newstudio Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 09-02-2011 Der Tagesspiegel: "მიხეილ სააკაშვილი არ უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრობა სურს" pirweli.com.ge გერმანული გამოცემა Der Tagesspiegel-ის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არ უარყოფს, რომ პრემიერ-მინისტრობა უნდა, თუმცა პირად მომავალზე საუბარი არ სურს". "მაშინ ხეიბარი უნდა გავხდე", - განაცხადა, ავტორის ინფორმაციით, ინტერვიუს დროს საქართველოს პრეზიდენტმა. როგორც ჟურნალისტი აღნიშნავს, "2013 წელს სააკაშვილი პრეზიდენტად კენჭს ვეღარ იყრის, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანეს და პრემიერ-მინისტრს მეტი ძალაუფლება აქვს". "საკითხავია, ხომ არ ზრუნავს სააკაშვილი წინასწარ მის მომავალზე ისევე, როგორც ეს მისმა საძულველმა რუსმა ძმამ პუტინმა გააკეთა?", - დასძენს სტატიის ავტორი. http://journalist.ge/?menuid=3&id=3413&lang=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 newstudioრომ თქვას არ მინდაო,ის იქნება გასაკვირი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 მიშას პრემიერობა სურს..მაგას ალბათ მაკკეინის დანაბარები არ წაუკითხია.. :givi: და სერიოზულად კი,მართლა აღშფოთებაში ვარჯიშობთ.. :givi: , ვინმეს აქამდე ეგონა რომ კონსტიტუცია რომ შეცვალა და თან 2013 წლიდან შედის ძალაში,ეს ყველაფერი ოპოზიციის და ხალხის გულისთვის გააკეთა..?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 გიორგი68ეს ყველაფერი ოპოზიციის და ხალხის გულისთვის გააკეთა..?? არავითარი ქვეაზრები, ქვეყნის მომავლისათვის.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 9, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 (edited) Jonathan livingstonგიორგი68ძუკუ„პირWელის“ ინფორმაციით კი, რამდენიმე დღის წინ სააკაშვილმა „ნაციონალური“ ელიტა შეკრიბა და მმართველი პარტიის გაძლიერების აუცილებლობაზე ესაუბრა. შეხვედრაზე სააკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე დასავლეთის მხარდაჭერა არ ექნება, ხოლო „გაძლიერებული ნაციონალური მოძრაობის პირობებში“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტის დაკავების რეალური შანსი აქვს“. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, პრეზიდენტს უფლება არ აქვს, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში კენჭი იყაროს და პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს. როგორც „პირWელს“ იურიდიულ საკითხთა ექსპერტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტს კენჭისყრის სამართლებრივი უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. აქედან გამომდინარე, თუკი მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის სურვული აქვს, პრეზიდენტობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას გეგმავს, 2012 წელს არის დაგეგმილი, პრეზიდენტობის ვადა კი 2013 წელს ეწურება. ამასთან, საეჭვოა, სააკაშვილმა დაკავებულ თანამდებობაზე უარი ვადის ამოწურვამდე განაცხადოს. შესაბამისად, თუკი ის პარლამენტის თავმჯდომარეობაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდება, ან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა დანიშნოს, რომელიც საპარლამენტოზე ადრე ჩატარდება, ან კანონში ცვლილებას უნდა ველოდოთ, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს თანამდებობაზე ყოფნის დროს კენჭისყრის უფლება მიეცემა. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელების შემთხვევაში დასავლეთის მხარდაჭერის იმედი არ აქვს, ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ის რეალურად მიაჩნია: „მიხეილ სააკაშვილს დასავლეთის და მით უფრო აშშ-ის მხრიდან პირდაპირი მინიშნება ექნება, რომ 2013 წელს ამ თანამდებობაზე არ მოიაზრება“. http://www.presage.tv/?m=politics&AID=3221 პ.ს. ესეც საინტერესოა როგორც ჩანს გამალებული მსჯელობა მიდის მიშას ხელისუფლების დარჩენის შესაძლო ვარიანტებზე... Edited February 9, 2011 by newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ტაშიი Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 (edited) დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები მიშას ცოცხალს არ გაუშვებენ. არც მის გარემოცვას, არც ნეოკონსერვატორებს, არც რუსებს არ აწყობს ესეთი ცოცხალი მოწმე, რომელსაც მესამე კლასელმა ბავშვმა რომ თავში ხელი წამოარტყას ყველაფერს მოყვება. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლავენ. ერთადერთი ვისაც მისი არმოკვლა აწყობს, ვართ ჩვენ, უბრალო მოქალაქეები, რომლებსაც გვაინტერესებს მისგან ყველაფრის გაგება და მისი და მისი თანამონაწილეების კანონით დასჯა. თუმცა ჩვენ არც არასდროს არავინ გვეკითხებოდა და თავად მიშასაც ჭირივით ვეჯავრებით, ამიტომ ეგ კაცი 100%-იანი განწირულია. აი ნახეთ საინტერესო ვიდეოა ==> სადათის მკვლელობა Edited February 9, 2011 by ტაშიი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 (edited) ტაშიიდაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები მიშას ცოცხალს არ გაუშვებენ. არც მის გარემოცვას, არც ნეოკონსერვატორებს, არც რუსებს არ აწყობს ესეთი ცოცხალი მოწმე, რომელსაც მესამე კლასელმა ბავშვმა რომ თავში ხელი წამოარტყას ყველაფერს მოყვება. დარწმუნებული ვარ, რომ მოკლავენ.110% სააკაშვილი ცოცხალი ვერ გადაურდება ხალხის რისხვას.. არც ვაშინგტონი დატოვებს მაგ ფენომენს ცოცხლად რამეთუ უხერხული მოწმეა და არც რუსეთი.. სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის უკლებლივ ყველა "საყრდენი წერტილი" განადგურდება, უკლებლივ ყველა! Edited February 9, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირებამდე პრეზიდენტის თანამდებობას დატოვებს. ეგ ვარიანტი გამორიცხულია ან ფორმალურად მოხდება, თან პრეზიდენტი იქნება, თანაც დეპუტატობის კანდიდატი. საპრეზიდენტო კამპანიის დროს ვერტმფრენით დაქროდა, რომ ყველა სოფელში ეტირა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 ობამამ საუზმის დროს ხომ აგვირჩია შემდეგი მმართველი და რაღაზე ნერვიულობთ.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 ობამამ საუზმის დროს ხომ აგვირჩია შემდეგი მმართველი და რაღაზე ნერვიულობთ მმართველი დაახვიოს და გაიკეთოს უკან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 აქედან გამომდინარე, თუკი მიხეილ სააკაშვილს პარლამენტის თავმჯდომარეობის სურვული აქვს, პრეზიდენტობაზე უარის თქმა ვადის ამოწურვამდე მოუწევს, რადგან საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგად სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეობას გეგმავს, 2012 წელს არის დაგეგმილი, პრეზიდენტობის ვადა კი 2013 წელს ეწურება.და ერთხელ რომ დატოვა რა,არ იყო პირველი პირი..?? დატოვებს და მაინც ჩვენი "ბელადი" იქნება,რა განსხვავებაა რა ერქმევა..პრეზიდენტი თუ დამლაგებელი..სტალინიც არ იყო კონსტიტუციის მიხედვით ქვეყნის პირველი პირი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 დრეს მიშას ალტერნატივა არ ყავს :მიშისტკმაყოფილისმაილიკი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 მაგას ალბათ მაკკეინის დანაბარები არ წაუკითხია.. :givi: და სერიოზულად კი,მართლა აღშფოთებაში ვარჯიშობთ.. :givi: , ვინმეს აქამდე ეგონა რომ კონსტიტუცია რომ შეცვალა და თან 2013 წლიდან შედის ძალაში,ეს ყველაფერი ოპოზიციის და ხალხის გულისთვის გააკეთა..?? ყველაფერი აქვთ წაკითხული და გათვლილი. ალასანია ბუნჩულა პრზიდენტი, მიშა პუტინი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 ყველაფერი აქვთ წაკითხული და გათვლილი. ალასანია ბუნჩულა პრზიდენტი, მიშა პუტინი ალასანია ბუნჩულა მედვედევი,მიშა კი მრისხანე პუტინი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 ალასანია ბუნჩულა პრზიდენტი, მიშა პუტინი არ გამოვა ჩვენთან ეგ სცენარი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.