Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

8 თებერვალი

1587 : შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო.

1692 : სალემში, მასაჩუსეტსი, სალემის ჯადოქართა სამსჯავრო იწყება.

1724 : პეტრე I-ის განკარგულებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.

1849 : ახალი რომის რესპუბლიკა დაარსდა.

1904 : იაპონელებმა თავდასხმა მოაწყვეს რუსულ ხომალდებზე პორტ-არტურთან, ჩინეთი — რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო.

1971 : სავაჭრო გარიგებები დაიწყო NASDAQ-ზე - მსოფლიოს პირველ ელექტრონულ საფონდო ბირჟაზე.

1984 : გაიხსნა XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სარაევოში.

1998 : პირველი ქალთა ჰოკეის მატჩი ჩატარდა ოლიმპიურ ისტორიაში: ფინეთმა შვედეთი დაამარცხა 6-0

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 36
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

Flyout

მთლად ეგრე ძვირსაც ვერ დავიჯენ ჟიულისთან სტუმრობას   9 თებერვალი   1825 : საყოველთაო არჩევნებში კანდიდატებისთვის ხმების უმრავლესობის მიუღებლობის გამო, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯონ კ

Flyout

8 თებერვალი   1587 : შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო.   1692

Flyout

10 თებერვალი   1355 : ოქსფორდში, ინგლისი, ლუდის გამო ატეხილ არეულობას, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, 63 სწავლული და 30 ადგილობრივი მკვიდრი შეეწირა.   1605 : უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერა შ

8 თებერვალი

1587 : შოტლანდიის დედოფალი მარიამ სტიუარტი სიკვდილით დასაჯეს ბაბინგტონის შეთქმულებაში მხილების გამო, რომლის მიზანი მისი ბიძაშვილის, ინგლისის დედოფალი ელისაბედ I-ის მკვლელობა იყო.

1692 : სალემში, მასაჩუსეტსი, სალემის ჯადოქართა სამსჯავრო იწყება.

1724 : პეტრე I-ის განკარგულებით რუსეთის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა.

1849 : ახალი რომის რესპუბლიკა დაარსდა.

1904 : იაპონელებმა თავდასხმა მოაწყვეს რუსულ ხომალდებზე პორტ-არტურთან, ჩინეთი — რუსეთ-იაპონიის ომი დაიწყო.

1971 : სავაჭრო გარიგებები დაიწყო NASDAQ-ზე - მსოფლიოს პირველ ელექტრონულ საფონდო ბირჟაზე.

1984 : გაიხსნა XIV ზამთრის ოლიმპიური თამაშები სარაევოში.

1998 : პირველი ქალთა ჰოკეის მატჩი ჩატარდა ოლიმპიურ ისტორიაში: ფინეთმა შვედეთი დაამარცხა 6-0

დაიბადა ჟიულ ვერნი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაიბადა ჟიულ ვერნი

უი, ეგ როგორ არ ვიცოდი :) რას მირჩევთ, რა შეიძლება ვუყიდო საჩუქრად? :D რო ვეკითხები, ოღონდ შენ მოდი და მეტი საჩუქარი მე არ მინდაო :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი, ეგ როგორ არ ვიცოდი :) რას მირჩევთ, რა შეიძლება ვუყიდო საჩუქრად? :D რო ვეკითხები, ოღონდ შენ მოდი და მეტი საჩუქარი მე არ მინდაო :D

მობილური ვაჩუქოთ :) "კაპიტან გრანტის მობილურის ოპერატორი" გარანტირებული გვაქვს ... :TAT:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უი, ეგ როგორ არ ვიცოდი :) რას მირჩევთ, რა შეიძლება ვუყიდო საჩუქრად? :D რო ვეკითხები, ოღონდ შენ მოდი და მეტი საჩუქარი მე არ მინდაო :D

რატო მე არ მეუბნება არავინ, ოღონდ შენ მოდი და მაგაზე კარგ საჩუქარს ვერ გამიკეთებო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მობილური ვაჩუქოთ :) "კაპიტან გრანტის მობილურის ოპერატორი" გარანტირებული გვაქვს ... :TAT:

:D მთლად ეგრე ძვირსაც ვერ დავიჯენ ჟიულისთან სტუმრობას :D

9 თებერვალი

1825 : საყოველთაო არჩევნებში კანდიდატებისთვის ხმების უმრავლესობის მიუღებლობის გამო, წარმომადგენელთა პალატამ აშშ-ის პრეზიდენტად ჯონ კუინსი ადამსი აირჩია.

1895 : უილიამ მორგანმა, ფიზიკური განათლების დირექტორმა მასაჩუსეტსიდან, სპორტული თამაში მოიგონა, რომელის შემდგომში ხელბურთში გადაიზარდა.

1920 : პარიზში ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელმაც შპიცბერგენი ნორვეგიის კუთვნილებად აღიარა.

1924 : აზერბაიჯანის სსრ-ში შეიქმნა ნახჭევანის ასსრ (1990 წლის ნოემბრიდან ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა).

1960 : ჰოლივუდის ვარსკვლავთა ბულვარზე პირველი ვარსკვლავი მსახიობ ჯოან ვუდვარდს ერგო.

1969 : ჩატარდა ბოინგ 747-ის პირველი საცდელი ფრენა, რომელიც 2005 წლამდე მსოფლიოში ყველაზე დიდი თვითმფრინავი იყო.

1998 : პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისის ცენტრში მასზე განხორიელებულ ტერორისტულ აქტს გადაურჩა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

10 თებერვალი

1355 : ოქსფორდში, ინგლისი, ლუდის გამო ატეხილ არეულობას, რომელიც ორი დღე გაგრძელდა, 63 სწავლული და 30 ადგილობრივი მკვიდრი შეეწირა.

1605 : უილიამ შექსპირის „ვენეციელი ვაჭრის“ პრემიერა შედგა ლონდონში.

1763 : ბრიტანეთმა და ესპანეთმა პარიზის ხელშეკრულებით ახალი საფრანგეთი გაიყვეს, რომლითაც დასრულდა ფრანგებისა და ინდიელების ომი და შვიდწლიანი ომი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვნად შეამცირა ფრანგების კოლონიური იმპერია.

1784 : ეკატერინე II-ის განკარგულებით ყირიმის ნავსადგურსა და ციხე-სიმაგრეს სევასტოპოლი დაერქვა.

1996 : აი-ბი-ემის კომპიუტერმა "დიპ-ბლუ" გარი კასპაროვი დაამარცხა — პირველი შემთხვევა, როდესაც ჭადრაკის ტურნირის პირობებში კომპიუტერმა საერთაშორისო დიდოსტატი და მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა.

1998 : აზერბაიჯანში სიკვდილით დასჯა გაუქმდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

11 თებერვალი

1808 : ანთრაციტის ნახშირი პირველად გამოიყენეს საყოფაცხოვრებო გათბობის ექსპერიმენტულ საწვავად პენსილვანიაში, აშშ.

1814 : ნორვეგიის დამოუკიდებლობით ბოლო მოეღო კალმარის უნიას.

1858 : ლურდში, საფრანგეთი, ღვთისმშობლის თვრამეტი გამოცხადებიდან პირველი შემთხვევა გახდა ცნობილი, რის გამოც ამ ადგილს კათოლიკე მლოცველთა ტალღა მოაწყდა.

1929 : რომაული საკითხის გადასაჭრელად, იტალიამ და რომის კათოლიკური ეკლესიის წმინდა საყდარმა პირველ ლატერანულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რითაც ვატიკანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა.

1964 : ბერძნებსა და თურქებს შორის ლიმასოლში, კვიპროსი, შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რაც ქვეყნის დაყოფით დასრულდა.

1979 : ირანის რევოლუცია — აიათოლა რუჰოლა ხომეინი ქვეყნის მმართველი გახდა.

1990 : ანტიაპართეიდის აქტივისტი ნელსონ მანდელა პაარლის ციხიდან (სარ) გაათავისუფლეს 27-წლიანი პატიმრობის შემდეგ.

2006 : მიშელ ბაშლე ჩილეს პირველი პრეზიდენტი ქალი გახდა.

ტომას ედისონის დაბადების დღე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაბადებაზე გამახსენდა

http://www.youtube.com/watch?v=2UlKv19fKD4

უი ხოოოო :) ეს ვნახე უკვე და გავგიჟდი... სასწაულია აბა რა არი, ყველაც ჯანმრთელი და დედაც უვნებელი... მარა მამა შოკშია :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

14 თებერვალი

842 : ფრანგული ენის დაბადება: ლუდვიგ გერმანელი და შარლ მელოტი სტრასბურგის ფიცს წარმოთქვამენ რომანულ (ძველფრანგულ) ენაზე.

1779 : მოგზაური და მკვლევარი ჯეიმზ კუკი სენდვიჩის კუნძულების ადგილობრივმა აბორიგენებმა მოკლეს.

1918 : სსრ კავშირი გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა.

1949 : ასბესტის მაღაროელთა გაფიცვა კვებეკში, კანადა, ჩუმი რევოლუციის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

1949 : ისრაელის პარლამენტის, კნესეტის, პირველი სხდომა შედგა.

1961 : კალიფორნიის უნივერსიტეტში ქიმიური ელემენტი ლორენციუმი (ელემენტი 103) აღმოაჩინეს.

1989 : დედამიწის საშუალო ორბიტაზე გლობალური ნავიგაციის სისტემის (GPS) პირველი თანამგზავრი გაუშვეს.

2005 : ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რაფიკ ჰარირის მოკვლამ ქვეყანაში "კედრების რევოლუციის" (დამოუკიდებლობის ინტიფადა) დაწყება გამოიწვია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

15 თებერვალი

ძვ. წ. 399 : ფილოსოფოს სოკრატეს ურწმუნოების გამო სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.

1942 : მმო : იაპონელებმა გენერალი ტომოიუკი იამაშიტას მეთაურობით სინგაპური აიღეს; 80.000 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, რაც უდიდესი სამხედრო დანაკარგი გახდა ბრიტანეთის ისტორიაში.

1946 : ENIAC : პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინეს პენსილვანიის უნივერსიტეტში.

1971 : ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და ირლანდიური ფუნტის დეციმალიზაცია მოახდინეს.

1989 : სსრ კავშირმა ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა.

2003 : ისტორიაში უდიდეს ანტისაომარ მანიფესტაციაში მსოფლიოს 600 ქალაქში მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ერაყის ომის დაწყების პროტესტის ნიშნად.

2005 : ინტერნეტ საიტი YouTube იწყებს ფუნქციონირებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...