997 რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ახლა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს რომ ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ეყოლება. რატომ არ შეიძლება მომავალზე ფიქრი, მაინც ვერ გავიგე ხო,არა ვარ ოპოზიციის მოტრფიალე. ქართველი ვარ და შენნაირად მიყვარს ჩემი ქვეყანა. ეს ჩემთვის პრინციპში სულ ერთია. ოპოზიციის ან ხელისუფლების სიყვარული ან სიძულვილი ყოველი ადამიანის პირადი საქმეა და ამით ამ ადამიანის ღირებულება ჩემთვის არც მატულობს და არც კლებულობს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 (edited) როულსელითქვენი გეგმა გასათვალისწინებელია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ თქვენ საუბრობთ აფხაზური მოსახლეობის მოსყიდვაზე, ომსა და მუქარას ეს ჯობია, მაგრამ მოსყიდვაზე უკეთესი გულის მოგებაა, რაც პირველ რიგში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს აფხაზებსა და ოსებში თუკი ისინი საქართველოში დაინახავენ ღირსეულ ხელისუფლებასა და ღირსეულ საზოგადოებას,ქვეყანაში სადაც საკუთარ დევნილებს ისე უსწორდებიან როგორც ჩვენთან, ანუ როდესაც ქართველი ქართველს როგორც საქონელს ისე ექცევაიქ რა ესაქმებათ იმ ეთნიკურ უმცირესობებს რომლებთანაც დაღრილი სისხლი გვაშორებს,გარდა ამისა იცით თქვენ პირადად როგორი მენტალიტეტი აქვთ აფხაზებს?რას აფასებენ ისინი ადამიანში,პირველ რიგში სიმართლეს და რაინდულ ბუნებას,მიშAსთან ის ხალხი საერთო ენას ვერ გამონახავს Edited February 12, 2011 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 თქვენი გეგმა გასათვალისწინებელია, მაგრამ ხელისუფლების ცვლილების გარეშე ვერაფერს ვერ მივაღწევთ თქვენ საუბრობთ აფხაზური მოსახლეობის მოსყიდვაზე, ომსა და მუქარას ეს ჯობია, მაგრამ მოსყიდვაზე უკეთესი გულის მოგებაა, რაც პირველ რიგში მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს აფხაზებსა და ოსებში თუკი ისინი საქართველოში დაინახავენღირსეულ ხელისუფლებასა და ღირსეულ საზოგადოებას,ქვეყანაში სადაც საკუთარ დევნილებს ისე უსწორდებიან როგორც ჩვენთან, ანუ როდესაც ქართველი ქართველს როგორც საქონელს ისე ექცევაიქ რა ესაქმებათ იმ ეთნიკურ უმცირესობებს რომლებთანაც დაღრილი სისხლი გვაშორებს გულის მოგება დავარქვათ ამ ამბავს, მართლაც აჯობებს . მოდით, დავივიწყოთ ეს ხელისუფლება. ქართული სახელმწიფო ეს ხელისუფლება არ არის. ქართული სახელმწიფო საუკუნეებია არსებობს და იარსებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც. მე მაინტერესებს ქართული სახელმწიფოს სტრატეგია და არა ეს ხელისუფლება. გარდა ამისა იცით თქვენ პირადად როგორი მენტალიტეტი აქვთ აფხაზებს? ალბათ, კავკასიური . მაგრამ თქვენ თუ დააკონკრეტებთ, როგორ უნდა გავითვალისწინოთ მათი მენტალიტეტი, საინტერესო იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 რა თქმა უნდა, მე არ მაქვს იმედი, რომ ეს ახლა გაკეთდება. მე ვფიქრობ, რა უნდა გაკეთდეს, საქართველოს რომ ნორმალური, დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება ეყოლება. რატომ არ შეიძლება მომავალზე ფიქრი, მაინც ვერ გავიგე ნუ რავი აბა რა გითხრა და თუ დღევანდელ დღეზე არ იფიქრე,მომავალზე საერთოდ ვერ იფიქრებ.ეს ჩემთვის პრინციპში სულ ერთია. ოპოზიციის ან ხელისუფლების სიყვარული ან სიძულვილი ყოველი ადამიანის პირადი საქმეა და ამით ამ ადამიანის ღირებულება ჩემთვის არც მატულობს და არც კლებულობს მე თავის მოსაწონებლად არ მითქვამს ეს და შენ პირველ პოსტში იგივე გიწერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
როულსელი Posted February 12, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 ნუ რავი აბა რა გითხრა და თუ დღევანდელ დღეზე არ იფიქრე,მომავალზე საერთოდ ვერ იფიქრებ. კი ბატონო, გეთანხმები, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. მე ვკითხულობ: რომ შეიცვლება, მერე რას ვაკეთებთ? შენი პასუხია - საჭიროა დემოკარტიული რეფორმები, ადამიანის პატივიცსემა, დაფასება. კი ბატონო. მე ვკითხულობ, ვთქვათ, მოხდა სასწაული და დაფასდა ადამიანი საქართველოში. მოგვარდება ამით აფხაზეთის პრობლემა? არა მგონია. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, რომ საჭიროა ნამდვილი დემოკრატია, საჭიროა ადამიანის დაფასება. მაგრამ რა არის საჭირო აფხაზეთის დასაბრუნებლად? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 კი ბატონო, გეთანხმები, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება. მე ვკითხულობ: რომ შეიცვლება, მერე რას ვაკეთებთ? შენი პასუხია - საჭიროა დემოკარტიული რეფორმები, ადამიანის პატივიცსემა, დაფასება. კი ბატონო. მე ვკითხულობ, ვთქვათ, მოხდა სასწაული და დაფასდა ადამიანი საქართველოში. მოგვარდება ამით აფხაზეთის პრობლემა? არა მგონია. ანუ, ჩვენ ვიცით, რომ საჭიროა ხელისუფლების ცვლილება, რომ საჭიროა ნამდვილი დემოკრატია, საჭიროა ადამიანის დაფასება. მაგრამ რა არის საჭირო აფხაზეთის დასაბრუნებლად? ხო,თუ მოხდა სასწაული და ადამიანი დაფასდა საქართველოში,ის სასწაულიც შეიძლება მოხდეს,რასაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება ჰქვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.