xrova Posted February 8, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 8, 2011 1. რატომ დაეცა მაიას ტომი2 იგივე მიზეზით შესაძლებელია საზოგადოების დამხობა დღევანდელ დღეს3 თემა პოლიტიკური არაა მეცნიერულია კალიფორნიის, ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი,ბიოგეოგრაფი Jared Diamond-ი« კაცობრიობის სიკვდილი გარდაუვალი არაა».კალიფორნიის,ლოს ანჟელესის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი ჟარედ დიამონდი, რომელიც ამავე დროს არის ბიოლოგი,ფიზიო-ლოგი,ბიოგეოგრაფი,ისტორიკოსი,ანტროპოლოგი,სოციოლოგი,ფილოსოფოსი : «თავისი გარემოს მოსპობით ადამიანი თავის საკუთარ თავს სპობს. მაშ საჩქაროა ცხოვრების წესების შეცვლა.როგორ მოხდა ისე რომ წარსულში დედამიწის პირიდან აღიგავა მრავალი განვითარებული ცივილიზაცია? ესაა ამერიკელი ბიოგეოგრაფი ჯარედ დაიმონდის ბოლო ესეს ( «დამხობა») თემა. ის განზე სწევს რომის იმპერიის და საბჭოთა იმპერიის დაცემას, რაც უპირველეს ყოვლისა პოლიტიკური აფეთქების შედეგია. მაგრამ რა ითქმის ანგორ ვატის კხმერთა იმპერიაზე,მიკენურ საბერძნეთზე,მინოურ კრეტაზე,ინდუსის ველის ჰარრაპანებზე, ნაყოფიერი ნახევარმთვარის (დღევანდელი მახლობელი აღმოსავლეთის) საზოგადოებებზე და მათი სისწრაფით სამაგალითო სხვა «კოლაფსებზე»? ( აღდგომის კუნძული,მაიას ცივილიზაცია, დიდი ჩრდილოეთის ვიკინგები,ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთის ანასაზისები).ნელი თვითმოსპობებიჟარედ დიამონდის ახსნით უმრავლეს შემთხვევაში ამ საზოგადოებების მოსპობა გამოიწვია ბუნებრივი გარემოს წახდენა-დაზიანებამ. კლასიკური ანალიზების საწინააღმდეგოდ ის აჩვენებს რომ ეს უბედურებები არ ყოფილა მოულოდნელი შემოსევების თუ განსაკუთრებული ეკოლოგიური ძვრების შედეგი.ამ ცივილიზაციების დაღუპვა მისი მტკიცებით უნდა გამოეწვია ადამიანების თანმიმდევრული მოქმედების შედეგად ბუნებრივი გარემოს ნელ წახდენას. ამას ემატებოდა ბუნებრივი ფენომენები,რომლებმაც გამოიწვია ჯაჭვური რეაქციები და,საბოლოო ჯამში, ამ ცივილიზაციათა მოსპობა.ჟარედ დიამონდის აზრით ადამიანის მოქმედებით გამოწვეული ბუნებრივი გარემოს დამღუპველი კატასტროფის ყველაზე ცხადი მაგალითია მაიას ცივილიზაცია,რომელიც დაემხო 790 და 910 წლებს შორის.ყვავილის მტვრის დათარიღებული ნაწილაკები გვეუბნებიან რომ მაიებმა მოჭრეს ხეები ბორცვების მწვერვალებამდე.მოჭრილ ხეებს კი ისინი იყენებდნენ საწვავად,სამშენებლო მასალად და მათი სახლების და მონუმენტების გადასახურავად. ტყეების ამ მასიურმა გაჩეხვამ იმოქმედა წვიმების რეჟიმზე. ამას მოჰყვა ადამიანის მიერ გამოწვეული გვალვა, « როგორც დღეს ამას ვხედავთ ავსტრალიაში»,აზუსტებს ის. ეს გვალვა გააძლიერა ზოგადმა კლიმატურმა დათბობამ,რაც გამოიწვია მზის გამოსხივების მსუბუქმა ვარიაციამ. შემდეგ, ტყის სისტემატურმა გაჩეხვამ გამოიწვია ბორცვების ეროზია. ბორცვების მჟავე მიწები ნიაღვრებმა ჩაიტანეს ველზე, სადაც მათ უნაყოფო ნალექით დაფარეს ნაყოფიერი ნიადაგი.« 800 წლის დასაწყისში მაიები ცოვრობდნენ სამხრეთის ველზე, შვეიცარიის ხელა ტერიტორიაზე. ბოლოს და ბოლოს მათ შეჭამეს ყველაფერი,საკვები, დალიეს წყალი, დახრჯეს გათბობის შეშა,მაშინ როდესაც მეფეები ერთმანეთს ებრძოდნენ საუკეთესო მიწების ხელში ასაგდებად და როდესაც მიწათმქმედები მიწის ნაგლეჯის გულისთვის ხოცავდნენ ერთმანეთს». როგორ მოხდა რომ მაიათა მეფეებმა დაწარჩინებულებმა ვერაფერი იგრძნეს?« მაიათა ხელისუფლება როგორც ჩანს დიდად არ ყოფილა შეწუხებული მისი მოსახლეობის მიერ განცდილი დრამების გამო- პასუხობს ჯარედ დიამონდი- მეფეები აგრძელებდნენ პრესტიჟის უზარმაზარი მონუმენტების აგებას,როგორც ეს ხდებოდა აღდგომის კუნძულზე ან ზოგ კომუნის-ტურ რეჟიმში. მათ თავისი ცხოვრების წესი და კომფორტი შეინარჩუნეს ბოლომდე,ფრაქციები ეომებოდნენ ერთმანეთს, ხალხს ართმევდნენ საკვებს და გადასახადს».ხუთი «გადამწყვეტი ფაქტორი »ჟარედ დიამონდი მეთოდურად ადარებს ერთმანეთს ისტორიული «კოლაფსების» ფაქტორებს და გამოჰყავს საერთო დასკვნა. არსებობს საზოგადოების დამხობის 5 გადამწყვეტი ფაქტორი. ამ ხუთი ფაქტორის ერთმანეთზე დამატების შემთხვევაში საქმეს ვეღარაფერი შველის.ადამიანები ცნობიერად თუ არაცნობიერად უდიდეს ზიანს აყენებენ მათ ბუნებრივ გარემოს ისე, რომ ანგარიშს არ უწევენ გარემოს სისუსტეს და გამოფიტვა-დაუძლურებას.ბუნებრივი ფენომენის, გვალვების თუ ადამიანთა საქმიანობის მიერ გამოწვეული დარღვევების შედეგად ხდება კლიმატური ცვლილებები რომლებიც არღვევენ ეკოლოგიურ წონასწორობას.ძლიერდება მტრულად განწყობილ მეზობელთა ზეწოლა. ისინი სარგებლობენ ეკონომიკური კრიზისით,წიაღისეულის, ბუნებრივი რესურსების ამოწურვით და მოსახლეობათა გაღატაკებით; ეს პრობლემები გავლენას ახდენს სოციალურ ფა პოლიტიკურ ერთიანობაზე.კეთილგანწყობილ მეზობლებთან დამყარებული დიპლომატიური,ენერგეტიკული და კომერციული ალიანსები იშლება. უპირველესი საჭიროების ნივთების ჩვეულებრივი გაცვლა და კულტურული ურთიერთობები წყდება.ელიტებს, მმართველებს და ინსტიტუტებს აღარა აქვთ მიმდინარე დრამის შეფასებისეთვის აუცილებელი ინტელექტუალური საშუალებები, ინსტრუმენტები და ღირებულებათა სისტემა; პირიქით, ისი დრამას ამძიმებენ ეგოისტური კომფორტის რეფლექსებით თუ მოკლევადიანი აკვიატებული იდეებით.ჟარედ დიამონდის თქმით «კოლაფსის» ხუთ ფაქტორს ერთად დღეს ვხედავთ რუანდაში, ჰაიტიზე, ავღანეთში,სომალიში, სახარის სამხრეთ აფრიკაში და სოლომონის კუნძულებზე. მრავალ სხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით რუსეთში, ინეთსა და ავსტრაიაში ვხედავთ პირველ და მეორე ფაქტორს ერთად. ჟარედ დიამონდი ადგენს გლობალური ეკოლოგიური პრობლემების სიებს. მისი აზრით ყველაზე შემაშფოთებელი პრობლემებია ჰერბიციდებით მრავალი სასარგებლო სახეობის,მაგ.დამმტვერავი მწერების, ფრინველების, მიწის ჭიების მოსპობა, რაც ისე ხდება «თითქოს თვითმფრინავს ვაცლიდეთ პატარა ჭანჭიკებს»,ბუნებრივი საცხოვრებლების, დიდი ეკსისტემებბის,დიდი ტყეების,ჭაობების, მარჯნის რიფების, მანგროს ტყეების, ოკეანის ფსკერის ოცხალი სამყაროს დაჩქარებული გაქრობა.არა და ყველაფერი ეს უდიდეს ეკოლოგიურ სამსახურს გვიწევს. აკვაკულტურის განვითარება ბუნებაში ანთავისუფლებს ზღვის ნაკლებად გამძლე სახეობებს,რაც გენეტიკურად ასუსტებს ველურ სახეობებს,ეს აჩენს ჩვენი კვებისათვის მნიშვნელოვანი სახეობების გაქრობის საშიშროებას. ყოველივე ამას ემატება სასმელი წყლის კრიზისი. დღეს მილიარდ ადამიანს ხელი არ მიუწვდება სასმელ წყალზე,მარაგი კი ილევა. და ბოლოს, დათბობის გაურკვევლობა, მომავალ საუკუნეში 1,5,3 თუ მეტი გრადუსით დათბობა რა მაც შეიძლება შეცვალოს საოკეანო ცირკულაცია,გამოიწვიოს ყინულოვანი საფარველის დნობა.ახლო მომავალს კი ჟარედ დიამონდი საკმაოდ ბნელად ხედავს : « ჩინეთში მოხმარება დღეს 11-ჯერ ნაკლებია ვიდრე დასავლეთში. წარმოვიდგინოთ რომ ინეთმა ამ საუკუნეში მიაღწია დასავლეთის ცხოვრების დონეს…მაშინ მსოფლიო მოხმარების მოცულობა გაორმაგდება. მაგრამ თუ კი იგივეს გააკეთებს ინდოეთიც, ის გასამმაგდება. და თუ კი დანარჩენი მსოფლიო აყვება ამ მოძრაობას მოხმარება დღევანდელზე 11-ჯერ მეტი იქნება…». დედამიწის რესურსები აღარ იქნება საკმარისი,დათბობა დაჩქარდება. მაგრამ განა ეს ნიშნავს იმას რომ კაცობრიობის «კოლაფსი»,სიკვდილი გარდაუვალია?« არა, რწმუნება ჟარედ დიამონდი, ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია მსოფლიო მოხმარების დონის დადალება ჩინეთშიც და დასავლეთის ქვეყნებშიც…ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა დიკ ჩეინიმ განაცხადა რომ ლაპარაკი ვერ იქნება ამერიკული ცხოვრების წესის შეცვლაზე. არადა ჩვენ უნდა შევიცვალოთ. ეს არ იქნება ნამდვილი მსხვერპლის გაღება ვინაიდან მოხმარება არაა იმდენად დაკავშირებული ცხოვრების სტანდარტთან როგორც ამისი სჯერათ. ის აგრეთვე იწვევს უზომო მარცხს, რომელიც არაფრით არ აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს… აქამდე ეკოლოგიური კრიზისის მთავარი მიზეზი იყო პოლიტიკური ნების არარსებობა. საკმაოდ კლასიკურია პესიმისტობა პოიტიკურ ნებასთან დაკავშირებით, მაგრამმე ვხედავ ახალ ძლიერ ტენდენციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში და ევროპაში რაც მე ძალიან მამხნევებს». წყარო: http://www.ireporter.ge/?p=5111 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted February 9, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 9, 2011 ისე ჩვენც თუ ცოტა აზრზე არ მოვედით ჩვენც ეგ ბედი გველოდება მგონი გავქრებით მაიას ტომივით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted February 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2011 არ გამქრალან, დღესაც ცხოვრობენ მექსიკაში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted February 10, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 10, 2011 Jonathan livingstonარ გამქრალან, დღესაც ცხოვრობენ მექსიკაში... მთავარი ის კი არ არის რომ ასამდე ან მეტი ადამიანი გადარჩა მთავარია ის რომ მათი საზოგადოება დაინგრა მათ მიერ შექმნილი ცივილიზაციისაგან დარჩა მხოლოდ მონუმენტები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
qeti32 Posted February 12, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 12, 2011 მთავარი ის კი არ არის რომ ასამდე ან მეტი ადამიანი გადარჩა მთავარია ის რომ მათი საზოგადოება დაინგრა მათ მიერ შექმნილი ცივილიზაციისაგან დარჩა მხოლოდ მონუმენტები ჩვენთან პირიქით მოხდება: ჩვენ გადავრჩებით და ჩვენი ცივილიზაცია კიდევ გაქრება :D Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.