newstudio Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 თბილისის საკრებულოში “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე სადაზღვევო კომპანიების შესახებ კონტროლის პალატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე ჯანდაცვის სამინისტროს სადაზღვევო კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. როგორც დოლიძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს კონტროლის პალატამ დაადასტურა, რომ სადაზღვევო კომპანიები ასტრონომიულ მოგებას იღებენ და ამას ისინი ვერ შეძლებდნენ, რომ არ ჰქონოდათ მთავრობის მფარველობა. მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიები თავის მფარველებთან ერთად მოქალაქეების გადასახადებიდან იღებენ. დოლიძე ხაზს უსვმას, რომ სადაზღვევო კომპანიების შემოსავლების 68 პროცენტი მიღებულია ჯანდაცვის პოლისების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებიდან სახელმწიფოს მიერვე განხორციელებული შესყიდვების შედეგად. `2008-2010 წლებში სახელმწიფომ შეიძინა 340 მილიონი ლარის ჯანდაცვის პოლისი. ამ თანხის, დაახლოებით 55-57%, რაც 250 მილიონ ლარს შეადგენს, მოგების სახით მიიღეს სადაზღვევო კომპანიებმა, რის შედეგადაც გადახდილი ყოველი 100 ლარიდან, ავადმყოფამდე, არაუმეტეს 20-35 ლარი მიდის. აღნიშნული ცალსახად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ კორუფციულ პირამიდასთან, ანუ ელიტარული კორუფციის არსებობასთან. ეს თანხები სავსებით საკმარისია ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის, ვეტერანთა, აგრეთვე მძიმე დაავადებათა, მათ შორის ონკოლოგიური ავადმყოფების მკურნალობის ხარჯების სრულყოფილად დაფინანსებისთვის. მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფოს სოციალური დაზღვევის სისტემის აღდგენა და კერძო სადაზღვევო კომპანიებთან თანაარსებობის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა”,_აცხადებს ვიქტორ დოლიძე. ირაკლი ალასანიას გუნდის წარმომადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ კონტროლის პალატა შეასრულებს თავის საჯარო დაპირებას და საფუძვლიანად შეისწავლის არა მხოლოდ სადაზღვევო კომპანიებს, არამედ შრომის, ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას და განსაზღვრავს მის ადგილსა და როლს ამ კორუფციული სისტემის ჩამოყალიბებაში. http://medianews.ge/index.php/ka/content/59931/ სადაზღვევოებს სერიოზული ანტიპიარი უნდა აუგოროს ადამიანმა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 (edited) “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე ესენი რომ არ იყვნენ საკრებულოში და ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში,ვინ აგვიხელდა თვალებს ამ უმსგავსობებზე,რაც ქვეყანაში ხდება..ისე ცოტა ფრთხილად იყვნენ,ესე ხშირად აღშფოთებაც არ ვარგა ჯანმრთელობისთვის.. :givi: Edited February 3, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 მაგ სისტემაში 90%–ი დასაჭერია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 მაგ სისტემაში 90%–ი დასაჭერია. აცადე და "აშვებული დემოკრატები" დაიჭერენ.. :yes: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 გიორგი68ესენი რომ არ იყვნენ საკრებულოში და ქრისტიან-დემოკრატები პარლამენტში,ვინ აგვიხელდა თვალებს ამ უმსგავსობებზე,რაც ქვეყანაში ხდება..ისე ცოტა ფრთხილად იყვნენ,ესე ხშირად აღშფოთებაც არ ვარგა ჯანმრთელობისთვის..რა შუაშია.. კორუფციაა და თქვა კაცმა... არ ეთქვა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 მინისტრი ვინაა ეხლა?რას წარმოადგენს? მდგრადია თუ მერყევი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 newstudioრა შუაშია.. კორუფციაა და თქვა კაცმა... არ ეთქვა?! და მერე რომ თქვა..მერე რა..?? თორემ კორუფცია რომ არის და საერთოდ უსამართლობა,მაგის გარეშეც ვიცი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted February 3, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 გიორგი68და მერე რომ თქვა..მერე რა..?? თორემ კორუფცია რომ არის და საერთოდ უსამართლობა,მაგის გარეშეც ვიცი..აგერ უსმინე და რაში არ ეთანხმები? http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=03-02-2011%2022:40 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 (edited) newstudioმაი ვიდეოს აქ არ ხსნის..რომ ხსნიდეს,მაინც არ მოვუსმენ..ლამაზად თარგამოსა რომ ლაპარაკობს,ეგენი ახლოს ვერ მივლენ,მაგრამ რად გინდა..გარემოზე არაფერს ამბობს..?? Edited February 3, 2011 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 გიორგი68და მერე რომ თქვა..მერე რა..?? თორემ კორუფცია რომ არის და საერთოდ უსამართლობა,მაგის გარეშეც ვიცი.. გასაგებია შენი ირონია, ეს დაახლოებით იმას გავს ფინია ძაღლი სპილოს რომ უყეფს, მაგრამ newstudio-ც მართალია, აბა რა ქნან?ჩუმად არიან და ფარჩაკები რას გაჩუმებულანო, ლაპარაკობენ და მაგი ხომ ისედაც ვიცითო. არ ყოფილა საშველი. :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 Lo Janko გასაგებია შენი ირონია, ეს დაახლოებით იმას გავს ფინია ძაღლი სპილოს რომ უყეფს, მაგრამ newstudio-ც მართალია, აბა რა ქნან?რა ქნან და პირველ რიგში მიშას წიქვილზე წყლის დასხმას დაანებონ თავი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 არ ყოფილა საშველი. არის! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 გიორგი68რა ქნან და პირველ რიგში მიშას წიქვილზე წყლის დასხმას დაანებონ თავი.. ეს რომ არ იციან როგორ ქნან?სამწუხაროდ ოპოზიციის ამ სპექტრს პოლიტტექნოლოგიებში მიხოს გუნდი აშკარად ჯობია, მიუმატეთ ამას სახელისუფლებო რესურსი და საქართველოს მოქალაქეთა უმეტესი ნაწილის ინფანტილური შიშები (ეს ბოლშევიკური წარსულის შედეგია).ასე რომ მანევრისათვის არეალი და რესურსი ძალიან მწირია, აი არაბისტანში განვითარებული პროცესები თუ გააღვიძებს სიტუაციას თორემ, ამ ეტაპზე ნაცებს არაფერი არ ემუქრებათ ვინც არ უნდა ჩაუდგეს ოპოზიციას სათავეში.IMHO T_A_Tარის!რავი აბა, შეიძლება, მაგრამ იკაკოს შემთხვევაში მე მაინც მგონია უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებენ პონტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 Lo Jankoმაშინ ეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Lo Janko Posted February 3, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted February 3, 2011 T_A_Tმაშინ ესკი, ეს გვიშველის.ფაქტიურად გვიშველა უკვე, მაგრამ ჩვენ ვერ მივხვდით, ამიტომ დაბრუნება უნდა, მეეჭვება დაბრუნდეს.როგორ ამბობდნენ ძველი ბერძნები? - ერთიდაიგივე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალო, არაა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.