Jump to content
Planeta.Ge

1990წ პუტჩის დასრულების მეორე დღე


Recommended Posts

Siknadmo

მე ერთ რამეს დავუმატებ, ეგ წოდებულ ეროვნულ ხელისუფლებას მე არ ვთვლი პატრიოტებად

და არც ზვიადი არ იყო პატრიოტი,

მას არ უყვარდა საქართველო და ქართველები, მას უყვარდა საკუთარი თავი ხოლო საქ. პირველკაცობა მისი ამპარტავნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება იყო,

ასევე ვიტყვი მის ახლო წრეზეც, ერთადერთი ვინც დალაგებული და პატრიოტი იყო მანდ ალბათ გუგუშვილი

 

 

საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ძალიან რბილად რომ ვთქვა, უზომოდ ზედაპირული წარმოდგენები გაქვთ იმ დროინდელ მოვლენებზე. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაშინ ძალიან აქტიური მაყურებელი უნდა ყოფილიყავით ნატო ონიანისა და ქეთი მითაიშვილის დროინდელი "მოამბის", მაშინ სხვა ერ-2-ები არ ასებობდა. მაგათ გაჩენამდე დაიწყო ტოტალური სიცრუის უტყუარ სიმართლედ წარმოჩენის გრანდიოზული კამპანიები, რასაც ნაწილობრივ წარმატებით გაართვეს თავი, ფაქტი სახეზეა. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

 

 

საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ძალიან რბილად რომ ვთქვა, უზომოდ ზედაპირული წარმოდგენები გაქვთ იმ დროინდელ მოვლენებზე. რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მაშინ ძალიან აქტიური მაყურებელი უნდა ყოფილიყავით ნატო ონიანისა და ქეთი მითაიშვილის დროინდელი "მოამბის", მაშინ სხვა ერ-2-ები არ ასებობდა. მაგათ გაჩენამდე დაიწყო ტოტალური სიცრუის უტყუარ სიმართლედ წარმოჩენის გრანდიოზული კამპანიები, რასაც ნაწილობრივ წარმატებით გაართვეს თავი, ფაქტი სახეზეა. :)

რაში გამოიხატება ზვიადის პატრიოტიზმი, რაში გამოჩნდა, ან თუნდაც ეგ. წოდებული ზვიადისტების სამშობლოსადმი სიყვარული რაში გამოვლინდა?

ის რომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია მოახდინეს?

ეგ დამოუკიდებლობის დეკლარაცია ფარატინა ქაღალდი იყო და დიდი არაფერი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ხელმოწერას,

საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა ისედაც,

პირიქით, ზვიადისტებმა საფრთხის ქვეშ ჩააგდეს საქართველო და თავისი არაგონივრული განცხადებებით და ას. შემდეგ იმპერიის ნანგრევებში მოგვახვედრეს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პატრიოტიზმი ჩემთვის არასოდეს ყოფილა ტრაფარეტული სადღეგრძელო . მიყვარს ეს "დამპალი" ქვეყანა და პატივს ვცემ ამ "ორგულ" ხალხს . ვგიჟდები ჩემ სოფელზე , ვამაყობ ჩემი ოჯახით თუ მეგობრების წრით და თბილისელობაც არ მიმაჩნია გრეხად, მაგრამ გამსახურდიასდროინდელი სტერეოტიპები ცოტა სხვაგვარად მესმის. ბევრი შეცდომა და(ვ)უშვით(საზოგადოებამ მთლიანად) ,რამაც ედუარდის რევანშს ხელი შეუწყო.

თუ არ გჯერა , არ ვდარდობ. :018:

მეორე სართულზე ვცხოვრობდი :D

და საერთოდ ოთახებიდან არ ვაკვირდებოდი. :no:

ვიმეორებ

 

ისე კი ვიფიქრე მაგი რომ ნაღდში მეორე სართულზე ცხოვრობ. კიდევ კარგი რომ უფრო მაღალ სართულზე არ ხარ, თორემ რა გაუძლებდა ამ ინფორმაციის რაოდენობას :)

 

"ზვიადის ფენომენი"

"ზვიადი არ იყო პოლიტიკოსი"

და ასეთ სხვა მრავალი გამოთქმა არის პოლიტიკური სიტუაციის აღქმის უვიცობა. საწყენად არ ვწერ. შენ კი არა ის ხალხი ვინც უშუალოდ იმდროინდელ პროცესებში მონაწილეობდა ეს სჭირთ.

 

შეუძლებელია რომელიმე რეჟიმის მოცილება "მუშტაწეული პატრიოტიზმის" გარეშე. დაჟე მიშას გავარდებული რევოლუციაც "მუშტაწეული" იყო.

რეჟიმის ცვლიებას ასე სჭირდება, საქმე ამაში არაა, არამედ თუ შემდგომ როგორ განვითარდება მოვლენები.

1990 წლის შემდეგ კი საქართველოში სულ სხვა სიტუაცია იყო. დასავლეთმა არ ისურვა რუსეთი ბოლომდე ჩახდა და პრიბალტიკა იკმარეს.

შიდა დაპირისპირება იმ პერიოდში არ იყო გადამწყვეტი, თუმცა მნიშნელოვანი იყო. მთავარი ფაქტორი იყო რუსეთი.

ამიტომაწ ვწერ ხოლმე იმას, რომ ძალიან საკამათოა ეს პუტში იყო თუ ოკიპაცია.

არ დაგვცალდა პოლიტიკური ჩამოყალიბება, აბა დისიდენტი და პოლიტიკოსად დაბადებული მე არ მინახი ჯერ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

შეუძლებელია რომელიმე რეჟიმის მოცილება "მუშტაწეული პატრიოტიზმის" გარეშე. დაჟე მიშას გავარდებული რევოლუციაც "მუშტაწეული" იყო.

მუშტის აწევას ჭირდება დრო, მომენტი და განგრძობადობის განსაზღვრა. დანარჩენი ლირიკაა,რაზეც იგნორი არ გამიუქმებია :)

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაში გამოიხატება ზვიადის პატრიოტიზმი, რაში გამოჩნდა, ან თუნდაც ეგ. წოდებული ზვიადისტების სამშობლოსადმი სიყვარული რაში გამოვლინდა?

 

ნუ თვითგანწირვაში მაგალითად :)

 

აბაშის ფეხბურთის გუნდში ერთი დიდი კაცის შვილი იყო რა და არ ათამაშებდა მწვრთნელი. პროსტო ვერ თამაშობდა ეს ახალგაზრდა და რა ექნა.

ხო და მამამ ერთხელ იკითხა, "როგორ მიდისო ჩემი შვილის ფეხბურთელად აღზრდის ამბეო?".

 

მწვრთნელმა: "კიდევ ასეთი 5 წელი უნდაო და მაგარი მაყურებელი გამოვაო". :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეგ დამოუკიდებლობის დეკლარაცია ფარატინა ქაღალდი იყო და დიდი არაფერი ძალისხმევა არ სჭირდებოდა ხელმოწერას,

საბჭოთა კავშირი უკვე იშლებოდა ისედაც

 

 

აი ზუსტად მაგიტომაც ვამბობ, რომ

საწყენად არ მიიღოთ, მაგრამ ძალიან რბილად რომ ვთქვა, უზომოდ ზედაპირული წარმოდგენები გაქვთ იმ დროინდელ მოვლენებზე.

 

 

რა შუაშია საბჭოთა კავშირის დაშლა?!

 

საქართველო იყო ერთადერთი რესპუბლიკა სსრკ-ს შემადგენლობაში, სადაც ეროვნულმა მოძრაობამ მთლიანად აიღო ძალაუბფლება ხელში და დაამთავრა კომუნისტური მმართველობა ყველა სფეროში (თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, საკმაოდ მცირე ხნით). აბსოლუტურად ყველა რესპუბლიკაში არანაირი ხელისუფლების ცვლა არ მომხდარა, უბრალოდ სსრკ დაიშალა და ეგ იყო.

 

ბალტიისპირეთი არ იგულისხმება,რასაკვირველია, იქ ყველაფერი წინასწარ გარკვეული და გადაწყვეტილი იყო.

 

ამიტომაც აღმოჩნდა ეროვნული ხელისუფლება ერთნაირად მიუღებელი ყველასთვის, რუსეთშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც. იმიტომ, რომ იყო, ასე ვთქვათ, წინასწარი შეთანხმება: სსრკ-ს დაშლა+ბალტიისპირეთის თავისუფლება და მორჩა. მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობა არანაირად არ იყო იმ ეტაპზე განსაზღვრული. ამან გამოიწვია სწორედ ეს გააფთრება ყველა მხრიდან.

 

 

ეს რაც შეეხება საქართველოს გარეთ. შიგნით კიდევ ერთადერთი საქართველოში დარჩნენ პარტ-ფუნქციონერები თამაშგარეთ, თან უზარმაზარი ქონებითა და გავლენით, რასაც ისინი არაფრით დათმობდნენ და მაგიტომაც უკან არ დაუხევიათ არაფერზე სამოქალაქო ომის ჩათვლით.

 

სხვა რესპუბლიკებში, სულ ყველგან, როგორც ერთი დარჩნენ იგივე პრეზიდენტები და ხელისუფლებები, რაც ცკ-ს მდოვნები და უმაღლესი საბჭოები ჰქონდათ.

 

ერთადერთი გამონაკლისის მსგავსი იყო ელჩიბეის დროინდელი აზერბაიჯანი და შედეგები იქაც ანალოგიური იყო.

 

თუმცა ალბათ ეხლა ვიღაცა იმასაც იტყვის, რომ ეროვნული ძალების გამარჯვება სპეციალურად დაუშვეს კომუნისტებმაო, ეს მათი გეგმა იყოო, არაერთხელ გამიგია ეს. და რას იზამდნენ რო? რა შეეძლოთ, როგორ გაუწევდნენ კონკურენციას იმდროინდელ ეროვნულ მოძრაობას, რომელმაც ფაქტიურად 2-3 წელიწადში დაამთავრა კომუნისტების 70 წლიანი დიქტატურა საქართველოში? რაც შეძლეს, კი ვნახეთ, მარტო ომი და სისხლისღვრა.

 

 

აი ეს იყო ეროვნული ძალების მთავარი მონაპოვარი: საქართველოში კომუნისტური მმართველობის დასასრული და არა სსრკ-ს დაშლა და თავისუფლების "ფარატინა" ფურცელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი ზუსტად მაგიტომაც ვამბობ, რომ

 

 

რა შუაშია საბჭოთა კავშირის დაშლა?!

 

 

ისე კი უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს სსრკ დაშლაში.

საქართველოში სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ანტიკომუნისტური და ეროვნული მოძრაობა ყოველთის ერთი თავით მაღლა იყო ვიდრე სხვა რესპუბლიკებში.

როდესაც საქართველოში პროტესტები პიკს აღწევდა,მაშინ სხვა რესპუბლიკებში და არა მარტო სსსრკ, არამედ მთელ პოსკომუნისტურ სივრცეს კომუნიტური სიზმრები ესიზმრებოდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ლაშა საიდან მოვიდოდა ზომიერი და დალაგებული ადამიანები 70 წელი,აქედან 50 ეს გნიდა ედიკია დღნავდა ქვეყანას

შენ მართლა გჯერა მისი მსოფლიო დიდი კაცობის?

მართლა გჯერა ,რომ ამ ტვარმა მთელი მისი სიცოცხლე საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობას "შეალია"?

ეს იყო საშუალო დონის კომუნისტი ფუნქციონერი,რომელიც იმენა საქართველოს გაუბედურების ხარჯზე გახდა პოლიტბიუროს თუ რაღაც დედისდღვნის წევრი თუ კანდიდატი

საქართველო საბჭოეთში და მის შემდეგაც კორუფციის მხრივ იყო პირველ ადგილზე და ეს ცნობილი ფაქტია

ეხლა წარმოიდგინე მისი "შექმნილი" სისტემა და ამ სისტემის მომსახურე "პერსონალი" ,რომელთაგან ბევრი მიეტმასნა ერმოძრაობას პირადი გამორჩენის მიზნით ურმის გადაბრუნებამდე

აუ ჭკვიანი ხალხი ხართ და აი–ია–ს ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს

ესეც რომ არა, კაცო ჩამოვაგდეთ და გადავაშენეთ ეს ხალხი ერთ წელიწადში და შემდეგ პერიოდზე გაეცით პასუხიიიიი

 

 

 

მას არ უყვარდა საქართველო და ქართველები, მას უყვარდა საკუთარი თავი ხოლო საქ. პირველკაცობა მისი ამპარტავნული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება იყო,

მაგ პოსტში მე რატომ მომიხსენიე ვერ გავიგე :yes:

არ მგონია ზვიადის ბავშვობიდანვე ეოცნება 1990 წელს პირველი კაცი გამხდარიყო

მის პატრიოტობაზე რა გითხრა აბა,როგორც ვხვდები საკამათო თემაა სამწუხაროდ:შეიძლება 75 წელი დღნა ერი და ეკლესია,შემდეგ ერთ მშვენიერ დღეს პატრიოტი და მართლმამიდებელი გიორგი გახდე

 

კიდევ ვიმეორებ:ჩამოვაგდეთ ზვიადიიიიიი...ჩამოვაგდეთ

საქართველოს აღორძინების შემდეგ ხანაზე ვისაუბროთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შენ მართლა გჯერა მისი მსოფლიო დიდი კაცობის?

ის იყო ერთი მსუნაგი , ჭკვიანი მელა ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის იყო ერთი მსუნაგი , ჭკვიანი მელა ...

 

შევარდნაძეს ვერ წაართმევ ერთს, პოლიტიკოსი იყო და თან საკამოდ ძლიერი.

 

ქვეყანა ანარქიაში ჩავარდა იმის გამო, რომ არ იყო აპრატი და ედვარდს კიდევ უკვე ამ აპარატის შექმნის ძალა არ ჰქონდა, თორემ მიშას ვერ ვიხილავდით კიდევ ასეთი 20 წელი :)

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის იყო ერთი მსუნაგი , ჭკვიანი მელა ...

ჭკვიანი მელა თავისი სავარძლის შენარჩუნების და უკაცრავად კუჭის ამოვსებისთვის?

მაშინ გამოდის მთელი ცივილიზებული სამყაროს პრეზოებ–პრემიერები გამოღლევებულები ყოფილან,თან არჩევნებში გადარჩევების თუ წაგების ფონზე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭკვიანი მელა თავისი სავარძლის შენარჩუნების და უკაცრავად კუჭის ამოვსებისთვის?

მელა იმიტომაცაა მელა. :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჭკვიანი მელა თავისი სავარძლის შენარჩუნების და უკაცრავად კუჭის ამოვსებისთვის?

მაშინ გამოდის მთელი ცივილიზებული სამყაროს პრეზოებ–პრემიერები გამოღლევებულები ყოფილან,თან არჩევნებში გადარჩევების თუ წაგების ფონზე

 

უმეტეს შემთხვევაში არიან.

მეფეს მეფედ გარემოცვა ქმინს.

 

ამას ქჰვია გუნდი. მანდ (სხვაგან :) ) ის ვინც ჰყავთ წამოსკუპებული, ბევრს არ წყვიტავს, უფრო გარემოცვა აკეთებს საქმეს.

 

რაც ეხება ედოს დავწერე უკვე.

ედოს არ ეყო ძალ შეექმნა აპარატი. მოხუცდა ან შეიძლება სხვა პროცესებმა შეუშალეს ხელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ედოს არ ეყო ძალ შეექმნა აპარატი. მოხუცდა ან შეიძლება სხვა პროცესებმა შეუშალეს ხელი.

ერთი მაგისი ახალგაზრდობაში შექმნილი აპარატი გამახსენე :givi:

რაც შეეხება ხელისშემშლელ პროცესებს,მზე არ ამოვიდა ჩრდილოეთიდან და მაგისი მზეც ჩასვენდა

არც გადადგა და ქვეყანაც ჩაითრია...############

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი მაგისი ახალგაზრდობაში შექმნილი აპარატი გამახსენე :givi:

რაც შეეხება ხელისშემშლელ პროცესებს,მზე არ ამოვიდა ჩრდილოეთიდან და მაგისი მზეც ჩასვენდა

არც გადადგა და ქვეყანაც ჩაითრია...############

 

ფაქტია რომ ვერ ჩამოაყალიბა და რამ შეუშალა ხელი, ეს ძნელი გასაანაიზებელია.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კარგი აპარატჩიკი იყო, მაგრამ აპარატის შექმნის მექანიზმების არამცოდნე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...