xrova Posted February 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2011 რას ნიშნავს თავისუფლება? ძალიან მაგარი ჩანაწერია თავისუფლება, თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა !!!ევროპელებს უყვართ ხოლმე ერთი და იგივე მნიშვნელოვანი თემის გაუთავებელი ანალიზი, მასთან მრავალჯერ დაბრუნება. ასე ისინი უკეთესად ნახულობენ თავის ადგილს სამყაროში. აი ამის ერთ-ერთი მაგალითი.«… ჩვენ შეიძლება ამოვიდეთ მონობისა და თავისუფლების დაპირისპირებიდან. ეს მასიური დაპირისპირება მოგვცემს თავისუფლების ყველაზე გარეგნული ნიშნების განსაზღვრის საშუალებას. პირველი მიახლოებით თავისუფლება არის სხვა ადამიანისაგან ბრძანების მიუღებლობა. უფრო ზოგადად ესაა უცხო ნებისაგან ან გარეშე ძალისაგან დამოუკიდებლად ცხოვრება. თავისუფლების პირველი ფორმა,მაშ, უეჭველად არის დამოუკიდებლობა.თავისუფალი ნამდვილად არაა ის ვინც ემონება რომელიმე ბატონის ნებას,მაგრამ თავისუფალი არაა არც ის ვისაც საკუთარ საჭიროებათა დასაკმა-ყოფილებლად სჭირდება სხვა: თავისუფალი არაა მაგალითად ის ვისაც არა აქვს მიწა და თავის სარჩენად მას სჭირდება მიწათმფლობელის სამსახურში ჩადგომა. ის,რა თქმა უნდა არაა მონა, მაგრამ არც თავისუფალია. თავის სარჩენად მოსამსახურეებს გარკვეულად აკლიათ თავისუფლება.თავისუფლება გულისხმობს ეკონომიკურ დამოუკიდებლობასაც. საკუთარი ცხოვრების განკარგვის თავისუფლება, მაშ, სრული ვერ იქნება თუ ჩვენ არ შეგვიძლია თავის დამოუკიდებლად რჩენა. მაშ იმისათვის რომ თავისუფლება სრული იყოს თავისუფალი უნდა იყოს შრომაც,რომ ადამიანმა მოახერხოს საკუთარი თავის რეალიზაცია. არა და ის ხშირად არის მტანჯველი ძალისხმევა. ადამიანი ხშირად იძულებულია იშრომოს ორმაგი გარეშე აუცილებობის გამო : მან უნდა დაიკმაყოფილოს თავისი საჭიროებანი რასაც ემატება სოციალური იძულება ( სამუშაოს მიმცემი პიროვნებისა თუ ორგანიზაციის სამსახურში ჩადგომის აუცილებლობა. ასე ხდება რომ რეალურ თავისუფლებაზედაფიქრებული მოაზროვნეებისთვის,მაგალითად მარქსისთვის X IX საუკუნეში, საკმარისი არაა თავისუფალი ადამიანის შრომა : საჭიროა რომ ადამიანი იყოს თავისუფალი თავის შრომაშიც, მუშაობისას. საწინააღმდეგო შემთხვევაში იტყვიან რომ ადამიანიც და შრომაც განსხვისებულია. თავისუფლება,მაშ, დაკავშირებულია შრომასთან და იქ სადაც შრომა წმინდა იძულებაა თავისუფლება სრული ვერ იქნება.მიუხედავად ამისა საკმაოდ მალე ირკვევა რომ ჩვენ ვერ დავკმაყოფილდებით თავისუფლების განსაზღვრით დამოუკიდებლობის ნებით. თავისუფალი რომ იყო არაა საკმარისი იყო დამოუკიდებელი ნებისმიერი გარეშე ნებისგან,მიუხედავად იმისა რომ ესაა აუცილებელი პირობა.მონობა შეიძლება შინაგანიც იყოს: ეს შეიძლება იყოს საკუთარი თავის, საკუთარი მესადმი მონობა. განა თავისუფალია ის ვინც აკეთებს ზუსტად იმას რაც სურს,რაც მოსწონს? ზოგი,როგორც მაგალითად პლატონის დიალოგების გალიკლესი ამას უეჭველად,უყოყმანოდ ეთანხმება. ეს კალიკლესი ამბობს რომ თავისუფლება არის საკუთარი ნების შესაბამისად მოქმედება. მაგრამ სოკრატემ აჩვენა რომ ის ვინც აკეთებს იმას რისი კეთებაც მოსწონს ყოველთვის არ აკეთებს იმას რაც მას უნდა. მოსაწონის და სასიამოვნოს კეთება შორსაა,დიდად განსხვავდება სასურველის კეთებისაგან,მიუხედავად იმისა რომ მოარული აზრი, მოარული კეთილგონიერება აიგივებს ამ ორ ცნებას.არა და თუ კი პლატონი რამეში დარწმუნებულია,ის დარწმუნებულია იმაში რომ აქ ლაპარაკია ერთმანეთისგან დიდად განსხვავებულ რამეებზე. არგუმენტაცია შემდეგია: ყველაფერს ვაკეთებთ სიკეთის გაკეთების მიზნით მაგრამ ზოგჯერ არ გვესმის ხოლმე თუ რა არის ნამდვილი სიკეთე. იმას ვინც აკეთებს მისთვის სასიამოვნოს ჰგონია რომ არის უსაზღვროდ თავისუფალი,ვინაიდან ბატონობს მხოლოდ მისი სიამოვნება, მისი ნება. ასე ხდება მაგალითად როდესაც მჭერვეტყველი ორატორი არწმუნებს ხალხს და ხალხი მისი გავლენით აძევებს საზოგადოებიდან და ქალაქიდან იმას ვისი გაძევებაც სურს ამ ორატორს. არა და ეს განდევნა და დასჯა შეიძლება ცუდი აღმოჩნდეს საზოგადოებისთვის და არაპირდაპირ იგივე ორატორისთვის. წარმოვიდგინოთ რომ ორატორმა ხალხს გააძევებინა გენერალი რომელსაც შეეძლო საზოგადოების, სახელმწიფოსდამმარცხებელ-დამპყრობელი მტრის დამარცხება. ადამიანს ყოველთვის უნდა სიკეთე,მაგრამ ორატორმა ჩაიდინა ბოროტება და ესე იგი მას არ გაუკეთებია ის რაც მას უნდოდა. ადამიანს რა თქმა უუნდა ყოველთვის სურს სიკეთე, მაგრამ ის ყოველთვის ვერ ხდავს სიკეთეს: ასეთია შემთხვევა იმისი ვინც აკეთებს მისთვის მოსაწონს.თუ ჩვენ არ გვინდა თავისუფლების გაიგივება ძალაუფლების ილუზიასთან უნდა შევთანხმდეთ იმაზე რომ ჭეშმარიტი თავისუფლება არ იზომება ძლიერების სუბიექტური განცდით.ის იზომება იმით თუ რამდენად შეესაბამება ჩვენს მიერ გაკეთებული იმას რაც გვსურს ჩვენ ყველას. არადა ამ შესაბამისობის დადგენა შეუძლია მხოლოდ გონებას. ფილოსოფიური აზრი,მაშ,ძალიან მალე მიხვდა რომ თავისუფლების უდიდესი მტერია ცუდად,არასწორად გაგებული დამოუკიდებლობით გამოწვეული სიმთვრალე.ის განსაზღვრავს მხოლოდ საკუთარ თავზე და არა გარეშე ნებაზე დაყრდნობით საკუთარი თავის განმსაზღვრელი ნების გარეგნულ ფორმას. მაგრამ უნდა დავაკვირდეთ ამ ნების შინაარსს ;რითი განისაზღვრება ის?თუ კი ის ჯერ კიდევ მოქმედებს მხოლოდ მისთვის მოსაწონის, მისთვის სასიამოვნოს შესაბამისად ის მიჰყვება,მისდევს სიკეთისთვის უცხო სიამოვნების პრინციპს. საკუთარი სიამოვნებისადმი დამორჩილებული ნება ერთგვარად ემორჩილება გარედან დაძალებულ კანონს. სიამოვნებისთვის მცხოვრებს და მოქმედს აცხოვრებს და ამოქმედებს ის რაც მას მოსწონს, ის არ მოქმედებს თვითონ,დამოუკიდებლად და თავისუფლად,ის ხდება მისთვის სასიამოვნოს მონა. ადამიანები შეიძლება დაემონონ საკუთარ თავს და ეს მონობა უფრო მძიმეა იმიტომ რომ ის როგორც წესი მონობად არ ჩანს. მისთვის სასიამოვნოს მკეთებელ ძლიერს ძნელად თუ დაანახვებთ იმას რომ გარეგნული ნიშნების მიუხედავად ის სულაც არაა თავისუფალი. საკუთარი მესადმი ამ მორჩილებას, ამ მორჩილებას ჩვენში არსებული რაღაცისადმი რომელიც არ ვართ ჩვენ, მაგრამ რომელიც არის ჩვენი დამმონებელი უცნაური და უცხო წადილი,მოკლედ შინაგანი მონობის ამ პარადოქსულ მდგომარეობას ფილოსოფოსები უწოდებენ ვნებას, ჟინს, გაუცნობიერებელ მისწრაფებას. და რა მნიშვნელობა აქვს სხვისგან დამოუკიდებლობას საკუთარი თავის მონისთვის?რა აზრი აქვს სხვის მონად არ ყოფნას როდესაც საკუთარი თავის მონები ვართ?თავისუფების გააზრება, მაშ ვერ დაკმაყოფილდება დამოუკიდებლობის გარეგნული ფორმით. შინაგან პლანში გადატანით ის მას შინაარსს აძლევს.მესა და სხვას შორის გარეგნული დაპირისპირება ადამიანში გადატანილია გონებისა და ვნებების, ნებისა და თვითნებობის, სიამოვნებისთვის მოქმედების შინაგანი დაპირისპირების ფორმით. თავისუფლება არის ჩვენს შიგნით ყველაზე უფრო ღრმად არსებულის, ესე იგი გონების შესაბამისად საკუთარი თავის განსაზღვრა და მოქმედება.ჩვენ არ უნდა შევჩერდეთ თავისუფლების ფორმალურ ასპექტზე, მოქმედება საკუთარი ნებით თუ მორჩილებით? მათ შორის რა თქმა უნდა არის განსხვავება, მაგრამ უფრო თავისუფალი სულაც არაა ყოველთვის ის რომელიც თავისუფალი გვგონია. თუ კი თავისუფლებას განვსაზღვრავთ მისი შინაარსით მონა მორჩილი არაა, მონაა უტვინო,უგონო.« ფიქრობენ, წერს სპინოზა, რომ მონაა ბრძანებით მოქმედი და თავისუფალია ის ვინც მოქმედებს თვითნებურად,საკუთარი ნების შესაბამისად. არა და ეს არაა აბსოლუტურად მართალი ვინაიან ყველაზე უარესი მონობაა საკუთარი სიამოვნების ტყვეობა და მონობა, როდესაც ჩვენ არ ძალგვიძს ჩვენთვის ნამდვილად სასარგებლო რამის გაკეთება. თავისუფალია მხოლოდ ის ვინც სრული თანხმობით ცხოვრობს მხოლოდ გონებისხელმძღვანელობით.»ამ კრიტერიუმის შესაბამისად არ იტყვიან რომ ყველაფერში მშობლების დამჯერი ბავშვი არაა თავისუფალი, ვინაიდან ის იღებს სასარგებლო და სასიკეთო ბრძანებებს. მაშ ბავშვის მხრიდან გონივრული იქნება მშობლების ბრძანებების შესრულება. სუვერენის საყოველთაოდ, საზოგადობისთვის სასარგებლო და სასიკეთო ბრძანებების შემსრულებელი მოქალაქეც აკეთებს თვითონ მისთვისაც სასარგებლო და სასიკეთო რამეს, ასეთი მოქალაქე თავისუფალი იქნება თავის მორჩილებაშიც ( ესაა ფრაგმენტი ფრანგული წიგნისა « ფილოსოფიის 25 გასაღები»მისი ავტორია, სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ნაკლებად ცნობილი ერვე ბუალო ( Hერვé Bოილლოტ,25 მოტს ცლéს დე ლაპჰილოსოპჰიე,პარიზი,2004.) ავტორი გახლავთ პროფესორი და მკვლევაეი. ესაა ფილოსოფიით დაინტერესებულთა ფართო წრისათვის და არა მხოლოდ სიბრძნის პროფესიულად,ხელფასისათვის მოყვარულებისთვის განკუთვნილი გამოცემა. წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4918 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
STALKERI Posted February 6, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 6, 2011 შინაგან პლანში გადატანით ის მას შინაარსს აძლევს.ვაა შინაგანი პლანიც არსებობს დაჟეე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.