Jump to content
Planeta.Ge

ოსკარ უაილდი


Recommended Posts

ეს ძალიან საინტერესო წერილი ფრანგული გაზეთი « Le Figaro»-ს 2009 წლის 29 ოქტომბრის ნომრის ლიტერატურულ დამატებაში (Figaro litteraire) გამოაქვეყნა მკვლევარმა astrid de larminat-მა. ( ოდნავ შემოკლებული თარგმანი ეკუთვნის გიორგი მარჯანიშვილს)

 

 

ოსკარ უალდი კათოლიკე ?

დენდიზმის კერპი,დადგენილი წესრიგის ავარა, , დაუფარავად ჰომოსექსუალი, თავის დროზე გარყვნილი, მოხიბლულ მოჯადოებული დეკადენტიზმით, რომელმაც სითამამე აქცია ხელოვნებად და მორალად …კათოლიკე იყო ? თავზარდამცემია ! ივლისში ვატიკანის ოფიციალურმა გამოცემა «Oსსერვატორე რომანომ» გამოაქვეყნა წერილი «დორიან გრეის პორტრეტის» ავტორის კათოლიკობის შესახებ და ანგლო-საქსურმა პრესამ ხელიდან არ გაუშვა ირონიული შენიშვნების გამოთქმის შესაძლებლობა. ოსკარ უაილდის ზნე-ჩვეულებები ხომ სრულებით ეწინააღმდეგებოდა ვატკანის მიერ ნაქადაგებ მორალს. საფრანგეთში კამათი განაახლა ერთი კათოლიკე გამომცემელის მიერ ოსკარ უაილდის «ეგოისტი გიგანტის»

გამოცემამ. ეს თხზულება წარმოდგენილია «3-8 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილ სახარებისეულ და პოეტურ ზღაპრად».

რას ამბობდა « Osservatore roman»?

იტალიაში გამოცემულ ერთ ესე-ზე ( Pაოლო Gულისანო-ს «Iლ რიტტრატტო დი Oსცარ ჭილდე») ლაპარაკისას წერილის ავტორი აცხადებს რომ « თავისი ნაწერის სიმსუბუქის, ფუქსავატობის და ცინიზმის ნიღბის უკან ოსკარ უაილდი მალავდა სიცოცხლის იდუმალი ღირებულების ძლიერ განცდას»: რომ ის ყოველთვის ეძებდა ღმერთს,რომ « ის სავსებით მორწმუნე გახდა ციხეში ყოფნის დრამატული გამოცდილების მიღების შემდეგ რათა თავისი ადამიანური გზის ბოლომდე მისულიყო კათოლიკურ ეკლესიასთან ზიარებისას».

ფილოსოფოსმა,ესთეტიკის სპეციალისტმა სალვატორ შიფერმა გაზაფხულზე გამოაქვეყნა ოსკარ უაილდის ბიოგრაფიული ესე რომელიც მნიშვნელოვან ელემენტებს იძლევა ამ საკითხის თაობაზე. იქიდან ვიგებთ რომ 1854 წელს რლანდიელ პროტესტანტთა ოჯახში დაბადებულმა მომავალმა ლიბერტანმა კათოლიკურ ეკლესიასთან «ფლირტი» დაიწყო 18 წლის ასაკში. დუბლინში სწავლისას ის შეხვდა გაკათოლიკებულ ( ყოფილ ანგლიკან) კარდინალ ჯონ ჰენრი ნიუმენს. კარდინალის ღრმად ინტელექტუალურმა ნაშრომებმა მოხიბლა ახალგაზრდა და აღშფოთებულმა მამამისმა ის სასწავლად გააგზავნა ინტელექტუალური ანგიკანიზმის ბასტიონ ოქსფორდში.

სწორედ ოქსფორდში გაჩნდება საზოგადოების ვარსკვლავი, ფრჩხილების წვერებამდე ესთეტი უაილდი. სწორედ იქ ალესავს ის თავის საშიშ სულს. ამავე დროს ის მოხიბლულ-მოჯადოებულია რესკინის სულიერი სტოიციზმით და მისი სტუდენტური ოთახი მორთულია რომის პაპის ფოტოებით და ქალწული მარიამის,ღვთისმშობლის ქანდაკებით !დანიელ სალვატორ შიფერის თანახმად «უაილდს უკვე იზიდავდა კათოლიკური რიტუალის დიდებულება;თუმცა მისი სულიერი დამოუკიდებლობა ბუნებრივ გაუბედაობასთან ერთად ხელს უშლიდა მის ფორმალურად,აშკარად გაკათოლიკებას.». უაილდის ახალგაზრდული ლექსები მოწმობენ შინაგან კონფლიქტზე ქრისტიანულ რწმენასა და წარმართულ კულტურას შორის და ეს კონფლიქტი უაილდის სიკვდილამდე გაგრძელდა.

1877 წელს საბერძნეთში და იტალიაში სამოგზაუროდ წასვლამდე უაილდი წერს : « მე ვოცნებობ ახალ ეკლესიაში წმინდა საიდუმლოს ჭვრეტაზე და შემდეგ სულიერი სიმშვიდისა და მშვიდობის განცდაზე. მიუხედავად ამისა მე ვცვლი იდეას ისევე როგორც ვსუნთქავ და როგორც არასდროს იმედგაცრუებული ვარ ჩემი საკუთარი თავით. მე რომ ვიმედოვნებდე რომ ეკლესია შესძლებდა ჩემში რაღაც სერიოზულის და წმინდას გაღვიძებას მე ეკლესიური გავხდებოდი…რომში წასვლა იქნებოდა ჩემი ორი დიდი ღმერთის, « ფულისა» და «ამბი-ციის» მსხვერპლად გაღება».

რომში უაილდი ითხოვს კერძო აუდიენციას რომის პაპთან. პიუს IX უაილდს სთხოვს « სიცოცხლეში მისი მოგზაურობის დამთავრებას და ღმერთის ქალაქთან შეერთებას». შეძრულმა უაილდმა დაწერა რომის პაპის ღვთაებრივი ავტორიტეტისადმი მიძღვნილი ჰიმნი « Uრბის საცრა Aეტერნა». მოგვიანებით ის იტყვის : « მე არა ვარ კათოლიკე, მე ვარ თავგამოდებული პაპისტი»…

და აგრეთვე : « კათოკიკობა არის მხოლოდ წმინდანებისთვის და ცოდვილებისთვის. პატივსაცემი ადამიანიებისთვის საკმარისია ანგლიკანიზმი».

რელიგიური ლექსები

1888 წელს, როდესაც უაილდი აქვეყნებს ზღაპრების კრებულს სადაცაა ქრისტეს ღია ხსენებით დამთავრებული « ეგოისტი გიგანტი»,ოსკარ უაილდი დაოჯახებულია,ყურადღებიანი და მოსიყვარულე მამაა,მაგრამ ის სულაც არაა პატარა წმინდანი: ის იმდენად გარყვნილია რომ თავის საყვარელ ყმაწვილებს ის წარუდგენს თავის ვერაფრის დამნახველ მეუღლეს.

დანარჩენი ცნობილია ,ლიტერატურული წარმატებები,პატივი,სიმდიდრე;შემდეგ სკანდალი, მისი ახალგაზრდა საყვარელის მამის,ლორდ ალფრედის მიერ დაწყებული სასამართლო, ზნე-ჩვეულებების შეურაცხყოფისთვის ორი წლის იძულებითი სამუშოების მისჯა,ფიზიკური და სოციალური დაცემა.მისი მწერლური ნიჭის დამფასებელი დეპუტატის საგანგებო დახმარებით უაილდს მისცეს ზოგი წიგნის თხოვნის უფლება. ის ასე ჩაეფლობა წმინდა ავგუსტინეს «აღსარებებში», პასკალის «აზრებში», « ღვთაებრივ კომედიაში», რენანის « იესოს ბიოგრაფიაში», წმინდა ფრანჩესკო ასიზელის ბიოგრაფიაში.

სწორედ ციხეში დაწერს ოსკარ უაილდი თავის ბოლო თხზულებებს , მისტციზმით გამსჭვალულ « რედნგის ციხის ბალადას»

და « Dე პროფუნდის»-ს, რომელსაც სალვატორ შიფერი თვლის უაილდის შედევრად და მის სულიერ ანდერძად. ის მასში ხედავს «ყველაზე შთამბეჭდავ რელიგიურ მოქცევას».

განთავისუფლების დღეს, უაილდმა, რომელმაც მაშინვე აღიდგინა სწრაფვა ელეგანტურობისკენ და თამამი მანერები, მისწერა ერთ კათოლიკურ მონასტერს და ითხოვა მასში 6 თვით თავის შეფარება. უარის მიღების შემდეგ უაილდმა თავი შეაფარა საფრანგეთს. საფრანგეთში მან ძალიან მალე დაივიწყა რომ გადაწყვეტილი ჰქონდა ახალი ცხოვრებით ცხოვრება.სამი თვის წინ უაილდმა თავისი ყოფილი საყვარელის შესახებ დაწერა რომ « მასთან ყოფნა იქნებოდა დაბრუნება ჯოჯოხეთში რომლიდანაც თავი ბოლოს და ბოლოს განთავსუფლებული

მგონია». მაგრამ ამის მიუხედავად უაილდმა განაახლა ურთიერთობა.

ესაა დასასრულის დასაწყისი. დასაწყისი დაცემისა რომელიც დასრულდება პარიზის ერთი საზიზღარი სასტუმროს ოთახში სადაც საშინელი აგონიის შემდეგ ოსკარ უაილდი გარდაიცვლება 1900 წლის 30 ნოემბერს…

მისი გარდაცვალების წინ,როდესაც უაილდს აღარ ძალუძს ლაპარაკი, მაგრამ ჯერ არ დაუკარგავს ცნობიერება, მისმა მეგობარმა როსსმა,მისმა პირველმა და ყველაზე ერთგულმა საყვარელმა იპოვა კათოლიკე მღვდელი მისთვის უკანასკნელ საიდუმლოთა ჩასატარებლად. სწორედ, ასე, ბოლო წუთს მოინათლა ოსკარ უაილდი, სწორედ ასე, ბოლო წუთს მიიღო მან ცოდვათა შენდობა. მაგრამ რა გულწრფელი და ღრმაც არ უნდა ყოფილიყო მისი წადილი, უაილდს მეტისმეტად სუსტი ნებისყოფა ჰქონდა და მას არ ძალუძდა ცხოვრება მისი შინაგანი მოთხოვნების შესაბამისად. მას არ ჰქონია მისი თანამედროვე, დაუმორჩილებელი და ცნობილი გარყვნილი შარლ ფუკოს ბედი.შარლ ფუკო მოქცევის შემდეგ მთლიანად მიეცა თმერთს. სული და გული ოსკარ უაილდს ეზიდებოდნენ სულიერი დიდებისაკენ, მაგრამ ხორცი მასში ეწინააღმდეგებოდა მარადიულის მოწოდებას. ოსკარ უაილდმა ვერ ივცოვრა ერთგულ კათოლიკედ, მაგრამ მაშინ როდესაც მას უღალატა მისმა სხეულმა,მან ღმერთს მიაბარა თავისი სული».

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5134

 

 

 

 

ოსკარას საფლავის სურათს ვერ ვდებ :007: :007: :007:

Edited by xrova
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...