Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

კანონი და „სტაიანშიკი"ე.წ. „სტაიანშიკების" სამსახური 2007 წელს ოფიციალურად გაუქმდა. იმ წელს დედაქალაქის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში პარკირების ორგანიზების უფლება 15 წლით კომპანია "სითი პარკმა" მოიპოვა. თუმცა "სითი პარკმა" პარკირების ორგანიზება ოფიციალურად მხოლოდ 2009 წლის აგვისტოში დაიწყო. 2007-2009 წლებში სხვადასხვა უნიფორმაში გამოწყობილი „სტაიანშიკები" თბილისის ქუჩებში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მუშაობდნენ.

 

ის, რომ შპს „ავტოპარკინგი" "სტაიანშიკებს" მათთან მუშაობას და ყოველდღიურად თანხის გადახდას აიძულებდა, ჩვენზე ადრე თბილისის მერიაში იცოდნენ. 27 მაისს ათამდე "სტაიანშიკმა" ქალაქის მერს გიგი უგულავას წერილი მისწერა და თავისი გასაჭირი უამბო. მერიაში წერილის შეტანიდან 1 თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ "სტაიანშიკებს" პასუხი არ მიუღიათ, რაც კანონდარღვევაა.

 

მერიაში "სტაიანშიკების" მიერ გაგზავნილი წერილი მოვიკითხეთ, ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ წერილი რეაგირებისთვის ზედამხედველობის სამსახურს დაეწერა. ჩვენ სამსახურის უფროსს "სტაიანშიკების" სახელით ვესაუბრეთ. ვკითხეთ, კანონიერი იყო თუ არა "ავტოპარკინგის" მოქმედება. ზვიად მკერვალიშვილმა გვითხრა, რომ "ავტოპარკინგის" ქმედება უკანონო იყო და "სტაიანშიკებს" მათთვის თანხა არ უნდა გადაეხადათ. ნიშანდობლივია ის, რომ მერიის წარმომადგენელი ჩვენთან საუბარში "ავტოპარკინგის" ქმედებას უკანონოს უწოდებს, მაგრამ ამ უკანონობაზე რეაგირებას არ ახდენს. არადა კანონი მერიას ავალდებულებს, რომ ეს წერილი სამართალდამცავებისთვის გადაეგზავნა,თუმცა ასე არ მოიქცნენ. მერიაში ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი არ მოგვცეს.

 

უკონტროლო მილიონები

 

პარკირების ბიზნესში სოლიდური თანხა ტრიალებს. თბილისის მერიის ინფორმაციით, პარკირებისგან ბიუჯეტში შესატანი წლიური მოსაკრებელი 2003 წელს 880 ათას ლარს შეადგენდა, 2004 წელს _ 1 მილიონზე მეტს, 2005 წელს _ 990 ათას ლარს. 2006 წლიდან პარკირება სხვადასხვა შპს-ზე გადანაწილდა. ჩვენი ინფორმაციით, იმ წელს მხოლოდ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან, პარკირების მოსაკრებლის სახით, ბიუჯეტში მილიონ ორასი ათასი შევიდა. 2007 წლიდან კი სფეროს მართვა "სითი პარკს" გადაეცა, ქალაქის ბიუჯეტში "სითი პარკის" მიერ მიღებული შემოსავლის 60% მიდის.

 

http://liberali.ge/node/2532

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოოოო, წავიკითხე წერილი ლიბერალში.

მძიმე შემთხვევაა. :(

როგორც ყოველთვის წვრილ თევზს დასჯიან, მსხვილები კი ახალ ფირმას გააკეთებენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბუნტი მინდა უგულავა სარზე-მინდა

 

 

მიდი მერე და მოგყვებით.ჟანა დარკის პონტში იქნები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუმცა უგულავამ არც მწვადი დაწვა და არც შამფური და იმავე საღამოს "სტაიანშიკებს" "რუსთავი 2"-ის ეთერით გამოუცხადა, რომ მათ დევნას არ აპირებდა და შეეძლოთ, მძღოლების ქველმოქმედების იმედად, მუშაობა გაეგრძელებინათ. ფაქტობრივად, მერის ზეპირი განცხადებით, კანონს მიღმა დარჩენილი „სტაიანშიკების" ლეგალიზება მოხდა.

გასაგებია ბატონი გიგის სარზე გასმის მიზეზი

ფაქტიურად ჰაერიდან ფულის კეთებაა,თან რამოდენა თანხებზეა ლაპარაკი

სტაიანშიკების წუწუნის მიზეზს კიდე ვერ მივხვდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

რატომ ხარ ბოროტი კატერინა,საწყალი გიგიკო მიუხედავად იმისა რომ ხელჯოხებით დადის,მაინც ქალაქზე ზრუნვაში ატარებს მთელ დროს :givi: შენ კი სარზე გავსვათო.

რაც შეეხება "სტაიანშჩიკებს",ისინი მართლაც ან მათხოვრებად,ან უთოფო ყაჩაღებად უნდა განვიხილოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყალი გიგიკო მიუხედავად იმისა რომ ხელჯოხებით დადის

მითუმეტეს სარები ტან მოუტანია...( ჭკვიანი, მიხვდა ერტი ვერ გაუძლებდა- გადატყდებოდა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

T_A_T

მითუმეტეს სარები ტან მოუტანია...( ჭკვიანი, მიხვდა ერტი ვერ გაუძლებდა- გადატყდებოდა)

მეტალისაა ალბათ ერთიც გაუძლებს,მაგრამ როგორც გურულები ამბობენ:მარცხი ელანძეზეა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერნეტშI ჭორები გავრცელდა... მანქანის ნომრების ცვლიანოი და 50+ ლარი ეღირებაო

 

saturn ხო არაფერი გაგიგია?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ინტერნეტშI ჭორები გავრცელდა... მანქანის ნომრების ცვლიანოი და 50+ ლარი ეღირებაო

 

saturn ხო არაფერი გაგიგია?!

ჭორია, პირველად არ გავრცელებულა მასეთი ინფორმაცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...