Jump to content
Planeta.Ge

კიდევ ერთი დაკავებული ქართველი ცხინვალის იზოლატორში


Recommended Posts

გორის რაიონის სოფელ ტყვიავში მცხოვრებ ნიკოლოზ რაზმაძის ოჯახს, ამჯერად, თომას ჰამერბერგის იმედი აქვს. 2010 წლის 25 ოქტომბერს ცხინვალის მილიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ტყვიაველი ნიკოლოზ რაზმაძე დღესაც პატიმრობაში რჩება. ოჯახის ინფორმაციით, ნიკოლოზ რაზმაძე საზღვრის გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული.

 

ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე გორში ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისს დაუკავშირდა. მისი თქმით, თითქმის 3 თვის განმავლობაში მისი მეუღლის გასათავისუფლებლად არაფერი კეთდება. ერთადერთი ვინც ოჯახს დამაიმედებელი ინფორმაცია მიაწოდა, ,,წითელი ჯვარია”. საერთაშორისო ორგანიზაციამ ოჯახს დაუდასტურა, რომ რაზმაძე ცხინვალის ციხეში საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებითაა დაკავებული; და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

,,იმ დღით ძმაკაცებთან უქეიფია. მერე გადაწყვიტა ერგნეთში წასვლა, ვიღაც უნდა ვნახოო. თავდაპირველად მარშუტკით აპირებდა ერგნეთში წასვლას, თუმცა არ გაუშვეს და მანქანით წაიყვანეს ერგნეთის შესასვლელამდე და იქ დატოვეს. ამის შემდეგ როგორც ჩანს გზა აერია და ცხინვალის ტერიტორიაზე აღმოჩნდა” – ამბობს ჩვენთან საუბარში ნიკოლოზ რაზმაძის მეუღლე.

 

გულიკო ოდაშვილი ადასტურებს, რომ საქმის კურსშია პოლიცია. აღნიშნულის თაობაზე დაკითხეს კიდეც ოჯახის წევრები. სხვა დეტალები ოჯახისთვის უცნობია. რაზმაძეებს თომას ჰამერბერგის იმედი აქვთ. როგორც ცნობილია, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი თებერვლის თვეში აპირებს საქართველოში ჩამოსვლას. ჰამარბერგმა მხარეებთან მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული საზღვრის უნებლიეთ დამრღვევი დაუყოვნებლივ უნდა იყოს გათავისუფლებული. რაზმაძეები ჰამერბერგთან შეხვედრას ითხოვენ, რადგან, შესაძლოა, მას ინფორმაცია არ ჰქონდესო.

 

წყარო: http://www.ireporter.ge/?p=4908

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...