mtidan Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 (edited) “მესტიაში, ვანოს ბიჭებმა, გივი თარგამაძე სცემეს...” 14:01 31.01.2011 [ნანა ფაჟავა, მესტია] სვანეთში საკურორტო სეზონი თოვლის გარეშე, მაგრამ მუშტი–კრივით რომ დაიწყო, ამის შესახებ “პრესაგე.ტვ”–იმ უკვე შეგატყობინათ. მაშინ, ზუსტად იმ დღეს, როცა მიხეილ სააკაშვილი მესტიაში, უთოვლო სათხილამურო ტრასით ტელეეკრანებიდან ტრაბახობდა, დაბის ახლადდანიშნულმა გამგებელმა, თეზი ჯაფარიძემ გუბერნატორ გოროზიას სახეში მუშტი ჩააზილა, ერეკლე ჯაფარიძესავით შენი ”შნირი” ვერ გავხდებიო. ამ ინციდენტიდან ერთ კვირაში მესტიაში ასულმა კიდევ რამდენიმე “ადგილობრივმა ტურისტმა” სასტუმრო “თეთნულდის” დარბაზში მორიგი სანახაობა გამართა. ამჯერად, მესტიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია “ქართული პარტიის” პოლიტსაბჭოს წევრმა, კახა მიქაიამ გაახმაურა. მისი განცხადებით, დაპირისპირება შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და საპარლამენტო თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, გივი თარგამაძეს შორის, ამ უკანასკნელის ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა. ვანო მერაბიშვილმა კი ამ ვიზიტით, სვანეთში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. კახა მიქაია: “მერაბიშვილსა და თარგამაძეს შეხვედრები ჰქონდათ მესტიის სკოლა–ინტერნატში, ისინი ბავშვებთან ერთად, თითოეული სოფლიდან ორ–ორ ავტორიტეტსაც შეხვდნენ. ამის შემდეგ, იქვე იშლება 150–კაციანი სუფრა და გიორგი უდესიანი სტუმრებს დაკლული ხარით უმასპინძლდება. მოგვიანებით ქეიფი გრძელდება თეზი ჯაფარიძის სასტუმრო “თეთნულდში”, ვიწრო “ნაციონალურ” წრეში, სადაც გივი თარგამაძე თვრება და ითხოვს ქალებს. ამაზე მერაბიშვილს მძაფრი რეაქცია აქვს, ამბობს, სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში? ამაზე თარგამაძე ბრაზდება და მერაბიშვილს აგინებს. ამის შემდეგ, მერაბიშვილის დაცვამ თარგამაძე, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, წიხლქვეშ გაიგდო. ის ღამე გივი თარგამაძემ “თეთნულდის” სარდაფში გაატარა. მეორე დილით შსს მინისტრი “პახმელიაზე” ერთ–ერთი პოლიციელის, მურთაზ რატიანის სახლში გამოდის, ხოლო გივი თარგამაძეს სვამენ ჯიპში და მოჰყავთ ზუგდიდში. ამ ისტორიას უამრავი თვითმხილველი ჰყავს, მაგრამ მე იგი ჩემმა მეგობარმა მომითხრო, რომელიც მესტიის საკრებულოს წევრია.” როგორც მოსალოდნელი იყო, მესტიის გამგებელმა თეზი ჯაფარიძემ “პრესაგე.ტვ”–სთან სატელეფონო საუბარში “თეთნულდში” მომხდარი ცემის ფაქტი ამჯერადაც უარყო, მაგრამ 10–11 იანვარს მესტიაში მერაბიშვილისა და თარგამაძის ვიზიტები დაადასტურა. მან განმარტა, რომ მინისტრმა “ბლომად” გაჭირვებულებისთვის საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული ჩაიტანა. ალბათ უნდოდა ეთქვა, გაჭირვებულებისთვის ბლომად ნობათი ჩამოიტანაო, მაგრამ გამგებელს სხვა რამეც გულწრფელად “წამოცდა”, აღნიშნა, რომ მერაბიშვილმა “...კიდევ ჩამოგვიყვანა მანქა...”, ალბათ უნდოდა ეთქვა, “გაჭირვებული” პოლიციელებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებისთვის მინისტრმა საჩუქრად მანქანები ჩამოგვიყვანაო. ჯაფარიძემ ისიც თქვა, თარგამაძე და მერაბიშვილი მეგობრები არიან და ვანო გივის არ აცემინებდაო. თან, ეს გივი თურმე პირველად ყოფილა სვანეთში და ალბათ, მეტრონახევრიანი თოვლიც რომ დაიდოს სვანეთის მთებში, მეორედ ჩასვლის სურვილი აღარ გაუჩნდება. თეზი ჯაფარიძეს არაფერი უთქვამს, მისი მეგობრის, ცნობილი ბიზნესმენის, ლევან პირველის გამო გივი თარგამაძესთან არსებულ მის დაპირისპირებაზე. არადა, “თეთნულდში” გამართული ლხინი “დიდი შერიგების” დასაწყისი უნდა ყოფილიყო...http://www.presage.tv/?m=society&AID=3083 მე გამისწორდა. თქვენ?http://www.presage.tv/img/multimedia/a3416.jpg Edited January 31, 2011 by mtidan Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 მე გამისწორდა. თქვენ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 სულს ამოგხდითო, როგორ იძახოდა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 თეზი ჯაფარიძემ გუბერნატორ გოროზიას სახეში მუშტი ჩააზილა, ერეკლე ჯაფარიძესავით შენი ”შნირი” ვერ გავხდებიო.ეს მართლა გამისწორდა!!!! ჩასარტყმელია!!!მაგას თვით აცებისთვის აქვს უმარავი ცათლახობა გაკეტებული :018: გივი თარგამაძე თვრება და ითხოვს ქალებს. ამაზე მერაბიშვილს მძაფრი რეაქცია აქვს, ამბობს, სად გგონია ბიჭო შენ თავი, ბორდელში თუ სვანეთში?ვაააა ეს ყოცაღ...მაგრამ დანარცნმა საქაღტველომ რა დაგიშავა ვანო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 http://www.youtube.com/watch?v=pZOL1gDPIWs Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted January 31, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 სულს ამოგხდითო, როგორ იძახოდა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 ორმაგ სტანდარტებს რო შევეშვათ კაი იქნებოდა: ამ პრესა ჯის ხან გვჯერა და ხან არა? ხან "მიშას მონები" არიან და ხანაც "ობიექტურები"? თუ ინფორმაციის დრამატიზმის და პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით ვიჯერებთ ან არ ვიჯერებთ ამა თუ ინფოს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 ორმაგ სტანდარტებს რო შევეშვათ კაი იქნებოდა: ამ პრესა ჯის ხან გვჯერა და ხან არა? ხან "მიშას მონები" არიან და ხანაც "ობიექტურები"? თუ ინფორმაციის დრამატიზმის და პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით ვიჯერებთ ან არ ვიჯერებთ ამა თუ ინფოს?მე პირადად მხოლოდ კურიერის მჯერა, როგორც გავიგე შენგან ამ გადაცემის პროდუსერი კაი ტიპი ყოფილა,შენ სიტყვებს ვენდობი,იმედია კაი ტიპში აფერისტს არ გულისხმობ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
DATA TUTASXIA Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 ორმაგ სტანდარტებს რო შევეშვათ კაი იქნებოდა: ამ პრესა ჯის ხან გვჯერა და ხან არა? ხან "მიშას მონები" არიან და ხანაც "ობიექტურები"? თუ ინფორმაციის დრამატიზმის და პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით ვიჯერებთ ან არ ვიჯერებთ ამა თუ ინფოს? რაღაცა გეშლება. აბა კარგად ნახე ლინკი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 ლაფერა: ( გიორგი ლაფერაშვილი)მაგარი ადამიანია ძან!! კურიერის მთავარი პროდუსერი მე მხოლოდ მისი მჯერა და იმ კოლექტივის რომელსაც ის ხელმძღვანელობს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 akkaiორმაგ სტანდარტებს რო შევეშვათ კაი იქნებოდა: ამ პრესა ჯის ხან გვჯერა და ხან არა? ხან "მიშას მონები" არიან და ხანაც "ობიექტურები"? :givi: თუ ინფორმაციის დრამატიზმის და პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით ვიჯერებთ ან არ ვიჯერებთ ამა თუ ინფოს? პრესა.ჯი მართლა მიშას მონები არიან, ზემოთმოყვანილი სტატია კი სხვა წყაროდან არის. რაღაცა გეშლება. აბა კარგად ნახე ლინკი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
akkai Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 (edited) Grigზემოთმოყვანილი სტატია კი სხვა წყაროდან არის. ეტყობა ახალია ხო?Siknadmoარავის ადვოკატობას არ ვაპირებ.ნებისმიერი ჟურნალისტს ადვილად იპოვი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში: შეგილია პირადად მოახსენო შენი დამოკიდებულება მის მიმართ Edited January 31, 2011 by akkai Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 შეუზღუდავი ძალაუფლება,გარყვნილობა და ა.შ.....რატომღაც, გამახსენდა რომის იმპერიის დაცემის წინა პერიოდი.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted January 31, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 31, 2011 Grig ეტყობა ახალია ხო?Siknadmoარავის ადვოკატობას არ ვაპირებ.ნებისმიერი ჟურნალისტს ადვილად იპოვი სხვადასხვა სოციალურ ქსელებში: შეგილია პირადად მოახსენო შენი დამოკიდებულება მის მიმართ გადაეცი, ხომ შენი მეგობარია, რომ უღრმეს პატივს ვცემ და ქართველი ერის სახელით მოვიკითხავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.