nyg Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 (edited) ნიუ-იორკი . ქალაქის საერთო ფართობია 1.212.4 კმ², რომლის 35,31% წყალზეა. ქალაქი სამ მთავარ კუნძულზეა განლაგებული — მანჰეტენი, სტეიტენ-აილენდი და დასავლეთ ლონგ-აილენდი. ბრონქსი ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენზე მდებარეობს.მთლიანად ქალაქის სიმჭიდროვე უაღრესად მაღალია 10.194 ად./კმ²- ზე, ხოლო მანჰეტენის სიმჭიდროვე 25,846/კმ²-ს შეადგენს. ნიუ-იორკი 3 200 912 საცხოვრებელი ერთეულია,საშუალო სიმჭიდროვით- 4074,6/კმ. ქალაქი ყოველწლიურად უდიდესი რაოდენობის იმიგრანტებს იზიდავს მსოფლიოს დაახლოებით 180 ქვეყბიდან.ეთნიკური შემადგენლობა:44,66 % თეთრები; 26,59 % შავები; 0,52 % ადგილობრივი მოსახლეობა(ინდიელები) 9,83 %;ლათინოამერიკელები 26,98%. ქალაქ ნიუ-იორკის საშუალო ერთობლივი მეტროპოლიური პროდუქტი თითქმის $500 მილიარდს უტოლდება, რაც შვეიცარიის ეშპ-ზე მეტია და თითქმის ეწევა რუსეთის მაჩვენებელს. ცალკე ქვეყანა რომ ყოფილიყო ნიუ-იორკს მსოფლიოში სიდიდით მე-17 ეკონომიკა ექნებოდა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე $59.000-ით, სიდიდით მეორე ეშპ სულ მოსახლეზე ლუქსემბურგის შემდეგ. ქალაქ ნიუ-იორკში მდებარეობს მსოფლიოს უძვირესი უძრავი ქონება- 450 პარკ ავენიუ 2007 წლის 2 ივლისს 510 მილიონ დოლარად გაიყიდა,რაც 1 მ²-ზე $17.104-ია, და ამით თავისივე დადებული რეკორდი მოხსნა რომელიც ერთი თვის წინ დაამყარა გარიგებამ საოფისე შენობისთვის 660 მედისონ ავენიუზე $15,887/მ². . ქალაქში საშუალო წლიური შემოსავალი მამაკაცებში $37 435, ქალებში $32 949.მსოფლია დედაქალაქის პრეტენზიის მიუხედავად ნიუ-იორკში მოსახლეობის 21,2% და ოჯახების 18,5% სიღარიბის ზღვარზე იმყოფება,აქედან 30%- 18 წელზე ახალგაზრდაა, ხოლო 17,8%- 65 წელზე უფროსი სიღარიბის ზღვარი (Poverty Level) დგინდება იმ მინიმალური აუცილებლობის გათვალისწინებით,რომელიც სიცოცხლიცთვის აუცილებელია (საცხოვრებელი ფართი,კვება,მომსახურეობა) და დამოკიდებულია ოჯახის წევრების რაოდენობაზე.მაგალითად მთელ ამერიკაში (ალიასკის და ჰავაის გარდა) მარტოხელა ადამიანისთვის რომელიც 65 წელზე ახალგაზრდაა ეს $10 830- წელიწადში,65 წელზე უფროსისთვის $9 494; სამ სულიანი ოჯახისთვის $18 310 . ქალაქს ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიონი უცხოელი და ამერიკელი ტურისტი სტუმრობს.მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა ემპაირ სტეიტ ბილდინგი, ელის აილენდი, ბროდვეის თეატრალური სპექტაკლები, მუზეუმები და სხვა კულტურულ-გასართობი ცენტრები, როგორიცაა ცენტრალ-პარკი, ვაშინგტონ სქვეა პარკი, როკფელერის ცენტრი, ტაიმს-სქვერი, ბრონქსის ზოოპარკი, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი, ფეშენებელური შოპინგი მეხუთე და მედისონის ავენიუებზე, ღონისძიებები — ჰელოუინ პარადი გრინვიჩ-ვილიჯში, ტრიბეკას კინოფესტივალი, უფასო წარმოდგენები ცენტრალ პარკში,სამერსტეიჯზე. თავისუფლების ქანდაკება მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა და ასევე აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სიმბოლო. მრავალი ეთნიკური უბნები, როგორიცაა ჯეკსონ-ჰაიტსი, ფლაშინგი და ბრაიტონ-ბიჩი, მთავარი მოსანახულებელი ადგილებია პირველი და მეორე თაობის ამერიკელებისთვის მთელი აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.აქ ასევე მდებარეობს გაეროს მსოფლიო შტაბ-ბინა.http://img593.imageshack.us/img593/1410/zzzzzzzzzzu.jpg . ნიუ-იორკი მდებარეობს სოხუმის,რომის,სტამბულის განედზე და გეოგრაფიული თვალსაზრისით ის შეიძლება ჩაითვალოს სამხრეთ საზღვაო ქალაქად ნესტიანი კლიმატით.ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ზაფხულის თვეებში ივლის-აგვისტოში,როცა ტემპერატურა ჩრდილში ახწევს 900 F გრადუსს ფარენგეიტით (320 C.).ხოლო ზამთარში, დეკემბერ-იანვარში უნებლიეთ ყურადღებას აქცევ ნიუ-იორკის ნესტიანი კლიმატის სხვა განსაკუთრებულობას,თუმცა ყინვა იშვიათად აზწევს (-30 ;-50 C ),ნესტიანი ცივის ჰაერი თითქოს ძვალში ატანს და ჩაცმა ისე გიწევს როგორც ყაზბეგის მაღალმთიან სოფელში.განსაკუთრებით ცივი და თოვლიანი ზამთარი წელს არის დაფიქსირებული,ამ რაოდენობის ნალექი თოვლის სახით 1925 წლიდან არ დაფიქსირებულა ნიუ-იორკში.რეალობა კი ის არის რომ ქალაქის მერი მაიკლ ბლუმბერგი დღეს თავის გამოსვლებში აცხადებს სახსრების უქონლობას,რაც საჭიროა ქალაქის თოვლისგან გასანთავისუფლებლად ყველაფერ ზემოთ ჩამოთვლილის შემდეგ ცოტა ძნელი წარმოსადგენია ქალაქის მერის ასეთი წუწუნი,დეკემბერში პირველი თოვლის მოსვლის შემდეგ ტრანსპორტი შეფერხებით სამი დღე მოძრაობდა შეიძლება ითქვას,რომ არც მოძრაობდა.შევეცდები ცოტა სხვა კუთხით,დანახული ნიუ-იორკის სურათების დადებას,რომელიც უმეტესწილად უფრო ოთხმოცდაათიანი წლების დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიას წააგავს,ვიდრე "მსოფლიო დედაქალაქს". Edited January 31, 2011 by nyg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Metalhead Posted June 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted June 24, 2011 ერთადერთი ქალაქი სადაც წავიდოდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.